ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” ლიდერთა და მათთან გათანაბრებულ პირთა მხრიდან სულ უფროდაუფრო ხშირად ისმის ფრაზები, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება ოცნების ამომრჩევლებისა და მთლიანად ქართული საზოგადოების სულისკვეთებას.
“სახალხო პარტია” შეახსენებს “ქართულ ოცნებას”, რომ ინდულგენციების გაცემა ნაც.მოძრაობაზე არ არის ქართული საზოგადოების დაკვეთა. უფრო მეტიც, როცა ეს ხდება 9 წლის განმავლობაში გაწამებული ადამიანების და სამართლიანობის იგნორირების ხარჯზე, ამორალურია. განსაკუთრებით ცინიკურია, როცა ხდება საზოგადოების თვალში დამნაშავედ მიჩნეული კონკრეტული პირების “რეჟიმის მსხვერპლად” წარმოჩენა (მაგალითად ახალაიების).
“ნაცმოძრაობის ჯანსაღი ნაწილის გადარჩენა ქართული დემოკრატიის ამოცანად” გამოცხადება ჩვენი აზრით, მკაფიოდ მიუთითებს იმას, რომ ძირითადი იდეოლოგიური განსხვავება მათ შორის მიზერულია და ხელისუფლებისთვის კონფორტულია ოპოზიციაში დატოვოს საზოგადოებისათვის აბსოლუტურად დისკრედიტებული და იოლად მანიპულირებადი ადამიანთა ჯგუფი.
ჩვენ ვეკითხებით ხელისუფლებას გაგვიმარტონ, რომელი ფრთაა ნაც.მოძრაობაში მსხვერპლი, რომელია ჯანსაღი ანუ გადასარჩენი ნაწილი, რათა ჩვენც მივიღოთ ამ “სახელმწიფოებრივ საქმეში-ქართული დემოკრატიის გადარჩენაში” მონაწილეობა, მივიდეთ, ბოდიში მოვუხადოთ, მოვეფეროთ და ჩვენც “ვიკოაბიტაციოთ”.
“სახალხო პარტია” კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას ნუ შეეცდება პოლიტიკური ცხოვრების მონოპოლიზებას, გახსნას საჯარო სივრცე პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რათა საზოგადოებამ თვითონ გადაწყვიტოს, რომელია ჯანსაღი პოლიტიკური ძალა ქართულ პოლიტიკაში, ვინაიდან ”ქართულ ოცნებასთვის” “ნაც.მოძრაობიდან” სასურველი და მისაღები პარტნიორის ხელოვნური ამორჩევა არავითარ სიკეთეს არ მოუტანს ჩვენ ქვეყანას.
სახალხო პარტია მამუკა გიორგაძე