gia

ახალი ძალა – მოამბე 6 11.07.1988

                                 `ვფიცავ… მთელი ჩემი მორალური და
                                   ფიზიკური ძალა მოვახმარო სამშობლოსა
                                   და მისი აღორძინების საქმეს.
                                   ვფიცავ, წარვმართო საკუთარი ძალები,
                                   აზრები და მოქმედებები იმისკენ, რომ
                                   იტალიამ დამოუკიდებლობა, ერთიანობა
                                   და თავისუფლება მოიპოვოს~.
                                             ჯუზეპე მაძინის მიერ დაწერილი
                                ფიციდან `ახალგაზრდა იტალიის~ წევრთათვის.
დამოუკიდებლობადაკარგული ქართველი ერი 1924 წლიდან, ეროვნული აჯანყების  დამარცხებისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის მიერ საქართველოს დატოვების დღიდან, თავის ახალ გმირებს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალ ახალ ტალღას ელის.
ამ 70 წლის განმავლობაში ბევრი ეროვნული მოღვაწე გვყავდა, ბევრი დიდი ხელოვანი თუ მეცნიერი, ერისთვისაც მრავალმა დადო თავი, მაგრამ ალბათ გვჭირდება ჩვენი ერის უახლეს ისტორიაში გმირების მოძებნა. შესაძლოა იყვნენ პოტენციური გმირები, მაგრამ მათ ვერ ან არ შეძლეს საკუთარი თავის ბოლომდე გახსნა-გამოვლენა და საბოლოო ჯამში კი გმირად ქცევა.
70 წლის განმავლობაში ეროვნული მოძრაობა თუკი არსებობდა, ის მხოლოდ სტიქიურ, არაორგანიზებულ ხასიათს ატარებდა და ზოგ შემთხვევაში არასწორ პოზიციაზეც იდგა. (ამის საილუსტარციოდ 1956 წლის 9 მარტის გამოსვლაც იკმარებს). ვრცლად »

რაში აწყობს “ქართულ ოცნებას” ოპოზიციაში ნაციონალების ყოფნა

  • “ახალი თაობა” 16–17.03.2013
     შორენა კოწოწაშვილი

    კოჰაბიტაციის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის მხრიდან კოტე კუბლაშვილთან უზენაეს სასამართლოში მოსვლა უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა  ივანიშვილის შეეცდომად მიიჩნია. დავითაშვილის აზრს უმრავლესობაში ბევრი არ იზიარებს. არასაპარლამენტო ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ სამართლებრივად მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით ივანიშვილის მთვარობა არის პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდი. ამიტომ არანაირი სამართლებრივი უზრუნველყოფა არ აქვს კოჰაბიტაციას. `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძის თქმით, როცა საქართველოში კოჰაბიტაციის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. ამიტომაც საუბარია ისეთ თემებზე, როგორიც არის პარლამენტის თუ მთავრობის დათხოვნის შესაძლებლობა. ვრცლად »

giorgadze-1

პროკურორი საჯარო პოლიტიკურ შეფასებებს უნდა მოერიდოს

თამარ ნინიძე  ”ახალი თაობა” 28.02.13
რატომ ითვლება ნაციონალური მოძრაობა ერთადერთ ოპოზიციურ ძალად
 ინტერვიუ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან
_ როგორ შეაფასებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას უგულავას მიმართ?
_ სამწუხაროა, რომ ახალი ხელისუფლება საშუალებას აძლევს უგულავას თავი წარმოაჩინოს როგორც მსხვერპლმა, საერთაშორისო ორგანიზაციებში მიაწვდინოს ხმა როგორც დაჩაგრულმა და მიიღოს მაქსიმალური დივიდენდები რაც შესაძლებელია. არადამაჯერებებელია ის არგუმენტები, რომელიც წარდგენილი იყო უგულავასთან მიმართებაში, სასურველი იქნებოდა, უფრო მეტად არგუმენტირებული და გასაგები ყოფილიყო ბრალდება და არ მიგვეცა უგულავასთვის პიარის საშუალება, ნუ დავიჯერებთ იმას, რომ დღეს ხელისუფლებას არ გააჩნია უფრო სერიოზული და წონადი არგუმენტები უგულავას დანაშალებრივ ქმედებებთან დაკავშირებით. ვრცლად »
mamuka

რატომ ლაპარაკობს საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო შეხვედრებზე მხოლოდ ინგლისურად და რატომ რჩება საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის მოქალაქედ

 2013-02-18
ნინო ხაჩიძე  ჟურ. “თბილისელები”
 

ბუნებრივად მოხდა, რომ „ოცნების” ხელისუფლების პირველი სამი თვეც გავიდა და განვლილი პერიოდის შეჯამების დროც დადგა. მეორე მხრივ, ეს არა მხოლოდ „ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პირველი 100 დღეა, არამედ „ნაცმოძრაობის” ოპოზიციაში ყოფნის, ასევე, პირველი 100 დღე. როგორ აჩვენეს თავი ხსენებულმა პოლიტძალებმა თავ-თავიანთ ახალ როლებში, – ამ საკითხზე თავის მოსაზრებას მამუკა გიორგაძე გაგვიზიარებს. ვრცლად »
SONY DSC

ნაცმოძრაობამ“ „სახალხო პარტიას“ პარტნიორი წაართვა

ნინო ჟღენტი
 2013-02-28 15:43:31
  • „პრეზიდენტის ბოლოდროინდელ ჯამბაზობებთან დაკავშირებით ნამდვილად არ გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არა ის საფრთხეები, რაც შეიძლება ამის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში განვითარდეს. სააკაშვილის მსგავს გამოხტომებს მიჩვეულები ვართ, მაგრამ, სამწუხაროდ, მსოფლიო ამას აფასებს არა როგორც ერთი პიროვნების ახირებებს, არამედ როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ქმედებებს”, – ასეთი განცხადება „სახალხო პარტიის” თავმჯდომარემ, მამუკა გიორგაძემ დღეს ფორ.გე-ს პრეს-კლუბში გააკეთა. ვრცლად »

mamuka

სააკაშვილმა დიდი რაოდენობით თურქები შემოიყვანა

ახალი თაობა#42  20.02.2013   შორენა კოწოწაშვილი
მამუკა გიორგაძე: “სააკაშვილმა დიდი რაოდენობით თურქები შემოიყვანა”
ეროვნული მოძრაობის ერთერთი ლიდერი მამუკა გიორგაძე აჭარის ოსმალიზაციის საკითხზე საუბრობს და საფრთხეს ხედავს იმ პოლიტიკაში, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაიწყო აქტიური ფორმით და დღესაც გრძელდება.
გიორგაძეს აინტერესებს რატომ ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხის _ აჭარის ტერიტორიაზე მოქმედი მეჩეთების აშენება პოსტფაქტუმ და რას ნიშნავს ივანიშვილის სიტყვები: მკაცრი საუბარი შედგა ამ საკითხზე ერდოღანთან შეხვედრისას. არის თუ არა ახალი ხელისუფლება ობიექტურად ნაციონალებისგან კრიტიკის ღირსი მეჩეთების მშენებლობასთან დაკავშირებით, ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს მამუკა გიორგაძესთან ვრცლად »
gerbebi_Page_6

აჭარაში ოსმალიზაციის ხელშეწყობა ისევ გრძელდება!

  • არაერთხელ გაგვიცხადებია და დაგვისაბუთებია საჯაროდ იმ ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის შესახებ, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება ეწეოდა. ქართული სახელმწიფოს ინტერესების უგულველყოფის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ, საქართველოში მეჩეთების აღდგენა-მშენებლობაზე თურქეთის მხარისთვის თანხმობის მიცემა იყო.
    თურქეთის მხარესთან სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ლოგიკას მოკლებული და ყოვლად უსამართლო გარიგების მიღმა, ქართულმა საზოგადოებამ კარგად დაინახა სერიოზული საფრთხე, რაც მომავალში ქართულ სახელმწიფოებრიობასა და ეროვნულ ინტერესებს შეექმნებოდა და შესაბამისად, დიდი საპროტესტო გამოსვლებითაც უპასუხა. ვრცლად »

