(ქართული სოფლის ბედი)
პაატა კოღუაშვილი, გიორგი ზიბზიბაძე, სტუ პროფესორები
ნებისმიერი ქვეყნის მთავრობა, როგორც წესი, მოსახლე¬ობის აღწარმოებისა და შრომითი რესურსების გამოყენების პრობლემების მოგვა¬რებას ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობს. აქვე შევნიშნავთ, რომ დასაქმება და უმუშევრობა მაკროეკონომიკის ის ძირი¬თადი მაჩვენებლებია, რომელთა მიმართ ხელისუფლების, საზოგადოებისა და მედიის მუდმივად მაღალი ინტერესი არსებობს, რადგან მათი დონის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ ქვეყნის პროგრესსა თუ რეგრეს¬ზე, მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასა და მათი ქცევის მოდელებზე. აღნიშნულის სიმწვავე კარგად ვლინდება მისდამი საზოგადოების დამოკიდებულებაშიც, როდესაც სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვებით რესპონდენტთა დიდი ნაწილი ქვეყნი¬სა და მოსახლეობის წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიდან უმწვავესად უმუშევრობას ასახელებენ.
წინამდებარე ნაშრომის მიზანია ქვეყნის აგრარულ სექტორში ადამიანური რესურსების გამოყენების პრობ¬ლემის განხილვა-გაანალიზება. მისი შესწავლის აუცილებლობა განპირობებულია იმითაც, რომ აგრარულ სექტორთან პირდაპირ კორელაციაშია ეროვნული ეკონომიკის დაახლოებით 17%, ხოლო მულტი¬პლიკაციური ეფექტის გათვალისწინებით ეს მაჩვენებელი ორმაგდება.
სადღეისოდ ოფიციალური შრომის სტატისტიკა ამ მიმართულებით აგროსექტორისთვის მეტად მწირ მონაცემებს იძლევა. Qვეყნდება მხოლოდ სოფლის მოსახლეობის რიცხოვნობა და პროცენტული წილი საერთო მოსახლეობაში, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა და წილი ეროვ¬ნულ ეკონომიკაში დასაქმებულთა შორის, სოფლად დასაქმებულთა შემოსავლების ოდენობა და სტრუქტურა. ღაც შეეხება მოსახლეობის ბუნებრივი ცვლილების ზოგად მაჩვენებელს, მოსახლეობისა და შრომითი რესურსების ასაკობრივ-სქესობ¬რივ სტრუქტურას, ეკონომიკურად აქტიური და არააქტიური მოსახლეობის რიცხოვ¬ნობას, დასაქმებასა და სხვა მაჩვენებლებს, ისინი, როგორც წესი, მოცემულია მხო¬ლოდ ქვეყნის მასშტაბით, რის გამოც სოფლად (განსაკუთრებით რეგიონების მიხედვით) შრომითი რესურსების ფორმირების, დასაქმებისა და გამოყენების შესა¬ხებ ობიექტური სურათის შექმნა ექსპერტული შეფასებით – მხოლოდ მიახლოები¬თი სიზუსტითაა შესაძლებელი.
დასაქმება ის პრობლემაა, რომლის მოგვარება 2003 წელს ქვეყნის სათავეში მოსულმა ძალამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ვერ შეძლო. პირიქით, მმართველობის 9 წლის განმავლობაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 151 ათასით შემცირდა (ქვეყნის მთელი მოსახლეობის 182 ათასით ზრდის პირობებში), ხოლო უმუშევრობის დონე 11.5%-დან 16.1%-მდე გაიზარდა.
ბოლო წლებში ქვეყანაში ჩამოყალიბებული დასაქმების არარაციო-ნალუ¬რი სტრუქტურა, დარღვეული პროპორციები დაქირავებით დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებს შორის, მნიშვნელოვანწილად განპირობებულია აგრარულ სექტორში დასაქმებულთა მაღალი წილით. კერძოდ, 2013წელს (წინასწარი მონა¬ცე¬მებით) სოფლად ცხოვრობდა ქვეყნის მოსახლეობის 46,2%, ქვეყნის ეკონომიკუ¬რად აქტიური მოსახლეობის 58,4%, დასაქმებულთა 63,8%, დაქირავებულთა 32,0% და თვითდასაქმებულთა 84,0%; ასეთ პირობებში აგრარულ სექტორში გასულ წელს შეიქმნა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 9%.
განსხვავებული სურათია ინდუსტრიულ სექტორში (მრეწველობა, ენერგეტიკა, მშენებლობა) და ეროვნული ეკონომიკის დანარჩენ დარგებში, რომელთა წილი ქვეყანაში შექმნილ დამატებულ ღირებულე-ბაში გაცილებით უფრო მაღალია დასაქმებულთა საერთო რიცხოვნობაში მათივე წილთან შედარებით.
ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რიცხოვნობაში განსაკუთრე¬ბით მაღალია თვითდასაქმე¬ბულთა დონე (ევროკავშირის ქვეყნებში ის საშუალოდ შეადგენს 14%). მაგრამ, აქ საგანგაშოა არა იმდენად თვითდასაქმებულთა რაოდე¬ნობა, რამდენადაც ის, რომ მათი უდიდესი ნაწილი (84%) სოფლის მეურნეობაზე მოდის, სადაც თვითდასაქმებულთა საშუალო თვიური შემოსავალი არსებითად ჩამორჩება ეროვნული მეურნეობის სხვა დარგებში დასაქმებულთა შემოსავლებს.
როგორც ცნობილია, ნებისმიერ დარგში მატერიალური დოვლათის წარმო¬ების ეკონომიკური ეფექტიანობის განმსაზღვრელი ძირითადი მაჩვენებლებიდან მთავარი ადგილი შრომის მწარმოებლურობას უკავია, რადგან ის უშუალოდ გამოხატავს წარ¬მოების ეფექტის თანაფარდობას შედეგის მიღწევისათვის გაწეულ საერთო დანა¬ხარჯებთან (საყურადღებოა, რომ სწორედ ეს მაჩვენებელი უდევს საფუძვლად ეკონომიკურ-პოლიტიკური ფორმაციების ცვლას პროგრესული მიმართულებით).
ცნობილი მეცნიერის, ე. ედისონის გამოკვლევებით, მშპ-ს მატების ორი მესამედი შრომის მწარმოებლურობაზე მოდის, ხოლო დანარჩენი ერთი მესამედი კი – შრომითი დანახარჯების გადიდებაზე. აქედან გამომდინარე, ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში (მათ შორის აგროსექტორში) შრომის მწარმოებლურობის მაჩვენებ¬ლის კრიტიკული შეფასება და სათანადო ანალიზი, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს, რადგან ნებისმიერ წარმოებაში გამოყენებულ საწარმოო ფაქტორებს შორის შრომას, როგორც წარმოების შეუცვლელ ფაქტორს, განსაკუთ¬რებული ადგილი უკავია.
რა სურათი გვაქვს ამ მიმართულებით აგროსექტორში?
შოფლად დასაქმებულთაგან (1100 ათასი კაცი) უშუალოდ აგრარულ სექტორ¬ში დასაქმებულია დაახლოებით 850 ათასი ადამიანი, ანუ სოფლად დასაქმებულ¬თა არანაკლებ 77% და ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა თითქმის ნახევარი (49,3%). აღნიშნულის გათვალისწინებით, შრომის მწარმოებლურობა სოფლის მეურ¬ნეობაში (მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოება ერთ დასაქმებულზე) შეადგენს (2012 წლის მონაცემებით) მხოლოდ 2274 ლარს, რაც საშუალო ეროვნულის (15178 ლარი) მხოლოდ 15 პროცენტი და სოფლის მეურნეობის გარდა საქართველოს ეროვნული მეურნეობის სხვა დარგების მიხედვით მიღწეული შრომის საშუალო ნაყოფიერების (27728 ლარი) მხოლოდ 8,2 პროცენტია. ამასთან, შრომის მწარმოებლურობა საქართველოს აგრარულ სექტორში (თვეზე გადაანგარიშებით), შეადგენს შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმის მხოლოდ 125,4 პროცენტს. იმის გათვალისწინებით, რომ აგრარულ სექტორში თითოეული დასაქმებულის ეკონომიკურ საქმიანობა გამართლებული და მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, როცა დასაქმებულთა მიერ წარმოებული დოვ¬ლათის ღირებულება საარსებო მინიმუმს არანაკლებ სამჯერ მაინც აღემატება,
ყოველივე აღნიშნული, ბუნებრივია, მოქმედებს შრომის მწარმოებლურობასა და სხვა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობაში შრომითი რესურსების გამოყენებას უკავშირდება. კერძოდ, შრომაუკუგების მაჩვენებელი (წლის განმავლობაში წარმოებული სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის ღირებულების შეფარდება ფაქტობრივად არსებულ მუშახელის რაოდენობასთან), როგორც მთლიანად საქართველოში, ასევე მის ცალკეულ მხარეებში მეტად დაბა-ლია რასაც, მართალია, გარკვეულწილად განაპირობებს ტექნიკისა და ტექნოლო¬გიების გამოყენების, ასევე წარმოებისა და შრომის ორგანიზაციის მეტად დაბალი დონე, მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი მაინც შრომითი რესურსებით დატვირთვის მეტისმეტად ჭარბი დონე, ყოფა-ცხოვრების პირობების არასახარბიელო მდგომა¬რეობა და შრომითი მოტივაციის უქონლობაა.
ზოგადად, სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ მაჩვენებლად მიჩნეულია – თუ რამდენი ადამიანის გამოკვება შეუძლია სოფლად დასაქმებულ ერთ ადამიანს. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში სოფლად საშუალოდ ერთ დასაქ¬მებულს არა თუ რამდენიმე ადამიანის, არამედ საკუთარი თავის გამოკვებაც არ ძალუძს (ოჯახის გამოკვებას სოფელში დასაქმებული ახერხებს საქმიანობის სხვა წყაროებზე დაყრდნობით – როგორიცაა მომსახურება, ხელზე ვაჭრობა და სხვ.). ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ სოფლად დასაქმებული საშუალოდ წლის განმავლობაში ვერ ქმნის იმ ოდენობის დამატებულ ღირებულებას, რაც საკმარისი იქნებოდა უფლის კურთხევის შესასრულებლად, ანუ განაყოფიერდეს და გამრავლ¬დეს, არჩინოს ოჯახი, შესაბამისი განათლება მიაღებინოს ბავშვებს და ა.შ.
ამიტომ დასაქმება მარტო ეკონომიკურ საქმიანობად არ უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან, ერთი მხრივ, ის დამოკიდებულია მოსახლეობის ზრდის დინამიკაზე, ასაკობრივ-სტრუქტურულ და პროფესიულ (კვალიფიციურ) შემადგენლობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, შრომის საზოგადოებრივ დანაწილებაზე.
ამ კონტექსტში საინტერესოა, თუ როგორია სოფლად რეალური დასაქმების მაჩვენებლის დინამიკა ანუ დასაქმებულთა საერთო რაოდენობა (თვითდასაქმებულ¬თა ჩათვლით), შეფარდებული მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან).
ექსპერტული გაანგარიშებით, აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს სოფლის მეურნეობაში 2004 წელს 46,6%-ს შეადგენდა, ხოლო 2012 წლისთვის ის 40%-მდე შემცირდა. რაც შეეხება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დასაქმების დონეს (დასაქმებული მოსახლეობის რიცხვის შეფარდება 16 წლამდე და 65 წელს გადა¬ცილებული მოსახლეობის საერთო რიცხვთან), ის საქართველოში, 2012 წლის მონაცემებით, რეგიონების ჭრილში 27-50%-ის ფარგლებში მერყეობდა.
ჩვენს მიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურების და მეცხოველეობის პროდუქ¬ტე¬ბის წარმოების ტექნოლოგიური რუკებით გაანგარიშებული შრომითი რესურსე¬ბის ნორმატიული სიდიდე სოფლის მეურნეობაში ამჟამად 400 ათ. Kაცს არ უნდა აღემატებოდეს. Fაქტობრივი მაჩვენებელი კი 2-ჯერ აჭარბებს მას. აღნიშნულთან დაკავშირებით შევნიშნავთ, რომ 1990 წელს საქართველოში შრომითი რესურსების საერთო ოდენობა 3212 ათას კაცს ანუ მოსახლეობის 59,2% შეადგენდა, 2004 წლი¬სათვის მან 2964 ათასი კაცი ანუ 68,6% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობაში შრომითი რესურსის საერთო რაოდენობა 1990 წელს სულ 610 ათ. კაცს ანუ სასოფლო მოსახლეობის 25,1% შეადგენდა.
ამჟამად აგრარულ სექტორში დაბალია წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის საქონლიანობის დონე, რომელიც სოფლად მცხოვრებთა შინამეურ¬ნეო¬ბებისათვის შეადგენს მხოლოდ 37 პროცენტს. აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვ¬ნელოვნად ჩამორჩება არა მარტო განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს, არამედ 1980-იანი წლების ბოლოს სოფლად მცხოვრებ¬თა შინამეურნეობებში წარმოებული პროდუქციის დასაქონლიანების დონესაც (45%).
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ აგროსექტორში დღეისათვის სუსტადაა გან¬ვითარებული სამეწარმეო სექტორი. Gასულ წელს ამ სექტორის მთლიანმა ბრუნვამ 250 მილიონზე ნაკლები შეადგინა, რაც საქართველოს სამეწარმეო სექტორის მხოლოდ 0,5 პროცენტია. აგრარულ სექტორში სამეწარმეო საქმიანობით დასაქმე¬ბულ პირთა რაოდენობა არ აღემატება 12 ათას ადამიანს (სოფლად მცხოვრებთა საერ¬თო რაოდენობის 0,6% და აგრარულ სექტორში დასაქმებულთა მხოლოდ 1,4%).
2012 წელს სოფლად ერთი შინამეურნეობის მთლიანმა საშუალო თვიურმა შემოსავალმა 732 ლარი შეადგინა, მაგრამ თუ შემოსავლების სტრუქტურას გავა¬ანა¬ლიზებთ, დავინახავთ, რომ უშუალოდ აგროსექტორიდან მხოლოდ 254 ლარია მიღებული (ანუ 34%), დანარჩენი კი დაქირავებიდან, პენსიებიდან და სხვა სახის შემოსავლებიდან. აღნიშნულის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ შემცირდა სოფლის მეურნეობების საქონლიანო¬ბის დონე, რაც წვრილი მეურნეობების ნატურალური ხასიათის მაჩვენებელია. (აღსანიშნავია, რომ საბჭოთა პერიოდში სოფლად მცხოვ¬რებთა პირადი დამხმარე მეურნეობების საქონლიანობის დონე საშუალოდ 45%-ს შეადგენდა). უკანასკნელი 9 წლიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში თანდათან მცირდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ინდექსი და ამ მაჩვენებლით საქართველო აღმოჩნდა ერთად-ერთი მსოფლიო ქვეყნებს შორის, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემცირების ინდექსმა 29% შეადგინა.
რამ გააძლებინა ქართულ სოფელს ასეთ გაუსაძლის პირობებში?
აღსანიშნავია, რომ მატერიალური წარმოების სხვა დარგებისაგან განსხვავე¬ბით, აგრარულ სფეროში გამოყენებული შრომა ნაკლებ მობილურია, რისი მიზე¬ზი¬ცაა არა მარტო სოფლის მეურ¬ნეობის პროდუქციის წარმოების შედარებით გრძელვადიანი ციკლი, არამედ სოფლად ცხოვრების წესიც, ჩვეულებები, საცხოვ¬რისთან და მი¬წას¬თან და¬მო¬კი¬დე¬ბუ¬ლე¬ბი¬ს მუდმივი კავშირის ტრადიცია. ამის გამო, ხშირია ფაქტები, როცა წლე¬ბის განმავლობაში პერმანენტულად კლებადი მოსავ-ლის მიღების შემთხვევაშიც კი, საოჯახო ფერმები აგრძელებენ ფუნქციონირებას ურთიერთსოლიდარული ანუ ურთიერთდახმარების პრინციპის საფუძველზე.
