გოგი ლორთქიფანიძე: ნელ-ნელა დავუბრუნდებით შევარდნაძის ეპოქას, ოღონდ აიფონ 6-ით ხელში

gogi
  • 09 აპრილი 2014 NEWS.GE

„სახალხო პარტიის“ ლიდერი გოგი ლორთქიფანიძე საქართველოში შექმნილ წინასაარჩევნო მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ისევ გაგრძელდა წინა საარჩევნო ბატალიები და ოპოზიციური პარტიების გათიშულობა, დიდი ალბათობით, ვერც ამ არჩევნებზე მოხერხდება პოლიტიკურ ძალთა ბალანსის შეცვლა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ოქტომბერ-ნოემბრისკენ ”ქართული ოცნება” მაქსიმალური სიჩქარით დაიწყებს ტრანფორმირებას „ნაციონალების“ მმართველობის დროისკენ, ყველა მიმართულებით წავა ჭანჭიკების მოჭერა, კორუფცია და ნეპოტიზმი გაცილებით დიდ მასშტაბებს მიიღებს, პოლიცია ისევ თავის ძველ სახეს დაიბრუნებს და ნელ-ნელა დავუბრუნდებით შევარდნაძის ეპოქას, ოღონდ აიფონ-6-ით ხელში… სამწუხაროდ ეს არის მწარე რეალობა, თუმცა ჯერ კიდევ არის დრო რათა შედგეს ძლიერი ოპოზიციური ერთობა, რომელიც მოახერხებს ამ მოსალოდნელი რეალობის თავიდან აცილებას”,-აცხადებს ლორთქიფანიძე.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress