რთული გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, საკმაოდ მძიმე პოლიტიკური ვითარებაა საქართველოში. პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა საფრთხის წინაშეა. არადა, საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვება იოლი არ ყოფილა – მრავალწლიანი ბრძოლის და სისხლის ფასად გათავისუფლდა საბჭოთა მარწუხებისგან.
უმძიმესი 90-იანი წლებიდან მოყოლებული დამოუკიდებელი საქართველო მუდმივად რუსეთის ინტერესშია. ოკუპანტი ქვეყანა, არც შეიარაღებულ კონფლიქტებს, ომებს ერიდება საქართველოში საკუთარი გავლენის მოპოვება-შენარჩუნებისთვის.
ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გიორგაძე იმ მცირერიცხოვანთა შორისაა, ვინც ადრეული ასაკიდან შეეჭიდა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას. ეროვნული მოძრაობის სათავეებთან მდგომი, “ედპ”-ს ყოფილიწევრი, “სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე დღეს, მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოების განფენოვნებაზე საუბარს, ეთნოგენეზისზე და პოლიტიკურ იდეოლოგიაზე აქცენტის გაკეთებას. ვრცლად »