სააკაშვილი პროვოკაციებს გეგმავს – 2010

ახალი  თაობა  #199 24  აგვისტო,  2010
სააკაშვილი პროვოკაციებს  გეგმავსშორენა  კოწოწაშვილი
მერაბიშვილი ცალკე მოქმედებს. მას სახელისუფლებო ინტერესებიც გააჩნია  და თავისი პირადი ინტერესებიც. მან იცის, რომ დღევნადელ ვითარებაში ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, სამწუხაროდ,  რუსეთი აკონტროლებს და, შესაბამისად, გარკვეულ გარანტიებს იღებს რუსეთიდან. მერაბიშვილის პოზიციაა: მზად ვარ, ნებისმიერი დავალება  შევასრულო, – აცხადებს სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე. მისი თქმით, რადგან გარანტიებს სააკაშვილი რუსეთიდან იღებს, ბუნებრივია, ასეთი გარანტიებისკენ ისწრაფვიან მერაბიშვილიც, უგულავაც და სხვებიც, ანუ ის პოლიტიკური კლანები, რომლებმაც ძალიან დიდი ძალაუფლება მოიპოვეს საქართველოში, ძალიან დიდი ფული იშოვეს და ამის შენარჩუნებისთვის ეძებენ პატრონს.
აფასებს რა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი მოსახლეობას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ უბიძგებს.
სააკაშვილი მიდის შეგნებულ პროვოკაციაზე, იმიტომ რომ  მან იცის, ასეთი ფორმით ჩატარებული ღონისძიება გამოიწვევს შესაბამის რეაგირებას.  სააკაშვილი მიდის იმაზე, რომ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება. ამ ბიჭების დაკავებაც სხვათა შორის, სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევის ერთ-ერთი პროვოკაციული ნაბიჯი იყო. რომ არა მისი უწმინდესობის  მშვიდი და ბრძნული პოლიტიკა, დღეს შეიძლება თბილისის ქუჩებში სერიოზული გართულელები ყოფილიყო, – აცხადებს მამუკა გიორგაძე.
რა ტენდენცია იკვეთება მერაბაშვილის ნაბიჯებში, დათბა თუ არა რუსეთ-საქართველოს ხელისუფლებას შორის  ურთიერთობა. გადაარჩინა თუ არა პატრიარქმა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებას? – ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძესთან.
_ბატონო მამუკა, სულ ცოტა ხნის წინ საკაშვილი და მისი გუნდი ახალ რუსულ საფრთხეზე აპელირებდენ. დღეს პრეზიდენტი ბათუმშია  და ფაქტობრივად  ქალაქის პირით არის დაკავებული. რუსული საფრთხე მინელდა?
_რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებში დღეს ორი პროცესი მიმდენარეობს. ერთი – ეს არის ობიექტური ბუნებრივი პროცესი – რუსეთ- საქართველოს სახემწიფოებრივი ურთიერთობა. ბუნებრივი პროცესია  ის, რომ რუსეთს უნდა საქართველო იყოლიოს თავის  გავლენის ქვეშ, რადგანაც პირდაპირი მიერთება არ გამოდის ჩვენი სახელმწიფოსი. ეს რომც გააკეთოს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამ ქვეყანაზე. როგორც საბჭოთა კავშირის დროს, მინიმუმ, ვალდებულება უნდა აიღოს მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე, მის განათლებაზე, ყოფა-ცხოვრებაზე და ა. შ. არც ამის სურვილი აქვს და არც პირობები. ასე რომ, საფრთეები ამ მიმართულებით ყოველდღიურია და ყურადღების მოდუნება არ შეიდძლება, მეორე პარალელური პრცესი, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის ხელისუფლებასა და საქართველსო ხელისუფლებას შორის, რაც მეტნაკლები ცვალებადობით გამოიხატება. ბევრი არგუმენტი, დოკუმენტი და ფაქტობრივი მასალა არსებობს, რომ სააკაშვილი