-
“ახალი თაობა” 16–17.03.2013 შორენა კოწოწაშვილიკოჰაბიტაციის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის მხრიდან კოტე კუბლაშვილთან უზენაეს სასამართლოში მოსვლა უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა ივანიშვილის შეეცდომად მიიჩნია. დავითაშვილის აზრს უმრავლესობაში ბევრი არ იზიარებს. არასაპარლამენტო ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ სამართლებრივად მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით ივანიშვილის მთვარობა არის პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდი. ამიტომ არანაირი სამართლებრივი უზრუნველყოფა არ აქვს კოჰაბიტაციას. `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძის თქმით, როცა საქართველოში კოჰაბიტაციის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. ამიტომაც საუბარია ისეთ თემებზე, როგორიც არის პარლამენტის თუ მთავრობის დათხოვნის შესაძლებლობა. გიორგაძის თქმით, ასეთ ვითარებაში შეუძლებელია კოჰაბიტაცია. _ კოჰაბიტაცია საჭიროა, რათა ქვეყანაში დამყარდეს მშვიდობა, დემოკრატია. საერთოდ, კოჰაბიტაცია არის ბალანსი და წონასწორობის დაცვა. ხოლო როდესაც ბალანსის ერთ მხარეს დამნაშავე ორგანიზაცია წარმოადგენს, რომელ წონასწორობაზეა საუბარი?! ერთის მხრივ, დამნაშავედ ვაცხადებთ ამ ორგანიზაციას და მეორეს მხრივ, ჯიუტად ვცდილობთ, ამ დამნაშავე ორგანიზაციასთან ბალანსი დავამყაროთ, _ აცხადებს მამუკა გიორგაძე და იქვე მიუთითბს, რომ კოჰაბიტაციის ფარგლებში საქართველოში ხელს ვუწყობთ დამნაშავე ორგანიზაციამ _ ნაციონალურმა მოძრაბამ _ აიცილოს პასუხისმგებლობა; რომ არ მიიღოს ის სასჯელი, რომელიც ეკუთვნის. გთავაზობთ ინტერვიუს მამუკა გიორგაძესთან_ ბატონო მამუკა, კოჰაბიტაციის პროცესი ხელს არ შეუწყობს ქვეყნის განვითარებას?_ ვიცით რა, რომ ეს არის დამნაშავე ორგანიზაცია და ნებისმიერ დროს მზად არის, ააყირავოს ეს წონასწორობა და ქვეყანა უფრო სერიოზულ კრიზისში შეიყვანოს, მაინც ვცდილობთ მასთან თანამშრომლობას და ურთიერთობის გზების გამონახვას. ასე არ შეიძლება. ეს რეალურად ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის. ამიტომ, როდესაც ასე ჯიუტად ცდილობენ შეუთავსებლის შეთავსებას, ეს სასურველ შედეგს არ მოიტანს. თუნდაც ბოლო პერიოდის განცხადებები ავიღოთ: თურემე ამას იმიტომ აკეთებს ოცნება, რომ ნაცმოძრაობას სახე შეუნარჩუნოს და გამოიყენოს ისინი საქართველოსთვის. ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ქართველ ხალხს მანდატი `ქართული ოცნებისთვის~ იმისთვის არ მიუცია, რომ ნაცინალებს სახე შეუნარჩუნონ. მთელი ეს პროცესი რომ შეცდომაა, ეს როგორც პროფესიონალმა, შემიძლია დავადასტურო. ეს რომ ცუდ შედეგს გამოიღებს საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული._ შეცდომაა პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს უკავშირდება და რომლის მხარდაჭერის სანაცვლოდაც სააკაშვილი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ამნისტიას ითხოვს? უმრავლესობის კომენტარებში გამოიკვეთა, რომ პოლიტიკურ ამნისტიაზე კოალიცია მუშაობს. _ შეცდომა დღეს შეიძლება რბილი ნათქვამი იყოს. ხელისუფლება ცდილობს კოჰაბიტაციას დანაშაულებრივ ნაციონალურ მოძრაობასთან და არა დაზარალებულ ქართველ ხალხთან. აი, აქ არის პრობლემა. სამწუხაროდ, არ ცდილობს კოჰაბიტაციას იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, კონკრეტულ ადამიანებთან, რომლებიც ამ 9 წლის განმავლობაში დაზარალდნენ, რომლებიც იბრძოდნენ რეჟიმის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, არ ხდება იმ თემებზე მუშაობა, რომელზეც ამ ხალხის აზრი ისევეა იგნორირებული, როგორც ამ აზრებს იგნორირებას ნაცმოძრაობა უკეთებდა. ამიტომ ეს უკვე ზღვარია შეცდომასა და შეგნებულ მოქმედებებს შორის. ახლა ჩვენ ზღვარზე ვართ. თუ ეს პროცესი გაგრძელდა, უკვე შეცდომებზე კი არა, თანმიმდევრულ პოლიტიკაზე იქნება საუბარი და უკვე შეიძლება, უფრო მკაცრი შეფასებებიც მიეცეს ხელისუფლების მოქმედებებს, რომელიც ცდილობს, რომ კვლავ ნაცმოძრაობაზე გაამახვილოს ყურადღება და არა კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებზე და ადამიანებზე, რომლებსაც გამოკვეთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პოზიცია გააჩნიათ._ ნაციონალების თქმით, `ქართული ოცნება~ ქვეყნის გარეთ სააკაშვილის მფარველების გავლენის ქვეშაა. რატომ ვერ მიდის ხელისუფლება მკვეთრ ნაბიჯებზე, რა ბორკავს მას?_ ჯერჯერობით ნაციონალური მოძრაობის ლანძღვა-კრიტიკის ფონზე ხდება იმ პროქტების რეალიზება, რომელიც ნაცმოძრაობამ ვერ განახორციელა, რაც ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა. ჯერ არ არის ის სიტუაცია, რომ საზოგადოებამ `სოს~ შეძახილი გააკეთოს, მაგრამ ტენდენციები ძალიან შემაშფოთებელია. თუნდაც ის ფაქტი ავიღოთ, რომ გადაწყვეტილებების მიღების ისეთივე დახურული ფორმატია, რომლითაც ნაცმოძრაობა გამოირჩეოდა. მაშინაც რამდენიმე ადამიანი შეიკრიბებოდა, მიიღებდა რაღაც გადაწყვეტილებას და მერე ცდილობდნენ ამ გადაწყვეტილების რეალიზების. დღეს საერთოდ ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას და დანარჩენი მის აღსრულება-გამართლებაზე მუშაობს. მაგრამ თავისთავად ის, რომ დახურულ სივრცეში ხდება გადაწყვეტილების მიღება, ეს პროცესი არ შეცვლილა. ისევ ვიღებთ მართვის იმავე ფორმებს, რომელიც მანამდე იყო. შესაბამისად, ისევ ის ხალხია ჩართული, რომლებიც 1 ოქრომბრამდე იყვნენ ჩართული. ეს ტენდენცია ძალიან შემაშფოთებელია და სახელმწიფოში შეიძლება ძალიან სერიოზული პრობლემები შექმნას. _ მოდით რუესეთთან გადადგმულ ნაბიჯებზე ვისაუბროთ. ფაქტია, იქედან შემხვედრი განცხადებები დიდად არ ისმის._ არც გამოიკვეთება, რადგან რუსული მხარის ინტერესია, დაჩოქილი, თხოვნა-მუდარით მივიდეს მასთან ქართული სახელმწიფო. ამიტომ სრულებითაც არ ცდილობს რუსეთი პარტნიორად წარმოაჩინოს ქართული მხარე; არ ცდილობს, სახე შეუნარჩუნოს ქართულ სახელმწიფოს, პირიქით, ის ცდილობს, რაც შეიძლება მეტად შეურაცხყოფილ მდგომარეობაში აღმოჩნდეს ქართულ მხარე და მსოფლიოს დასანახად ისეთი ფორმით წარსდგეს, რომ გამოიწვიოს არა მარტო დახმარების სურვილი გაქრობა, არამედ გარკვეული ზიზღიც. ეს იყო ყოველთვის რუსული პოლიტიკის ინტერესი საქართველოში და მისი ტაქტიკა. ჩვენ გვავიწყდება ის 400 წლოვანი გამოცდილება, რომელიც ქართულ-რუსულ ურთიერთობებში არსებობს. რუსეთი მუდმივად ცდილობდა პრობლემები შეექმნა საქართველოში და შემდგომ მათი მოგვარების საბაბით ქართლული მხარე მუხლზე დაჩოქილი ხლებოდა მოსკოვში თუ პეტერბურგში და მისთვის მფარველობა ეთხოვა. 400 წლია ამ ტაქტიკით მოქმედებს რუსეთი და ამ ტაქტიკას არ ცვლის. დროა გამოვიდეთ საბჭოთა ადამიანის კომპლექსიდან; იმ მონური ფსიქიკის მდგომარეობიდან, რომელიც საბჭოთა ადამიანს ჰქონდა და როგორც თავისუფალი საქართველოს თავისუფალ მოქალაქეებს შეეფერება, ისეთი შეფასებები გავაკეთოთ ამ პოლიტიკის მიმართ. რა გვგონია, რუსებს თუ გავუღიმებთ, ისინი ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილი გახდებიან?! არა, ბატონო. კიდევ უფრო მეტად დაგვაჭერენ წიხლს, ეს არის 400 წლოვანი გამოცდილება. რუსეთი მიდმივად ცდილობს, იმ გეოგრაფიულ არეალში, რომელსაც საქართველო ჰქვია, სახელმწიფო არ შეიქმნას; რომ ელემენტარულად ეს იყოს ისეთი ტეროტორია, რომელიც რუსეთის გავლენის ქვეშ იქნება. ცუდია, თუ ჩევნ ისევ, როგორც საბჭოთა სისტემის დროს, ქვემოდან მონის ფსიქიკიდან შევხედავთ რუსეთს და როცა გვიხაროდა ქართული კულტურის დეკადები რომ იმართებოდა კრემლში. აი, ასე გვიხარია დღეს. თურმე ტაში დაგვიკრეს ამა თუ იმ კონცერტის დროს._ რაზე მიანიშნებთ, `ერისიონის~ ცეკვა კრემლში არასორი გადაწყვეტილება იყო?_ რატომღაც გვავიწყდება, რომ პრობლემა არ არის რუსსა და ქართველს შორის ურთიერთობის აღდგენა. ჩვენს წინაშე დგას ამოცანა: ქართულ-რუსული სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში გამოვაჩინოთ სახელმწიფო ნება. აქ არ არის საუბარი კულტურის ენაზე, კულტურა არ არის პოლიტიკა და ა.შ. ბატონო ომია. არის სახელმწიფო, რომელმაც დაგვიპყრო. ელემენტარულად, როცა სახელმწიფო ანსამბლი ხარ, სახელმწიფოს ინტერესების გამომხატველი ანსამბლი ხარ, ცოტა მეტი პატივისცემით უნდა მოეპყრა ამ ღირსებას, რასაც სახელმწიფო ანსამბლი ჰქვია. იური ბაშმეტის კონცერტი არ შეიძლება არ გააპროტესტო. ადამიანმა, რომელმაც მიულოცა აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლობა და კონცერტები გამართა, ჩვენ ტაშით უნდა შევხვდეთ?! აი, აქ იწყება დემორალიზაცია. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოებრიობის აღქმა არ გვაქვს. ისევ საბჭოთა სისტემაა. ისევ ის დამოკიდებულებაა: ყვლას უყვარს საქართველო. კომუნისტებსაც უყვარდა საქართველო, რაიკომის მდივნებსაც, ოღონდ როგორც ტერიტორტია. _ რამდენად სერიოზული ოპოზიციაა ნაცმოძრაობა და რამდენად სწორ აქცენტებს აკეთებენ ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ? _ ნაციონალები იმდენად სერიოზული ორგანიზაციაა, რამდენადაც ამის საშუალებას `ქართული ოცნება~ მისცემს. როგორც ასეთი, ნაციონალების არც იდეულრი ბაზა, არც სტრუქტურული მდგომარეობა და პერსონალური შემადგენლობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს ორგანიზაცია დამოუკიდებლად რაღაც სერიოზულ ძალას წარმოადგნდეს. იმდენად რამდენადაც მას ოცნება აცხოვრებს და რამდენის საშუალებასაც მისცემს, აი, ისეთი იქნება ნაციონალური მოძრაობა. _ რუსეთთან მიმართებებაში მართებულად ისმის ნაციონალების კრიტიკა? დსთ-ში შესვლისკენ მიდის ქვყეყანა და ა.შ._ ნაციონალური მოძრაობის ფუნქციაა ბოლომდე სიმართლე არ თქვას, ასე ვთვქათ, პროდასავლური ღირებულებების სანახევროდ სწორი ტენდენციები ჩამოაყალიბოს, რითაც თავიანთი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ეჭვქვეშ დააყენონ ეს ღირებულებები. ოცნება კომფორტულად გრძნობს თავს ნაციონალებთან მიმართებაში, რადგან ნაციონალებთან მიმართებაში ციცერონებად და ზნეობის ეტალონებად გამოიყურება.Dამიტომ აძლევს `ქართული ოცნება~ ნაცმოძრაობას საშუალებას, რომ როგორც ეროვნული შეფერადების ერთადერთი პროდასავლური ძალა ასე წარმოჩინდეს სააკაშვილის გუნდი ქართული საზოგადოების წინაშე. განსხვავება არის ის, რომ ნაციონალები სიტყვით რუსეთს ებრძვიან, საქმით რუსულ საქმეს აკეთებენ. რეალურად რუსულ საქმეს აკეთებენ და ქართულ პოლიტიკურ სპექტრში იმ ადამიანების ადგილს იკავებენ, რომლებიც სიტყვითაც და საქმითაც, საღი პოზიციიდან გამომდინარე, ელემენტარულად ამ პოზიციას უკეთესად წარმოადგენენ. იქ, სადაც ნაციონალებმა გააკრიტიკეს ჯემალ ჭკუასელი, მიუხედევად იმისა, რომ ჩემი პოზიცია არ არის დადებითი მოსკოვში კონცერტთან დაკავშირებით, ჯემალ ჭკუასელის წინააღმდეგ მე ამ ხალხთან ერთად ვერ დავდგები. პირიქით, ჩემთვის ჭკუასელი უფრო ახლობელია, მიუხედავად თავისი პოზიციისა, ვიდრე ეს ნაძირალები, რომლებიც სიტყვით ერთს ამბობენ და რეალურად რუსულ ინტერეებს ემსახურებიან. აი, სწორედ აქ არის ნაციონალების ინტერესი. ამის გამო აცოცხლებენ ნაციონალებს. ნაციონალები სარგებლობენ რა ოცნების მიერ შენიღბული უფლებით, რომ ისინი არიან ერთადერთი ოპოზიციური ძალა, მაქსიმალურად ცდილობენ საქმე გააფუჭონ; რომ საკითხი დავიდეს პირად ანგარიშსწორებაზე და არა კონცეპტუალურ კამათამდე, დაპირისპირებამდე, რომელიც ქვეყანას აუცილებლად წინ წაიყვანს.
რაში აწყობს “ქართულ ოცნებას” ოპოზიციაში ნაციონალების ყოფნა
April 2nd, 2014 shalva chkhaidze