gerbebi_Page_6

ნუ გადააქცევთ “ქართული ოცნების” შიდა პრობლემას – სახელმწიფოს პრობლემად!

2013-04-23 

“სახალხო პარტია” მიესალმება ბატონი ბიძინა ივანიშვილის, სახელმწიფოს წინსვლისთვის მეტად სასარგებლო განცხადებას – “ჩვენი გუნდი იჩქარის ევროპისკენ, საკუთარ სახლში”. მაგრამ  ხელისუფლების ქმედებები, სამწუხაროდ, ამ დეკლარირებული პოზიციის   საპირისპიროა. როცა კეთდება საჯარო განცხადებები    როგორ უკარნახა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს ევროპარლამენტის დეპუტატებისადმი საპროტესტო წერილი,  როგორ მიუთითა პარლამენტს კენჭისყრის ამა თუ იმ ფორმით ჩატარება და ა.შ. და, განსაკუთრებით, სტრასბურგიდან ვიგებთ, თუ როგორ  “საკმაოდ  ეჩხუბა” აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური პარლამენტის წევრს “ზედმეტი აქტიურობისთვის”, ამას საქართველოში სამწუხარო რეალობად აღვიქვამთ და როგორც თავად პრემიერ-მინისტრი ვრცლად »
mamuka

ხელისუფლება გაურკვეველ ვითარებაში ამყოფებს საზოგადოებას

რასაც რუსეთი უკრაინისაგან ითხოვს ამას საქართველოს ხელისუფლება თვითონ გააკეთებდა
ეს არის პოლიტიკური დევნის იმიტაცია
შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა” 17.04.2014
ეროვნული მოძრაობის წევრი მამუკა გიორგაძე რეგიონალიზმის საფრთხეზე საუბრობს და ხელისუფლებას ურჩევს უკრაინაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ფრთხილად იმოქმედოს. გიორგაძე ამბობს, რომ რასაც რუსეთი უკრაინას ძალით აკეთებინებს, იმას საქართველოს ხელისუფლება თავისი ინიციატივით აკეთებს.
გიორგაძე ჯავახეთის რეგიონთან დაკავშირებითაც ხედავს საფრთხეს და ფიქრობს, რომ მსგავს სერიოზულ თემებზე დღესვეა ნაბიჯების გადასადგმელი.
რაზე მეტყველებს ნაციონალების და `ოცნების~ ნაბიჯები და რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებიდან გამომდინარე? _ ამ საკითხების ირგლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან. ვრცლად »

SONY DSC

ვისი ინტერესია საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაცია, ვინ იხდის ამაში ფულს და რატომ არის ინდიფერენტული ხელისუფლება ეკლესიაზე შეტევის პროცესისადმი

2014-03-31 “თბილისელები”
ნინო ხაჩიძე

თუმცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს ადგილს დასავლურ სტრუქტურებში ხედავს, საზოგადოების გარკვეული წრეები ეკლესიას მაინც პრორუსულად ორიენტირებულად მოიაზრებენ. მეორე მხრივ, საქართველოს ეკლესიის ურყევად მაღალი რეიტინგი სახელმწიფობრივი სტრუქტურების სისუსტეზეც მიუთითებს, რაც, სარწმუნოებრივ მომენტს თუ გვერდზე გადავდებთ, არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა, ბუნებრივია, იმის გათვალისწინებით, რომ ისიც კარგია, თუ რომელიმე ინსტიტუტი მაინც სარგებლობს ამ ქვეყანაში ნდობითა და მაღალი ავტორიტეტით. ვისი ინტერესია საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაცია და იმიჯის შელახვა?  – თემას „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარესთან, მამუკა გიორგაძესთან ერთად განვიხილავთ.

– მივყვეთ ამ ძალიან სწორ მინიშნებებს: პირველი –  საქართველოს ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა მკაფიო, ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო ადგილის შესახებ. უბრალოდ, ამ პოზიციის გვერდის ავლით ხდებოდა საპირისპიროს მტკიცება. რადგან სააკაშვილს სჭიდებოდა ეკლესიის წინააღმდეგ გაბრძოლება და ეძებდა იდეოლოგიურ-პოლიტიკურ საბაბს და ეს საბაბი იყო ყურით მოთრეული საქართველოს ეკლესიის პრორუსულობა, რათა გაემართლებინა ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული თავისი ქმედებები, მიუხედავად იმისა, რომ ამის მიმანიშნებელ ვერც ერთ დოკუმენტს ვერ ნახავთ. ვრცლად »

giorgadze-1

“სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რუსეთს საქართველო გაელახა

`ოცნების~ შიგნით ლობისტური მხარდაჭერა რომ არ ჰქონდეს, ნაცმოძრაობა ერთ დღესაც კი ვერ გაძლებდა”
შორენა კოწოწაშვილი  ”ალახი თაობა” 06.04.2014
რა აღიარა ივანიშვილმა, რა საერთო ინტერესები შეიძლება ჰქონდეთ მარგველაშვილ-ბოკერია-ალასანიას და რა ვალდებულებები აიღო მიხეილ სააკაშვილმა დღეს პუტინის რუსეთის წინაშე, _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, მმართველ გუნდსა და საპარლამენტო უმცირესობას შორის პოლიტიკური კინკლაობის გააქტიურების ფონზე რას იტყვით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე. რა გამოიკვეთა, მდგომარეობა ქვეყნის შიგნით საკმაოდ რთულადაა?
_ სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა არ გახლავთ შიდა დუღილის პროდუქტი. ის უფრო მეტად გარედან გარკვეულ ზემოქმედებას თუ პირდაპირ მართვას ექვემდებარება და, შესაბამისად, ორსახოვანია ქართული პოლიტიკა. ერთი _ მასისთვის დუღილის შექმნა ხელოვნური დაპირისპირება, თითქოს ძალიან დრამატულ ხშირ შემთხვევაში, შერკინებასთან გვაქვს საქმე. ეს აისახება ტელევიზიით. მოხდება ხუთ წუთიანი დაპირისპირება პარლამენტის შენობაში და შემდეგ ყველა ეთერში მიდის ამ არაფრისმთქმელი დაპირისპირებების ტირაჟირება. ეს არის გარეგნული ფონი. ამის მიღმა კი რეალურ დაპირისპირებებთან და ქმედებებთან გვაქვს საქმე. საქართველო პოლიტიკურად არ არის სტაბილური. ვრცლად »

დაიკითხება თუ არა ედუარდ შევარდნაძე

მანანა ნოზაძე

2014-04-03 22:15:33   For.ge  03 .04. 2014

ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე სააკაშვილის ჩამოყვანასა და ჟვანიას საქმის გამო მის დასჯას ითხოვს. თუმცა ჯაჭვური რეაქციით, შესაძლოა, თავადაც აღმოჩნდეს დასაკითხ პირთა შორის. საქმე ისაა, რომ კონსტანტინე გამსახურდია მამის, ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოცული გარდაცვალების გამო ედუარდ შევარდნაძის დაკითხვას მოითხოვს. საქმის გამოძიებას ელიან ცოტნე და გიორგი გამსახურდიებიც.

ისტორია მეორდება, სააკაშვილი ყველანაირად თავიდან იცილებს დაკითხვაზე მოწმის სტატუსით დაბარებას, თავის დროზე არც ედუარდ შევარდნაძე ყოფილა გახსნილი ექსპრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ კითხვებზე საპასუხოდ, რომელიც მასთან პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ჰქონდა. ედუარდ შევარდნაძეს პროკურატურასთან თანამშრომლობის იდეა დღესაც არ ხიბლავს. ხუმრობით აცხადებს, რომ პროკურატურას შეკითხვებიც არ დაუტოვა, რადგან ამ ათი წლის განმავლობაში ყველა კითხვას პასუხი გასცა თავისი ინტერვიუებით, რომლებიც დაკითხვის ოქმებს უფრო გვანან, ვიდრე ინტერვიუებს. თუმცა, კითხვები თუ მაინც დარჩა, ის მზადაა, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, უპასუხოს. ვრცლად »

საქართველოს სოფლის ტევადობა

მოსაზრება

(17.04.2014)

