ლორთქიფანიძე: წიკლაურზე თავდასხმის ფაქტის გამოძიება პრემიერის პირადი პრესტიჟის საქმე უნდა გახდეს

gogi

ლორთქიფანიძე: წიკლაურზე თავდასხმის ფაქტის გამოძიება პრემიერის პირადი პრესტიჟის საქმე უნდა გახდეს

  • 31 მარტი 15:20 NEWS.GE

სახალხო პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტს ეხმაურება.

„მიუხედავად ჩემი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი დამოკიდებულებისა ამ პიროვნების და იმ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, რომელსაც ის წარმოადგენს, ამ საქმის გამოძიება პრემიერმინისტრის პირადი პრესტიჟის საქმე უნდა გახდეს.

დღეს ამ პიროვნების ცემის ფაქტი ალბათ ბევრისთვის გულისმოსაფხანი აღმოჩნდა, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანალოგიური ფაქტებით იწყებოდა წინა ხელისუფლების მოღვაწეობის ისტორიაც და რაც მივიღეთ წაყრუების და თავის კანტურის პოლიტიკით ყველამ კარგად ვიცით.

ასევე ოპერატიულად უნდა გეცეს პასუხები შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების ფაქტის ირგვლივ გაჩენილ კითხვებსაც.

თუ გამოვალთ იმ პრინციპიდან, რომ ვის წისქვილზე ასხამს მომხდარი წყალს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყველაზე ნაკლებად სახელმწიფოს უნდა აწყობდეს მოვლენების შესაბამისი განვითარება და აქედან გამომდინარე ხელისუფალმა სწრაფად უნდა იმოქმედოს, რათა საზოგადოებისთვის ეს არ აღმოჩნდეს ერთგავრი მესიჯი, იმისა რომ ქვეყანაში შესაძლებელია ”სამართალიანობის” აღსრულება სამართალის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, ე.წ. ”სამართლიანობის” აღდგენის პროცესები შეიძლება სრულიად უმართავი და მხოლოდ ზიანის მომტანი გახდეს ქვეყნის განვითარებისათვის“,- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress