Archive for March 6th, 2014

ლორთქიფანიძე: პარლამენტი აგრძელებს კოჰაბიტაციად მონათლულ „პინგ-პონგს“

NEWS.GE 06.03.2014 სახალხო პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ რეგიონებში, მერობის კანდიდატისთვის საკრებულოს წევრად კენჭისყრის აკრძალვის ნორმის შეტანა საარჩევნო კოდექსში, იურიდიულად კარგად შეფუთული პოლიტიკური უმსგავსობაა, რომელიც მიმართულია კოჰაბიტაციად მონათლული ,,პინგ–პონგის” გასაგრძელებლად. „მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფისთვის, საკუთარი კანდიდატის მერის პოსტზე წარდგინებაზე უარის თქმით, „ქართულმა ოცნებამ” საბოლოოდ თქვა უარი, ოდნავ მაინც კონკურენტუნარიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს.

gerbi

„სახალხო პარტიას“ საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლობითობაში ეჭვი ეპარება

NEWS.GE 04.03.2014 „სახალხო პარტიას“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლობითობაში ეჭვი ეპარება და კომისიის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს განცხადებით მიმართავს. „თქვენი თავმჯდომარეობით, გაიმართა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა. პრესრელიზში აღნიშნული კომისიის შემადგენლობის საკმაოდ წონიანი ჩამონათვალის მიუხედავად, უფლებას ვიტოვებთ, ეჭვი შევიტანოთ ამ უმნიშვნელოვანესი კომისიის საყოველთაო წარმომადგენლობითობასა და იმაშიც რომ, მის მუშაობაში საზოგადოების ყველა ჯგუფია ჩართული. ჩვენდა სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება წარმატებით [...]

გოგი ლორთქიფანიძე-თვითმმართველობის არჩევნები ინტერესთა კონფლიქტის გამო უპრეცედენტო იქნება

NEWS.GE 04.03.2014 სახალხო პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის ანალოგიური პროცესების პროვოცირების მცდელობა საქართველოშიც იქნება. “მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ისა და ევროპის მიერ მკაფიოდ დაფიქსირდა პოზიცია, იმის თაობაზე, რომ რუსული ვექტორის გააქტიურების შემთხვევაში, ისინი ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი, ჩვენი მთავარი იარაღი ამ [...]

ეროვნულ ღირებულებებზე შემოტევას კრახი ელის – 26.07. 2010

ეროვნულ ღირებულებებზე შემოტევას კრახი ელის ღრმა ქრისტიანულმა კულტურამ განუზომელი წვლილი შეიტანა ქართველი ერის ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაში. ეს სისტემა დამყარებულია იმავე აბსოლუტურ, ანუ შეუვალსა და არც ერთ ვითარებაში არ დასათმობ ღირებულებებზე, რაც თანამედროვე კაცობრიობის მოწინავე ნაწილის იდეოლოგია და მორალი: თავისუფლებაზე, პასუხისმგებლობაზე, ადამიანთა პრინციპულ თანასწორობაზე, სამართლიანობაზე, შემბრალებლობაზე, შემწყნარებლობაზე და სხვაზე. ეს ღირებულებები საქართველოში იმპორტირებული არ არის: ეს [...]

giorgadze_mamuka

დღემდე ციხიდან გაქცეულად ვითვლები

ახალი თაობა  #305  25-26 დეკემბერი 2010 რატომ მოათავსეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები უშიშროების იზოლატორში თეა მარხვაიძე 22 დეკემბერს თბილისის ომიდან  19 წელი გავიდა.  ეს თემა დღემდე  მტკივნეული და აქტუალურია.  ამ საკითხზე საუბარი არავის არ ეზარება. ამის მიუხედავად სათქმელი ჯერ ბილომდე არ არის ნათქვამი  და არც საბოლოო შეფასებაა გაკეთებული. თბილისი ომის დაწყების მომენტში მამუკა გიორგაძე ედეპეს სხვა [...]

სააკაშვილის რეზერვი – შეიარაღებული ფორმირებები ახალი შეფუთვით და ძველი, საშიში და დანაშაულებრივი ფუნქციებით – 2012

სახალხო პარტიის განცხადება სააკაშვილის რეზერვი – შეიარაღებული ფორმირებები ახალი შეფუთვით და ძველი, საშიში და დანაშაულებრივი ფუნქციებით სააკაშვილის მიერ ახალი შეიარაღებული ფორმირებების (ე. წ. რეზერვისტები) შექმნის პროცესი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების დიდ შეშფოთებას იწვევს. ნათელია, რომ ამ გასამხედროებული ფორმირებებით ვერანაირი სამხედრო ამოცანები ვერ გადაწყდება. ასევე, არაა დასაბუთებული მათი სახელმწიფოებრივი დანიშნულებაც. მაშ, რისთვის შეიძლება გამოიყენოს სააკაშვილმა ზონდერ-ბრიგადები, [...]

ნაციონალებში დიდი რღვევა დაიწყო რისი ეშინია ყველაზე მეტად სააკაშვილს – 2012

ხელისუფლება ბოლო დროს ცდილობს საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ რეალურად კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ძალაა. მეორეს მხრივ კი, იმ ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიდის, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ფასდება, როგორც ნონსენსი. `სახალხო პარტიის~ ლიდერი და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი მამუკა გიორგაძე დარწმენებულია, ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ კონკურენტუნარიანი არ არის. იცის, რომ მისი მდგომარეობა მყიფეა; რომ საზოგადოების 70-80% მას მხარს [...]

სააკაშვილი პროვოკაციებს გეგმავს – 2010

ახალი  თაობა  #199 24  აგვისტო,  2010 სააკაშვილი პროვოკაციებს  გეგმავსშორენა  კოწოწაშვილი მერაბიშვილი ცალკე მოქმედებს. მას სახელისუფლებო ინტერესებიც გააჩნია  და თავისი პირადი ინტერესებიც. მან იცის, რომ დღევნადელ ვითარებაში ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, სამწუხაროდ,  რუსეთი აკონტროლებს და, შესაბამისად, გარკვეულ გარანტიებს იღებს რუსეთიდან. მერაბიშვილის პოზიციაა: მზად ვარ, ნებისმიერი დავალება  შევასრულო, – აცხადებს სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე. მისი თქმით, რადგან [...]

რუსეთი სააკაშვილს ეხმარება – 2012

მამუკა გიორგაძე:  “რუსეთი  სააკაშვილს ეხმარება” `ახალი თაობა~ 30. 04. 2012 შორენა კოწოწოაშვილი რუსეთ-საქართველოს პირველ პირებს შორის დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის. ჩრდილოელი მეზობლის ხელმძღვანელობა თვლის, რომ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება ცარიელი ადგილია და რომ მის შემცვლელთან რუსეთი თანამშრომლობას შეძლებს. _ მიხეილ სააკაშვილი ცარიელი ადგილია, ნულია, რომელიც ადრე თუ გვიან პოლიტიკური ცხოვრებიდან წავა და საქართველოს ხელისუფლებაში ახალი ლიდერი [...]

SONY DSC

ჩვენ ქართული ძალა ვართ

მამუკა გიორგაძე: ,,ჩვენთან თამაში აღარ შეიძლება”  GEORGIAN   TIMES 1996 საქართველოში უკანასკნელმა პოლიტიკურმა პროცესებმა ფრაქცია         “ეროვნულ – დემოკრატის” თავმჯდომარის მამუკა გიორგაძის ფიგურა გამოკვეთა. პორტრეტი _ დავამთავრე კომაროვის ფიზიკა – მათემატიკური სკოლა. ჩავაბარე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, საიდანაც რამდენიმეჯერ გამრიცხეს, ბოლოს მაინც აღმადგინეს. მხოლოდ რამდენიმე წელიწადს ვიმუშავე პროფესიით – ტანძიაში გადასახლებული სვანების სახლების მშენებლობაზე. 1988 წელს სამსახურიდან დამითხოვეს პოლიტიკური [...]

Powered by WordPress