პაატა კოღუაშვილი

პროფესორი

ბადრი რამიშვილი

პროფესორი

საქართველოში არცთუ იშვიათად ისმის მოსაზრებები სოფლის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ. ზოგიერთები, იშველიებენ რა საკუთარ “კომპეტენტურობას” და “ინფორმირებულობას” ამ საკითხში, ამტკიცებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს სოფლად და საქართველოს სოფლის მეურნეობას უმნიშვნელო რაოდენობის ადამიანური რესურსი სჭირდება და ა.შ. ამგვარი შეხედულებების სასარგებლოდ ე.წ. “ექსპერტებს” რამდენიმე არგუმენტი მოაქვთ: როგორც წესი, ეს არის ზოგიერთი განვითარებული ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში სოფლის მცხოვრებთა პროცენტული წილი, სოფლად დასაქმებულთა ხვედრითი წილი და მშპ-ში სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი. ამ მონაცემებით მანიპულირების შედეგად ისინი ცდილობენ გაამყარონ საკუთარი არამართლზომიერი დამოკიდებულება სოფლის მეურნეობისადმი. ვრცლად »

gogi

გოგი ლორთქიფანიძის აზრით წინასაარჩევნოდ ბევრი უცნაური მოვლენა ხდება

  • 10 აპრილი 17:48

„სახალხო პარტიის“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი ლორთქიფანიძის აზრით, წინასაარჩევნოდ ბევრი ”უცნაური” მოვლენა ხდება და კიდევ უფრო მეტს უნდა ველოდეთ.

“იმ დროს, როცა ქვეყანაში  ნაციონალური მოძრაობის არსებულმა რეიტინგმა და მისმა აქტუალობამ ქვემოთ იწყო სვლა, მას სასწრაფოდ წამოეხმარა ე.წ. ევრაზიის კავშირში საქართველოს შესვლის მხარდამჭერებისა და მათი ე.წ. მოწინააღმდეგების ჰარმონიული და წინასწარ შეთანხმებულად დაგეგმილი აქცია-სპექტაკლები. ვრცლად »

gerbebi_Page_6

საქართველოში ფედერალური სახელმწიფო მოწყობის საფრთხე მოხსნილი არ არის

  • 15 აპრილი 2014 NEWS.GE

„სახალხო პარტიაში“ მიიჩნევენ, რომ საფრთხე, რაც უკრაინაში ქვეყნის ფედერალიზაციასთან დაკავშირებით დგას, შეიძლება, საქართველოსთვისაც დადგეს.

„უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტუჩინოვმა განაცხადა, რომ, თუ ,,რადა” შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, შესაძლოა, ქვეყნის ფედერალიზაციის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ტუჩინოვი დარწმუნებულია, უკრაინელი ამომრჩეველი დიდი უმრავლესობით დაუჭერს მხარს ერთიანი და უნიტარული უკრაინის სახელმწიფოს არსებობას, საფრთხე მაინც ძალიან დიდია და რუსეთს ეძლევა დამატებითი საბაბი, კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი აგრესიული პოლიტიკა უკრაინის მიმართ. ვრცლად »

gogi

გოგი ლორთქიფანიძე: ნელ-ნელა დავუბრუნდებით შევარდნაძის ეპოქას, ოღონდ აიფონ 6-ით ხელში

  • 09 აპრილი 2014 NEWS.GE

„სახალხო პარტიის“ ლიდერი გოგი ლორთქიფანიძე საქართველოში შექმნილ წინასაარჩევნო მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ისევ გაგრძელდა წინა საარჩევნო ბატალიები და ოპოზიციური პარტიების გათიშულობა, დიდი ალბათობით, ვერც ამ არჩევნებზე მოხერხდება პოლიტიკურ ძალთა ბალანსის შეცვლა. ვრცლად »

9 აპრილის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის ბრძოლა ისევ გრძელდება

მანანა ნოზაძე

2014-04-10 09:39:42 FOR.GE

ეს იყო წამი უდიდებულესი, როცა მერაბ კოსტავას სიტყვებით რომ ვთქვათ, 70 წლის მანძილზე ასე მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე… 9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. სპეცოპერაციას 21 ადამიანი შეეწირა. ეს დღე ამაღლებული უფრო იყო, ვიდრე ტრაგიკული. მომიტინგეთა დაშლა საქართველოს მილიაციასაც არ ანდეს და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი იგორ როდიონოვის ხელმღვანელობით მომიტინგეებს ხელკეტებით, ორლესული მახვილებითა და მომწამვლელი გაზით აღჭურვილი დამსჯელები ყველა მხრიდან შეუსიეს.
9 აპრილიდან მოყოლებული, პერიოდულად გვესმის ნიჰილისტური მოსაზრებები, რად გვინდოდა ეროვნული მოძრაობა, სხვა რესპუბლიკები ხომ უსისხლოდ ეზიარნენ თავისუფლებას?! ხომ არ ვიჩქარეთ, რადგან რუსული იმპერია ისედაც უნდა ჩამოქცეულიყო?! ვრცლად »

Powered by WordPress