სოფლის მოსახლეობასა და შრომითი რესურსების დინამიკაში მომხდარი ზემოაღწერილი რაოდენობრივი ცვლილებები არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი, თუ გავითვალისწინებთ ამ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულ რადიკა¬ლურ სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის ცვლილებებს (წარმოების სოციალისტუ¬რი წესი შეცვალა კაპიტალისტურმა წარმოების წესმა, საზოგადოებრივი საკუთ¬რება _ კერძო საკუთრებამ, განხორციელდა ეკონომიკური რეფორმა, რომელსაც წინ უსწრებდა აგრარული (მიწის) რეფორმა და სხვ.), რამაც არსებითად შეცვალა ქვეყნის საერთო ეკონომიკური და ტექნიკურ-ტექნოლოგიური გარემო. ხუთი წლით გაიზარდა საპენსიო ასაკი, წარმოიშვა მანამდე უცნობი ისეთი პრობლემები, როგო¬რიცაა უმუშევრობა, ჰიპერინფლაცია და სხვ. მაგრამ აქ დამაფიქრებელია ის, რომ საქართველოს მიერ პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყნის მოსახლეობის საერთო რიცხოვნობის შემცირების ფონზე საგრძ-ნობლად გაიზარდა სოფლის მოსახლეობის წილი.
ეჭვი არაა იმაში, რომ სოფლად მოსახლეობის ზრდის მყარი ტენდენცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური განვითარების უკიდურესად დაბალი დონის მაჩვენებელია და ქვეყანაში გატარებული ეკონომიკური (მ.შ. აგრარული) პოლიტი¬კის პირდაპირი ნეგატიური შედეგია. ფაქტია, რომ უკანასკნელ პერიოდში სოფლად გაიზარდა შრომითი რესურსების საერთო რაოდენობა, ხოლო ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რიცხოვნობა ამავე პერიოდში პირიქით – შემცირდა, რაც არაა გასაკვირი თუ გავითვალისწინებთ იმ დემოგრაფიულ სურათს რომლითაც დღეს სოფელია წარმოდგენილი (სოფლად იზრდება ხანდაზმული ადამიანების ხვედრითი წილი, ხოლო მოზარდთა წილი კი პერმანენტულად ეცემა).
რა ღონისძიებები უნდა გაატაროს ხელისუფლებამ ამ მიმართულებით მდგო¬მარეობის გამოსასწორებლად?
პირველი ნაბიჯი სოფლად შექმნილი არასასურველი მდგომარეობის გასაუმ¬ჯობესებლად უკვე გადადგმულია. მხედველობაში გვაქვს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ,,სასოფლო-სამეურნეო კოპერატივის შესახებ’’, მაგრამ მარტო კანონის მიღება, როგორი სრულყოფილიც არ უნდა იყოს, სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერის გარეშე სოფლად მდგომარეობას ვერ გამოასწორებს. ხსენებულ კანონ¬ში კი რაიმე სახის კონკრეტული მხარდაჭერა სოფლად საქონელმწარმოებელთა მიმართ არ ჩანს.
