შორენა კოწოწაშვილი 13.06.2004 ახალი თაობა
რაც დრო გადის, ახალი ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები დღითიდღე მატულობს. გასაკვირი არც არის, რადგან ყველა ყველას კმაყოფილი ვერ იქნება. ჩვენი რესპოდენტი ტრადიციებს არ ღალატობს და როგორც წინა მთავრობებს, დღევანდელ მთავრობასაც ოპოზიციაში უდგას. მიზეზები კი, რის გამოც ხელისუფლების არ სჯერა, უხვად აქვს. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე მათი პარტიის მიმართ დაინტერესება და შემოთავაზებაც კი ყოფილა პარლამენტში მახვედრაზე, ბატონმა მამუკამ როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ქვეყანას ვერ უღალატა და უარი განაცხადა მათ წინადადებაზე. ისე, კაცმა რომ თქვას, საქართველოს მუშტიკრივის მოყვარე პარლამენტმა მისი სახით სერიოზული დამრტყმელი დაკარგა და თუ გავითვალისწინებთ მის შეხედულებას პარლამენტისადმი, ძალიან ბევრი გადაურჩა მუშტს. როგორი შეხედულება აქვს სახალხო პარტიის ლიდერს დღევანდელი მთავრობის მიმართ, რატომ აღარ ჩანს აქტიურად პოლიტიკურ სარბიელზე, რა გეგმები აქვთ მას და მის მეგობრებს სამომავლოდ, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა მამუკა გიორგაძეს.