რატომ დამკვიდრდა ქართულ პოლიტიკაში სიტყვის გატეხა და რატომ იყენებს ხელისუფლება და ოპოზიცია ახალი სისულელით ძველი სისულელის გადაფარვის ერთნაირ მეთოდს
2011-06-21 ნინო ხაჩიძე
ის, რაც ქართულ ოფიციალურ პოლიტიკურ სცენაზე ხდება, უნებლიეთ შიდა გარჩევების შთაბეჭდილებას ქმნის, რადგან ბოლო დროინდელი პოლიტიკური ტრადიციით, განსაკუთრებით დაუნდობლად ერთმანეთის წინააღმდეგ ყოფილი თანამოაზრეები მოქმედებენ. შესაძლოა, ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ ერთმანეთის სუსტი წერტილები ყველაზე კარგად სწორედ მათ იციან. ქართული პოლიტიკის ამ თავისებურებაზე მამუკა გიორგაძე გაგვიზიარებს თავის დაკვირვებას.
– თქვენც შიდა გარჩევებს ხომ არ გაგონებთ ქართული ხელისუფლება-ოპოზიციის ჭიდილი?
– სამწუხაროდ, დღეს ქართული პოლიტიკა არის არა შიდა დუღილის შედეგად წარმოქმნილი პროდუქტი, არამედ გარედან მართვადი პროცესი, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ის ხალხი იღებს მონაწილეობას, რომელიც დაშვებულია ამ პროცესში. ვრცლად »