პრაკტიკულად არის რუსული სპეც-სამსახურების პროექტი და მისი ხელისუფლებაში ყოფნა ემსახურება პირველი გეგმის რეალიზებას. ამ მიმართულებით სუბიექტურ ფაქტორებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. არის პერიოდი, როდესაც სააკაშვილი დავალებს უსრულებს და არის სიწყნარე. არის პერიოდები, როდესაც არის დაძაბული ვითარება და შეურაცყოფა. ამჟამად არის დათბობის მომენტი. სააკაშვილმა იგრძნო, რომ მისი თამაში გაიშიფრა ქართველ საზოგადოებაში და ხალხს ამოუვიდა ყელში მისი მმართველობა. მისი შეცვლის მექანიზმები ისევ რუსეთს გააჩნია და, აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად დგამს ნაბიჯებს, რომ რუსეთმა კვლავ გააგრძელოს მისი მხარდაჭერა და გარანტირება გაუკეთოს მის ხელისფლებაში ყოფნას. მაგისტრალური გაზსადენის შეთავაზება და ბევრი სხვა ქმედება აქეთკენ არის მიმართული. ამით სააკაშვილი რუსეთს აჩვენებს, ნუ ჩაერთვები ჩემი ჩანაცვლების პროცესშიო. ამის საპასუხოდ სააკაშვილი სატელევიზიო პროპაგანდით აჩვენებს მსოფლიოს, რა ბედნიერია ქართველი ერი და როგორ ერთობა საკაშვილის მზრუნველობის ქვეშ. შესაბამისად, სააკაშვილის რეჟიმის შემადგენელი ნაწილებით ცალცალკე არკვევენ რუსეთთან ურთიერთობას. განცხადებები, ქმედებები უგულავასი, მერაბიშვილისა და სხვების ამის ნათელი გამოხატულებაა. სანამ ახალი ქარიშხალი დატრიალდება მათ უნდათ ამ ქარიშხლის ტალღა რუსეთიდან იქნეს განეიტრალებული. სამწუხაროდ, დღეს დამოუკიდებელი ერვნული ცნობიერების მატარებელი ძლიერი სუბიექტი პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ჩანს, რის გამოც სააკაშვილსა და რუსეთს ეძლევათ საშუალება, ნებისმიერი პროექტი განხორცილეონ საქართველოში.
_ანუ საქართველოსა და ოკუპანტ რუსეთს შორის ურთიერთობები დათბა?
_ ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, დათბა. ყველფერს რომ თავი დავანებოთ, ეს მექანიზმები რუსეთის ხელშია ის, რასაც დღეს რუსეთი აკეთებს, სააკაშვილის მხარდაჭერაა. ამას ემსახურებოდა ნოღაიდელის მიღებაც, რომელიც ჯერ იმუქრებოდა, ხელებს დაგამტვრევთო, მერე კი განცხადა, თამაშიდან გავდივარო და პრიცესებში არ მონაწლილეობს. სააკაშვილის რეჟიმი საშინაო და საგარეო მტრის გარეშე ვერ ძლებს. პრაქტიკულად, სააკაშვილი, გარდა რუსეთის სპეცსამსახურებისა, ემყარება ქართული ოპოზიციური ნაწილის უნიათობას. თუ გვინდა, სააკაშვილი დავამარცხოთ, ეს ოპოზიცია უნდა გამოვაცალოთ სააკაშვილილს და სააკაშვილი თვითონ დაემხობა. თუ სააკაშვილს გამოაცალე  იმის საფუძველი, რითაც პიარს იკეთებს, ხელებს დაგამტვრევთ, კომბლებით გამოგყრით – ეს თუ შეწყდა,  როგორც დასანგრევად გამზადებულს აქვს წყალი შეყენებული, ისეა ეს ხელისუფლებაც, რომელსაც, თუ ამ ოპოზიციას გამოვაცლით აუცილებალდ დაინგრევა.
_რომელ ოპოზიციას გულისხმობთ კონკრეტულად?
_მე იმ ოპოზიციას ვგულისხმობ, რომელიც მხოლოდ ტლიკინებს და საქმეს არ აკეთებს. თუ არ შეუძლიათ საქმის კეთება, ტლიკინს თავი დაანებონ. იმ ოპოზიციაზე გეუბნებით, რომელიც კრიტიკულ სიტუაციაში უკან იხევს, რომელსაც, არ შუძლია დისკომპორტი აიტანოს. იმათზე ვამბობ,  ვინც სამი- ოთხი წელია ტელეეკრანიდან გვაბითურებს და პრაქტიკულად ქმედებებს არ ახორციელებს. მათი ბრძოლი იმიტაცია კი საკაშვილს აწყობს.
_რუსეთის ხელისუფლებასთან ურითიერთობის დათბობით ახსნით რუსულ პრესაში მერაბიშვილისა და მისი უწყების პიარს? ხომ არ ფიქრობთ, რომ მერაბიშვილი დამოუკიდებელ სვლებს აკეთებს?
_ბუნებრივია, მერაბიშვილი ცალკე მოქმედებს, მას სახელისუფლებო ინტერესებიც გააჩნია და თავისი პირადი ინტერესიც. მან იცის, რომ დღევანდელ ვითარებაში ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, სამწუხაროდ, რუსეთი აკონტროლებს და, შესაბამისად, გარკვეულ გარანტიებს იღებს რუსეთიდან. მერაბიშვილი პოზიციაა: მზად ვარ, ნებისმიერი დავალება შევასრულო.
_რაზე მიანიშნებთ, მერაბიშვილი მზად არი, საკაშვილს გაემიჯნოს?
_გამორიცხული არ არის. გააჩნია, რა შეკვეთას მიიღებს. რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს ფაქრობრივი მასალები ჩვენზე კარგად იციან ხელისუფლებაში მყოფმა ძალება. ამიტომ, თუ გარანტიებს საკაშვილი რუსეთიდან იღებს, ბუნებრივია, ასეთი გარანტიებისკენ ისწრაფვიან მერაბიშვილიც, უგულავაც და სხვებიც. ის პოლიტიკური კლანები, რომლებმაც ძალიან დიდი ძალაუფლება მოიპოვეს საქართველოში, ძალიან დიდი ფული იშოვეს და ამის შენარჩუნებისვის ეძებენ პატრონს. თუ რუსეთი ამ ხალხს მისცემს დავალებას, იყავით სააკაშვილთან ერთად, იქნებიან ერთად, თუ ეტყვის, გაემიჯნეთო, გაემიჯნებიან. ეს ხალხი ხელისუფლების შესანარჩუნებლად ყველა ნაბიჯს გადადგამს იმიტომ კი არა, რომ ვანო მერაბიშვილს იდეები აწუხებს, ან  იმიტომ, რომ თავის წარმოდგენები აქვს სახლმწიფო მოწყობაზე, უბრალოდ, ცხოვრების წესია, ასე ამთავრებენ ესენი და არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ასეა. ამ ტიპის მმართველობა ამთავრებს ასე. მისცემენ დავალებას, შეასრულებს, არ შეასრულებს და მასზე გაიცემა ბრძნება.
_ჩვენ გარკვეულად შიდა  სახლემწიფო დაპირისპირებას შევეხეთ, რომლის ნაწილიც არის განათლების მინისტრის ბოლოდროინდელი ნაბიჟები. ფაქტია, შაშკინი ითხოვს ლომაიას, ნოდიას და ნიკა გვარამიას საქმიანობის შემოწმებას. როგორ ფიქრობთ, სააკაშვილისაგან მიიღო თანხმობა თავისუფლების ინსტიტუტზე გალაშქრებაზე?
_როცა ვსაუბრობთ სახელისუფლებო დაპირისპირებაზე,    შიდა სტრუქტულ დაპირისპირებაზე, უნდა ავღნიშნოთ ერთი რამ – ეს ხალხი არასოდეს ერთიანი არ ყოფილა. ეს ხალხი ერთად არის ხელისუფლებაში ყოფნის სურვილით. თუკი რომელიმე მათგანი ხელისუფლების შიგნით თავის კეთილდღეობას  ვერ განიმტკიცებდა, ავტომატურად მიდიოდა შემდეგ ოპოზიციაში. შიდა დაპირისპირება ამ ტიპის მმართველობაში გენეტიკურად არის ჩადებული. ეს ბრძოლა მიდის იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროში. გვირგვლიანის თემა იქნება თუ კოდუას ოჯახის საკითხები, ეს ხომ ოპოზიციას არ გამოუტანია გარეთ. ეს ამბავი თვითონ ამ სისტემიდან გამოვიდა. როცა ვსაუბრობთ განათლების სისტემაზე, პრესაშიც ინფორმაციის გაჟონვაც შიდა სტრუქტურებიდან ხდება. ბუნებრივია, შიდა სახელისუფლებო ბრძოლის გამოსახულებაა რაც ხდება განათლების სისტემაში. აქამდე ლომაიაც და გვარამიაც ხელშეუხებლები იყვნენ, მაგრამ გარკვეულ წილად ამ კლანის გავლენები ნელ-ნელა სუსტდება და გადაწყვიტეს, რომ კიდევ უფრო მეტად შეამცირონ და განათლების სფერო გამოიყვანონო მათი გავლენიდან.
_ანუ ხელისუფლებას უნდა განათლება თავისუფლების ინსტიტუტს ჩამოაშოროს?
_ამ შემთხვევაში სხვადასხვა კლანს შორის ბრძოლის პროცესი მიდის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ სისტემაში დიდი ფულია. ეს არის საარჩევნო ხმები და საზოგადოებაში მნიშვნელოვანი გავლენა.
_თქვენი აზრით შაშკინს სააკაშვილისგან აქვს მწვანე შუქი, რომ თავისუფლების ინსტიტუტს დაუპირისპირდეს?
_სააკაშვილისგან ეს მწვანე შუქი ყოველთვის იქნება. როგორც კი რომელიმე კლანი გადავა ზღვარს იქით, სააკაშვილი ბრძოლაში მერე ჩაერთვება. გახსოვთ, მერაბიშვილსა და ოქრუაშვილს შორის ბრძოლა წლების განმავლობაში მიდიოდა, მაგრამ როგორც კი ზღვარს გადასცილდა, მაშინ ჩაერთო სააკაშვილი ბრძოლაში. შევარდნაძეც ასე იყო, აძლევდა საშუალებას თავის კლანებს, ერთმანეთი დაეჭამათ, მაგრამ მის მიმართ მორჩილები უნდა ყოფილიყვნენ.
_თქვენი აზრით სააკაშვილის ინტერესებშია ლომაიამ პასუხი აგოს თუნდაც იმ 40 მილიონზე, რომელიც განთლების სისტემიდან გაქრა?
_არა, ჯერჯერობით ამ კლანების ომი მისთვის საშიში არ  არის. ის ფლობს სიტუაციას. ამიტომ აძლევს ამის უფლებას. ხვალ შეიძლება პირიქით შემოუტრიალდეს და შაშკინი გაწიროს. არავინ იცის სააკაშვილი ხვალ რას გააკეთებს. მთავარია, ვინ შეასწრებს ხელისუფლებასთან პირველი. ეს საბჭოური მართვის სტილია. დღეს საბჭოთა კავშირი ზეობს საქართველოში. ეს უნდა დამრთავრდეს. სანამ ეს ვითარება იქნება, მანამდე კლანებს შორის ბრძოლა მუდმივად იარსებებს. ეს ბრძოლა კი ქვეყანას ანგრევს.
_შიდა კლანური დაპირისპირება, თქვენი აზრით, სერიოზულად შეარყევს სააკაშვილის ხელისუფლებას.
_სააკაშვილის ხელისუფლებას ეს მაშინ შეარყეეევს, როდესაც მოსკოვი მიიღებს  გადაწყვეტილებას, რომ დროა სააკაშვილი ჩაანაცვლონ. შევარდნაძესაც ძვრას ვერ უზამდნენ, დირექტივა რომ არ მოსული რუსეთიდან და ჩინოვნიკები რომ არ გასდგომოდნენ. ერთ დღეში მოხდა ეს ყველაფერი.
_მნიშვნელოვნად გაძლიერდა ადგილობრივი არჩევნების შემდგომ სააკაშვილი?
_სააკაშვილი გაძლიერდა იმდენად, რამდენადაც ხელისუფლების გარედან საფრთხე არ ემუქრება. ხელისუფლების შიგნით მყოფი ძალები ვერ გამოიყენებენ ოპოზიიას სააკაშვილთან საშანტაჟოდ. შესაბამისად, შეგვიძლია ვთვათ, ძალიან იჩალიჩა ოპოზიციამ, რომ დასანგრევად გამზადებულ სააკაშვილის რეჟიმს საყრდენად შესდგომოდა და გადაერჩინა.
_რისი იმედი აქვს ოპოზიციას, რომელიც ფიქრობს, რომ შემოდგომაზე პროტესტის სერიოზული ტალღა აგორდება?
