ახალი თაობა #124 27.05.2011
შორენა კოწოწაშვილი
ეროვნული მოძრაობის წევრი მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ სახალხო კრების აქცია ფაქტობრივად გეგმის გარეშე მოქმედებდა და ის სათანადოდ ორგანიზებული არ იყო. გიორგაძე არ მალავს, რომ ბურჯანაძის პოლიტიკურ კურსს არ იზიარებს, თუმცა აქციებს ესწრებოდა, რადგანაც მიაჩნია, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ყველამ უნდა იბრძოლოს. რა გამოკვეთა 25 მაისს, ღამით, აქციის დარბევით სააკაშვილმა და ვინ აუნთო მას მწვანე შუქი აქციის დასარბევად? _ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტრვიუს ეროვნული მოძრაობის ერთ_ერთ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან.
_ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებთ სახალხო კრების მიერ ორგანიზებულ აქციას, როცა შედეგი ცნობილია _მიტინგი დარბეულია, არის მსხვერპლი.
_დღევანდელი გადასახედიდან ერთადერთი შეფასება შეიძლება გაკეთდეს: არაფერ შუაში არ არის არც აქცია, არც აქციის მიმდინარეობა, არც აქციის ტექნიკური თუ ორგანიზაციული მხარე. Eეს სხვა საუბრის საგანია. Uუბრალოდ, საკაშვილმა ძალადობრივად გააუპატიურა 26 მაისი, საქრთველოს ისტორია, დღევანდელობა, წარსული, მომავალი. მან უბრალოდ ჯავრი იყარა საქართველოზე. Eეს ცალკე საუბრის თემაა, ნინო ბურჯანაძე როგორ მოიქცა, რა გააკეთა, ისევე, როგორც როგორ მოიქცნენ კრების ლიდერები, მომიტინგეები და ა.შ. აქ მთავარია ის, რომ სააკაშვილმა აჩვენა ყველას და ყველაფერს, რომ მისთვის არ არსებობს ამ ქვეყანაზე წმინდა რამ, ეს ერთი, და მეორე_მისთვის არ არსებობს ისეთი კატეგორია, როგორიც არის ქართული სახელმწიფო. სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ ეს დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ. ბუნებრივია, ეს ყველასათვის არის დამთრგუნველი. იმიტომ, რომ ამ საქართველოს ჭირისუფლად ვინც თავს მიიჩნევს, ეს მათი პირდაპირი გამოწვევაა, პირდაპირი შეურაცხყოფაა. სააკაშვილმა ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის ქართველ ხალხზე ძალადობს, ქართულ სახელმწიფოზე ძალადობს. და მას არ სურს საქართველოში ქართული სახელმწიფოს მშენებლობა. ეს არის გუშინდელი დღის რეალური შედეგი და ის, რაც სააკაშვილმაგააკეთა. ხოლო აქცია, ეს სხვა თემაა. მასზე შეგვიძლია ჩვენ ვიმსჯელოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცაში სწორი იყო, რაღაცაში არასწორი. შეგვიძლია შევაფასოთ ბურჯანაძის მოქმედებები და ძალიან უარყოფითი შეფასება უნდა მივცეთ ამას. მაგრამ მთავარი საკითხის შეფასების დროს ამ თემებს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.
_გამართლებულია პრეზიდენტის მხრიდან 26 მაისს აღლუმის ასე პომპეზურად ჩატარება?
_ამაშია სწორედ საქმე. არაორგანიზებულ ქართულ საზოგადეობას, გახლეჩილს, გაუბედურებულს, დაცლილს ღირებულებისაგან მან გადაუხადა სამაგიერო. აღლუმის ჩატარებით მან ქართველ ხალხს უთხრა, რომ თქვენ, როგორც ასეთი, საზოგადეობა არ არსებობთ, ნუ გექნებათ პრეტენზია იმაზე, რომ უახლოეს მომავალში გახდებით სახელმწიფო, რომ არანაირი ადამიანური, მორალური და ზნეობრივი კატეგორიები არ იქნება სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. სააკაშვილმა აღნიშნა რა აღლუმი, ეს გააკეთა ქართველ ხალხზე გამარჯვებისთვის.
_ხელისუფლების მტკიცებით 25 მაისს ღამის 12 საათის შემდეგ სახალხო კრების აქცია უკვე არასანქცირებული იყო და მისი დაშლა კანონიერი იყო.
_ეს უკვე არის ბელეტრისტიკა, ეს უკვე არის გათვლილი დასავლეთზე, გათვლილი ვიღაც ვიღაცეებზე. ამ საკითხებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანი რომელიც არ უფრთხილდება 26 მაისს, არ უფრთხილდება იმ ღირებულებებს, რის გამოც 26 მაისი გიყვარს. ადამიანს, რომელსაც შეუძლია 26 მაისს ხელი ასწიოს იმ ადგილას, სადაც ეს 26 მაისი შედგა, სადაც ამ 26 მაისის გამო ხალხმა სისხლი ღვარა, იმ ადგილას რომელთანაც დაკავშირებულია ქართველი ერის უახლოესი ისტორია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მოსწავლეთა სასახლეში მაინც მოერიდე სისხლის ღვრას და იმ ადგილს, სადაც 9 აპრილი განხორციელდა. არანაირი აუცილებლობით არ იყო აქციის დარბევა გამოწვეული. ეს დარბევა იყო გამოწვეული მხოლოდ და მხოლოდ ერთი სურვილით_დაემტკიცებინა სააკაშვილს, რომ ის ქართველ ხალხზე ძლიერია. აღლუმი ჩატარდა იმის აღსანიშნავად, რომ მოუგო ქართველ ხალხს ამ ეტაპზე.
_პრეზინტედის განცხადებით აღლუმის ჩაშლას გარე ძალები გეგმავდნენ აქციის ორგანიზატორების ხელით.
_თუ გეგმავდნენ, დაიჭირე 20-ში, 21-ში, მანმადე-ელემენტალურად აიყვანე სახლებში. სპეციალურად გააკეთა 26 მაისს, სპეციალურად გააკეთა სწორედ იმ დღეს, რადგან სააკაშვილს უნდოდა 26 მაისისთვის ხაზი გადაესვა. მას უნდოდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ხაზი გადაესვა, მას უნდოდა, რომ ქართველი კაცის მთავარი მონაპოვრისთვის_თავისუფლებისთვის გადაესვა ხაზი. აქ თავის გამართლებები არ არის საჭირო. თუ ასეთი გეგმა არსებობდა, ეს ხალხი რატომ არის გარეთ და რატომ არ არის დაპატიმრებული. რატომ არ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები ამ თემასთან დაკავშირებით. 2007 წელსაც იყო ასწთი განცხადებები. რატომ არ არის ეს ხალხი დაპატიმრებულიიიი? რატომ არ არის მასალები წარმოდგენილი? რას ლაპარაკობს დედა_შვილი ერთმანეთში რა ტელევიზიით გამოსატანი თემაა? ე.ი. არ არსებობს არანაირი არგუმენტი და ის, რომ რუსეთი მტერია ელემენტალურად ეს ყველაზე კარგად სააკაშვილმა იცის. იმიტომ, რომ სწორედ იმ მტერმა, დასვა სააკაშვილი ხელისუფლად. მან მოიყვანა პრეზიდენტად. ყველაზე უფრო მეტად სააკაშვილი თანამშრომლობს რუსეთის ხელისუფლებასთან და ნათელი მაგალითია თუნდაც ის, რომ მთელი ამ 5 წლის განმავლობაში ეს რუსული სპეცსამსახურები გეგმავენ ისეთ ოპერაციებს, რომლებიც საერთო ჯამში სააკაშვილის გამარჯვებით მთავრდება. როგორ უნდა ახსნას მან, რომ 5 წლის განმავლობაში რატომ იქცევა რუსული სპეცსამსახური ისე, როგორც ეს აწყობს სააკაშვილს, რატომ ეხმარება ამ ფორმით რუსეთის სპეცსამსახური სააკაშვილს.
_მოდით ბატონო მამუკა, ვისაუბროთ თვითონ აქციაზე. თქვენ თქვით ბურჯანაძის ქმედებებზე მწვავე შეფასებები შეგიძლიათ გააკეთოთ. მართლაც რუსულ ინტერესებს ატარებდა სახალხო კრების მიერ ორგანიზებული აქცია?
_პრეტენზიები სწორედ იმიტომ გვაქვს, რომ როცა ამხელა საქმეს კიდებ ხელს და შენ თუ გულწრფელი ხარ, შენი ბუნებრივი რეაქციები უნდა იყოს ყველა იმ ქმედებაზე, რომელიც ხელისუფლებამ განახორციელა. დღეს დილით დედობრივმა ინსტინქტმა ყოველგვარი კეთილგონიერების გარეშე იმძლავრა, არ ატანდა შვილს დასაპატიმრებლად, გადაუდგა მანქანას და რასაც ბურჯანაძე აკეთებდა, ეს ბუნებრივი ინსტინქტია. ყველა დედა ასე მოიქცევა. სანამ პოლიტიკური ლიდერი ასეთი ბუნებრივი ინსტინქტებით არ ხელმძღვანელობს, მანამდე ვერ აშენდება საქართველოში ქართული სახელმწიფო. სამშლობლოს განცდა, ეს ინსტინქტური სიყვარულის განცდაა. ეს აპრიორით უნდა მოდიოდეს, მას გონება არ სჭირდება. შინაგანად უნდა გქონდეს. თუ ეს შინაგანად არ გაქვს, ეს ძალიან ცუდია. გონება სჭირდება უკვე აქციის ორგანიზებას. შესაბამისად ყველაფერი უნდა იყოს დაგეგმილი, გათვლილი. ჩვენ დავინახავთ, რომ პრაქტიკულად მსგავსი არაფერი განხორციელებულა. თუნდაც ამის ნათელი მაგალითია ის, რომ გამონათქვამებით, რადიკალური პოზიციებით, ბევრ შემთხვევაში ძალადობისკენ მიმართული განცხადებებით და უნიათო ქმედებებით, პრაქტიკულად საბაბი მისცეცს სააკაშვილს ძალისმიერი მეთოდის განსახორციელებლად.
_ანუ ბურჯანაძემ რეალურად ხალხი სისხლისღვრაზე წაიყვანა?
_სისხლისღვრაზე არ წაუყვანია. ბრალოდ აქცია ვერ წარმართა ისე, როგორც საჭირო იყო. დარბევა არავის არ უკვირს. Dდარბევა არაფერი არ არის, ყველა გავლახულვართ. დაჭერა და დარბევა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ეს არ არის პრემიერა და პირველად არ ვყოფილვარ ამ მდგომარეობაში. აქ ბრძოლის სწორ ფორმებზეა საუბარი. როდესაც აქცია ასეთი კუთხით მიგყავს და როცა ამბობ იმას, რომ შენ გაქვს ყველანაირი მექანიზმი იმისა, რომ ძალას დაუპირისპირებ ძალას, როცა გამოდიხარ იძახი: კუნთმაგარი ბიჭები გააჩერებენ სპეცრაზმს, როდესაც შენი ქმარი ატრიალებს ამ გაზის თუ წყლის მილებს, ელემენტალურად ტვინი ხომ უნდა მიაყოლოს იმას, ამას რა შეიძლება მოჰყვეს. აი ეს არის სწორედ აქ პრობლემა, მეტი არაფერი. ბევრ რაღაცაზე პასუხი უნდა აგონ მათ. თუ ეს ყველაფერი გათვლილი გაქვს, მაშინ ბოლომდე უნდა გქონდეს გათვლილი. თუ ბრძოლაა, ბრძოლა იყოს. დღესაც უნდა მოუწოდებდეს ხალხს, რომ ბრძოლა არ შეწყვიტონ. Kკი ბატონო, ვიბრძოლოთ ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ მე უარყოფითად ვარ განწყობილი ბურჯანაძის მიმართ. დღეს რომ იყოს სადმე წინააღმდეგობის წერტილი, მე ნამდვილად იქ ვიქნებოდი, იმიტომ, რომ ბრძოლაა და ბრძოლა უნდა იყოს. მაგრამ აი, ამ ნახევარ ზომებით, გაუთვლელი საუბრებით, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით, რომ არსებობს რაღაც გეგმა და ა.შ. სასურველი შედეგი ვერ მიიღწევა. მაინტერესებს სად არის ეს გეგმა, სად არის შეფიცულების რაზმი?! მაინტერესებს, როცა ეუბნებოდნენ მოსახლეობას, რომ თქვენ მიდით და შეფიცულები დაგიცავენ და ჩვენ გვაქვს ყველანაირი ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ თქვენ არაფერი მოგივიდეთ. მე ამ არასწორ ქმედებებზე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში. უნდა იყო ფსიქოლოგიურად მზად იმისათვის, რომ ყველაფერზე წამსვლელ ხელისუფლებას ადეკვატური პასუხი გასცე. საერთოდ სიტყვა ადეკვატურს, მთელი ამ აქციების განმავლობაში ძალიან ხშირად ხმარობდნენ იმ კუთხით, რომ თუ ხელისუფლება გამოიყენებს ძალას, ჩვენ ვიქნებით ადეკვატური. არა ბატონო, ამ შემთხვევაში ძალას ძალა არ უნდა დაუპირისპირო, პოლიტიკური ქმედებები უნდა განახორციელო. არ გიშვებენ რუსთაველზე დავდგეთ ფილარმონიასთან. თუ იქაც არ გვიშვებენ, გმირთა მოედანზე უნდა დავდგეთ, მტერმაც და მოყვარემაც უნდა დაინახოს, რომ არ ჩამკვდარა ქართული სული. რადგანაც ამხელა მისიას იღებ შენს თავზე, კეთილი უნდა ინებო და ამ ბრძოლისთვის მზად უნდა იყო.
_გამოიკვეთა, რომ სახალხო კრებამ სათანადო სამოქმედო გეგმა ვერ დადო?
_ყველაფერი გამოჩნდა. გათვლილი არაფერი არ იყო, გარდა პიარისა. არადა რადიკალური განცხადებებისა და ჯოხების ტრიალისა და დაყენებული პოზისა, რომ შენ ბოლომდე მებრძოლი ხარ. კიდევ ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ უარყოფიდად ვარ განწყობილი ბურჯანაძის მიმართ, მე ყველა აქციაზე ვიყავი იმიტომ, რომ სურვილი მქონდა, რომ ამ ტირანიას დაპირისპირებულ ხალხთან ერთად ვყოფილიყავი. მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს სახალხო კრების ლიდერებმა ის, რომ ქართველი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი დაერწმუნებინათ მათ კეთილგანზრახულობაში და ვინც მივიდა აქციაზე, მათი ორგანიზებაც ვერ მოახერხა სწორი მიმართულებით.
_ასეთი განცხადებები კეთდება, რომ აქციის ლიდერების ფაქტორმა განაპირობა მხარდაჭერთა სიმცირე.
_ არ უმაგისობაა და იმის მაგივრად, რომ შენთან ერთად ქუჩაში გამოსულ ადამიანებს, რომლებმაც არ დაივიწყეს შენი წარსული და მაინც მოვიდნენ, მათ სხვანაირი მოპყრობა სჭირდებათ. მათ დირექტორობა კი არ უნდათ, თანამებრძოლება სჭირდებათ.
_ შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს 26 მაისის ფაქტი წერტილს დაუსვამს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ კარიერას?
_დღეს მთავარი არ არის ბურჯანაძის კარიერა. სამწუხაროდ, დღევანდელი დღის ჩათვლით მთელი მისი საქმიანობა ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ უარყოფითად შეიძლება შეფასდეს, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს შანსი, ღმერთი ამ შანსს ყველა ადამიანს აძლევს, თუნდაც დღეს ამ სიტუაციაში ბურჯანაძეს კიდევ აქვს შანსი, თუ მის შიგნით ეს ინსტინქტი გაიღვიძებს. _ გენეტიკური ქართული ინსტინქტი. უფალი არ ტოვებს ადამიანს უშანსოდ, მაგრამ თვითონ ადამიანი უნდა მივიდეს უფალთან. ადამიანმა თავის თავში უნდა პოვოს ეს ძალა და კამერების წინ პოზიორობა საჭირო არ არის.
_ბატონო მამუკა, რას იტყვით ამერიკის ელჩის განცხადებაზე? ზოგიერთი თვლის, რომ ბასმა ამ გამოსვლით მწვანე შუქი აუნთო აქციის დასარბევად ხელისუფლებას.
_ამ პოზიციას მე ნამდვილად არ ვიზიარებ, არანაირი მწვანე შუქი ამერიკას არ მიუცია. მწვანე შუქი სააკაშვილს მისცა რუსეთმა და არა ამერიკამ. რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის თავისი აგენტურის მეშვეობით, რომ საზოგადოებას აპათია დაუფლებოდა.
სააკაშვილმა 26 მაისი ჩაწიხლა – 27.05.2011
March 2nd, 2014 shalva chkhaidze