ივანიშვილმა „გადაგვარჩინა“ ! მადლობა – ივანიშვილი „გვღუპავს“ ? SOS – ივანიშვილი „გვიშველის“ ?! – უნდა ვთხოვოთ

ავტორი: მიხეილ ჯიბუტი 

    “რეპორტიორი”   26 ნოემბერი, 2013. 17:29

სათაურის ნაცვლად ეს SMS იმიტომ დავწერე, რომ შევძლო მასში გამოტანილი განგაშის მიზეზის შესახებ ბევრმა გაიგოს. მინდა, რომ ყოველდღიური პრობლემებით ქანცგაცლილი ქართველი კვლავ არ დარჩეს მისი და მისი მშობელი ქვეყნის მომავლის გამსაზღვრელი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის მიღმა. კვლავ არ დაწყვიტოს გული მომავალში დასმულმა შეკითხვამ – შენ სად იყავიო იმ დროს? საერთოდ არ გამიგია ეს ამბავი, ან შიმშილს ვებრძოდიო – ვერ უპასუხებს. დედას თუ უჭირდა რაღაცა, როგორ არ მოიმოქმედეო – ეტყვიან, გაამტყუნებენ, სიცოცხლეს კი არა, სიკვდილსაც წაამწარებენ. ვრცლად »

gerbebi_Page_6

საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს

   მიმართვა                                    

მოგახსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში განსახილველად  შემოტანილია საქართველოს  ორგანული კანონის –“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” – პროექტი.  კანონპროექტი, ჩვენი აზრით, არა მარტო ვერ აყალიბებს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისადმი  სახელმწიფოებრივ მიდგომას, არამედ, პრაქტიკულად,  თავისი დიფუზიური და არაკვალიფიციური ხასიათის გამო გაუგებარსა და შეუძლებელს ხდის საქართველოში რეალური თვითმმართველობის დამკვიდრებას.   მიუხედავად ამისა, წინამდებარე მიმართვა მიზნად არ ისახავს კანონის ავკარგიანობის შეფასებას მასში მართვის ტექნოლოგიათა მოაზრების ხარისხის თვალსაზრისით,  ჩვენ გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ საკითხზე, რომელიც  ქართული სახელმწიფოებრიობის არა მხოლოდ განვითარებისთვის საფრთხის შემცველად მიგვაჩნია, არამედ მისი თვით არსებობისთვისაც.   ვრცლად »

სახალხო პარტიის განცხადება ევროპის კავშირის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ვილნიუსის სამიტის გამო

სახალხო პარტია სრულ  სოლიდარობას  და მხარდაჭერას უცხადებს  თავისუფლების, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის მებრძოლ, მოძმე უკრაინელ ხალხს. ეს ბრძოლა და მისი შედეგები ასახვას ჰპოვებს, არა მარტო უკრაინის, არამედ  მთელი რეგიონის, მათ შორის საქართველოს, მიმართ  უახლოეს მომავალში განსავითარებელ   მოვლენებზეც.   ჩვენს შეშფოთებასა და პროტესტს იწვევს  იმპერიულ-რევანშისტული ტენდენციების ზრდა რუსეთში. ვრცლად »

საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში განვითარებული პროცესებიდან დასკვნა უნდა გამოიტანოს

NEWS.GE      27 ნოემბერი 2013

“სახალხო პარტია” უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ დღეს გამართულპრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა მამუკა გიორგაძემ განაცხადა.

“ამ ხალხმა დაამტკიცა, რომ ღირსია ევროპული ოჯახის წევრად იწოდებოდეს “,-აღნიშნა გიორგაძემ.

მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტზე ისტორიული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ და ეს გარდამტეხი მომენტია. ვრცლად »

მამუკა გიორგაძე: თვითმმართველობის კოდექსის მეშვიდე კარი ქვეყნის დაშლის მცდელობაა

NEWS.GE  20.11.2013

„სახალხო პარტია“ პარლამენტში წარდგენილი თვითმმართველობის კოდექსიდან მეშვიდე კარის ამოღებას მოითხოვს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ მამუკა გიორგაძემ „პრესკლუბში მე-17 სართულზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კოდექსის მეშვიდე კარი, რომელიც მუნიციპალიტების რეგიონულ გაერთიანებას ეხება, საქართველოში ფედერალური სახელმწიფო მოწყობის დასაწყისია. ვრცლად »

ყველას! ყველას! ყველას!

ვისაც ჩვენი გაყოფა და გათიშვა სწყურია, ან ჭკვიანი მტერი არის, ან უგნური მოყვარე… მურმან ლებანიძე
საქართველოს მთავრობამ პარლამენტში დასამტკიცებლად შეიტანა ორგანული კანონის _ “ადგილობრივითვითმმართველობის კოდექსი” _ პროექტი, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ არის მომზადებული. კანონპროექტი, ჩვენი აზრით, არა მარტო ვერ ასახავს თვითმმართველობის განვითარების სახელმწიფოებრივ და ადამიანთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის საჭიროებებს, არამედ, პრაქტიკულად, გაუგებარსა და შეუძლებელს ხდის საქართველოში რეალური თვითმმართველობის დამკვიდრებას. ვრცლად »

დავიცვათ საქართველოს სახელმწიფოს მთლიანობა !!! 22 ნოემბერი

დავიცვათ საქართველოს სახელმწიფოს მთლიანობა !!!
შევიკრიბოთ 22 ნოემბერს 16.00 საათზე პარლამენტის შენობასთან
და უარი ვუთხრათ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის VII კარს

საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად შეტანილი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის VII კარით გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანების იდეა წარმოადგენს, საქართველოს ფედერალური სახელმწიფო მოწყობის შემოღების პირდაპირ მცდელობას. ვრცლად »

მიმართვა საქართველოს მოქალაქეებს, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს

                                       1988 წლის 22 ნოემბერს, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს (ამჟამინდელი პარლამენტის) შენობასთან ეროვნული მოძრაობის ინიციატივით დაიწყო უპრეცედენტო მოვლენა – შიმშილობის აქცია, პირველი მასშტაბური საპროტესტო აქცია მთელ საბჭოთა სივრცეში. მაშინდელი საბჭოთა კავშირის კანონმდებლობაში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგო შესატანი ცვლილებების გასაპროტესტებლად. მოსახლეობის აქტიურობამ უმაღლესი საბჭოს სესია იძულებული გახადა ქართული საზოგადოების მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. მაშინ ჩვენ შევძელით საქართველოს ინტერესების დაცვა.  ეს იყო  ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის, მთელი ქართველი ხალხის  პირველი სერიოზული გამარჯვება და საქართველოს მოქალაქეთა ერთობის დღე.მას მერე 25 წელი გავიდა და ჩვენ ისევ გვიწევს საქართველოს სახელმწიფოს გადარჩენისთვის ქუჩაში გამოსვლა და, სამწუხაროდ, დღეს ჩვენი პროტესტის ადრესატი დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებაა.საქართველოს მთავრობის მიერ  პარლამენტში დასამტკიცებლად შეტანილი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის  VII  კარით  გათვალისწინებული,  მუნიციპალიტეტთა რეგიონული  გაერთიანების იდეა  წარმოადგენს, საქართველოში ფედერალური სახელმწიფო მოწყობის შემოღების პირდაპირ მცდელობას, რაც ნიშნავს არა მარტო საქართველოს  პროვინციებად დაშლის პროვოცირებასა და რეგიონული ენების მოთხოვნის აქტუალიზაციას, არამედ, ერთი-ორი თაობის განმავლობაში ერთიანი სახელმწიფოებრივი და ეროვნული  ცნობიერების მოშლასაც.თვითმმართველობის კოდექსში ადმინისტრაციულ–ტერიტორიული საკითხების „შემოპარების“ მცდელობა არა მარტო ამხელს ავტორთა არასახელმწიფოებრივ ზრახვებს, არამედ, ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას, რომელიც ჯერ არავის გაუუქმებია და სადაც შავით–თეთრზე წერია, რომ საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა განისაზღვრება კონსტიტუციური კანონით უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ. მოგიწოდებთ ყველას, ვისაც გული შესტკივა საქართველოს სახელმწიფოს ბედ–იღბალზე, ისევ დავდგეთ ერთად,  როგორც ეს შევძელით 1988 წლის 22–29 ნოემბრის ცნობილი მოვლენების დროს და დღესაც უარი ვუთხრათ საქართველოს დაშლის მორიგ მცდელობას.ადგილი უცვლელია _ საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, დრო – 25 წლის შემდეგ, ისევ 22 ნოემბერი, 2013 წელი, 16.00 საათი.
სახალხო პარტიის სახელით           მამუკა გიორგაძე 

დღეს საქართველოს პოლიტიკა რუსეთისკენ არის მიმართული

მამუკა გიორგაძე: “დღეს საქართველოს პოლიტიკა რუსეთისკენ არის მიმართული”

შორენა კოწოწაშვილი
არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი და კოალიციური მმართველობა რუსული პროექტი და რატომ დუმს შეგნებულად ხელისუფლება რუსეთის მცოცავ აგრესიაზე? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, როგორ აფასებთ ივანიშვილის მთავრობის ნაბიჯებს ოკუპანტ რუსეთთან მიმართებაში, რა აჩვენა ერთწლიანმა პოლიტიკამ, ტენდენცია რაზე მიანიშნებს? ვრცლად »

მამუკა გიორგაძე: “საქართველოში სამართლიანობა როდის იყო, რომ მისი აღდგენა მოხდეს?”

“ახალი თაობა” 05-10-2013 – თამარ ნინიძე

ინტერვიუ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან

_ დვანსა და დიცში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, პირადად სოფელ-სოფელ ხომ არ ვივლი და თვითოეულ ადამიანს ხომ არ შევხვდებიო. როგორ აფასებთ ხელისუფლების დამოკიდებულებას ამ პრობლემის მიმართ?
_ სოფელ-სოფელ სიარული საჭირო არ არის იმისათვის, რომ საქმე გააკეთო და როცა საქმე არ კეთდება, ამაზე უნდა ვისაუბროთ, აქცენტის გადატანა ივლის ვინმე დიცში თუ არა, ეს უნდა იყოს შემადგენელი ნაწილი საქმის კეთების. უმოქმედობის გამართლება იმით, სოფელ-სოფელ ხომ არ ვივლიო, ეს მიუღებელია და არ არის სწორი პოზიცია. პრემიერმა ვერ გაგვცა პასუხი თუ რა გააკეთა ამ მოვლენებთან დაკავშირებით. ვეთანხმებით, რომ სააკაშვილის გაფუჭებული საქმეა, ივანიშვილს იმიტომ დაუჭირა ხალხმა მხარი, რომ სააკაშვილის გაფუჭებული საქმე გამოესწორებინა, ასევე ხალხი მოითხოვს თანმიმდევრულობას ივანიშვილისგან როცა ის ამბობს, რომ ეს პრობლემა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით უნდა გადაწყდეს, მაგრამ არის ეჭვები ვართ თუ არა საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ვრცლად »

Powered by WordPress