გოგი ლორთქიფანიძის აზრით წინასაარჩევნოდ ბევრი უცნაური მოვლენა ხდება

gogi
  • 10 აპრილი 17:48

„სახალხო პარტიის“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი ლორთქიფანიძის აზრით, წინასაარჩევნოდ ბევრი ”უცნაური” მოვლენა ხდება და კიდევ უფრო მეტს უნდა ველოდეთ.

“იმ დროს, როცა ქვეყანაში  ნაციონალური მოძრაობის არსებულმა რეიტინგმა და მისმა აქტუალობამ ქვემოთ იწყო სვლა, მას სასწრაფოდ წამოეხმარა ე.წ. ევრაზიის კავშირში საქართველოს შესვლის მხარდამჭერებისა და მათი ე.წ. მოწინააღმდეგების ჰარმონიული და წინასწარ შეთანხმებულად დაგეგმილი აქცია-სპექტაკლები.

დღეს, კი ამ პროცესის ხელშესაწყობად ”ქართული ოცნება”  და მასთან ასოცირებული ორგანიზაციებიც გააქტიურდნენ და დაიწყო საჩვენებელი კინკლაობები ნაციონალების მიერ ორგანიზებულ  აქციებზე.

ყველაფერი ეს პატარა, ათწუთიანი ჯიკაობით მთავრდება მაგრამ, სამაგიეროდ, მთელი დღეები იტრიალებს  ეს ნიუსები სამამულო  ტელესივრცეში; პერმანენტულად აღშფოთდება ნაციონალური ლიდერშიპი, იხულვებს თოქ-შოუები და ა.შ.

დასკვნა ცალსახაა: ქვეყანაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს სიტუაციის დაძაბვისა და პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობა და, ყველა ეს ქმედება მიმართულია, იმისკენ, რომ საქართველოში შეიქმნას წინასაარჩევნო ფსიქოზი მხოლოდ ორი ძალის მონაწილეობით. თან ოცნების მესვეურები არც რაიმე ახლის ან ორიგინალურის მოფიქრებისთვის იწუხებენ თავს და პირდაპირი კოპი-პეისტით გადმოაქვთ ნაციონალური მოძრაობის მიერ აპრობირებული მეთოდები, რომლებსაც ისინი იყენებდნენ წინასაარჩევნოდ სიტუაციის პოლარიზაციისთვის და სხვა პოლიტიკური ძალებისათვის საარჩევნო სივრცის გადაკეტისათვის.

ასე, რომ ქვეყანაში ისევ სახეზე გვაქვს პოლიტიკურ უმსგავსობად მონათლული კოჰაბიტაციის პროცესი.” – ნათქვამია სახალხო პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებაში.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress