- 01 აპრილი 14:29 NEWS.GE
„სახალხო პარტიის“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოვებასთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ ქვეყანა ამისთვის მოუმზადებელია.
„რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ხელოვნურად, ან, რაც უფრო ცუდია – მისი არაქმედითუნარიანობის გამო, ყოველმხრივ აჭიანურებს თვითმმართველობის არჩევნების პროცესს, და ქმნის დაბრკოლებებს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის, რაც მეტად საგანგაშოა ქვეყნის მდგრადი განვითრებისათვის.
21 თებერვალს საქართველოს პარლამენტის წინაშე პირველი მოხსენებით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოიყენა კონსტიტუციური უფლება და გამოაცხადა მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღიც _ 2014 წლის 15 ივნისი. ვრცლად »