სადაც მოქკავშირმა გაიარა, იქ ბალახმა არ იხარა 1999

მამუკა გიორგაძის საპარლამენტო გამოსვლა
პარლამენტიდან

ამ დარბაზში სხედან ადამიანები, რომელთაც ახსოვთ ის “ბედნიერი” დრო, როცა ასე იმართებოდა სამეურნეო-პარტიული აქტივის კრებები. სწორედ ასეთ სტილში იმართებოდა აქტივის კრება. შემდეგ გამოვიდოდა ხელმძღვანელი და შეაჯერებდა კრების შედეგებს. ჩვენ შემოგთავაზეთ ჯანსაღი ფორმა: გამოვიდეს პარლამენტის თავჯდომარე გააკეთოს პოლიტიკური მოხსენება, ჩვენც მაშინვე გავუკეთოთ ოპონირება. ვიმსჯელოთ თემატიკაზე, ვიმსჯელოთ საკითხებზე. შეიძლება ვერ შევთანხმდეთ, მაგრამ ეს მაინც წაადგება საქმეს… მაგრამ, სამწხუროდ, თქვენ აირჩიეთ ასეთი ფორმა_ იქნება გამოსვლები. ვუპატაკებთ პარტიას და სამშობლოს: “რა კარგად ვცხოვრობთ ანუ არის, რა თქმა უნდა პრობლემები, 1-2 ადამიანი შიმშილით გარდაიცვალა კიდეც, ვიღაცამ 12 თვე პენსია ვერ აიღო, ვიღაცა ჯარიდან შიმშილისა და ტილიანობის გამო გამოიქცა, მაგრამ არაუშავს, სამაგიეროდ რა რიხით მივდივართ წინ”……ჩვენ შევეჩვიეთ იმას, რომ ასეთი “შემაჯამებელი” ჩვენს ქვეყანაში ერთი კაცია და ნუ გაიმეორებთ ამ სტილს, მოძებნეთ ის ფორმა, რომელიც უფრო მისაღები იქნება თქვენთვის. ვრცლად »

მიზანი: თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო 1999

სახალხო სიტყვა. 25-31 აგვისტო 1999 წ.

საქართველოს სახალხო პარტიასა და მის ლიდერს მამუკა გიორგაძეს მედროვეობის ფარისევლობის და პოპულიზმის სინდრომი არ შეჰყრია ისინი დარჩნენ ისეთებად როგორებიც ამ ოცი წლის წინ იყვნენ _ მიზანი არ შეცვლილა: თავისუფალი დემოკრატიული საქართველო. სახალხოს ძალუძს ამ მიზნის ბოლომდე მიყვანა _ აცხადებს მამუკა გიორგაძე.

_ ბატონო მამუკა, ხშირად ამბობთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება პროდასავლურ კურსს არ ადგას, თუმცა ამაში ძალიან ცოტა მხარდამჭერი გყავთ. გარეგნულად ხელისუფლება მართლაც ადგას დასავლეთის გზას. რით ახსნით თქვენს მოსაზრებას? ვრცლად »

მოქალაქეთაკავშირი ადამიანს უყურებს, როგორც ამომრჩეველს და არა როგორც ყურადღების ობიექტს. 1999

სახალხო სიტყვა. 15- 21 სექტემბერი.

საქართველოს სახალხო პარტიისა და “დიდგორის” გაერთიანებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ამ ორი საერთო წარსულის მქონე ორგანიზაციის სიმბიოზმა პოლიტიკური ოპონენტებიდან ყველაზე მეტად მმართველი პარტია შეაშფოთა. წინასაარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზას უახლოვდება და ძლიერდება ბლოკ “სახალხო-პარტია_დიდგორის” წინააღმდეგ მიმართული კამპანია, ესაა სამწუხარო რეალობა, რომელიც დღეს არსებობს. ურთულესი პირობების მიუხედავად, რომელშიც დღეს სახალხოს უწევს ბრძოლა, მის ლიდერს, მამუკა გიორგაძეს, ოპტიმიზმის რეალური საფუძვლები გააჩნია. 