ერთიან სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკასთან ერთად, საჭიროა შემუშავდეს და ამოქმედდეს სოფლის განვითარების პოლიტიკაც. სოფლის განვითარება უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე სოფლის მეურნეობის განვითარება. მისი მიზანია სოფლის მოსახლეობის სოციალური სტატუსის გათანაბრება ქალაქის მოსახლეობასთან (სოფელსა და ქალაქს შორის სოციალურ-კულტურული განსხვავებების შემცირე¬ბა), რასაც სოფლად მოსახლეობის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
სოფლის, როგორც ტერიტორიული და სოციალური ერთეულის, განვითარების გარეშე (სოფლის სტატუსი, რეალური თვითმართველობა _ არჩეული მამასახლისი, ინსტიტუციონალური და ინფრასტრუქტურული მოწყობა – გზა, წყა¬ლი, ელექ¬ტ¬რო¬ე¬ნერ¬გია, ჯან¬დაც¬ვა, ბაგა-ბაღები, სკოლები, ბიბლიოთეკები, კლუბები, კავ¬შირ¬გაბ¬მუ¬ლო¬ბა, ტრან¬ს¬პორ¬ტი, და-საქ¬მება და სხვ.) ქართულ სოფელს დაცლა, ანუ მოსახლე¬ობის მასობრივი ემიგრაცია ემუქრება. თუ დღეს მოქმედი უარყოფითი ტენდენციები შენარჩუნდა, მოკლე ხანში აღარ გვექნება არა მარტო სოფლის მეურ¬ნეობა, არამედ თვით სოფელიც კი.
ამიტომ, ვისაც დღეს საქართველოს ეკონომიკის დაგეგმვა და მართვა ავალია, არ აქვს იმის დავიწყების უფლება, რომ გლეხკაცი არის (და ყოველთვის იქნება, თუ მცდარმა ან დანაშაულებრივმა პოლიტიკამ არ შეუშალა):
_ სოფლის, როგორც საზოგადოების, ერისა და ეკონომიკური ფუძე-ერთეუ¬ლის, მოსახლე და შემნახავი (სოფლის მაცოცხლებელი და გარდამქნელი);
_ (სასაზღვრო ზონებში) ტერიტორიის გულით მონდომებული დამცველი;
_ ნატურალური პროდუქციის ხარისხსა და რაოდე¬ნობაში გულწრფელად დაინტერესებული მეურნე;
_ შთამომავლობის მრავალრიცხოვნობასა და მა¬ღალხარისხოვან აღზრდაში დაინტერესებული მეოჯახე;
_ ქვეყნის კეთილდღეობასა და ძლიერებაში ასევე გულწრფელად დაინტერესე¬ბული მოქალაქე.
ამისათვის მას სჭირდება:
_ თავისი ოჯახის სავსებით დამაკმაყოფილებელი უზრუნველყოფა;
_ ურბანულთან მაქსიმალურად მიახლოებული ცივილიზაციური კომფორტი;
_ ურბანულთან მიახლოებული განათლების საშუა¬ლება ბავშვებისათვის;
_ გონივრული ხარისხი დამოუკიდებლობისა ეკონო¬მიკურ პარტნიორებთან საქმიან ურთიერთობაში (ღვინის ქარხანასთან, საკონსერვო ქარხანასთან, მექანი¬ზაციით მომსახურების ფირმასთან, საწვავით მოვაჭრესთან, ჩაის ფაბრიკასთან, რძის შემგროვებელ და გადამმუშა¬ვებელ საწარმოსთან, ხორცკომბინატთან, პირუტყ¬ვის სასაკლაოსთან, ლოგისტიკურ ცენტრთან, საცავ-მაცი¬ვართან და ა.შ.);
_ თავისი შთამომავლობისათვის ფართო (გეოგრა¬ფიულად და სოციალურად) პერსპექტივის იმედი.
როგორც ცნობილია, დღეისათვის ფერმერული მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი სუსტი რგოლი მათი საქმიანობაა მაღალი რისკის პირობებში. აქედან გამომდინარე, მათ ხელი უნდა შეეწყოთ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით ქონებისა და მოსავლის დაზღვევის საქმეში.
ამასთან ერთად, საჭიროა აგროსექტორში ისეთი საინვესტიციო პროექტების შემუშავება და რეალიზაცია, რომლებიც სტიმულს მისცემს არა მარტო სოფლის მეურნეობის, როგორც სანედლეულო ბაზის განვითარებას, არამედ აგრონედლეუ¬ლის გადამმუშავებელი, კვებისა და მსუბუქი მრეწველობის საწარმოთა რეაბილი¬ტაციას და შემდგომ განვითარებას მარკეტინგული მოთხოვნების გათვალისწი¬ნე¬ბით (ეს მოთხოვნა ობიექტურია, რადგან აგროწარმოება, გადამმუშავებელი სიმძ-ლავ¬რეების გარეშე, სათანადო დონეზე ვერ განვითარდება).
სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერა სჭირდებათ აგრომეწარმეებს კრედიტზე ხელმისაწდომობის გაზრდისათვის, რისთვისაც შესაქმნელია სპეციალიზებული აგროსაკრედიტო (კოოპერაციული, ურთიერთდახმარების, თავდებობისა და გარან¬ტიების) სისტემა.
არანაკლებ მნიშვნელობას იძენს კონკურენტული უპირატესობის საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაციისა და კონცენტრაციის საკითხე¬ბის მოგვარება, გადამმუშავებელ საწარმოებთან სასოფლო კოოპერატივების ინტეგრაცია და სხვ.
ყველა შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო წარმოების ადამიანური რესურსე¬ბით უზრუნველყოფის ოპტიმალური დონე როგორც ახლო, ისე შორეულ პერსპექ¬ტივაში, ძირითადად დამოკიდებული იქნება ხელისუფლების მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე. მთავრობის მიერ აქტიური ეკონომიკური (მ.შ. აგრარუ¬ლი) პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, ზოგადად შრომაზე ერთობლივი მოთხოვნა, ბუნებრივია, გაიზრდება. ის შესაბამისობაში მოვა რეალურად საჭირო შრომითი რესურსის რაოდენობასთან და სამუშაო ძალით უზრუნველყოფის დონე მის წონასწორულ მდგომარეობას დაუ¬ბრუნდება, ანუ აგროსექტორში დარჩება იმდენი მუშახელი, რამდენიც მას რეალუ¬რად ესაჭიროება (ამასთან, საქართველოს მთავრობას მისაღები აქვს ნორმატიული აქტი `სოფლის მეურნის შესახებ~).
ჩვენი აზრით, სოფლად უნდა იცხოვროს იმდენმა ადამიანმა, რამდენ-საც სოფელი სჭირდება თავის სარჩენად და გასახარებ¬ლად (ჩვენი გათვლებით, ქართული სოფლის ტევადობა დაახლოებით 2.5-4 მილიონ ადამიანს შეადგენს. ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით შემდეგ ნაშრომში ვისაუბრებთ). ცნობილია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ადამი¬ანთა რაოდენობა, რომლებიც ცხოვრობენ და საქმიანობენ სოფლად (მასწავლებ¬ლები, ექიმები, ექთნები, მექანიზატორები, მელიორატორები, კულტურის მუშაკები, ხანდაზმული ადამიანები და სხვ.), როგორც წესი, ბევრად (3-4ჯერ) აღემა¬ტება მათ რაოდენობას, ვინც უშუალოდ დაკავებულია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით ანუ ხნავს, თესავს, ვენახსა და ხეხილს სხლავს, თიბავს, პირუტყვს უვლის და ა.შ.
სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში უშუალოდ დასაქმებულთა ნორმატიული სიდიდე (ოპტიმალური რიცხოვნობ) დღეს, ჩვენი გაანგარიშებით (სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და მეცხოველეობის პროდუქტების წარ¬მოების ტექნოლოგიური რუკებით), 345-355 ათას კაცს შეადგენს, რაც ნახევარი მილიონით ნაკლებია ფაქტობრივად დაფიქსირებულთან (850 ათასი კაცი). თუმცა მომავალში, ეროვნული ეკონომიკის განვითა¬რებისა და ქართული სოფლის სპეციფიკური თავისებურების გათვალისწინებით (რთული ვერტიკალური ზონალობა, მრავალ- დარგოვნება, კულტურათა მრავალფეროვნება და სხვ.), შესაძლოა მათი რაოდენობა ოპტიმისტური სცენარით 300-330 ათას კაცამდე შემცირდეს ანუ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 15-20 პროცენტის ფარგლებში დარჩეს (მხედველობაში გვაქვს, მექანიზაციის დონის ამაღლება, წარმოებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სხვა პროგნოზირებადი პროგრესული მიმართულებები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ერთი დასაქმებული პირის მიერ, როგორც მინიმუმ 25–30 ადამიანის გამოკვება).
