Archive for March 2nd, 2014

gerbebi_Page_6

რა იწვევს ანტიეკლესიურ კამპანიას საქართველოში? – 21.10.2009

ქართველი საზოგადოერიობა გაოგნებულია იმ მიზანმიმართული კამპანიით საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და მისი საჭისმპყრობლის წინააღმდეგ, რომელსაც მედიაში ხედავს. ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია, გავუზიაროთ მას არსებული ვითარების ჩვენეული ანალიზის რამდენიმე ხაზი. საქართველოს იდეოლოგიური ვითარება, რომელიც დღეს ეკრანზე ბატონობს (თუმცა ვერ იბატონებდა, ეკრანზე რომ აზრთა და არგუმენტთა თავისუფალი მეტოქეობა სუფევდეს), ორ მახინჯ მომენტს შეიცავს. პირველია ის, რომ აქ სუფევს ყოვლად [...]

პედაგოგიკის საფუძვლები – წმ. ილია მართლის მიხედვით

დღვევანდელ დღეს, როცა ადამიანებს ჩვენს აზრებსა და შეგრძნებებში დაკარგული გვაქვს სულიერ სამყაროსთან კავშირი, ჩვენთვის რთულ ამოცანას წარმოადგენს ჩავწვდეთ თუ რა არის ადამიანის არსება, რა დანიშნულება აქვს ამ არსებას დაბადებიდან გარდაცვალებამდე და რა ელის მას გარდაცვალების შემდეგ. საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობს მისწრაფება გაიბას ძაფები, აღდგეს კავშირი ღმერთთან და ამ გზით შესაძლებელი გახდეს დედამიწაზე სწორი ურთიერთობა. სწორედ ჯანმრთელი [...]

ოპოზიციამ ხალხი კიდევ ერთხელ გადააგდო – “ახალი თაობა” 29. 11. 2010

- ეს იყო კასტინგი იმ ძალებისა, რომლებსაც სურვილი აქვთ, ხვალ რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩვენი ქვეყნის ბედი გადაწყდება, ამ ხალხმა მხოლოდ და მხოლოდ ამა თუ იმ მოქმედი სუბიექტის როლი შეასრულოს. ისე, როგორც თავის დროზე, 2003 წელს, მოგვიყვანეს და დაგვისვეს სააკაშვილი, ახლა ელოდებიან, როდის დაიწყება ახალი სპექტაკლი, რომ ამ ახალ სპექტაკლში მათ ისეთივე წარმატებული როლი აიღონ [...]

სააკაშვილმა 26 მაისი ჩაწიხლა – 27.05.2011

ახალი თაობა  #124  27.05.2011 შორენა კოწოწაშვილი ეროვნული მოძრაობის წევრი მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ სახალხო კრების აქცია ფაქტობრივად გეგმის გარეშე მოქმედებდა და ის სათანადოდ ორგანიზებული არ იყო. გიორგაძე არ მალავს, რომ ბურჯანაძის პოლიტიკურ კურსს არ იზიარებს, თუმცა აქციებს ესწრებოდა, რადგანაც მიაჩნია, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ყველამ უნდა იბრძოლოს. რა გამოკვეთა 25 მაისს, ღამით, აქციის დარბევით სააკაშვილმა და [...]

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია სიონის ეზოში შეიქმნა

ეროვნულ მოძრაობაში ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას გამორჩეული ადგილი ეკავა. პარტია ძალიან ძლიერი შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული და მათ ყველა ანგარიშს უწევდა. ედეპეს ყველა დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო. მერე ყველაფერი აირია და დღეს იმ პარტიისგან ფაქტიურად არაფერი აღარ არის დარჩენილი. რატომ იყო ედეპე დასავლეთისა და რუსეთისთვის მიუღებელი, რა რჩევებს აძლევდა მათ პატრიარქი, როგორ გადაიქცა სიონის [...]

ვულოცავ სააკაშვილს: მან მართლმადიდებლობისათვის დევნილი პატიმრები გაიჩინა!

გვესაუბრება სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე: _ იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ, რა მოხდა 7 მაისს ტელეკომპანია “კავკასიაში”, უნდა გავიაზროთ, როგორ ებრძოდნენ მართლმადიდებლობას საქართველოში. საბჭოთა კავშირის შექმნის პირველ წლებში მორწმუნეებს პირდაპირ ხვრეტდნენ! შემდეგ მრევლს, მართალია, კედელთან არავინ აყენებდა, მაგრამ თუ ღიად მორწმუნე იყავი, ვერც უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარებდი, ვერც სამსახურეობრივ კარიერას მოიწყობდი, უცხოეთში გამგზავრებაზე რომ არაფერი ითქვას!

მიწა ერის არსებობისა და შემოქმედების აუცილებელი სივრცე

რუბრიკა _ ღია წერილი ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაეროს შესაბამისმა ორგანიზაციამ წერილობით გამოხატა თავისი გაკვირება, იმის გამო, რომ საქართველოში  არ  აღირიცხება  მიწები და არ ხდება მიწის ბალანსის შედგენა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი 2004 წლის მონაცემებით შეადგენდა 3025.8 ათას ჰა-ს. ხოლო საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის 2008 წლის მონაცემებით აღრიცხულია მხოლოდ 838.0 ათას ჰა. სად დაიკარგა 2187.6 ათასი [...]

სააკაშვილი დღევანდელმა ოპოზიციამ შექმნა – 14 სექტემბერი 2010

ახალი თაობა  #217  14  სექტემბერი   2010 ოპოზიციონერებს ჩადენილი ცოდვებისათვის ბოდიში აქვთ მოსახდელი შორენა კოწოწაშვილი ეროვნული მოძრაობის აქტიური წარმომადგენელი მამუკა გიორგაძე აცხადებს, რომ პოლიტიკოსებმა პასუხი უნდა აგონ თავიანთ ცოდვებზე. ხოლო თუ ცოდვა არ ჩაუდენიათ, უფლება აქვთ გააგრძელონ პოლიტიკური მოღვაწეობა, მაგრამ მე ვერ ვხედავ დღეს ასეთ პოლიტიკურ ძალას.

ეროვნული პარტიების ალიანსის განცხადება – 17.01. 09

იმ პირობებში, როცა აშშ და ევროპის ქვეყნები ყოველ ღონეს ხმარობენ მსოფლიო ბაზარზე რუსეთის ენერგეტიკული მონოპოლიზმის აღსაკვეთად, საქართველოს პრორუსულმა, მარიონეტულმა ხელისუფლებამ საქართველოს ეკონომიკური ბერკეტები მთლიანად რუსეთის იმპერიას ჩაუგდო ხელში. განა ცინიზმისა და თავხედობის უმაღლესი გამოვლინება არ არის საქართველოს რუსული ადმინისტრაციის ქმედება, როდესაც ერთი მხრივ, დასავლეთის სახელმწიფოებს ერთგულებას ეფიცებიან, საქართველოს სახელმწიფო ტელეარხებით ყოველდღე აჩვენებენ, თუ რა მხეცობებს [...]

ტელესტუდია “კავკასიაში” მომხდარის გამო – 10.05. 2010

ქართველი ინტელიგენცია (და არა კომუნისტური ფორმაციის ფსევდოინტელიგენცია), ქართული გონებისა და სულის ელიტა (და არა კომუნისტური და, სამწუხაროდ, პოსტკომუნისტური დროის კორუმპირებული ფსევდოელიტა) და ქართველი საზოგადოება მთლიანად იწუნებს ხელისუფლების პოლიტიკის ამ მიმართულებას საერთოდ და მის ლაშქრობას ქართული ტრადიციული ღირებულების წინააღმდეგ კერძოდ. ქართველ საზოგადოებას აქვს იმის ამომწურავი არგუმენტაცია, რომ ლაშქრობა საქართველოს ტრადიციული ეროვნული ჰუმანური ღირებულების წინააღმდეგ, რომლებიც დასავლურს [...]

Powered by WordPress