_ამ ოპოზიციას მხოლოდ ერთი იმედი აქვს. მათი მთავარი მოცანაა, ხვალ, როდესაც რუსეთი და საერთაშოროსო ორგანიზაციები გადაწყვეტენ სააკაშვილის ჩანაცვლებას, საჭირო პირველ რიგში იყვნენ, რომ მათი სამსახური დასჭირდეთ ჩანაცვლების სპექტაკლის ორგანიზატორებს. ესეც ხომ უნდა გაფორმდეს, როგორც ვარდების რევოლუცია გაფორმდა! შესაბამისად ყველა თავის თავს სთავაზობს, ჩემზე ააგეთ სცენარიო. ეს კარგად იციან სააკაშვილმაც და რუსეთმაც. პოლიტიკური სპექტრის 90% მართვადია და ამიტომაც არის ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში. ამიტომ ჩვენ პირველ რიგში ამ სისტემის დანგრევაზე უნდა ვიზრუნოთ. როგორც კი ეს სისტრემა დაინგრევა მაშინ იქნება შესაძლებელი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა.
_გეი აღლუმის ჩატარებაც საპატრიარქოს წინააღმდფეგ მიმართული ქმედებაა?
_რა თქმა უნდა. თავისთავად გეი-აღლუმის ჩატარება საფრთხის შემცველი არ არის. გამოვიდეს 20 კაცი და რაც უნდა ის გააკეთოს. მაგრამ, ამით მათ უნდათ, შეურაცხყოფა მიაყენონ საქართველოს საპატრიარქოს. მათ უნდათ შეურაცხყოფა მიაყენოს ქრისტიანობას. აქ არ არის საუბარი გამოხატვის თავისუფლებაზე. აქ, უბრალოდ, არის პრინციპი – შეურაცხყოფა მიაყენონ ეკლესიასა და მართმადიდებლობას. ხმა რომ არ ამოვიღოთ, მთელი ერი შეურაცხყოდილი რჩება. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს ბრძოლა, ეს გამოწვევა და, შესაბამისად, პასუხი უნდა გავცეთ, არა იმიტომ, რომ ვიღაც 20 კაცს რაღაცის ჩატარება უნდა, არამედ იმიტომ, რომ შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს რწმენასა და ეკლესიას, ქვეყნის  ისტორიასა და მის წარსულს. საქართველოში დიდი რაოდენობით გეები არ არიან და ეს პრობლემა არ დგას. ამ პრობლემას ხელოვნურად ქმნიან. ამ ადამიანების დევნა არ მიმდინარეობს.
_თქვენ თქვით, ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთო. რა ფორმით?
_რადგანაც ესენი პოლიტიკური ფორმებით ძალადობენ და ხელისუფლება უკეთებს ამას შესაბამის ორგანიზებას, ჩვენც სათანადო ორგანიზება უნდა გავაკეთოთ. აქ არ არის საუბარი ამ ადამიანების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაზე. აქ უნდა გამახვილდეს ყურადღება იმ ადამიანებზე, რომლებიც ამას იყენებენ პოლიტიკური მეთოდებისთვის, რომლებიც შეგნებულად ძაბავენ ვითარებას და უნდათ სამოქალაქო დაპირისპირება. სააკაშვილი მიდის შეგნებულ პროვოკაციაზე იმიტომ რომ მან იცის, ასეთი ფორმით ჩატარებული ღონისძიება გამოიწვევს შესაბამის რეაგირებას. სააკაშვილი მიდის იმაზე, რომ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება. იმ 8 ბიჭის დაკავებაც, სხვათა შორის სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევის ერთ-ერთი პროვოკაციული ნაბიჯი იყო. რომ რა მისი უწმინდესობის მშვიდი და ბრძნული პოლიტიკა, დღეს შეიძლება თბილისის ქუჩებში სერიოზული გართულებები ყოფილიყო. მაგრამ მისმა უწმინდესობამ ეს ვითარება დაარეგულირა. მაგრამ რაღაც მომენტის მერე უკვე შეუძლებელი იქნება ეს დარეგულირება. აშკარაა, რომ ხელისუფლება მიდის პირდაპირ პროვოკაციაზე. ამიტომ მან ამ პროვოკაციისთვის პასუხი უნდა აგოს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress