gerbebi_Page_6

საყდრისზედ “მგლოვიარე” პოლიტიკურ ძალებს

რამოდენიმე თვეა (საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს აფეთქების მომენტიდან), საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება “ნაციონალური მოძრაობის, მასთან ასოცირებული სხვა პარტიების თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისა,” კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი თავისუფალ დემოკრატების”, რესპუბლიკელების”, “ფორუმის”, მათგან კონტროლირებადი “სამოქალაქო სექტორის” წარმომადგენლების გააქტიურების, შეხვედრებისა და კონსულტაციების შესახებ. ასევე, დროში დაემთხვა პრეზიდენტ მარგველაშვილთან იგივე პოლიტიკური სუბიექტების შეხვედრები და კონსულტაციები. განსახილველი საკითხი საყდრისის აფეთქების ვანდალური აქტის შეფასებაა. პრეზიდენტმა დაგვიანებით, მაგრამ მაინც მკაცრად უარყოფითი შეფასება მისცა ამ ფაქტს. ვრცლად »

ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ელისე (ელდარ ჯოხაძე)

გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას

გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ნიკორწმინდელი მიტროპოლიტის მეუფე ელისეს (ჯოხაძე) გარდაცვალების გამო.

სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდსა და ნიკორწმინდის ეპარქიის სამღვდელო და სამონაზვნო დასს.

ღმერთმა აცხონოს მიტროპოლიტ ელისეს უკვდავი სული. ვრცლად »

gerbebi_Page_6

აჭიმებით ,,რედისონში” 12.03.2015

„სახლხო პარტია“ პრემიერსა და გუბერნატორებს შორის გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. „ივერიონი“ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გუშინ, სასტუმრო “რედისონში”, გაიმართა პრემიერ  ი. ღარიბაშვილის შეხვედრა გუბერნატორებსა და გამგებლებთან. შეხვედრის უმთავრესი მიზანი იყო მძიმე ეკონომიკური ვითარების პირობებში ,,ქამრების შემოჭერის” პოლიტიკის გამოცხადება.

შეხვდრაზე  მნიშვნელოვანი  განცხადებები გაკეთდა,  პრემიერმა ღარიბაშვილმა ჩინოვნიკებს მოუწოდა: “არ გაფლანგონ ის ნდობა, რომელიც “ოცნებას” ხელისუფლებაში მოსვლის დროს ჰქონდა”, მან ასევე ისაუბრა „ხარჯების ოპტიმიზაციაზე” და გამგებლებსა და მერებს მოსთხოვა ისიც, რომ მათ “უარი თქვან წარმომადგენლობით ხარჯებზე”.   ვრცლად »

SONY DSC

ნაცმოძრაობის ერთადერთი შანსი არის ეს ქმედუუნარო ხელისუფლება

შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა” 11.03.2015

შეიცავს თუ არა საფრთხეს საქართველოსთვის ცხილვალში მიმდინარე რუსეთის სამხედრო წვრთნები, აწყობს თუ არა `ოცნებას~ ვადამდელი არჩევნები, რამდენად გამოკვეთილია დღეს ქვეყნის საგარეო კურსი და ვინ არის პასუხისმგებელი იმ პოლიტიკაზე, რომელიც კოალიციური მმართველობის პირობებში ხორციელდება? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავავზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, რა ეტაპზეა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება და რატომ მივედით ასეთ რთულ მდგომარეობამდე?
_ წინასაარჩევნო მიმდინარე პროცესებმა ყველას, ვინც პოლიტიკაში ერკვევა, დაგვანახა, რომ “ქართული ოცნება” მზად არ იყო ხელისუფლებაში მოსასვლელად. დაგვანახა ის, რომ ეს ადამიანები უფრო მეტად გადართული იყვნენ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაზე, და არ სთავაზობდნენ საზოგადოებას, მკაფიოდ ჩამოყალიბებულ პროგრამებს, ხედვებს და ამ პროგრამების რეალიზების გზებს. ემოციურ ფონზე საზოგადოება ამას მაშინ არც ითხოვდა. ამ ფონზე `ოცნების~ წარმომადგენელთა უმეტესობამ დაკარგა თავის თავზე კონტროლი და ისეთი შეპირებები მისცა საზოგადოებას, რომლის შესრულების მექანიზმები დამუშავებული არ ჰქონდა. ვრცლად »

liziko kavTaraZe

როგორ აწამეს ერთ-ერთი პირველი ქართველი დისიდენტი ლიზიკო ქავთარაძე და რას შეახვედრა ის ბედისწერამ მეტეხის ციხეში

2015-02-09     “თბილისელები”
თამუნა ნიჟარაძე

ლიზიკო ქავთარაძე ერთ-ერთი პირველი ქართველი დისიდენტი  იყო, რომელმაც დახურულ გულაგებში უმძიმესი 28 წელი გაატარა. ის ცნობილ ქართულ ოჯახში დაიბადა, სამშობლოს თავისუფლებისათვვის  ბრძოლა „მემკვიდრეობით” ერგო მამისგან, რომელიც ილია ჭავჭავაძის თანამოაზრე გახლდათ. ბედისწერამ კი მას შვილი მეტეხის ციხის საკანში „შეახვედრა”. როგორი იყო ლიზიკო ქავთარაძის მოწამეობრივი გზა, ამის შესახებ  ცნობილ კინოდოკუმენტალისტს, პროფესორ  გია ჭუბაბრიას გავესაუბრეთ. ის ლიზიკო ქავთარაძის დისშვილია და დეიდისა და მისი თანამებრძოლების  ხსოვნას მიუძღვნა წიგნი – „28 წელი გულაგში”. ვრცლად »

gerbebi_Page_6

ხელი უშვით ჩვენს მარადიულ სამკვიდრებელს!

05.03.2015 
მოსაზრება “რეზონანსი” 05.03.2015
ქართველი ერის სიცოცხლე განუყოფელია საქართველოს მიწისგან. ვერც დიასპორის სახით, ვერც საკუთარ ქვეყანაში უმცირესობის სახით ქართველი ერი ვერ იარსებებს. ამას ობიექტური მიზეზები აქვს:
|. ქართველმა ერმა იცის, რომ მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში მისი სამოსახლო მიწა-წყალი დედამიწაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, მის სამეზობლოში კი – საუკეთესო. ეს ქართველს ანიჭებს იმის განცდას (ცნობიერადაც და ქვეცნობიერადაც), რომ მის მიერ გაღებული მსხვერპლი ამ მიწის შესანარჩუნებლად უაზრო არ არის: იგი თავის შთამომავლობას დანარჩენ კაცობრიობასთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. ამიტომ ასეთი მოარული ფრაზები როგორიცაა “მშვენიერი საქართველო”, “ტურფა საქართველო”, “ცა-ფირუზ-ხმელეთ-ზურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო”, “ქართულზე უკეთეს ხილს ვერსად შეჭამ”, “აქაურზე უკეთეს წყალს ვერსად დალევ”, “ჩვენზე უკეთესი საღვინე ყურძენი არსად მოდის” და ა.შ. მხოლოდ ლამაზი სიტყვები არ არის. ქართველმა კაცმა ისტორიულად იცის, რომ საქართველოს მიწის დაკარგვით იგი და მისი შთამომავლობა მომავალს კარგავენ. ვრცლად »

gerbebi_Page_6

მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტია მისი მიწის კანონმდებლობის სტრუქტურა

პაატა კოღუაშვილი, პროფესორი,
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი,
მიხეილ ჯიბუტი, პროფესორი,
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი,
ანზორ მესხიშვილი, პროფესორი,
ეკონომიკის დოქტორი

ამ სტატიის დაწერა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ 2014 წლის 29 დეკემბერს საქარ¬თ¬ველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეტანილ იქნა კანონპრო¬ექ¬ტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესა¬ხებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (http://www.parliament.ge/ge/ law/7964/16269). აღნიშ¬ნუ¬ლი კანონპროექტი აგრძელებს მიწის სამართლის შექმნის „ქართულ ტრადიციას“, როდე¬საც ყოველი მომდევნო საკანონმდებლო აქტი კი არ აუმჯობესებს, არამედ აუარესებს წინას. აღნიშნული კანონპროექტი არ პასუხობს საქართველოში მიწასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაწყვეტის არც ერთ მოთხოვნას და მისი ამ სახით მიღება კიდევ უფრო გაამწვავებს ამ სფეროში არსებულ პრობლემებს.
კანონპროექტის ავტორები განმარტებით ბარათში ვერ/არ ასაბუთებენ მათ მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ნორმების შედეგიანობას, მათ შესაბამისო¬ბას მიწის სამართლისა და ეკონომიკის თეორიებთან, ცივილიზებული მსოფლიოსა და უპირველეს ყოვლისა ევროკავშირის ქვეყნებში მსგავს საკითხებზე არსებულ კანონმდებლობასთან.
ავტორების მიერ არაა მოცემული იმ რეალური გარემოსა და მიზეზების დახასიათება, რომელმაც გამოიწვია ამ ნორმების შემოღების წინადადებების წარმოდგენა:

