gerbebi_Page_6

ნაც-ქოცური წაჯექ-უკუჯექობანი, ანუ

იკვეთება სურათი   _ ქოცები  ვითომ “ებრძვის” ნაცებს, ნაცები ვითომ “ებრძვის” ქოცებს, სინამდვილეში ერთად ააფეთქეს საყდრისი – ერთად ებრძვიან საქართველოს მომავალს.

საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ბოლო წლების ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ირგვლივ ვითარდება. ამ დიდი ვნებათაღელვის პროცესში მრავალი სახელმწიფოებრივი  პრობლემა გამოიკვეთა. ბოლო წვეთი ნავთი ცეცხლზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში დაასხა.  პრემიერმა ღარიბაშვილმა არაკომპეტენტურობის  და მიკერძოებულობის სამაგალითო ნიმუში გვაჩვენა და მარნეულში უნიჭოდ დაწერილი სცენარის მიხედვით, უნიჭოდ დადგმული სპექტაკლის პრემიერაზე მიიპატიჟა ქართული საზოგადოება. ვრცლად »

giorgadze-1

ხელისუფლება პოლიტიკურ თაღლითობაშია შემჩნეული

ნაცმოძრაობა `ქართულ ოცნებას~ კომფორტული გარემოთი უზრუნველყობს
შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა” 03.04.2015
რამდენად სახიფათოა შიდა კლანური დაპირისპირება და რა პრობლემის წინაშე დგას ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრთა კაბინეტი? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზოვთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით ხელისუფლებისა და საპარლამენტო ოპოზიციის თანამშრომლობას, რომელიც მმართველი კოალიციის მხრიდნ კრიმინალურ დაჯგუფებად იწოდება?
_ თუ ნაციონალური მოძრაობა არის კრიმინალური ბანდა, როგორც ამას პრემიერი და სახელისუფლო დეპუტატები აცხადებენ, გაგვაგებინონ, რატომ ზის პარლამენტში ეს კრიმინალური ბანდა. რატომ იკავებს ეს კრიმინალური ბანდა ასეთ ფართო მასშტაბით მიდიას; რატომ ეძლევა შესაძლებლობა იმისა, რომ მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება, მიიღოს ვიზიტებისთვის დაფინანსება. ქონდეს შესაძლებლობა ყავდეს ცესკოში თუ სხვაგან წარმომადგენლები. თავისთავად აბსურდამდე არის ეს ყოველივე. რომ ერთის მხრივ, ჩვენ ამათ _ ნაცმოძრაობას წარმომადგენლები ჩავსვით ე.წ. საპარლამენტო ნდობის ჯგუფში, რომელსაც ყველა საიდუმლო უნდა ვუთხრათ, გივი თარგამაძე მყავს მხედველობაში და მეორეს მხრივ, ნდობის ჯგუფის შეკრებები არ იმართება იმიტომ, რომ არ შეიძლება თარგამაძემ იცოდეს ეს საიდუმლოებები. აი, ეს შეუსაბამობოები უნდა აღმოიფხვრას. ვრცლად »

gerbebi_Page_6

ალასანიას კარგად უნდა მოეხსენებოდეს, რომ სამხედრო შეიარაღებაზე მოლაპარაკებები უკიდურესად გასაიდუმლოებულ ვითარებაში უნდა მიმდინარეობდეს

„არასერიოზული, უპასუხისმგებლო და დილეტანტური გამოსვლა” – ასე შეაფასა „სახალხო პარტიამ“  თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადება ხელისუფლების მხრიდან ფრანგულ მხარესთან საქართველოსთვის ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო აღჭურვილობის შესყიდვის უფლებაზე მემორანდუმის გაფორმების ხელის შეშლის შესახებ.

“ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მხრიდან უკვე დიდი ხანია გრძელდება სიმულაციები და ინსინუაციები საფრანგეთთან “საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე”. 3 აპრილს კი “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ამ თემაზე ბრიფინგი გამართა. ვრცლად »

giorgi Juruli

გიორგი ჟურული – ქართველი ერი, როგორც მშენებელი. პარიზი 1933

(ეკონომიური ეტიუდი).

