2015 წლის 30 მაისს უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკის ბრძანებით მიენიჭა უკრაინის მოქალაქეობა და იმავე დღეს დაინიშნა ოდესის გუბერნატოტად.
2015 წლის 30 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა: “საქართველოში ჩამოვიდა ოფიციალური დოკუმენტი, რომლის თანახმად, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქედ იქნა მიღებული” და ”უკრაინული სახელმწიფოს ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად… ჩვენ ვიწყებთ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურას.”
6 თვის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2015 წლის 4 დეკემბერს გამოსცა ბრძნება N 378 მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობის
შეჩერების შესახებ.
საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის -(საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა), 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა (მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას) და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის (საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი)
საფუძველზე.
და, ეს გადაწყვეტილება, როგორც ერთი მხრივ, სააკაშვილის ანტიქართული ცნობიერებისა და მეორე მხრივ, მის მიმართ ოცნების „უკომპრომისო“ ბრძოლის უტყუარი დასაბუთების ფაქტი დიდი ზარზეიმით ამცნო საზოგადოებას.
ხელისუფლებას „რატომღაც“ არ გაახსენდა მისგანვე 2014 წლის აგვისტოში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ასეთივე მგზნებარებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე (საქმეები) და მისი ძებნის გამოცხადება.
სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა დიდად არც გაუპროტესტებია.
ოცნების გამარჯვების ყიჟინაში ჩაიკარგა საქართველოს ჯანსაღი პოლიტიკური ძალების პოლიტიკური და სამართლებრივი პოზიცია – რატომ არ იქნა გათვალისწინებული აღნიშნული კანონის მე -20-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც: 2. საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე, თუ:
ა) მას შეუსრულებელი აქვს საქართველოს წინაშე სამხედრო ან სხვა ვალდებულება;
ბ) იგი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ან არსებობს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომელიც უნდა აღსრულდეს.
ამ „გულმავიწყობისა“ და კანონით მანიპულირების შედეგს ვიმკით ეხლა – როცა სხვა ქვეყანას (ამ შემთხვევაში უკრაინას) მივეცით უფლება და გარკვეულწილად, ვალდებულებაც, ჩაერიოს საქართველოს შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში.
ოცნება და ნაცმოძრაობა თუ არ აგრძელებს ხალხის გაბითურებას სააკაშვილი მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის ქვეშ უნდა იყოს.
საკუთარი კანონის პატივისცემიდან იწყება სახელმწიფოს ღირსების დაცვა!
უღირს ქვეყანაში ღირსეული მოქალაქეები ვერ გაიზრდებიან!
სახალხო პარტია – მამუკა გიორგაძე, ბესიკ ბოგველი