ომი, რომელიც შეფასებას ითხოვს!
საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია (სააკაშვილის გამოძიების ფარსს თუ არ ჩავთვლით), რაც მრავალი საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ჯგუფებს. ყველა იტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი. სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება [...]
“ეკლესიაზე ზრუნვის” მოტივით მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ – სწორად გავიაზროთ რუის-ურბნისის გამოცდილება!
ყოველი მონოპოლიზებული სისტემის ზეობასა და კეთილდღეობას, თავისთავად, საფრთხის ქვეშ აყენებს თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებებისა და ინსტიტუტების არსებობა და, საერთოდ, ხელისუფლებისგან არშექმნილი და მის მიერ ვერკონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება. დღეს, ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და თვითმართვადი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამოქალქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების სისუსტის პირობებში, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთადერთი რეალური დამცველი, რომლის მაღალი ავტორიტეტის გამო [...]
ევროპა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ გვთხოვს
მამუკა გიორგაძე: ‘ახალი თაობა” 07.01.2014 შორენა კოწოწაშვილი ინტერვიუ `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის შეფასებისას ისმის კითხვა: უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში. ამის წინააღმდეგ უფრო მეტად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გამოდიან. თქვენი აზრით, არის დღეს საქართველოში ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც ეკლესიას უბიძგებს მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად 2008
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად I გაურკვეველ აწმყოში ვცხოვრობთ და არარსებული ბედნიერ მომავალს ველით ქართველ ერს თავგანწირული ბრძოლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლო- ბა გაიგივებული ჰქონდა ეროვნულ–სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან, დემოკ- რატიასთან, ადამიანის უფლებების, კერძო საკუთრების დაცვასთან, და ა. შ., მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყანა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დემოკრატიულს, მით უფრო _ თავისუფალს (1991-2008 წლების დამოუკიდებელი საქართველოს [...]
ახალი თაობა 3.08.2022 „ქართულ ოცნებას“ რეფორმების გატარება არ უნდა და დასავლეთს იმიტომაც დაუპირისპირდა“ მამუკა გიორგაძე: „ორპოლუსიანობა ადვილად ვერ დაინგრევა“
„წმინდა ილია მართალი არის სულიერი მფარველი ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი მომავალი თაობებისა“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სიტყვა სვეტიცხოველში 1987 წელსილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვის დღეს.
„ჩვენთან არასამთავრობო სექტორი მთავარი პოლიტიკური ძალაა, რაც თავისთავად ნონსენსია და ამის უფლება ხელისუფლებამ მათ არ უნდა მისცეს“
ვინ უნდა გააკონტროლოს საქართველოში მოქმედი არასამთავრობოები, რა ფუნქციას ასრულებენ ისინი, რეპუტაციული ზიანი უფრო მოაქვთ საქართველოსთვის, თუ სარგებელი?
ბოლო დროს ჩვენში ძალიან ჩაიხლართა არასამთავრობოთა ქსელი. „ნაცმოძრაობის“ დროინდელმა საეჭვო რეპუტაციის ადამიანებმა ერთი-მეორის მიყოლებით თავი შეაფარეს ამ სექტორს, დაწინაურდნენ „ნაცმოძრაობასთან“ მდგომი ახალგაზრდებიც და ე.წ. სამოქალაქო სექტორად წარმოაჩინეს თავი. სინამდვილეში, საქართველოში ნამდვილი არასამთავრობოები თითზე ჩამოსათვლელია. დღევანდელი გაგებით, არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს ამოფარება ნიშნავს უწყვეტ ტრიბუნას მასმედიაში და ფულის შოვნის საუკეთესო წყაროს.
„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არასამთავრობოების რეპუტაციული როლი, ვრცლად »
„ამერიკაზე გაბრაზებულმა შევარდნაძემ, წლინახევრით ადრე, რუსების გავლენით, სააკაშვილს დაუტოვა ქვეყანა და დღესაც ასეთი საფრთხის ქვეშ ვართ“
„ამერიკაზე გაბრაზებულმა შევარდნაძემ წლინახევრით ადრე, რუსების გავლენით, სააკაშვილს დაუტოვა ქვეყანა. დღესაც ასეთი საფრთხის ქვეშ ვართ. დასავლელ დიპლომატებთან ტონი უნდა შევარბილოთ არა იმ გაგებით, რომ ყველაფერი დავუთმოთ, არამედ პრინციპულ საკითხებზე ჩვენი პოზიცია უნდა დავიცვათ. მაგალითად, მერკელი რომ ჩამოვა და გაზსაცავის ფულს საჩუქრად ჩამოგიტანს, ის ფული კი არ უნდა შეჭამო, არამედ გააკეთო ერთი გაზსაცავი და მეორე წელს კიდევ მიადგე, მომეცი მეორე გაზსაცავის ფულიო“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე. ვრცლად »
რატომ არ არის „ელ გე ბე ტე“ თემა ღირებულება, რომელზეც ვერასდროს შევთანხმდებით და რატომაა მნიშვნელოვანი ძალადობის აღმოფხვრა და არა „პრაიდის“ ჩატარება
ლამისაა, ტრადიციად დამკვიდრდა, რომ ყოველი წლის ივნის-ივლისში „პრაიდის“ კვირეულის ჩატარების გამო ვნებათაღელვა უნდა ატყდეს. თუმცა, პირადად მე ჩასაფრებული ადამიანი არ ვარ, ხანდახან მგონია, რომ დასავლური დიპკორპუსი „პრაიდის“ მნიშვნელოვნებას ზედმეტად უსვამს ხაზს და თითქოს ცენტრალურ თემად მიიჩნევს დასავლეთისკენ სავალ გზაზე. მეორე მხრივ, მაკრონმაც კი ახსენა ჩვენი გეოგრაფია და მართალია, მეზობლებად – მხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანი, ჩვენი მეზობლები ჩრდილო კავკასიელებიც არიან. ბუნებრივია, ნებისმიერი ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული, მაგრამ იბადება კითხვა: თბილისის ცენტრალურ გამზირზე „პრაიდის“ ჩატარების დაჟინება არის თუ არა მართებული სწორედ ჩვენი გეოგრაფიის გათვალისწინებით?! ვინაიდან შესაძლოა, ამან ძალიან ცუდად იმოქმედოს საქართველოს რეგიონულ იმიჯზე და თუ დასავლეთი საქართველოს კავკასიაში თავის საყრდენად განიხილავს, წესით, უნდა გაითვალისწინოს კიდეც რეგიონის სპეციფიკა. ამ თემაზე „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას. ვრცლად »
ახალი თაობა 30.06.2022 „საზოგადოება არც „ბუნტარი“ ხუნდაძის შესახებ სპექტაკლს დაიჯერებს და და არც ნაცმოძრაობის გადემოკრატიულებას“
ახალი თაობა 7.06.2022 „რუსეთი ამტკიცებს, რომ ტირანია, ევროპას აშანტაჟებს“ მამუკა გიორგაძე: „აქტიური პოლიტიკური სპექტრი არ არის დაინტერსებული ევროინტეგრაციით“
რა ფაქტორები მიანიშნებს, რომ უკრაინაში ომი აფხაზეთში ომის სცენარით მიმდინარეობს
ეჭვი მაქვს, რომ ბოლომდე ვერც ვერასდროს გავიგებთ, რა მოხდა და ხდება „აზოვსტალში“, თუმცა, ფაქტია, რომ „აზოვის“ პოლკის მებრძოლები უკრაინის ხელისუფლებასთან მთლად შეხმატკბილებულები ვერ არიან. მათი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. აზოვის დამცველთა ისტორია კი მახსენებს 1992-1993 წლების ომს აფხაზეთში, რომლის შესახებაც ძალიან ბევრი მასალა მაქვს დაწერილი და მის ძალიან ბევრ მონაწილეს შევხვედრივარ, რომელთა ნაწილი დღეს ცოცხალი აღარც არის. ჩემი შთაბეჭდილებით, „აზოველების“ ბრძოლა ძალიან ჰგავს აფხაზეთში ომის სცენარს, ვინაიდან ომებში იხოცებიან ნამდვილი მებრძოლები, შემდეგ ისინი რჩებიან ლეგენდებად (სასახელო ან სამარცხვინო იარლიყებით), მათი მონაპოვრით ხეირობენ ან მათ ხელს ახოცავენ პოლიტიკოსები (რომლებიც მათ იმთავითვე იყენებდნენ). მე მოხარული ვიქნები, თუ ჩემი ასოციაცია აღმოჩნდება არასწორი და გავმტყუნდები, მანამდე კი ამ თემას მამუკა გიორგაძესთან ერთად განვიხილავ ვრცლად »