ომი, რომელიც შეფასებას ითხოვს!
საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია (სააკაშვილის გამოძიების ფარსს თუ არ ჩავთვლით), რაც მრავალი საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ჯგუფებს. ყველა იტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი. სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება [...]
“ეკლესიაზე ზრუნვის” მოტივით მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ – სწორად გავიაზროთ რუის-ურბნისის გამოცდილება!
ყოველი მონოპოლიზებული სისტემის ზეობასა და კეთილდღეობას, თავისთავად, საფრთხის ქვეშ აყენებს თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებებისა და ინსტიტუტების არსებობა და, საერთოდ, ხელისუფლებისგან არშექმნილი და მის მიერ ვერკონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება. დღეს, ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და თვითმართვადი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამოქალქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების სისუსტის პირობებში, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთადერთი რეალური დამცველი, რომლის მაღალი ავტორიტეტის გამო [...]
ევროპა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ გვთხოვს
მამუკა გიორგაძე: ‘ახალი თაობა” 07.01.2014 შორენა კოწოწაშვილი ინტერვიუ `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის შეფასებისას ისმის კითხვა: უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში. ამის წინააღმდეგ უფრო მეტად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გამოდიან. თქვენი აზრით, არის დღეს საქართველოში ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც ეკლესიას უბიძგებს მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად 2008
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად I გაურკვეველ აწმყოში ვცხოვრობთ და არარსებული ბედნიერ მომავალს ველით ქართველ ერს თავგანწირული ბრძოლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლო- ბა გაიგივებული ჰქონდა ეროვნულ–სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან, დემოკ- რატიასთან, ადამიანის უფლებების, კერძო საკუთრების დაცვასთან, და ა. შ., მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყანა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დემოკრატიულს, მით უფრო _ თავისუფალს (1991-2008 წლების დამოუკიდებელი საქართველოს [...]
ახალი თაობა 28.03.2022 „პრორუსული ძალების გააქტიურება ხელისუფლების ბრალია“
მარადიული ხსოვნა და დიდება გმირებს!
მარადიული ხსოვნა და დიდება გმირებს!
Слава Україні! დიდება უკრაინას! Glory to Ukraine!
Слава Україні! დიდება უკრაინას! Glory to Ukraine!
დაუშვა თუ არა დასავლეთმა საბედისწერო შეცდომა აღმოსავლეთის გადასავლურების პროცესის დაწყებით
„აღმოსავლეთი აღმოსავლეთია, დასავლეთი – დასავლეთი და ისინი ვერასდროს შეერთდებიან“, – თუმცა, ეს დიდი ხნის წინათ ითქვა, დასავლეთმა მაინც გადაწყვიტა აღმოსავლეთის გადაკეთება და თავისი წესების იქ დანერგვა, რაც, ჩემი აზრით, არა მხოლოდ არაეფექტიანი, არამედ ანტიეფექტიანი აღმოჩნდა, რის შედეგებსაც ლამის მთელი კაცობრიობა იმკის. ამ თემაზე თავის აზრს მამუკა გიორგაძე გაგვიზიარებს. ვრცლად »
„სახალხო პარტია“ „პატრიოტთა ალიანსის“ გარშემო შექმნილ გაერთიანებასთან კავშირს უარყოფს
ახლადშექმნილ პოლიტიკურ გაერთიანებასთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე, პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მასთან კონსულტაციები არ გამართულა. შესაბამისად, მათთვის გაუგებარია როგორ მოხვდა პარტიათა ჩამონათვალში „სახალხო პარტია“.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ შეიქმნა ახალი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ორმოცამდე პოლიტიკურ პარტიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციას აერთიანებს. რაც შეეხება „სახალხო პარტიის“ შესაძლო თანამშრომლობას აღნიშნულ გაერთიანებასთან, პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე ამბობს, რომ:
„გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, შეგვიძლია ერთი რამ განვაცხადოთ: თუ ვინმე ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯს გადადგამს, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, მიუხედავად იმისა, რა ურთიერთობა გვაქვს ან გვექნება ამ სუბიექტებთან. აღნიშნულ ბლოკში გაერთიანებული სუბიექტებთან ზოგთან დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს, ზოგთან საერთოდ არ გვქონია შეხება. ამ შემთხვევაში, ჩვენი სუბიექტური ხედვები არაფერ შუაშია. მთავარი არის ის, რომ გაცხადებული პოლიტიკური პოზიცია, „სახალხო პარტიისთვის“ არის მიუღებელი.
პირველი საკითხი არის ის, რომ ქვეყანაში ორ ხელისუფლებიანობა კი არ არის, არამედ ერთი ხელისუფლება არის ორად გაყოფილი და სპექტაკლებს უწყობს ქართულ საზოგადოებას, საერთაშორისო თანამეგობრობას კი აშანტაჟებს, რითიც ქვეყნის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. მეორე მომენტია ის, რომ გაერთიანება უნდა მოხდეს არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ პოლიტიკური პრინციპებისა და ღირებულებების შესაბამისად და, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც გამახვილდა ყურადღება ახლადშექმნილ დეკლარაციაში, არის ნეიტრალიტეტი, რომელიც შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ არის ქვეყნისთვის დამღუპველი. საქართველოში ვერ დავასახელებთ ოდნავ მაინც პატივსაცემ პოლიტიკოსს, მეცნიერს, თუ საზოგადო მოღვაწეს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და არ საუბრობდნენ იმაზე, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ქვეყნისთვის შეუძლებელია მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყნის გარკვეული ნაწილი არის ოკუპირებული. ამიტომ, თუ ნამდვილ ღირებულებებზე იქნება ერთობა, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით მიუხედავად იმისა, იქ მონაწილე სუბიექტებთან როგორი ურთიერთობა გვაქვს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხვდა „სახალხო პარტია“ ამ ჩამონათვალში, ჩემთან ამ თემაზე საუბარი არავის არ ქონია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს და ჩემი პოზიციებიც რიგ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეულია, რბილად რომ ვთქვათ, ეს იყო შეცდომა და სხვა არაფერი.
https://mediapress.ge/
„ქართული ოცნებისთვის“ ნაციონალური მოძრაობა სავარჯოშო „გრუშაა“.
მხოლოდ კანონი, ფაქტები და თარიღები – სააკაშვილის მოქალაქეობის შესახებ
მამუკა გიორგაძე – დამთავრდა სასამართლო სერიალის კიდევ ერთი სეზონი!
როგორ მოახერხეს იძულებითი აცრის თითქოს ეკლესიის მხარდამჭერმა მოწინააღმდეგეებმა ეკლესიასთან დაპირისპირება
თუმცა საქართველოს წმიდა სინოდმა გამოაქვეყნა თავისი გადაწყვეტილება, რომ აცრის ავკარგიანობა სცილდება მის კომპეტენციას და ამიტომ ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, აიცრას თუ არა. მაგრამ, თუკი აქამდე გამყრელიძე-ცერცვაძე-იმნაძე მიმართავდნენ საპატრიარქოს, ჩართულიყო აცრების პროპაგანდაში (მაგალითად, საბერძნეთის ეკლესიაში აუცრელ მრევლს არათუ არ აზიარებენ, ეკლესიაშიც არ უშვებენ, თუმცა ბერძნებმა თავიათი საქმის თავად იციან), ახლა უკვე მრევლის ნაწილი მოითხოვს, რომ საპატრიარქომ აცრების წინააღმდეგ გაილაშქროს. მე არ მესმის, რას ემართლებიან საპატრიარქოს, იმიტომ რომ ეკლესიის არსი სულის ცხონებაა და არა მიწიერი საქმეების გარჩევა, მით უფრო, რომ კონკორდატიც ამავეს ამბობს – სახელმწიფო და ეკლესია გამოყოფილია (ანუ მიეცი კეისარს კეისრისა, ღმერთს კი – ღვთისა), ხოლო ადამიანს აქვს თავისუფალი ნება. არჩევანი კი ისეთი რამაა, რაც თითოეულმა თავად უნდა ვრცლად »
„სააკაშვილის ნათქვამი, „მე გამათავისუფლეთ და მერე მე მთელ საქართველოს გავათავისუფლებო“, ასეთი რამ არ უკადრებია არც ერთ ეროვნულ ლიდერს“
„ნელსონ მანდელას ახსენებენ ხშირად სააკაშვილთან მიმართებით და ავიწყდებათ, რომ მანდელას ციხიდან უშვებდნენ, მაგრამ თვითონ არ გამოვიდა და თქვა, სანამ არ მოგვარდება სახელმწიფო პრობლემები, მანამდე ვიჯდები ციხეშიო. რაც შეეხება ცოტნე დადიანს, რომლის სახელსაც ამ ბოლო დროს ხშირად ახსენებენ, ცოტნე დადიანი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მორალური უპირატესობა მოიპოვა მოწინააღმდეგეზე და იმ ნოინმაც დააფასა ცოტნეს ვაჟკაცობა. თაფლის წასმა და შიმშილობის აქცია ეს არის მოწინააღმდეგეზე მორალური ზემოქმედების საშუალება. დღეს კი ე.წ. შიმშილობით ეროვნული ღირებულებების დევალვაცია მიმდინარეობს“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე. ვრცლად »