აქვე დავამატებთ, რომ ზემოაღნიშული პროგნოზი რეალურად შესრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სოფლად საქმიანობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესების პარალელურად ჩატარდება შესაბამისი აქტივობები უკანასკნელ წლებში სოფლის მიმართ ჩამოყალიბებული უარყოფითი ფსიქოლოგიური იმიჯის შესაცვლელად. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დაუბრუნდეს საშოვარზე გადა¬ხვეწილი ჯანმაგარი გლეხკაცი მიტოვებულ სოფელს და დაუბრუნოს მას ის ფუნქცია, რომელსაც სოფელი საუკუნეების განმავლობაში ასრულებდა ქვეყანაში.
სოფლად შემოსავლების ზრდისა და ქალაქთან გათანაბრებული ცხოვრების პირობე¬ბის შესაქმნელად, საქართველოს მთავრობამ, მსგავსად დემოკრატიული ქვეყნების მთავ¬რობებისა, რამდენიმე დებულებით უნდა იხელმძღვანელოს:
• სოფლის, როგორც ტერიტორიული და სოციალური ერთეულის (სოფლის სტატუსი, რეალური თვით¬მართველობა, ინსტიტუციონალური და ინფრასტრუქ¬ტუ¬რული მოწყობა) განვითარება, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, რაც ეროვნული იდენტურობისა და მოსახლეობის შენარჩუნებას უწყობს ხელს;
• გარემოს დაცვა/შენარჩუნება და მასთან დაკავშირებული ტურიზმის განვი¬თარება სოფლად დასაქმებისა და შემოსავლის ზრდის პოტენციალს შეიცავს;
• ინფორმაციის (მ.შ. ტელეკომუნიკაციის) გავრცელებისა და განათლების მიღების ხელმისაწვდომობა სოფლის ქალაქთან გათანაბრების აუცილებელი პირობაა;
• სოფლად პროდუქციის სამრეწველო გადამუშავების გაზრდა და ინოვაციური ტექნო¬ლოგიების ათვისება სამუშაო ადგილების ზრდას უზრუნველყოფს.
ჩამოთვლილი დებულებები სრულად პასუხობენ `ლისაბონის სტრატეგიისა~ და `ევროპა-2020-ს~ 5 მოთხოვნას `ეკონომიკური ზრდისა და მეტი, უკეთესი, სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ~.
ეს ამოცანა, თავისთავად, რა თქმა უნდა, არ შესრულდება. ამ მიზნით საჭი¬როა პრინციპულად ახალი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკისა და აგრო¬სასურსათო სექტორის განვითარების მიზანმიმართული სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც საბოლოო ანგარიშით სოფლად სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და აგრარული შრომის მოტივაციის ამაღლებას უკავშირდება.
The Fortune of Georgian Village
Paata Koguashvili, George Zibzibadze, GTU Professors
Human source optimization and the agricultural production labor surce ensuaring on normative level at countries, the officiency of the thrift economy and the country’s food safety growth interests objectively need scientifically well-founded and practically realizable implementation of the state economic (agrarian) politics and its proper settling. According to that, the country’s short-term and long-term objectives and pruposes of national agriculture and also of its separate field’s and spheres must be determind. Because of that the basic priors and directions of agro sector, also the concrete objectives of production od agricultural output must be selected, and the ways of achieving the goals must be projected according foreseeing the experience of Euro Union and other developed countries nothing the specifics of Georgian agriculture. Herewith, the optimal level of the human sources as in short-range also in long-range prespectives basically depends on economic politics provided by the government. In the case of providing active agrarian politics, generally the demand on labor will increase. So it will come in accordance with the required amount of labor and will return to its equilibrium level. It means that there will remain the necessary amount of labor in agro sector (presumably, 15-20% of the population living at villages).