საცნობარო
ავსტრია. ავსტრიაში უცხოელთა მიერ მიწის შეძენა რეგულირდება ცალკეუ¬ლი მიწების კანონებით. მაგალითად, ერთ–ერთი მიწის (ბურგერლანდის) `კანონით უცხოელის მიერ უძრავი ქონების შეძენის შესახებ~, უცხოელი უძრავი ქონების შეძენისათვის საჭიროებს ნებართვას (§13). ნებართვა კი, თავის მხრივ, შეიძლება მიღებული იქნეს თუ „სახელმწიფოებრივ–პოლიტიკური“ ინტერესები არ იქნება შელახული და თუ:
– არსებობს მიწის (ბურგერლანდის) ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული ინტერესი;
– უცხოელი ავსტრიის ტერიტორიაზე მინიმუმ 10 წელი ლეგალურად, კანონიერად იმყოფება და მისი შენაძენით მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ან სხვა საჯარო ინტერესი არ ილახება.
თუ უცხოელს (და მათ შორის არ მოიაზრებიან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მოქალაქეები) ნაყოფიერი, სასოფლო–სამეურნეო მიწის შეძენა სურს, ის ზემოთ მოცემულ ნებართვასთან ერთად საჭიროებს დამატებით ნებართვას რომელიც გაიცემა სპეციალური კომისიის მიერ.
დაახლოებით იგივე რეგულირებაა ავსტრიის სხვა მიწების კანონმდებლობებითაც, როგორიცაა მაგალითად, ობეროსტერრეიხის კანონმდებლობა. ის ითვალისწინებს, რომ უცხოელის მიერ ყოველგვარი ქონების შეძენა (ყიდვით, ჩუქებით ან გაცვლით) არ საჭიროებს ნებართვას. მაგრამ უცხოელის მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის (1 ჰექტარზე მეტის) არა თუ შეძენა, არამედ იჯარით აღებაც კი საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.
უძრავ ქონებაზე საკუთრების შეძენის ნებართვა იმ შემთხვევაში შეუძლია უცხოელმა მიიღოს, თუ:
– ის აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელსაც საკუთრების შეძენისას ქვეყნის მოქალაქეც უნდა აკმაყოფილებდეს,
– თუ არ იქნება შელახული ავსტრიის კულტურული, სოციალურ-პოლიტიკური და საჯარო ინტერესი ან უშიშროება,
– სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ინტერესები არ იქნება შელახული.
უცხოელთა მიერ მიწის შეძენის შესახებ ავსტრიის ყველა ფედერაციულ ერთეულში ვხვდებით მსგავს რეგულირებას.
დანიის კანონმდებლობის შესაბამისად, მიუხედავად მისი გარეგნული ლიბე¬რა¬ლური ხასიათისა, აქ ქონების შეძენა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცე¬სია. ქონების შეძენა განსაკუთრებით რთულია არარეზიდენტებისათვის. მათ დანია¬ში არ შეუძლიათ შეიძინონ ქონება გარდა შემთხვევებისა როდესაც:
– ისინი არიან ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები და იურიდიული პირები და მუშაობენ ან საქმიანობენ დანიაში;
– ისინი არიან არაევროკავშირის რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქეები და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში დარეგისტრირებულნი არიან დანიაში, როგორც მუდმივი რეზიდენტები;
– აქვთ მოპოვებული შესაბამისი ნებართვა დანიის იუსტიციის სამინისტროსგან.
მაგალითად, თუ დანიაში ჩასულია სხვა ქვეყნის მოქალაქე ან იურიდიული პირი და მას უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში მუდმივი ცხოვრე¬ბის დამადასტურებელი რეგისტრაცია არ აქვს, დანიის იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე, ის მიწას ვერ შეიძენს. დანიაში ერთ პირს უფლება არ აქვს ჰქონდეს 2 ნაკვეთზე მეტი 24 ჰა საერთო ფართობით, ამასთან, ნაკვეთებს შორის მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 20 კილომეტრს. თუ მაინც არსებობს მოთხოვნა, ვინმეს ჰქონდეს 24 ჰა-ზე მეტი, მაშინ საკითხს მთავრობა იხილავს. მიწის ყიდვა არსად არავის არ შეუძლია, თუ არ დასტურდება მისი წინა საქმიანობით, რომ ის ფერმერია, ან აქვს სპეციალური აგრარული განათლება.
დანიის კანონმდებლობა განსაკუთრებით მკაცრია ზაფხულის დასასვენებელი სახლების შეძენასთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია პოპულა¬რულ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ზღვის სანაპიროზე, სადაც მოქმედი სპე¬ცი¬ა¬ლური შემზღუდავი წესები „ანტი-გერმანული წესებითაა“ ცნობილი. ალბათ მარტივი გასაგებია, რომ ეს რეგულაციები შემუშავებულია გერმანელების მიერ სანაპირო ზოლში საკუთრების შეძენის შესაზღუდავად.
შვეიცარია. უცხოელების მიერ შვეიცარიაში მიწის შეძენა დაშვებულია, თუმ¬ცა მხოლოდ ნებართვის აღების პირობით. შვეიცარიის ფედერალური კანონი უცხო¬ელთა მიერ მიწის შეძენის შესახებ პირველი მუხლით ადგენს ამ კანონის მიზანს. ეს არის: „უცხოეთში მცხოვრებთა მიერ შვეიცარიის მიწის შეძენის შეზ¬ღუდვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული შვეიცარული მიწის „გაუცხოება“. ამ კანონით შეზღუდვები ძირითადად იმ პირებზე წესდება, რომლებიც უცხოეთში ცხოვ¬რობენ და არა იმ უცხოელებზე რომლებიც შვეიცარიაში კანონიერად ცხოვ¬რობენ.
საინტერესოა, რომ კანონის მე-5 მუხლის `ც~ პუნქტით გამოყოფილი არიან უცხოეთში მცხოვრები ის პირები რომლებსაც ამა თუ იმ ქვეყანაში „განსაკუთრე¬ბით კარგი“ მდგომარეობა აქვთ. მე-6 მუხლი კი იქვე განმარტავს თუ რა მოიაზრე¬ბა „განსაკუთრებით კარგ“ მდგომარეობაში. ამ განმარტების თანახმად, აქ იგულის¬ხმებიან ფინანსურად განსაკუთრებით კარგ მდგომარეობის უცხოელები ან რომე¬ლი-მე ქვეყანაში საარჩევნო ხმათა უმრავლესობის მფლობელი ან კიდევ რაიმე სხვა განსაკუთრებული სტატუსის მატარებელი ადამიანები. კანონით მათზე ნებართვის გაცემა შესაძლებელია. მაგრამ კანონი ამ ადამიანებს განსაკუთრებულ კატეგორი¬ად განიხილავს.
ლატვიის მიწის პრივატიზების კანონმდებლობის შესაბამისად ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოს მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს მიწა და ტყე არ შეუძ¬ლიათ შეიძინონ!
თურქეთის კანონმდებლობით უცხოელზე გაყიდული თურქეთის მიწა მთლია¬ნობაში არ უნდა აღემატებოდეს 2.5 ჰექტარს. (გაზრდა, გამონაკლის შემთხვევებში, მაქსიმუმ 30 ჰექტრამდე არის შესაძლებელი). მემკვიდრეობით მიღებულ მიწაზე არ არსებობს შეზღუდვა.
არგენტინა. ახალი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე არგენტინაში განსაზღვრულია ნაყოფიერი მიწის ტერიტორიის ის ოდენობა რომელიც შესაძ¬ლე¬ბე¬ლია, რომ შეიძინონ უცხოელებმა და იმ იურიდიულმა პირებმა რომელთა 51% არის უცხოელთა ხელში (მხოლოდ 1.000 ჰექტარი). უცხოელთა საკუთრებაში შეიძ¬ლება იყოს არგენტინის მთლიანი ტერიტორიის მაქსიმუმ 20%. არგენტინის პრეზი¬დენტი ქრისტინა ფერნანდეს დე ქირხნერი თავის კანონპროექტს მიწის უცხოელთა საკუთრებაში გადაცემის შემოფარგვლის აუცილებლობას შემდეგნაირად ასაბუ¬თებ¬და: „არგენტინა არაა პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავს რეგულირებას აწე¬სებს. ასეთივე რეგულირებები აქვთ ბრაზილიას, კანადას, აშშ-ს და საფრანგეთს. შეზღუდვა დაწესებული აქვთ ასევე სხვა განვითარებულ ქვეყნებს“. სამხრეთ ამე¬რიკის ქვეყნებში განვითარებული ეს ტენდენცია ძირითად იმაზეა დაფუძნებული, რომ მიწის რესურსი ამოწურვადია და მისი უცხოელების ხელში გადასვლა სახელ¬¬მწიფოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებზე მოქმედებს.
გერმანიის კანონმდებლობით უცხოელებს მიწის საკუთრებაში შეძენასთან დაკავშირებით იგივე შეზღუდვები აქვთ, როგორიც გერმანიის მოქალაქეებს. სასოფ¬¬ლო-სამეურნეო მიწის შეძენისთვის აუცილებელია განცხადების წარდგენა, რომე¬ლშიც აღწერილი და დასაბუთებული უნდა იყოს სასოფლო-სამეურნეო მიწის გან¬ვითარების გეგმა. და ასევე ის წინაპირობა, რომ ფიზიკური პირი, რომელიც საკუთ-რებაში იძენს მიწის ნაკვეთს, უნდა იყოს 18 წლის, მიუხედავად იმისა იქნება ის უცხოელი თუ გერმანიის მოქალაქე. მიწის მყიდველი ამ მიწის დამუშავების კონ¬კრე¬ტულ გეგმას წარადგენს და ეს გეგმა უნდა იყოს გერმანიის პოლიტიკურ-სოცი¬ალური ინტერე¬სის შესაბამისი. გერმანიაში საკმაოდ ფრთხილია მიდგომაა სასოფ¬ლო-სამეურნეო მიწის არასათანადო გამოყენებასთან დაკავშირებით, ნებისმიერის, მოქალაქის თუ არამოქალაქის მიერ. ამიტომაც ასეთი ნებართვის მოპოვება სპეცია¬ლური კომისიის თანხმობის გარეშე შეუძლებელია.
რუმინეთი, მოქალაქეობის არმქონე პირებს, უცხოელ ფიზიკურ და იურიდი¬ულ პირებს რუმინეთში მიწის შეძენა მხოლოდ საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, აუცილებლად ნაცვალგების პრინციპით შეუძ¬ლიათ.
ეს ნიშნავს, რომ რუმინეთშიც უცხოელის მიერ მიწის და მათ შორის სასოფ¬ლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა შესაძლებელია ქვეყნებს შორის შესა¬ბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში და ისიც მხოლოდ იმ პირობის გათვალისწინებით, თუ მეორე ქვეყანაც რუმინეთის მოქალაქეებს ანალოგიურ უფლებას მისცემს.
დღევანდელი მდგომარეობით რუმინეთში ევროკავშირის სახელმწიფოთა მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი საცხოვრებელი ადგილი აქვთ რუმინეთში და იურიდიული პირები, რომლებიც რუმინეთში არიან რეგისტრირებულნი სასოფლო-სამეურნეო მიწის შესაძენად აქვთ იგივე უფლებები, რაც რუმინეთის მოქალაქეებს. იმ „ევროკავშირის უცხოელებს“ კი, რომლებიც რუმინეთში არ ცხოვრობენ, რუმი¬ნეთ¬ში მიწის შეძენა შეუძლიათ მხოლოდ ნებართვის მიღების შემთხვევაში.
ევროკავშირის ქვეყნების გარდა, სხვა უცხოელებისთვის რეგულირება არ შეცვლილა. მათ, ისევე როგორც 2007 წლამდე (რუმინეთის ევროკავშირში გაწევრიანებამდე), არა აქვთ უფლება შეიძინონ რუმინეთში მიწის ნაკვეთი.
რუსეთში სულ არის დაახლოებით 400 მილიონი ჰექტარი სასოფლო-სამეურ¬ნეო დანიშნულების მიწა. აქედან 129 მილიონი კერძო საკუთრებაშია. დანარჩენი კი სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება. 2006 წლამდე რუსეთში არსებობდა აკრძალვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვაზე უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ. რადგან რუსეთში ძალიან დიდი გამოუყენებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა, 2006 წელს გაუქმდა მსგავსი აკრძალვა უცხოელებზე. თეორიულად უცხოელს შეუძლია იყიდოს რუსეთში სასოფლო-სამეურნეო მიწა, იმ შეზღუდვების გათვალისწინებით, რომლებიც ასევე ქვეყნის მოქალაქეზე ვრცელდება. მაგალითად, ფედერაციის სუბიექტების კომპეტენციაა – დაად-გინოს მაქსიმუმი იმ მიწისა, რომელიც შეუძლია საკუთრებაში შეიძინოს ერთმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა.
როგორც ჩანს, ზოგადი შეზღუდვა სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელთა მიერ საკუთრებაში შეძენისა რუსეთის კანონმდებლობით არ არსებობს. გარდა ერთი გამონაკლისისა. აკრძალულია რუსეთის სასაზღვრო ტერიტორიასთან არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისება. ასეთი ტერიტორიების ზუს¬ტი დასახელება რამდენიმე წელი უცნობი იყო. მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის 2011 წლის 9 იანვრის ბრძანებით განისაზღვრა ის ტერიტორიები, რომელიც ექცეოდა უცხოელებისთვის შესასყიდად აკრძალულ ტერიტორიების ნუსხაში. საკმაოდ გრძელ სიაში აღმოჩნდა რუსეთის 380 რეგიონალური ქვედანაყოფი. მათ შორისაა შორეუ¬ლი აღმოსავლეთის და ციმბირის ტერიტორიული საზღვრები. ასევე ქალაქი კალი¬ნინ¬გრადი და მის ახლოს მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწები და არასასოფლო-სამეურნეო მიწები. უცხოელებს ეკრძალებათ ასევე უკრაინასთან მოსაზღვრე ქალაქ ბელგოროდის მიმდებარე ტერიტორიებისა და რა თქმა უნდა, ქალაქი სოჭისა და აზოვის ზღვასთან მოსაზღვრე ტერიტორიების მიმდებარე მიწების შეძენა. გრძელ ჩამონათვალში გვხდება ასევე აკრძალვა კრასნოდარის და მთლიანი კავკასიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ სასოფლო სამეურნეო მიწებზე.
უკრაინა. უცხოელი ინვესტორებისთვის საინტერესოა უკრაინის ნაყოფიერი მიწები. უკრაინაში 32 მილიონი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწაა. მიუხედავად იმისა, რომ მიწის ზოგიერთი ნაწილი რადიაციულად დასხივებული იყო, უკრაი¬ნუ¬ლი მიწები მაინც ძალიან ნაყოფიერად ითვლება. ამიტომაც ბუნებრივია უცხოელთა ინტერესი ამ მიწების შეძენაზე. სწორედ ამან გამოიწვია უკრაინაში მიწის მორატო¬რიუმის შემოღება, რომელიც 2012 წლის ბოლომდე კრძალავდა მიწის გაყიდვას (მო¬რატორიუმის მოქმედება გაგრძელებულია). უკრაინაში არ არის დაშვებული უცხო ქვეყნის ფიზიკური პირების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა. თუმცა აქაც მოქმედებს იურიდიული პირის დარეგისტრირების გზით მიწის შესყიდვის სქემები. შესაძლებელია 50 წლიანი იჯარის გაფორმებაც. უკრაინელ მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს კი მიწა აქვთ იჯარით (50 წლამდე). ასევე იჯარით აქვთ უკრაინული მიწის 17 მილიონი ჰექტარი უცხოურ ფირმებს.
მოლდოვას რესპუბლიკის შემთხვევაშიც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნუ¬ლების მიწის შეძენა შეუძლია ნებისმიერ პირს – მოქალაქეს, არამოქალაქეს, ფიზი¬კურ თუ იურიდიულ პირს. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, აქ გამონაკლისია დაშვებული მოქალაქეობის არმქონე პირებსა და უცხო ქვეყნის იურიდიულ პირებზე. მოლდოვის კანონმდებლობის შესაბამისად, ამ უკანა¬სკნელთ არა აქვთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვის უფლება.
ბულგარეთის შემთხვევა ჩვენთვის საინტერესოა, რადგან ეს ქვეყანა, ბუნებ¬რივი და ინფრასტრუქტურული პირობებით ჩვენი მსგავსია. აქ უცხოელ მოქალა¬ქე¬ებს შეუძლიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი ბულგარეთში დაარეგისტრირებენ შეზღუდული პასუხის¬მგებლობის კომპანიას. ეს რეგულაცია უცხოელ (არამოქალაქე) ფიზიკურ პირებს მიწის პირდაპირ შეძენას უზღუდავს, თუმცა იურიდიული პირის დაფუძნების შემდ¬გომ, ეს საკმაოდ მარტივი ხდება.
აღნიშნული რეგულირება ძალიან წააგავს საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე არსებულ ვითარებას.
მოქალაქეობის არმქონე პირებს, უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ბულგარეთში მიწის შეძენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ: თუ ისინი იმ ქვეყ¬ნის მოქალაქეები არიან, რომელთანაც ბულგარეთს 2007 წლის 1 იანვრის შემ¬დეგ შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულება აქვს დადებული; თუ ქონებას მიი-ღებს მემკვიდრეობით; თუ არის ევროკავშირის მოქალაქე, რომელსაც აქვს მუდმივი ადგილსამყოფელი ბულგარეთში; თუ არის ევროკავშირის თვითდასაქმებული ფერ¬მერი და მიწას ბულგარეთში დასასახლებლად და სამუშაოდ ყიდულობს.
მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნებისთვის არსებობს ლიბერალური და „შინაურული“ რეგულირება, ხოლო არაწევრი ქვეყნებისათვის ცალსახად მოქ¬მე¬დებს ზემოთ მოცემული შეზღუდვები და მათ თავისი სახელით ფაქტობრივად არ შეუძლიათ სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა.
უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიწის უცხოელთა საკუთრებაში ქონის შესახებ სულ 4 გადაწყვეტილება მიიღო. თავის ერთ-ერთ გადაწყვეტი¬ლება¬ში, მან განმარტა მიწის საკუთრების ფუნქციები, რათა დაესაბუთებინა ის შეზღუდ¬ვები, რომლებიც მიწის შეძენასთან დაკავშირებით არსებობდა.
უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლო მიწას ხედავს, როგორც საკუთრე¬ბის განსაკუთრებულ ობიექტს, და შესაბამისად, მასთან განსაკუთრებული სამართ¬ლებრივი დამოკიდებულება უნდა არსებობდეს. ის განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მხოლოდ მცირე რესურსი არსებობს და ის სხვა ღირებულებებით შეუცვლელია. ამიტომ მიწის საკუთრების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი არის საჯარო ინტერესი. სასამართლოს აზრით ტყეები და ნაყოფიერი მიწები ისტორიულად ერთობლივად, კოლექტიურად გამოიყენებოდა. ამიტომაც, მისი აზრით, ისტორიიდან მოყოლებული ნაყოფიერ მიწებზე, ისევე როგორც ტყეზე, საჯარო ინტერესი დღესაც არსებობს. უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უცხოელებისადმი მიმართული შეზღუდვა, მიწის საკუთრებაში შეძენისა ლეგიტიმურად ჩათვალა.
ბულგარეთისა და უკრაინის მსგავსი მორატორიუმი მოქმედებდა უნგრეთშიც.
ესტონეთში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლე¬ბის მოსაპოვებლად დადგენილია ესტონეთში ცხოვრების და აგრარულ სექტორში მოღვაწეობის ხანგრძლივობის ცენზი. გარდა ამისა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნუ¬ლების მიწის შესაძენად საჭიროა შესაბამისი მუნიციპალიტეტის თანხმობა. ასევე, კანონმდებლობით განსაზღვრულია მთელი რიგი სასაზღვრო და სტრატეგიული ტერიტორიები, რომლის ფარგლებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულე¬ბის მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის მიყიდვაც აკრძალულია.
ჩეხეთის რესპუბლიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასოფლო-სამეურნეო და¬ნიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება შეუძლია მხოლოდ ცალკეული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ეს საფუძვლებია:
– ქონების მემკვიდრეობით მიღება;
– ქონების იმ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებობა, რომელთაგან ერთ-ერთი ჩეხეთის მოქალაქეა;
– ქონების მიღება გაცვლით სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში, რომელიც ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე¬ობს და სხვ.
პოლონეთის კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქის, აგრეთვე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ან უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ კონტროლირებული სამეწარმეო საზოგადოებების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესაძენად სავალდებულოა საინვესტიციო გეგმის და მის განსახორციელებლად საჭირო ქონების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. ასეთი მიწის შეძენა საჭიროებს შინაგან საქმეთა მინისტრის თანხმობას. ამასთან, კანონით გან¬საზღვრულია ის მაქსიმალური ფართობი, რომლის შეძენაც დასაშვებია უცხოელის მიერ.
ევროკავშირის რიგ ქვეყნებში სახელმწიფო დონეზე (ირლანდია, ჩეხეთი) იკრძალება ან იზღუდება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყ¬ნის მოქალაქეების¬თვის ან არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის გადაცემა.
მსგავსი დამოკიდებულებაა ამ საკითხისადმი თურქეთში, ავსტრიაში, იაპო¬ნია¬ში, ისლანდიაში, ახალ ზელანდიაში, მექსიკაში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრა¬ლიაში. პოლონეთში სანებართვო სისტემა მოქმედებს.
ახალ ზელანდიაში შექმნილია მიწის დაცვის ტრიბუნალი და ეს ორგანო კონკრეტულად განიხილავს 2 ჰა-ზე მეტი მიწის შეს¬ყიდვის მსურველთა ყოველ განცხადებას, დადებითი გადაწყვეტილება კი უამრავი პირობის შესრულებაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია ისიც, რომ თვით ევრო¬კავშირის წევრ სახელმწ¬ი¬ფო-ებს შორისაც შეიძლება იყოს ამგვარი შეზღუდვები, რისი მაგალითიც არის ირლან¬დიის კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც ამ ქვეყანაში 7-წლიანი ცხოვრების ვადაა საჭირო, რათა მიწის შეძენის მსურველმა განცხადებით მიმართოს მიწის კომისიას. საფრანგეთში შეზღუდულია ვენახების (ფრანგი ერის სიამაყის საგანი!) და, განსაკუთრებით, დიდი ფართობის მიწის შეძენა.
აშშ-ში 1978 წელს მიღებულ იქნა ფედერალური აქტი სოფლის მეურნეო¬ბაში საზღვარგარეთული კაპიტალდაბანდებების შესა¬ხებ. მართალია, ამით დაშვებულია უცხო ქვეყნის მოქა¬ლაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვა, მაგრამ ყოველი კონკრეტული შემთხვევა განიხილება ამ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. ძირითადი რეგულირება აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისათვის მიყიდვის საკითხზე ცალკეუ¬ლი შტატის დონეზეა დაწესებული. ამგვარი კანონმდებ¬ლობა აკრძალვების სხვადასხვა დონეს გულისხმობს და უკვე შტატების ნახევარზე მეტშია მიღებული. ამასთან, რაც უფრო სასოფლო-სამეურნეო მიმართულე¬ბისაა შტატის ეკონომიკა, მით უფრო მკაცრია აკრძალ-ვა (ეს მოთხოვ¬ნები განსაკუთრებით ეხება სპეციალურ სასოფლო-სამეურნეო განათლებას, აგრა¬რული შრომის გამოცდილებას, სოფლად ცხოვრებას, სათანადო კაპიტალის ფლო¬ბას და სხვ.), უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შეს¬ყიდ¬ვის სრულ აღკვეთამდე. ამის შედეგია ის, რომ აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწის მხოლოდ 1%-ზე ნაკლები ეკუთვნის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ძირითადად ევროპელები და კანადელები არიან.