mamuka-mamuka-300x157

როგორ ამზადებდა მოსკოვი სომხეთს 30 წლის განმავლობაში გასაყიდად და რა მიანიშნებს, რომ სოხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი არ დამთავრებულა

სულ ახლახან ერევანში „ოდეკაბეს“ სამიტი ჩატარდა, რომელსაც თვით ვლ. პუტინი დაესწრო, თუმცა სომხეთის პრემიერმა არათუ არც ერთ დოკუმენტს არ მოაწერა ხელი, არამედ არც დასკვნითს. მისი განმარტებით, სომხეთის ინტერესები არ გაითვალისწინეს მაშინ, როდესაც აზერბაიჯანმა დაიკავა საკუთრივ სომხური ტერიტორიებიო. მეორე მხრივ, არცთუ დიდი ხნის წინათ სომხეთს დაკავებული ჰქონდა საკუთრივ აზერბაიჯანის ტერიტორიები – 7 რაიონი მთიანი ყარაბაღის ავტონომიის გარშემო (ისტორია პირიქით მეორდება). თუმცა ისიც ფაქტია, რომ სომხეთს აქვს მიზეზი, გაუნაწყენდეს „ოდეკაბეს“, ვინაიდან ამ ორგანიზაციას სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ბოლო ორი ომის მიმდინარეობისას სიტყვიერი მხარდაჭერაც კი არ გამოუხატავს ერევნისადმი, ისევე, როგორც რუსეთს. ამის მიუხედავადაც, საინტერესოა, ვისი იმედით თავნებობს ფაშინიანი (მხოლოდ სომხური ლობის?!), ოღონდ მომხდარი იმასაც ნიშნავს, რომ ორ სამხრეთ კავკასიურ სახელმწიფოს შორის ომი ჯერ არ დასრულებულა. სწორედ ამ თემას განვიხილავთ მამუკა გიორგაძესთან ერთად. ვრცლად »

mamuka 333

გაიყოფა თუ არა უკრაინა?!

რა იქნება რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ამის შესახებ ბევრი ადამიანი გამოთქვამს ვარაუდს. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება არასასურველი სცენარი, ხომ არ მოხდება უკრაინის გაყოფა ისე, როგორც ეს მოხდა გერმანიის შემთხვევაში?! მეუფე იაკობი სწორედ ამ საშიშროებას ხედავს და ინტერესდება, „იქნება კი უკრაინა თავისუფალი, თუ გაიყოფა, როგორც გერმანია გაყვეს თავის დროზე და, თუ ჩახვალთ ბერლინში, დასავლეთ ბერლინს რომ ნახავთ და მერე ნახავთ აღმოსავლეთ ბერლინს, ერთი დაბალ ამერიკას ჰგავდა და მეორე ან პეკინის გამზირი გეგონებოდა, ან კიევში გეგონებოდა თავი“. ვრცლად »

mamuka- ალია

„მერაბ კოსტავა 6-თვიანი შიმშილობის შემდეგ 48 კილო იყო, სააკაშვილთან მიმართებით კი ჩვენ ვხედავთ არა იმდენად საგანგაშო ჯანმრთელობის მდგომარეობას, რამდენადაც სპეკულაციას“

„ადამიანურ ემოციებზე მანიპულირებს ორივე მხარე. სააკაშვილის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ლამის გვაიძულებენ, გამოვიდეთ და ვთქვათ, ციხეში მოვკლათ კაცი? ისეთ მდგომარეობამდე მიგვიყვანეს, რომ, ალბათ, ბევრი ადამიანი მზად არის, თქვას, გაუშვით, მოგვაცილეთ ეს კაცი. საბოლოო ჯამში, ყველამ კარგად ვიცით, რომ როცა თავად სააკაშვილი და ეს ტაქტიკა სააკაშვილის მიმართ ამოწურავს თავის თავს, სააკაშვილს გაუშვებენ“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე. ვრცლად »

mamuka 1234

მთავარია, მსოფლიომ გაიგოს, რომ საქართველო იბრძვის, თუნდაც ჩემი დაჭერის ფასად

რთული გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, საკმაოდ მძიმე პოლიტიკური ვითარებაა საქართველოში. პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა საფრთხის წინაშეა. არადა, საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვება იოლი არ ყოფილა – მრავალწლიანი ბრძოლის და სისხლის ფასად გათავისუფლდა საბჭოთა მარწუხებისგან.

უმძიმესი 90-იანი წლებიდან მოყოლებული დამოუკიდებელი საქართველო მუდმივად რუსეთის ინტერესშია. ოკუპანტი ქვეყანა, არც შეიარაღებულ კონფლიქტებს, ომებს ერიდება საქართველოში საკუთარი გავლენის მოპოვება-შენარჩუნებისთვის.

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გიორგაძე იმ მცირერიცხოვანთა შორისაა, ვინც ადრეული ასაკიდან შეეჭიდა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას. ეროვნული მოძრაობის სათავეებთან მდგომი, “ედპ”-ს ყოფილიწევრი, “სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე დღეს, მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოების განფენოვნებაზე საუბარს, ეთნოგენეზისზე და პოლიტიკურ იდეოლოგიაზე აქცენტის გაკეთებას. ვრცლად »

mamuka-mamuka-300x157

„ახალი თაობა“ 15.11.2022 „საქართველოს ხელისუფლების რუსეთისადმი ლოიალური განცხადებები და ქმედებები ამოგვაგდებს ცივილიზებული სამყაროდან“

მამუკა გიორგაძე: „საქართველოს პოლიტიკური სპექტრი სავსეა რუსეთის აგენტურით“.
„ქართული ოცნება“ ყველა ღონეს ხმარობს, რომ ხელახლა გააცოცხლოს ნაციონალური მოძრაობა.
„როცა არსებობს სააკაშვილის ფაქტორი, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვის აირჩევენ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ“
„ნოდარ ნათაძისთვის ყველაზე დიდი ჯილდო იყო ქვეყნის განვითარება“
მარიამ მჭედლიშვილი
ესაუბრა ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს, სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, მამუკა გიორგაძეს ვრცლად »
mamuka14

როგორ არის შესაძლებელი ხალხის საზარბაზნე ხორცად ქცევა მათში პატრიოტული მოტივების გაძლიერებით

მას შემდეგ, რაც რუსეთი სამხედრო ძალით დაესხა თავს უკრაინას, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი (შიგადაშიგ პრეზიდენტ ზელენსკის თამადობით) თავს ესხმის საქართველოს სახელმწიფოს (მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვიერად), თუმცა სულ ბოლო დედოფლისწყაროელი ოლექს არესტოვიჩი (დაბადებით – ალექსეი) დაგვპირდა, რომ გაგვათავისუფლებს, როგორც კი რუსეთს დაამარცხებენ (მილიონი უკრაინელი ქალ-ვაჟი მზადაა საბრძოლველადო), ოღონდ პირადად მე მგონია, რომ არესტოვიჩის ტირადის ადრესატი უკრაინელი ხალხი იყო, პასაჟით: უკრაინაზეა დამოკიდებული მსოფლიოს ყოფნა-არყოფნაო. ზოგადად, პატრიოტიზმი, მიუხედავად მისი აღმატებული ბუნებისა, ადამიანების დასაზომბებლად ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. სწორედ ამ თემას განვიხილავთ მამუკა გიორგაძესთან ერთად. ვრცლად »

mamuka 333

როდესაც თვით კრემლის პროპაგანდისტებსაც კი ბზარი გაუჩნდათ ხმაში, საჭირო იყო რაღაც არაადამიანური სისასტიკე პუტინის მხრიდან

„იმ დროს, როდესაც თვით კრემლის პროპაგანდისტებსაც კი ბზარი გაუჩნდათ ხმაში, საჭირო იყო რაღაც არაადამიანური სისასტიკე პუტინის მხრიდან, რომ საკუთარი მომხრეები მაინც დაემშვიდებინა. მას შემდეგ, რაც უკრაინის ქალაქები დაბომბა, რუსი პროპაგანდისტები სიამაყით ამბობდნენ, „ნახეთ, რა მაგარია პუტინი, დაბომბა უკრაინა“. შიდა მოხმარებისთვის როცა ბომბავ მოწინააღმდეგის ქალაქს, უკვე გასაგებია, რომ პერსპექტივა არ გაქვს“ – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე. ვრცლად »

მამუკა121

ახალი თაობა 23.09.2022 „მაშინ, როცა სხვა ეშელონები მიჰქრიან, ჩვენ დეპოში ვართ“

მამუკა გიორგაძე: „ოთხი დეპუტატის ცალკე გასვლა „ოცნების“ ვირეშმაკობა“.
„ევროკავშირის 12რეკომენდაციის შესრულება არც ხელისუფლებას უნდა და არცდაწინაურებულ ოპოზიციას“
„არც 1 918, არც 1 990 წლებში საქართველო დამოუკიდებლობისთვის მზად არ აღმოჩნდა,
ახლა მაინც უნდა ვიყოთ მზად“
მარიამ მჭედლიშვილი ვრცლად »
mamuka4441

„უნდა ელაპარაკოს სპეცსამსახური სხვა ქვეყნის სპეცსამსახურს, მაგრამ უნდა ვიყო დარწმუნებული, რაზე ილაპარაკებს“

რამდენად დიდია რუსული აგენტურის წილი ქართულ პოლიტიკაში, რას ითხოვს ამერიკა, დაუშვებს თუ არა დასავლეთი „ქართული ოცნების“ კვლავ ხელისუფლებაში მოსვლას და რა ვერ გათვალა სოსო გოგაშვილმა იმ სკანდალური ფაქტების გასაჯაროვების კვალდაკვალ, რომელიც რეალურად სახელმწიფო ინსტიტუტებს აზიანებს? – ამ საკითხების ირგვლივ გვესაუბრება სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე.  for.ge 17.09.2022  ვრცლად »

mamuka 333

რატომ გახდა შეუძლებელი საქართველოში პოლიტიკოსობა ან მინისტრობა მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობებითა და მონაცემებით

მიუხედავად ოპოზიციის მრავალწლიანი მცდელობისა, ფაქტი ფაქტად რჩება: რა ხერხს არ მიმართეს და რა ღონე არ იხმარეს, მაგრამ ვერც რევოლუციური სცენარი აამოქმედეს და ვერც არეულობის. და თუმცა საზოგადოების უდიდესი ნაწილი უკმაყოფილოა ხელისუფლების, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ოპოზიციას მაინც არ მიჰყვება. მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ ჩვენებური ოპოზიცია იგებს დასავლელი პარტნიორების, მაგრამ ვერ იგებს ადგილობრივი ამომრჩევლის გულს, თუ რატომ, ამის გარკვევას მამუკა გიორგაძის დახმარებით შევეცდებით.

ავტორი ნინო ხაჩიძე  14.09.2022 “თბილისელები” ვრცლად »

Powered by WordPress