– კანონის პროექტის განმარტებით ნაწილში არ ჩანს გარკვეულობა იმის თაობაზე, თუ რატომ არის საჭირო, რომ მცირემიწიანი საქართველო თავის მიწას უცხოელებზე ყიდდეს. ნათელია, რომ ამისთვის კანონმდებლის ცნობიერებაში ან ქვეცნობიერებაში ერთადერთი მოტივი არსებობს: `ამას მოითხოვს დემოკრატიული ზრდილობა~. უკიდურესად არადემოკრა¬ტი კანონმდებელი ამით იმშვიდებს `სინდისს~ და ამავე დროს მომგებიან იმიჯს იქმნის მსოფლიოში, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ უცხოე¬ლებზე მიწის განუკითხავი გასხვისება სახელმწიფო ინტერესების თვალსაზრისით მიუღებელია (ამას მეტყველებს მაღალდემოკრატიული დასავლეთის მთელი საკანონმდებლო პრაქტიკა);
– განმარტებითი ბარათიდან არ ჩანს უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენასთან დაკავშირებული ეკონომიკური ანალიზი, ანუ რა რაოდენობის მიწაა შესყიდული, რა ინვესტიციებია განხორციელებული, დამუშავებულია თუ არა მიწა და ა.შ.; ვრცლად »

gerbebi_Page_6

ევროკავშირისა და სხვა ქვეყნის კანონმდებლობა მიწასთან დაკავშირებით

საცნობარო

ავსტრია. ავსტრიაში უცხოელთა მიერ მიწის შეძენა რეგულირდება ცალკეუ¬ლი მიწების კანონებით. მაგალითად, ერთ–ერთი მიწის (ბურგერლანდის) `კანონით უცხოელის მიერ უძრავი ქონების შეძენის შესახებ~, უცხოელი უძრავი ქონების შეძენისათვის საჭიროებს ნებართვას (§13). ნებართვა კი, თავის მხრივ, შეიძლება მიღებული იქნეს თუ „სახელმწიფოებრივ–პოლიტიკური“ ინტერესები არ იქნება შელახული და თუ:
– არსებობს მიწის (ბურგერლანდის) ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული ინტერესი;
– უცხოელი ავსტრიის ტერიტორიაზე მინიმუმ 10 წელი ლეგალურად, კანონიერად იმყოფება და მისი შენაძენით მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ან სხვა საჯარო ინტერესი არ ილახება.
თუ უცხოელს (და მათ შორის არ მოიაზრებიან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მოქალაქეები) ნაყოფიერი, სასოფლო–სამეურნეო მიწის შეძენა სურს, ის ზემოთ მოცემულ ნებართვასთან ერთად საჭიროებს დამატებით ნებართვას რომელიც გაიცემა სპეციალური კომისიის მიერ. ვრცლად »

gerbebi_Page_6

მივიღოთ მიწათსარგებლობის ახალი რეალისტური კანონი!

რეზონანსი 25.02.2015    

თანამედროვე მსოფლიოში შეზღუდული რესურსების, კერძოდ კი, საკვები რესურსების შემცირების პრობლემა სულ უფრო მწვავდება. პირველ რიგში ეს ეხება მიწას და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სავარგულებს, რადგან ეს უკანასკნელი, ანთროპოგენური ზემოქმედების გამო, სულ უფრო მცირდება. თანაც ეს ხდება პლანეტის მოსახლეობის სწრაფი ზრდის ფონზე.

მიწა არის შეუცვლელი, გაუმრავლებელი და ამოწურვადი რესურსი. განსაკუთრებით თანამედროვე მსოფლიოში აქტუალური საკითხია მისი ფასი. მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მცირდება დაუმუშავებელი სოფლის მეურნეობის სავარგულები და აქედან გამომდინარე, იწურება რესურსიც. დამახასიათებელია ამ მხრივ აფწ-ს განცხადება, რომ იაფი საკვების ეპოქა დასრულდა. ვრცლად »

gerbebi_Page_6

სახალხო პარტია – განცხადება

 არაკომპეტენტური, არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების  ქმედება, ქვეყანას  ზარალის მეტს არაფერს მოუტანს

დღევანდელი ხელისუფლება აგრძელებს წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ მავნე პრაქტიკას, როცა ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრის მიერ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხთა გარშემო დასმულ შეკითხვებზე დუმილის პოზიციას ირჩევს, რითაც არღვევს კონსტიტუციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და საკუთარ უნიათობასა და არაქმედითუნარიანობაში იმხელს თავს. თუმცა, ამით ეს თემები საზოგადოების ყურადღების არედან მაინც არ იხსნება. რადგანაც ხელისუფლებას  კითხვები პირდაპირი პასუხი არ გააჩნია და ვერც ამ პარტიებს წამოაძახებს ვერაფერს,  ცდილობს მათი  პოზიციის იგნორირებას, მაგრან წამოჭრილი საკითხი ამით ვერ გვარდება და  ირიბად განსხვავებულ ფორმატში ცდილობს  პასუხის გაცემას. ვრცლად »

Powered by WordPress