სააკაშვილმა დიდი რაოდენობით თურქები შემოიყვანა

mamuka
ახალი თაობა#42  20.02.2013   შორენა კოწოწაშვილი
მამუკა გიორგაძე: “სააკაშვილმა დიდი რაოდენობით თურქები შემოიყვანა”
ეროვნული მოძრაობის ერთერთი ლიდერი მამუკა გიორგაძე აჭარის ოსმალიზაციის საკითხზე საუბრობს და საფრთხეს ხედავს იმ პოლიტიკაში, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაიწყო აქტიური ფორმით და დღესაც გრძელდება.
გიორგაძეს აინტერესებს რატომ ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხის _ აჭარის ტერიტორიაზე მოქმედი მეჩეთების აშენება პოსტფაქტუმ და რას ნიშნავს ივანიშვილის სიტყვები: მკაცრი საუბარი შედგა ამ საკითხზე ერდოღანთან შეხვედრისას. არის თუ არა ახალი ხელისუფლება ობიექტურად ნაციონალებისგან კრიტიკის ღირსი მეჩეთების მშენებლობასთან დაკავშირებით, ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს მამუკა გიორგაძესთან
_ თქვენი არით, რატომ დადგა დღის წესრიგში აჭარაში მეჩეთების აშენების საკითხი, იმ ფონზე როცა აზიზიეს მეჩეთის აშენებას ასეთი სერიოზული პროტესტი მოჰყვა და თანაც პრემიერ ბიძინა ივანიშვილის თურქეთში პირველი ვიზიტისას?
_ ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ერთდაერთი პასუხი ამ შეკითხვაზე შეიძლება იყოს ის, რომ ახალი ხელისუფლება აგრძელებს იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას ჰქონდა. ე.ი. ამ ნაწილში მნიშვნელოვანი ცვლილებების არ არის მოსალონდელი და სესაბამისად იგივე  ფორმით და იგივე ვალდებულებებით მოქმედებს ქართული ოცნებაც, როგორც ძველი ხელისუფლება. ეს სამწუხაროა, მაგრამ ყველა ამ მიმართულებით, სადაც კი პრემიერს ვიზიტი ჰქონდა, შედეგებიდან გამომდინარე ყველაზე ასეთი შეფასების გაკეთების საფუძველი იქმნება.
_ პრემიერმა თუ არა, კოალიციის ლიდერებმა კარგად იციან რამხელა პროტესტი მოყვა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობაზე თურქულ მხარესთან წიან ხელისუფლების თანხმობას. საკაშვილის ნაბიჯი დEღეს რატომ გაიმეორეს ოცნების ლიდერებმა?
_ კოალიციის ლიდერებს არც არავინ არაფერს ეკითხება და ეს თვითონაც ძალიან კარგად იციან. როცა დღეს საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, დაიშლება თუ არა კოალიცია, ეს ხომ ღიმილის მომგვრელია. კოალიცია უბრალოდ ვერ დაიშლება. შუაზე თუ გახერხავენ ბიძინა ივანიშვილის, თორემ სადაც ბიძინა ივანიშვილი იქნება, იქ იქნება ქართული ოცნება დღეს შემავალი სუბიექტებით. აქ მთაავრი ფიგურა არის ბიძინა ივანიშვილი, გადაწყვეტილებებს ივანიშვილი იღებს, დანარჩენი ამის მომსახურებას ახორციელებს ზოგი ნიჭიერად, ზოგი უნიჭოდ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს თუნდაც იმ ხალხის პოზიციაზე, ვინც წინააღმდეგი იყო წინა ხელისუფლების დროს მეცჩეთის აშენების და დღეს ისინი აცხადებენ, რომ პრინციპულად შეიცვალა რაღაცაო.
_ ვიცე–სპიკერ მურმან დუმბაძეს და მის განცხადებებს გულისხმობთ?
_ მათ შორის მურმან დუმბაძეს, რომელსაც პიროვნულად დიდ პატივს ვცემ და შესაბამისად გაკვირვებული ვარ მისი ამ მოქმედებით. ,,მეჩეთის მშენებლობა უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკისგან”_ როცა დღეს ამას აცხადებს მურმან დუმბაძე, მაშინაც და დღესაც ეს საკითხი პოლიტიკის ნაწილია. აქ არის კიდევ ერთი საკითხი, როცა ამას ასე ხისტად გვაწვდიან, იგივე შეიძლება ეთქვათ თბილისში. Mმრგვალი მაგიდა გამართულიყო, რაღაც მოლაპარაკებები ყოფილიყო, ფორმა მაინც მიეცათ ისეთი, რომ ეს ქართული მხარის გადაწყვეტილებაა. ახლა ღიად და ცალსახად გამოჩნდა, რომ ეს არის საქართველოზე გარედან ზეწოლა, ეს ერთი და მეორე, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ამ საქმეში არის ის, რომ სააკაშვილს მიეცა საშუალება ცინიკურად გადმოგვხედოს ჩვენ და მთელ საზოგადოებას და განაცხადოს, ჩემი მიღწეული შეთანხმება არ მოგწონდათ და იგივე შეთანხმება სხვისი ხელით განხრიციელებული რატომ მოგწონთო. ერთ ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორი აქ სწორედ სააკაშვილის ფაქტორია, რომელსაც მიეცა საშუალება, რომ მსგავსი საკითხი თემა წამოეწია. ვფიქრობ, არასწორია, როცა საკითხი ისე წყდება, რომ სააკაშვილს ასეთ კოზირს აძლევენ ხელში. ჩემი აზრით, ახალი ხელისუფლების მხრიდან უფრო ქმედითი ნაბიჯები იყო საჭირო.
_ ქართული ოცნების ლიდერები ისე წარმოაჩენენ, რომ ერდოღანთან სრულიად სხვა შეთანხმება გაფორმდა. იგივე აჭარაში კმაყოფილებას აფიქსირებენ იმის გამო, რომ მეჩეთი იუნკერების საფლავზე არ აშენდება.
_ იუნკერების საფლავზე რომ არ აშენდებოდა მეჩეთი, ეს გარკვეული იყო 2012 წლის მარტში, როდესაც ქართული სასულიერო პირების აქტიურობის შედეგად უარი ეთქვა ხელისუფლებას ამ საკითხზე, ხოლო 2012 წლიოს 3 ივლისს, როდესაც ეს ტერიტორია შემდეგ გადაეცა სხვას სასტუმროს ასაშენებლად, ადგილობრივი სასულიერო პირების აქტიურობით თვითონ ხელისუფლებამ მოხსნა ის ჯებირი, რომლითაც შემოსაზღვრული იყო ეს ტერიტორია. ასე, რომ ამ ტერიტორიის საკითხი გარკვეული იყო იგივე სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. პრობლემა იყო ის, რომ ქალაქის ვენტრში აშენდებოდა თურქეთის სახელმწიფოს ზეწოლის შედეგად მეჩეთი, რომელიც როგორც ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, იქნებოდა თურქი ინვესტორებისა და ბიზნესმენებისთვის. თუ ასეთ დონეზეა საქართველო, რომ ტურისტებისა და ინვესტორებისათვის მეჩეთების მშენებლობის შესაძლებლობა გვაქვს, ძალიან კარგი. მართლა მივესალმებით ისეთ საქართველოს, სადაც ასეთი ფუფუნების უფლება გვექნება. მაგრამ დღეს საქართველო ამ ვითარებაში არ არის.
_ ფაქტია, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებამდე აქტიურად აპროტესტებდა იმ ვითარებას, რომ აჟარაში 300 ათასი თურქია რეგისტრირებული. ამ საგანგაშო მაჩვენებლის ფონზე რამდენად მართებულია მსგავსი გადაწყვეტილება და რატომ იხევს მუდმივად ქართული მხარე თურქეთის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე?
_ ჩემთვის ასეთი პოლიტიკა მიუღებელი და არა ის, ამას სააკაშვილი გააკეთებს თუ სხვა ლიდერი. აქ რაღაც თანამიმდევრული ნაბიჯები ჩანს. სააკაშვილმა შემოიყვანა დიდი რაოდენობით თურქები, ახლა უზრუნველვყოთ უნდა ჩვენ ისინი რელიგიური მომსახურეობით? ანუ ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ამ ადამიანებს თავიანთი გემოვნებისდა მიხედვით მივცეთ შესაძლებლობა, რომ მყარად მოიკიდონ ფეხი ქართულ მიწაზე. ეს ხდება მაშინ, როდესაც თურქეთის ხელისუფლებას ღიად აქვს გაცხადებული, ვისაც არ წაუკითხავს, ვურჩევდი წაიკითხოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დავითოღლუს წიგნი, სადაც ღიად და აშკარად არის გაცხადებული, რომ აჭარა მოიაზრება მათი გავლენის სფეროში. ეს თავისთავად ცხადია მტრობას არ ნიშნავს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა აქ ანტითურქული პროტესტი გამოვთქვათ, თურქული პროდუქციის ბოიკოტირება დავიწყოთ.
_ თუმცა ვფიქრობ საზოგადოებამ არც ასე უსიტყვოდ არ უნდა მიიღოს ივანიშვილი_ერდოღანის შეთანხმება მეჩეთების მშენებლობასთან დაკავშირებით.
_ სწორედ ამაშია საქმე. ქართულმა საზოგადოებამ უნდა გამოხატოს რაც შეიძლება დიდი პროტესტი. თუ ხელისუფლებას შენარჩუნმებული ოდნავ მაინც აქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება, მაშინ ის ხალხის მხარეს დადგება. Aარ გამოვრიცხავ იმ მომენტსაც, რომ სააკაშვილის მიერ აღებული ვალდებულება იყო გასასტუმრებელი დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან. ახლა უკვე საზოგადოებაზეა საქმე. ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა და თუ აქვს მანევრის საშუალება ან სურვილი ბიძინა ივანიშვილს, კი ბატონო, მიიღებს შემდეგ სხვა გადაწყვეტოლებას. თუ მან ელემენტარულად ჩაახშო განსხვავებული აზრი, თუ არ მიეცა არგუმენტირებული პოზიიცის გამოხატვის შესაძებლობა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც აპროტესტებს ასეთ გადაწყვეტილებას, მაშინ აღმოჩნდება ის, რომ ივანიშვილი თანმიმდევრულად აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას აჭარის ოსმალიზაციისთან მიმართულებით.
_ თქვენი აზრით, თურქეთის ინტერესების ასე უსიტუვოდ გატარება საქართველოში მხოლოდ თურქული ინვესტიციერბიდან გამომდინარე ხდება? რატომ გეკითხებით, იცით, არაერთი საუბრობდა იმაზე, რომ თანდათან სისრულეში მოდის გეგმა 2020 წლისთვის საქართველოს რეგიონებად დაყოფის თაობაზე.
_ ვერ გეტვით ივანიშვილიც თუ ამ მხრივ იგივე ტაქტიკას ირჩევს. თუ ასეა, მთლად ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე. ნამდვილად არ მინდა ამ მიმართულებით ვიფიქრო, მაგრამ ერთი კი ფაქტია, რომ არა მხოლოდ თურქეთთან, არამედ სომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმართებაშიც რაღაც ახალი სიტყვა უნდა თქვას ხელისუფლებამ. ქართულმა ოცნებამ იგივე ტაქტიკა არ უნდა განახორციელოს, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა. გადაწყვეტილების მიღების ფორმებიც კი ემთხვევა სამწუხაროდ ერთმანეთს _ როცა პოსტფაქტუმ სხვა სახელმწიფოდან ვიგებთ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საქართველოსთან მიმართებაში. ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ მხოლოდ დენის ტარიფის მხოლოდ სამი თეთრით შეცვლა საზოგადოებას ვერ დაარწმუნებს იმაში, რომ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ცემთვის გაუგებარია, რატომგრძელდება დღემდე სააკაშვილის პოლიტიკა და გადაწყვეტილებების დახურულად მიღება.
_ დაბოლოს, თქვენი აზრით, რატომ ირჩევს დუმილს ამ დროისთვის ეკლესია თავისი პოზიციის დაფიქსირებისას ივანიშვილის მიერ მეჩეთების მშენებლობაზე დათანხმებასთან დაკავშირებით?
_ ბუნებრივია, საქართველოს ეკლესია შეეცდება, როგორც მას სჩვევია, ეს საკითხიც ძალიან დელიკატურად მოაგვაროს; ისე, რომ გაითვალისწინოს მაქსიმალური ინტერესები. თუ ვინიცობაა, არ გადაწყდება ისე, როგორც საქართველოს და ქართველ ხალხს სჭირდება, ეკლესია ალბათ პრინციპულად იტყვის თავის პოზიციას. ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო.   ეკლესიის პოზიცია, საქარველოს მთავრობის პოზიცია იქნება გამყარებული თუ ქართული საზოგადოება უფრო აქტიურად გამოხატავს პროტესტს ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველა დაინახავს, რომ ქართლი საზოგადოება არის დამოუკიდებელი საზოგადოება; რომ ხელისუფლება და საზოგადოება პარტნიორები არიან, მაგრამ სხვადასხვა სუბიექტებია; რომ აღარ არსებობს საქართველოში ხელისუფლებაზე მიბმული საზოგადოება. აი, ეს უნდა დავანახოთ მტერსაც და მოყვარესაც. ამის შემდეგ არა მარტო ამ საკითხში, სხვა საკიხშიც გაგვიწევენ ანგარიშს.
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress