NEWS>GE 01.03.2014 „სახალხო პარტია“ ID ბარათის ალტერნატიული პირადობის მოწმობების მოთხოვნას და ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ მსჯელობას ეხმაუება. „წინასაარჩევნო პერიოდში “ქართული ოცნებაც” პირდებოდა საკუთარ ამომრჩეველს, რომ დააკმაყოფილებდა მათ ინტერესს ამ მიმართებით, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მაშინ საყოველთაო ID -იზაციას პრინციპულად მოითხოვდა “ნაციონალური მოძრაობა”. სამწუხაროდ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ”ქართულმა ოცნებამ” კატეგორიულად საწინააღმდეგო პოზიცია [...]
Archive for March 1st, 2014
“აღდექით ძილისაგან, მიდის ბნელი და მოვალს ნათელი” – გაზ.’ივერია‘ 1887წ. 5აპრილი
გაზ.’ივერია‘ 1887წ. 5აპრილი. დაიბეჭდა მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერლად . სათაური “საპარიარქოს უწყებანის” რედაქციისა # 10 4-11.04.2007 IX ტომი ოც ტომად ქრისტე აღდგა! აღდგა მაცხოვარი კაცობროიბისა! მთელი ქვეყნის ქრისტიანობა გალობს დიდებულ საგალობელს ქრისტეს აღდგომისა, დიდი და პატარა ღაღადებს: “ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების [...]
სიტყვებს მნიშვნელობები აქვთ
მოსაზრება (15.02.2014) ნოდარ ნათაძე სიტყვა “ოკუპაცია” ლათინურად ნიშნავს “დაკავებას”. როგორც პოლიტიკური ტერმინი, იგი დღეს აღნიშნავს ამა თუ იმ შეიარაღებული ძალის დაუფარავად დგომას უცხო ტერიტორიაზე და იქ თავისი ნების განხორციელებას ძალის გამოყენებით. ოკუპაციის მდგომარეობა იმით განსხვავდება მხოლოდ სხვის ტრიტორიაზე დგომის და მისი შეიარაღებული კონტროლის ფაქტისაგან, რომ ოკუპაცია (როგორც იტყვიან, “სტრიქონებს შორის”, ანუ არა სავსებით ოფიციალურად) იმასაც [...]
საქართველოს ეროვნულ პარტიათა ალიანსისა და საქართველოს ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობისაგან 20.01.2009
1. საქართველოს ხელისუფლება მ. სააკაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ღიად აცხადებს მზაობას, რომ საქართველოს ყველაზე დიდი ჰესი – ენგურჰესი (სიმძლავრით საქართველოს ჰესების 50%-ზე მეტი) _ გადასცეს რუსეთს, რომელიც ამჟამად საქართველოსთან შეტევითი დამპყრობლური ომის მდგომარეობაშია, საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილის წართმევას ცდილობს და, ყველა ნიშნის მიხედვით, გეგმავს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, დაშლას, მისი ეკონომიკის დანგრევას და მის შეძლებისდაგვარად შორსმიმავალ დეპოპულაციას.
საქართველოს ეროვნულ პარტიათა ალიანსის პოზიცია 2009 წლის 9 აპრილს დაგეგმილ პოლიტიკურ აქციასთან დაკავშირებით
1. მ. სააკაშვილის ხელისუფლება ჩვენ მიგვაჩნია რუსულ ადმინისტრაციად საქართველოში. იგი მართულია რუსეთის მიერ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან სასიცოცხლო ინტერესთა საწინააღმდეგოდ. ეს ადმინისტრაცია არის არალეგიტიმური, რადგან იგი დღეს ძალაუფლებას ფლობს მხოლოდ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად. ამავე დროს მას ახასიათებს ანტიხალხური სისხლიანი და კორუმპირებული ტირანიის ნიშანთა ფართო სპექტრი. მის მიერ საქართველოს მართვის ყოველი დღე ქვეყნისა და სახელმწიფოსათვის ახალი [...]
მოხევეთა მიმართვა ქართველი ერისადმი და საქართველოს ხელისუფლებისადმი 2012
რუსეთის ანუ კრემლის (ეს სახელწოდება შინარსს უკეთ გამოხატავს) იმპერიის გეოპოლიტიკურ არსს და მისიას, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს კავკასიის კონტროლი. ეს უკანასკნელი კი მხოლოდ საქართველოს ფლობითაა შესაძლებელი. ბუნებრივია, ამას ყოველთვის აცნობიერებდნენ კრემლის იდეოლოგები. საქართველოს მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე დაიწყო არა მარტო იმპერიის გარე ველის, ე.წ. სოციალისტური ბანაკის რღვევა და საბჭოთა კავშირის დაშლა, არამედ ეს პროცესი გაგრძელდა რუსეთის ფედერაციის [...]
ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს 2011
კითხვა `საქართველოს ხელისუფლება 1992 წლიდან დღემდე `უცაბედად~ ანგრევს ქვეყნის ეკონომიკას თუ წინასწარი ზრახვით, რომ ქართველი მოსახლეობა ემიგრაციაში გაისტუმროს და მის ნაცვლად სხვა მოსახლეობა შემოიყვანოს?~ ძალიან ბევრი მოაზროვნე და გულდამწვარი ადამიანის წინაშე დგას. წინამდებარე პუბლიკაცია (მოქალაქის საქმიანი წერილი ხელისუფლებისადმი), რომელიც გადაცემულია ყველა საჭირო სარკმელში, ჩვენის აზრით, იძლევა მკაფიო პასუხს ამ კითხვისთვის. (რედ.)
“ფანდარასტი” საქართველოს ხელისუფლება გამოდგა 2011-01-19
ახალი თაობა 2011-01-19 ვლადიმერ სანაკოევის – ფეესბეს აგენტის აღიარებითმა ჩვენებამ რატომღაც ქართულ პოლიტიკურ წრეებში მშვიდად ჩაიარა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევის თანამებრძოლმა 9 იანვარს ღიად განაცხადა, რომ რუსეთის ჯაშუშია და ფეესბესთან 1989 წლიდან თანამშრომლობს. პროექტ “კოკოითი ფანდარასტის” ხელმძღვანელი და სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული სანაკოევი დღესაც დიმიტრი სანაკოევში ეჭვს არ იწვევს, თუმცა ფაქტია, [...]
26 მაისს სააკაშვილმა უპატაკა ყველას, ვისაც საქართველოს დამოუკიდებლობა და ქართველობა სძულს, რომ თბილისის თავზე კვლავ წითელი დროშა ფრიალებს 2012 წ
გვესაუბრება „სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე –ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებთ 26 მაისის საშინელი დარბევის ფაქტს და ზოგადად „სახალხო კრების” რამდენიმე დღიან აქციებს? თქვენ მართალი აღმოჩნდით, როცა წინა ინტერვიუში მითხარით, რომ ბურჯანაძეს არანაირი გეგმა არ ჰქონდა შემუშავებული –ჩვენ აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ეს ორი მოვლენა ერთმანეთისგან. 26 მაისს მოხდა ისეთი რამ, რაც არანაირად არ არის გამართლებული და [...]