ქართველი საზოგადოერიობა გაოგნებულია იმ მიზანმიმართული კამპანიით საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და მისი საჭისმპყრობლის წინააღმდეგ, რომელსაც მედიაში ხედავს. ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია, გავუზიაროთ მას არსებული ვითარების ჩვენეული ანალიზის რამდენიმე ხაზი.
საქართველოს იდეოლოგიური ვითარება, რომელიც დღეს ეკრანზე ბატონობს (თუმცა ვერ იბატონებდა, ეკრანზე რომ აზრთა და არგუმენტთა თავისუფალი მეტოქეობა სუფევდეს), ორ მახინჯ მომენტს შეიცავს. პირველია ის, რომ აქ სუფევს ყოვლად გაუმართლებელი, თანამედროვე მეცნიერულსა და ჰუმანიტარულ ცოდნასთან შეუთავსებელი წარმოდგენა ადამიანის რაობასა და ბუნებაზე. ადამიანი არის გონიერი და თავისუფალი არსება (ერთადერთი სულდგმულებს შორის). მის ამ თვისებას _ თავისუფლებას_ ეკრანი გვიხატავს უმართებულოდ გაღატაკებული სახით, სახელდობრ, როგორც საკუთარი ნებისმიერი სურვილისა და მიდრეკილების დაუბრკოლებლად დაკმაყოფილების თავისუფლებას _ ფიგურალურად რომ ვთქვათ, ხელფეხის ქნევისა და ბღავილის, არაფრით არ რეგულირებული სექსუალური ქმედების (პრომისკუეტეტის, `უმცირესობითი~ ორიენტაციის და ა.შ.) თავისუფლებას. მაყურებელს უმალავენ, რომ ადამიანის უმთავრესი თავისუფლება არის გარესამყაროს თავისი შეხედულებისამებრ მართვის თავისუფლება, ანუ სამყაროსთვის იმ სახის მიცემისა, რომელსაც ამ ადამიანს მისივე აზრი და გონება ყველაზე საუკეთესოდ უხატავს ყველა შესაძლებელთა შორის. ვრცლად »