ეკონომიურს მეცნიერებაში სახალხო მეურნეობის ვითარების და სინამდვილის გამოსარკვევად, სულ პირველად იხმარებოდა ე.წ. სტატისტიკური მიდგომა მოვლენათა გაცნობიერებისათვის. შემდეგ პერიოდებში კვლევა-ძიების საგნის, ობიექტის, უფრო სრულად დასურათებისათვის იწყეს ანკეტების მოხდენა და ადგილობრივი დაკითხვები; ყველა ეს მოთავდა ცალკე მონოგრაფიების შედგენით, რომლის საშუალებით ხდებოდა უფრო ღრმა შეფასება ეკონომიურ თუ სოციალურ მოვლენათა. დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ამ სამს მეთოდზედ იყო დამყარებული ერის თუ სახელმწიფოს ეკონომიური მდგომარეობის გაშუქება. შემდეგს ეპოქაში, როცა საზოგადოების განვითარება და მისი მოთხოვნილება უფრო მარალ საფეხურზედ ავიდა და მასთან ერთად აიწია ხალხის კულტურული დონე, ჩნდება მთელი რიგი ინსტიტუტებისა, სადაც წინანდელ მეთოდების მოხმარებასთან ერთად, სწარმოებს უფრო ღრმა მეცნიერულის თვალსაზრისით შეფასება სამეურნეო მოვლენათა, მათი ურთი-ერთ შორის დამოკიდებულების გამოცნობით შემჩნეულ ცვლილებების აღწერა-აღნუსხვით, შეფასებით და სხვა… ეს ინსტიტუტები, ამ ჟამად, ნამდვილ მეცნიერულ ლაბორატორიებათ გარდაიქმნენ; მათ ჩვენ ვიხილავთ, როგორც აქ, პარიზში, ესევე გერმანიაში, ინგლისში და ამერიკის შტატებში. ვრცლად »

giorgi gvazava

გიორგი გვაზავა – სიტყვა პარლამენტში 19.01. 1921

გიორგი გვაზავა (1869-1941) პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, პუბლიცისტი და მთარგმნელი. ერევნულ-დემოკრატიული პარტის ერთ-ერთი დამაარსებელი. საქართველოს ეროვნული საბჭოსა და აღმასკომის, აგრეთვე პარლამენტის წევრი და ერევნულ-დემოკრატიული პარტის საპარლამენტო ფრაქცის თავჯდომარე. 1921 წელს წავიდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალულია ლევილის ქართველთა პანთეონში.
მკითხველს ვთავაზობთ გ.გვაზავას სიტყვას, რომელიც წარმოითქვა 1921 წლის 19 იანვარს დამფუძნებელ კრებაზე, საქართველოს კონსტიტუციის განხილვასთან დაკავშირებით (იხ .გაზეთი “საქართველო” 1921 წ. 26 იანვარი, #17, სტილი დაცულია)

ს ი ტ ყ ვ ა ვრცლად »

kedia

ს პ ი რ ი დ ო ნ კ ე დ ი ა – ჩვენი სინამდვილის ანალიზიდან

საქართველოს ეროვნულ_დემოკრატიული
პარტიის პირველი თავმჯდომარე
წერილი ამოღებულია გაზეთ “საქართველოდან”
(1915 წ. #110)

რანაირიც გინდა იყოს საქართველოს აწინდელი ეთნოგრაფიული შინაარსი, ერთი რამ სავალდებულოა: საქართველო უნდა იგულისხმებოდეს ერთ ეროვნულ კომპაქტურ მთელად, რომელიც შექმნილია ერთი მოდგმის ხალხისაგან. მისი საზღვრები უნდა უწევდეს, ვიდრემდე ქართვლის ეთნოგრაფიული ელემენტი მიდის. ამ კანონიერ საზღვრებით შემოსაზღვრულ საქართველოში დღეს უცხო ტომებსაც ჰპოვებთ, ვისაც არც ჩვენ დავუპყრივართ ისტორიულად და ვინც არც ჩვენ დაგვიპყვრია და მასიურ გადმოგვისახლებია. უმეტესი ამ უცხოთაგან შემოსულია თავისი ნებისაებრ თუ შემოპატიჟებით სწორედ იმ დროს, როდესაც ნამდვილი მასპინძლის, თუ საქართველოს ისტორიული მფლობელის სიმაგრეს სიმტკიცის ბჭე ჰქონდა აყრილი. ამ მხრივ, რასაკვირველია, შეუძლებელია, მათ რაიმე პრეტენზია ჰქონდეთ. თავის მხრივ, საქართველოს ეროვნული შეგნება, რომლისათვისაც მობრძანების ნებართვის გამოსათხოვად ერთჯერაც არ მოუმართავთ და არც უცვნიათ საჭიროდ მისთვის ანგარიში გაეწიათ, რასაკვირველია რომ ვალდებულების გარეშე სდგას. ეს მარტივი რამეა, უბრალო გასაგები. კაცისა და ღვთის სამართალს სასაყვედურო არა ეთქმის_რა ქართველისათვის, პირიქით! . . . დღესავით ნათელია, უცხო ტომის ვერც ერთი ჩამომავალი, ვიდრე იგი არ დაჰკარგავდა თავის ეროვნების ძირითად ხასიათებს, თვისი არსების ბუნებრივ სულიერ_კულტურულ ფუნქციით ვერაფერს ქართულს ვერ შეჰქმნიდა; მაშასადამე, მცნება საქართველოს გამდიდრება_დაშინაარსიანებაში იგი ვერც ვერავითარ მონაწილეობას მიიღებდა. თითეულს თავისი საკუთარი “საქართველო” აქვს, რომელიც იქ დაუტოვებია, საიდანაც წამოსულა. ვრცლად »

giorgadze-1

რატომ ებრძვიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 21.09.2009

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიასთან საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება პირდაპირ არის დაკავშირებული მმართველი ჯგუფების პოლიტიკურ მდგომარეობასთან სახელმწიფოში: არჩევნების დროს და კრიზისულ ვითარებაში ფარისევლური მორჩილებით, ბოდიშების მოხდით, შემოწირულობებით ძალაუფლების მპყრობელნი წელში მოხრილები ეახლებიან ხოლმე სასულიერო პირებს, ხოლო როცა ჩათვლიან, რომ თავისუფალი აზრი ხერხემალშია გადატეხილი და მობილიზებას ვეღარ შეძლებს ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის საქომაგოდ (ხელისუფლება ფიქრობს, რომ დღეს ასეთი ვითარებაა), მაშინ შეტევის მთავარი ობიექტი საქართველოს სამოციქული ეკლესია ხდება.
შეტევის უშუალო მიზანია ვრცლად »

gerbebi_Page_6

გიწვევთ ღია დისკუსიაში 8.06.2010

საქართველო ღრმა ქრისტიანული კულტურის ქვეყანაა

საქართველო ღრმა ქრისტიანული კულტურის ქვეყანაა. 326 წლიდან ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიაა, ხოლო 465 წლიდან საქართველოს ეკლესია ავტოკეფალურია. საქართველოს ისტორიის თოთხმეტმა საუკუნემ (V-XVIII) ჩაიარა თითქმის უწყვეტ ბრძოლაში სხვა რელიგიათა მატარებელი, საქართველოზე მრავალჯერადად დიდი სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომელნიც, ყველანი უკლებლივ, თავის შემოტევებში საქართველოზე ისეთივე ძალისხმევით ცდილობდნენ ქართველი ერის მიქცევას უცხო რელიგიისაკენ, როგორითაც საქართველოს მიწის დაპყრობას. საქართველო ზემოხსენებული საუკუნეების მანძილზე იყო ქრისტიანობის ფორ¬პოსტი აღმოსავლეთში. XII საუკუნეში და XIII საუკუნის დასაწყისში, თავისი ყველაზე დიდი სახელმწიფოებრივი აყვავების ხანაში საქართველოს სახელმწიფოს იდეოლოგიის არსებითი პუნქტი იყო საქართველოს ერთერთ უმთავრეს ფუნქციად აღიარება ქრისტიანებისა და ქრისტიანობის დაცვისა კავკასიაში და მის მიმდგომ რეგიონში. ქართველმა ერმა შეგნებულად გაიღო უდიდესი მსხვერპლი ქრისტიანული რელიგიისათვის ბრძოლაში. ვრცლად »

SONY DSC

რა იწვევს ანტიეკლესიურ კამპანიას საქართველოში? 21.10.2009

ქართველი საზოგადოერიობა გაოგნებულია იმ მიზანმიმართული კამპანიით საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და მისი საჭისმპყრობლის წინააღმდეგ, რომელსაც მედიაში ხედავს. ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია, გავუზიაროთ მას არსებული ვითარების ჩვენეული ანალიზის რამდენიმე ხაზი.

საქართველოს იდეოლოგიური ვითარება, რომელიც დღეს ეკრანზე ბატონობს (თუმცა ვერ იბატონებდა, ეკრანზე რომ აზრთა და არგუმენტთა თავისუფალი მეტოქეობა სუფევდეს), ორ მახინჯ მომენტს შეიცავს. პირველია ის, რომ აქ სუფევს ყოვლად გაუმართლებელი, თანამედროვე მეცნიერულსა და ჰუმანიტარულ ცოდნასთან შეუთავსებელი წარმოდგენა ადამიანის რაობასა და ბუნებაზე. ადამიანი არის გონიერი და თავისუფალი არსება (ერთადერთი სულდგმულებს შორის). მის ამ თვისებას _ თავისუფლებას_ ეკრანი გვიხატავს უმართებულოდ გაღატაკებული სახით, სახელდობრ, როგორც საკუთარი ნებისმიერი სურვილისა და მიდრეკილების დაუბრკოლებლად დაკმაყოფილების თავისუფლებას _ ფიგურალურად რომ ვთქვათ, ხელფეხის ქნევისა და ბღავილის, არაფრით არ რეგულირებული სექსუალური ქმედების (პრომისკუიტეტის, `უმცირესობითი~ ორიენტაციის და ა.შ.) თავისუფლებას. მაყურებელს უმალავენ, რომ ადამიანის უმთავრესი თავისუფლება არის გარესამყაროს თავისი შეხედულებისამებრ მართვის თავისუფლება, ანუ სამყაროსთვის იმ სახის მიცემისა, რომელსაც ამ ადამიანს მისივე აზრი და გონება ყველაზე საუკეთესოდ უხატავს ყველა შესაძლებელთა შორის.   ვრცლად »

giorgadze-1

” საქართველომ 25-წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგაც არ იცის, სამაჩაბლოს სამაჩაბლო დაარქვას თუ სამხრეთ ოსეთი”

“სახალხო პარტიის” თავმჯდომარე  მამუკა გიორგაძე  ქართველებისგან სახელდაკარგული  თუ  რუსეთისგან უსახელოდ ანექსირებული  ძველქართული ტერიტორიიისა და  21 მარტის ე.წ. ნაციონალური აქციის  საშიშ პერსპექტივაზე საუბრობს.

-ბატონო მამუკა, რუსეთმა, ბოლოს და ბოლოს,  დაისაკუთრა თუ არა სამაჩაბლო?

-არც უნდა გავიფიქროთ, რომ ეს კუთხე საბოლოოდ დაკარგულია, თუმცა მისი დაბრუნება ჩვენი სახელმწიფოს შრომაზე, ბრძოლაზე, სწორი პოლიტიკური პოზიციის შენარჩუნებაზე, კონკრეტულ ვითარებაში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასა და სახელმწიფოებრივ განწყობაზეა დამოკიდებული.  სამაჩაბლოს დაკარგვა დროებითია, რითიც პუტინი მოჭარბებულ ამბიციებს იცხრობს.

სამწუხაროდ, საქართველომ  25-წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგაც არ იცის, სამაჩაბლოს სამაჩაბლო დაარქვას თუ სამხრეთ ოსეთი.

-კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის ფაქტზე შსს-ს რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს. არის თუ არა მათ მიერ ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლისა და, ზოგადად,  როგორ უნდა ისჯებოდეს სახელმწიფო საიდუმლოების გამცემი და მიმღები პირი? ვრცლად »

Powered by WordPress