ხელისუფლება ბოლო დროს ცდილობს საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ რეალურად კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ძალაა. მეორეს მხრივ კი, იმ ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიდის, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ფასდება, როგორც ნონსენსი.
`სახალხო პარტიის~ ლიდერი და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი მამუკა გიორგაძე დარწმენებულია, ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ კონკურენტუნარიანი არ არის. იცის, რომ მისი მდგომარეობა მყიფეა; რომ საზოგადოების 70-80% მას მხარს არ უჭერს. გიორგაძის თქმით, ხელისუფლების მიუღებელი ნაბიჯები იმათაც ყელში ამოუვიდათ, ვინც რაღაც ფორმით მმართველ რეჟიმთან არიან დაკავშირებული.
_ ხელისუფლების შიგნით არსებულ კლანებს შორის დაძაბულობამ ლამის უკვე ნელ-ნელა პიკს მიაღწია. სააკაშვილმა ეს ყველაფერი იცის, მაგრამ ისე იქცევა, თითქოს ამ პრობლემებს ვერ ამჩნევს. მაგრამ რეალურად მათი მოქმედებებიდან კარგად ჩანს, რომ კარგად ხვდება რეალურ ვითარებას და შესაბამისად იქცევა, _ აცახდებს მამუკა გიორგაძე.
რა პროვოცირებაზე მიდის სააკაშვილი და რა არჩევანის წინაშე აყენებს ის მსოფლიო თანამეგობრობას? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუ `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამაუკა, თქვენი აზრით, სააკაშვილი და მისი გუნდი აცნობიერებს, რომ დღეისათვის უკვე წაგებულ მდგომარეობაშია?
_ რა თქმა უნდა. ამიტომ სააკაშვილი დგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც მას გადაარჩენს. მისი მხრიდან განხორციელებული ეს თითქოსდა არაადექვატური, არანორმალური ნაბიჯები სწორედ ამას ემსახურება. სააკაშვილს არა მხოლოდ იმის პრობლემა აქვს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს არ უჭერს, არამედ მას იმის პრობლემაც აქვს, რომ ხელისუფლების შიგნით არსებული კლანების დაოკება მოახერხოს. სააკაშვილი იმიტომ დარბის ასე ზევით-ქვევით, რომ ვერცერთ კლანს ვერ ენდობა. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ იგნორირება გაუკეთოს ნაცმოძრაობის სხვა ლიდერებს. არ უნდა მათი წამოწევა. არ უნდა, რომ საზოგადოებაში ეს ხალხი ჩანდეს. პრაქტიკულად ის ორ თამაშს ეწევა. ანუ სააკაშვილი დღეს, ასე ვთქვათ, ორ ფრონტზე იბრძვის. ის იბრძვის ოპოზიციის წინააღმდეგ და იმის წინააღმდეგ, რომ შიგნით სახელისუფლო კლანებმა ვერ გაბედონ ისეთი ქმედებები, რომელიც დაანგრევს იმ ხუხულას, რომელიც სააკაშვილმა შექმნა.
_ ანუ პრეზიდენტს უფრო მეტად მმართველი გუნდში რღვევის პროცესის ეშინია?
_ რა თქმა უნდა. ყველამ იცის, რომ სააკაშვილს გუნდის შიგნით რღვევის ეშინია. მოგზაურობები სხვადასხვა ქალაქებში, რაიონებში და სოფლებში და გახსნილი საავადმყოფოები და ა.შ., დადგმული სპექტაკლებია. ეს მას მხარდამჭერებს ვერ შემატებს. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მას ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა: ერთი ზოგადად ქართული საზოგადოების წინააღმდგე, ამაში იგულისხმება ოპოზოციური სპექტრიც; მეორე _ თავისივე ხალხის წინააღმდეგ. იმიტომ, რომ ვერცერთმა მათგანმა ვერ გაბედოს თავის წამოწევა, საკუთარი პრეტენზიის განცხადება. სწორედ ამის გამოც არის, რომ პრაქტიკულად ნაცმოძრაობიდან მხოლოდ სააკაშვილი ჩანს. დანარჩენი თუ ვინმე ჩანს, ისინიც ძალიან იდიოტურ მდგომარეობაში არიან, რადგანაც სააკაშვილის სისულელეების გამართლება უნდა მოახერხონ. თან ისე უნდა გაამართლონ, რომ მათ პატრონს ეჭვი არ შეეპაროს მათ ერთგულებაში. ეს არ არის სააკაშვილის მოგონილი ტაქტიკა. ის აიძულებს თავის მომხრეებს, რომ მსგავს სისულელეებზე ილაპარაკოს. ერთია, სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას არ აძლევს. ეს აღიქმება როგორც დაპირისპირება, ბრძოლა. მაგრამ ეს, რომ იურიდიულად, სამათლებრივად და პოლიტიკურად გაამართლო, ეს ხომ უფრო სულელურ მდგომარეობაში აყენებს იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, ჩვენ ივანიშვილს ხელს არ ვუშლით პოლიტიკურ აქტიურობაში; იქ სამართლებრივი ნიუანსებია და ა.შ. ამით სააკაშვილი მისიანებს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. მისი მხრიდან პრაქტიკულად ბრძოლა ორ ფრონტზე მიმდინარეობს, რაც თავისთავად არალოგიკურია. იქედან გამომდინარე, რომ შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნები არ არის, არის საპარლამენტო. საპარლამენტო არჩევნებში კი მონაწილეობს ნაციონალური მოძრაობის პარტია. გამოვიდნენ ნაცმოძრაობის ლიდერები, რატომ მაინცდამაინც თავად სააკაშვილი გამოდის წინა პლანზე?! ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ დღეს სააკაშვილი ასეთ ტაქტიკას ირჩევს. ასეთ გამოწვევას აკეთებს, თუ გინდათ დამამახეთ. ისე არ მივდივარ. დამხობა თავისთავად, სააკაშვილის ბედი არავის აინტერესებს. მაგრამ ქვეყანას რა დღეში ჩააგდებს მსგავსი მოქმედებები?! ან მეორე მიმართულება. აი, მე ვქმნი შეიარაღებულ ფორმირებებს. ან უნდა გამოვიდეს საერთაშორისო თანამეგობრობა და ამხილოს სააკაშვილი ამ საქმიანობაში და მთლიანად კავშირი გაწყვიტოს საქართველოსთან, რაც ქართველ ხალხს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს, ან თვალი დახუჭონ რაღაც უმსგავსობაზე. პრაქტიკულად სააკაშვილი მიდის პროვოცირებაზე, რომ ჩემს მერე ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილაო.
_ ამას ემსახურება ის მოხალისე რეზერვისტთა რაზმები, რომელსაც სააკაშვილის დავალებით ბაჩო ახალაია ქმნის? ითქვა, რომ შეგებულად ამთხვევს კავკასიაში წვრთნებს შემოდგომაზე და ეს სააკაშვილის ხელისუფლების დამხმარებისთვის კეთდება.
_ აქ რამდენიმე სცენარზე გათვლილი. პირველი _ თუ სააკაშვილი ნებართვას მიიღებს მოსკოვიდან, ის მთლიანად ფეხზე დაიკიდებს საერთაშორისო აზრს. არ არის გამორიცხული, რომ ეს შენაერთები საქმეშიც გამოიყენოს. როცა მის მასწავლებლის, შევარდნაძის ხელისუფლებას საფრთხე შეექმნა, აფხაზეთში პროვოცირებული სამოქალაქო ომი გააჩაღა. სააკაშვილიც არის ამაზე წამსვლელი. სააკაშვილი ფაქტობრივად კიდევ ერთხელ მიდის სახელმწიფოებრივ პროვოკაციაზე, დანაშაულებრივ პროვოკაციაზე და მთლიანად საქართველოს ბედს რუსეთს ანდობს. რუსეთი თუ გადაწყვეტს, რომ საქართველოში გაიმეოროს სისხლიანი დაპირისპირება, სააკაშვილი მზად არის ამისთვის, რომ ამაში ხელი შეუწყოს. თუ რუსეთი ამას არ გადაწყვეტს, მაშინ ეს შეიარაღებული ხალხი სულ სხვაგვარად იქნება გამოყენებული. ქვეყნისთვის ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა. ამ საფრთხეს მარტო განცხადებებით და მარტო ვერბალური მომენტებით ჩვენ ნამდვილად ვერ ვუშველით. ქართველი ხალხი ცოტა უფრო სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ, რა პერსპექტიული განვითარება შეიძლება ჰქონდეს ხვალ საქართველოს და რას უქადის მმართველი რეჟიმის დღევანდელი ქმედებები. თუნდაც ის მომენტი _ ვარიანტი იმისა, რომ ამ ხელისუფლების რომელიღაც კლანი ამ პოლიტიკური ბრძოლის შედეგად შეიძლება კვლავ აღმოჩნდეს ხელისუფლების სათავეში, საქართველს ძალიან სასურველ პერსპექტივას ნამდვილად არ უსახავს.
_ გამოდის, არ გამორიცხავთ, რომ არჩევნების წინ იარაღის სროლამდეც მივიდეს საქმე.
_ გამორიცხული ნამდვილად არ არის. იგივე გავიხსენებ 1992 წლის პერიოდს, როდესაც ასე მარტივად ვერ გაიტანდა შევარდნაძე მთელ რიგ გადაწყვეტილებებს, რომ არა აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები.
_ გასაგებია, მაგრამ დღეს სხვა პოლიტიკური რეალობაა. აგვისტოს ომის შემდგომაც არ გამორიცხავთ რუსეთთან შეიარაღებულ დაპირისპირებას? ეს ხომ სააკაშვილისთვის მძიმე გაკვეთილი იყო.
_ თუნდაც აგვისტოს ომი გავიხსენოთ. გახსოვთ, ჩვენ 2007-08 წლებში ვაკეთებდით განცხადებებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში დატოვება ავტომაურად გამოიწვევს მისი მხრიდან მოვლენების ესკალაციას. ჩვენ არ ვიცოდით ეს ესკალაცია სამხედრო მოქმედებებში თუ გადაიზრდებოდა. მაგრამ პოლიტიკურ ლოგიკას აქეთკენ მივყავდით. დამარცხებულ სააკაშვილს შეექმნა ხელისუფლების განმტკიცების შესაძლებლობა. მისთვის მთავარი იყო ძალაუფლების შენარჩუნება და დამარცხდებოდა თუ არა, ამას მისთვის მეასეხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა. რუსეთს დამარცხებული სააკაშვილი სჭირდებოდა საქართველოში და ასეც მოხდა. ეს სააკაშვილისთვის გარკვეული სამაშველო რგოლი იყო რუსეთის მხრიდან. სააკაშვილს ქართული სახელმწიფოსთვის რისკი არ გაუწევია, მაგრამ საკუთარი სკამის გადასარჩენად ის უველაფერზე წავიდა. არ არის გამორიცხული, რომ კიდევ გაიმეოროს რაღაც ფორმით მსგავსი ქმედებები. თუ ამის საშულებას რუსეთი მისცემს. ანუ თუ ეს რუსულ სცენარში ზის და თუ დასავლეთმა სააკაშვილს კი არა, რუსეთს დააკარგვინა მადა ამ სცენარის განსახორციელებლად. 2008 წელს საერთაშორისო თანამეგობრობამ საფრთხე ბოლომდე ვერ გააცნობიერა. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ, რომ სააკაშვილი არ ჩართულიყო რუსეთის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებში. მაგრამ დღესდღეობით უფრო მეტი ზეწოლაა რუსეთზე საჭირო, რომ მან კვლავ არ გამოიყენოს თავის შესაძლებლობები, მათ შორის სააკაშვილის რეჟიმი, რათა საქართველოში კიდევ უფრო დამძიმდეს სიტუაცია და უფრო მეტად გართულდეს სახელმწიფოებრივი ცხოვრება.
_ ბოლოს, ივანიშვილის ფლანგზე ვისაუბროთ. სწორი ტაქტიკური სვლაა პოლიტიკურად მძიმეწონიანი ფიგურების რეგიობებში გასვლა და ივნისიდან პოლიტიკური ტემპერატურის აწევა?
_ მე ნამდვილად არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო იმაზე, რაც არ ვიცი. რა გეგმები აქვს `ქართულ ოცნებას~ და რა ტაქტიკური მანევრებია ჩაფიქრებული, ჩემთვის უცნობია. თუმცა ვისურვებდი იმას, რომ უფრო მეტად ქმედუნარიანი იყოს ეს ძალა. როცა პირველი განცხადებები გაკეთდა, მაშინ იყო საუბარი, რომ აქტიურობას ნოემბრის ბოლოს დავიწყებთ. შემდეგ თქვეს, იანვარშიო. ახლა ივნისისთვის გადაიწია. ეს რა ტაქტიკური სვლებია, ჩემთვის უცნობია. მაგრამ აშკარად იკვეთება დაწყების გადავადება. თუ ეს ყველაფერი გეგმაში ზის, ღმერთმა ხელი მოიუმართოს. თუ არადა, უფრო მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო. ქართული საზოგადოება დღესდღეობით ავანსად მხარს უჭერს სააკაშვილის საწინააღმდეგოს. საჭიროა, ასეთი სერიოზული მხარდაჭერის და ასეთი დიდი მასის სტრუქტურირება უფრო მეტად პოზიტივისკენ. ანუ არა მხოლოდ სააკაშვილის წინააღმდეგ. ასეთ შემთხვევაში მას ნამდვილად ექნება წარმატება. ივანიშვილს ნებისმიერი იმ ადამიანის მხარდაჭერა გააჩნია, ვინც ობიექტურად აფასებს რეალობას იმის მიუხედავა, არის თუ არა ის `ქართულ ოცნებაში~ გაერთიანებული. მაგრამ ამავე დროს უნდა მოხდეს საზოგადოების სტრუქტურირება პოზიტივისკენ. უნდა მოხდეს ყველა რესურსის გამოყენება იმისათვის, რომ სახელმწიფოსთვის საჭირო ძირითადი ფუნდამენტის ჩაყრა დაიწყოს.
ნაციონალებში დიდი რღვევა დაიწყო რისი ეშინია ყველაზე მეტად სააკაშვილს – 2012
March 6th, 2014 shalva chkhaidze