დღეს საჭიროაარა “მოქალაქური ისტერიისათვის” ბანის მიცემა, არამედ ის, რომ საზოგადოება არ აყვეს ამ ისტერიას, ეს იქნება საქართველოში დრომოჭმული ნეობოლშევიკური მმართველობის დამარცხების ერთადერთი გარანტი. ვრცლად »

ჟვანია გაბოროტებულია, კარგავს იმას, რასაც უზრუნველად მიაღწია! 1999

სახალხო სიტყვა. 26 მაისი- 1 ივნისი 1999 წელი კვირის ფიქსაჟი
ექსკლუზივი

პრეზიდენტზე მოსალოდნელ თავდასხმაზე ჯერ კიდევ 15 ნოემბერს არჩევნების წინ ჩურჩულებდნენ, მაგრამ მაშინ საქართველო ტერაქტების ციკლის მორიგ სერიალს გადაურჩა. 
ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტზე ტერაქტი იგეგმებოდა. შაბათს საღამოს ტერაქტის მცდელობა სააშკარაოზე გამოვიდა. სამართალდამცავებმა მათთვის საეჭვო პიროვნებები აიყვანეს. არსებობს ვარაუდი, რომ შეთქმულებაში ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსანი პირებიც მონაწილეობდნენ. დააკავეს ჯაბა იოსელიანის დაცვის ყოფილი წევრები. “კოკა-კოლა ბოთლერ ჯორჯია”-ს თანამშრომლები.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს “სახალხო პარტიის” ლიდერს, ბატონ მამუკა გიორგაძეს. ვრცლად »

საქართველო აგენტებით არის სავსე

მამუკა გიორგაძე: “საქართველო აგენტებით არის სავსე”
რატომ არ იღებს ხმას საპარლამენტო უმრავლესობა

შორენა კოწოწაშვილი –  ახალი თაობა# 223      20.09.2013
რას მალავს ხელისუფლება არჩევნების წინ, არის თუ არა საქართველოს ხელისუფლება “წაკუზულ” მდგომარეობაში და რატომ დუმს “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობა რუსეთის ქმედებებზე? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან. ვრცლად »

საქართველოს დამოუკიდებლობა – სპირიდონ კედია

საქართველოს გუშაგი # 3 თებერვალი 1933 წ. პარიზი.

საქართველოს დამოუკიდებლობა, შეყრილი რუსეთის და დასავლეთ ევროპის ნება-სურვილის გარეშე, მაგრამ შეგნებულად მოსურვებული, თავის სამხედრო მიზნების სასარგებლოდ, გერმანია. ავსტრია-ოსმალეთის მიერ, საერთაშორისო სასწორს თავისი საკუთარი სიმძიმით აწვებოდა. ვრცლად »

უნდა ვაწარმოოთ და ვიკვებოთ “ბუნებური” საკვები პროდუქტებით!

მოსაზრება (23.08.2013) რეზონანსი

პაატა კოღუაშვილი პროფესორი
დავით კეზელი მედიცინის დოქტორი

სხვადასხვა იარაღით, წესებითა და მეთოდებით მიწის დამუშავება, მცენარეთა და ცხოველთა ჯიშების გამოყვანა, მათი მოშენება და მოვლა-პატრონობა ადამიანთა უძველესი კულტურის ერთი არსებითი ელემენტია. ამასთან, ეს არის არა მხოლოდ ბუნების საგნების მოპოვება და დამუშავება, არამედ ადამიანის მიზანმიმართული ზემოქმედებაც საკუთარ სულიერ უნარზე (სულის გამოზრდა). მოძღვრებას სულის მართვისა და აღზრდის შესახებ უწოდებენ “სულის გეორგიკას” – სულის მიწათმოქმედებას – სულის გარდაქმნას, მიწის დამუშავების მსგავსად. ადამიანის სხეულში გრძნობით, სუნთქვითა და კვებით შეღწეული ოთხი სტიქიის (წყალი, ჰაერი, მიწა და ცეცხლი) ელემენტები და სამყაროს ენერგეტიკული ძალები ერთობლიობაში ქმნიან სასიცოცხლო სუბსტანციას. ადამიანი სასიცოცხლო კავშირშია ნატურასთან (მიწა-წყალთან და კოსმოსთან). ვრცლად »

როდის და რაზე გარიგდნენ სააკაშვილი და ივანიშვილი?

პრაიმ-ტაიმი  16.09.2013  – მარიამ ნადირაძე

უკვე ნაკლებად, თუ ვინმეს ახსოვს ის საზეიმო განცდა, რაც მას ერთი წლის წინათ ჰქონდა, როდესაც სააკაშვილმა საჯაროდ აღიარა დამარცხება…
ხშირად გაიგონებთ კითხვას და კამათს იმის შესახებ, რა შეიცვალა და შეიცვალა თუ არა საერთოდ რამე…
თუმცა, უახლოეს პოლიტიკურ ისტორიაში ხალხის კმაყოფილებას ხელისუფლების მისამართით ყოველთვის ფრაგმენტული ხასიათი ჰქონდა და ამ ფრაგმენტს ყოველთვის მოჰყვებოდა დაბეჯითებით გამოთქმული ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ახალი ხელისუფალი წინამორბედის მემკვიდრეა. ასე იყო მაშინ, როდესაც სააკაშვილს შევარდნაძის პირმშოს ვეძახდით და ახლაც, როდესაც კოჰაბიტირებულ ლიდერებს შორის ძველ და ურყევ მეგობრობას ვიხსენებთ, რომელიც რეალურად ჯერაც არ შერყეულა…
ხელისუფლებაში მოსული, ან დარჩენილი ძალებისთვის ეს ვერსიები განაწყენებული და დამარცხებული ადამიანების მოყოლილი ზღაპრებია. ვრცლად »

საკითხავია, შეუძლია თუ არა ივანიშვილს სახალხო ლიდერობა 2012

ახალი თაობა #311 31.12.2011-1.1.2012

შორენა კოწოწაშვილი
ეროვნული მოძრაობის წევრი მამუკა გიორგაძე ფიქრობს, ბიძინა ივანიშვილს რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მსგავსად, ეროვნული მოძრაობის პარტიებისთვისაც უნდა მოესმინა.
_ ბიძინა ივანიშვილს თავის თავში აქვს გადასაწყვეტი ერთი უმთავრესი საკითხი: რამდენად ჰყოფნის მისი დიაპაზონი საერთო ეროვნულ ლიდერობას. რამდენად შეესაბამება მისი შესაძლებლობები იმ ამოცანებს, რომლებიც დღეს დგას ქვეყნის წინაშე. ამიტომ, თუ ის მოიაზრებს საკუთარ თავს საერთო ეროვნულ ლიდერად, ბუნებრივია, მან პირველი პირისგან უნდა გაიგოს იმ ადამიანების შეხედულებები და ხედვები, რომელიც ქართულ საზოგადოებაში არიან წარმოდგენილი. ვრცლად »

ოპოზიციამ სააკაშვილის სისუსტეები უნდა გამოიყენოს 2012

 პრაიმ-ტაიმი  5.03.2012  ხათუნა მგალობლიშვილი

ოპოზიცია ჯერჯერობით მხოლოდ ძირითად გასაკეთებელ თემებზე თანხმდება და კონსულტაციობს. როგორც ჩანს, ქმედებაზე ისინი კიდევ დიდხანს ვერ გადავლენ, რადგან კონტურები ჯერ დაუსრულებელია. პროცესების მონაწილედ კიდევ ერთი „ძველი“ პოლიტიკოსი დაფიქსირდა. მამუკა გიორგაძე აცხადებს, რომ თანამშრომლობას მხოლოდ და მხოლოდ იმ ძალებთან „გააფორმებს“, რომლებიც ქართულ საქმეს მოემსახურებიან. დღეს გიორგაძე ივანიშვილთან არ არის… არც მის ხედვებს იცნობს, არც მის პროგრამას და შესაბამისად, ვერც მის ორიენტაციაზე საუბრობს თამამად, ვრცლად »

Powered by WordPress