„სახლხო პარტია“ პრემიერსა და გუბერნატორებს შორის გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. „ივერიონი“ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„გუშინ, სასტუმრო “რედისონში”, გაიმართა პრემიერ ი. ღარიბაშვილის შეხვედრა გუბერნატორებსა და გამგებლებთან. შეხვედრის უმთავრესი მიზანი იყო მძიმე ეკონომიკური ვითარების პირობებში ,,ქამრების შემოჭერის” პოლიტიკის გამოცხადება.
შეხვდრაზე მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა, პრემიერმა ღარიბაშვილმა ჩინოვნიკებს მოუწოდა: “არ გაფლანგონ ის ნდობა, რომელიც “ოცნებას” ხელისუფლებაში მოსვლის დროს ჰქონდა”, მან ასევე ისაუბრა „ხარჯების ოპტიმიზაციაზე” და გამგებლებსა და მერებს მოსთხოვა ისიც, რომ მათ “უარი თქვან წარმომადგენლობით ხარჯებზე”.
რაოდენ პარადოქსალურიც არ უნდა იყოს, ეს შეხვედრა გაიმართა თბილისის ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმრო ,,რედისონის” დარბაზში.
და ეს არ ხდება პირველად. მთავრობა, სამინისტროები და სახელმწიფო დაწესებულებები სხვადასხვა პროგრამების პრეზენტაციისათვის ხშირად ირჩევენ ძვირადღირებულ დარბაზებს. აღნიშნულ შეხვედრაზე საზოგადოებას აუწყეს, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართებაა
როდესაც აანონსებ მომჭირნეობის პოლიტიკას, ის არ უნდა გააპიარო ძვირადღირებული დარბაზიდან. ეს არის ზოგადად პიარის წინააღმდეგ მიმართული საკუთარი პიარი, რაც შინაარსით ნონსესია! ცნობისთვის, კანცელარიის და სხვა სახელმწიფო დაწესებულების შენობებში მრავალი დარბაზია და კეთილი ინებონ სამუშაო შეხვედრებისთვის ისინი გამოიყენონ.
,,სახალხო პარტია” მოუწოდებს ხელისუფლებას თავი დაანებოს იაფფასიან ტრიუკებს; კალამზე, ფურცელზე და წიგნზე კი ნუ გააკეთებს ეკონომიას, არამედ პიარზე და კომფორტზე და ყოველდღიური საქმიანობით და მიღწეული შედეგებით დაუმტკიცოს მოსახლეობას ხელისუფლების ეფექტურობა.
პ.ს. რადგანაც “ქამრების შემოჭერა” არადამაჯერებელია, უმჯობესია აჭიმების (“პომოჩების”) მოხმარებაზე გადასვლა“,-ნათქვამია განცხადებაში.