დივერსანტი ხელისუფლება – 2010

ობიექტივი #38 2010 წლის 20 ნოემბერი
წამყვანი – ნოდარ ნათაძე:
სტუმრები: თამრიკო ჩხეიძე მამუკა გიორგაძე
თემა: ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასება
მომზადებულია რადიო-ეთერის მიხედვით

ნოდარ ნათაძე: – ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვან მოვლენებზე გავამახვილოთ ყურადღება, რომლებიც ძალიან სწრაფად ენაცვლებიან ერთმანეთს. ასეთი მოვ-ლენაა მაგალითად რუსეთის ფაშისტურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. ფართო საზოგადოებამ ახლა გაიგო, რომ ალბანელი სეპარატისტები, რომლებ-მაც დამოუკიდებლობა მოიპოვეს, თურმე თავისი ბატონობის პერიოდში, სადაც 200 000 სერბიდან 100 000 დარჩა, თურმე მათ იჭერდნენ, ორგანოებს აცლიდნენ და დონორებად იყენებდნენ. ორგანოებს აცლიდნენ და დონორებად იყენებდნენ. ამ ფაქტით იმიტომ დავინტერესდი, რომ ამ საშინელმა ფაქტმა მსოფლიო უნდა დააფიქროს. დღეს სიტყვა “ნაციონალიზმს” უარყოფითი დატვირთვით ხმარობენ. ვრცლად »

SONY DSC

რუსეთი არის სახელმწიფო, რომელმაც არ იცის, რა არის პარტნიორობა, რა არის არგუმენტი და საღი აზრი

შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა” მარტი 2014

რატომ ალაპარაკდნენ პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის უფლებების გაზრდაზე, მართლა არ უწევს ანგარიშსს პრეზიდენტს პრემიერი ღარიბაშვილი და სახეზეა თუ არა კლანებს შორის ბრძოლა? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის და რუსეთთან შერბილებული ტონის მოუხედავად, მავთულხლართების გადმოწევა საოკუპაციო ზოლზე გრძელდება. რაზე მეტყველებს ეს, არ მიიღო ივანიშვილ-ღარიბაშვილის რბილი ტონი რუსეთმა? ვრცლად »

giorgadze_mamuka

ხელისუფლებაში სისხლიანი დაპირისპირება დაიწყო –2007

შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა” 14.07.2007

ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან
_ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით კუდ-ის და სოდ-ის სპეცოპერაციებს, რომელიც საზოგადოებაში ტელედაპატიმრებების სერიალის სახელით არის ცნობილი და კონკრეტულად ქუთაისის მერიის თანამშრომელთა დაპატიმრებაზე რას იტყვით?

_ ქუთაისში კუდ-ის მიერ რამდენიმე დღის წინ ჩატარებული სპეცოპერაციით კიდევ ერთხელ გამოვლინდა ხელისუფლების რეალური არსი. გახსოვთ, ასეთი გადაცემა იყო `ტელეღიპუცები~. ახლა კი თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, მიმდინარეობს სერიალი `ტელეპოლიტიკოსები~. სხვათა შორის, მაყვალა გონაშვილს აქვს ამაზე ძალიან საინტერესო ლექსი. ესენი ტელეპოლიტიკოსები არიან. რეალური პოლიტიკური ცხოვრება არ მიმდინარეობს. ჩვენ არ გვაქვს შეხება რეალურ ცხოვრებასთან. უბრალოდ ხდება იმის ასახვა ტელევიზიაში, ვითომ რეალური ცხოვრება მიმდინარეობს. არის მცდელობა იმისა, რომ დაიფაროს ის ფაქტი, რომ საქართველოს ჰყავს არაქმედითუნარიანი მარიონეტული, დასმული ხელისუფლება, რომელიც ვერც ერთ პოლიტიკურ საკითხს ვერ გადაწყვეტს იმ უწყებების გარეშე, რომლებიც რეალურად წარმართავენ საქართველოს ხელისუფლების მუშაობას. მეორეს მხრივ, ვრცლად »

Powered by WordPress