პაატა კოღუაშვილი, პროფესორი,
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი,
მიხეილ ჯიბუტი, პროფესორი,
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი,
ანზორ მესხიშვილი, პროფესორი,
ეკონომიკის დოქტორი
ამ სტატიის დაწერა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ 2014 წლის 29 დეკემბერს საქარ¬თ¬ველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეტანილ იქნა კანონპრო¬ექ¬ტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესა¬ხებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (http://www.parliament.ge/ge/ law/7964/16269). აღნიშ¬ნუ¬ლი კანონპროექტი აგრძელებს მიწის სამართლის შექმნის „ქართულ ტრადიციას“, როდე¬საც ყოველი მომდევნო საკანონმდებლო აქტი კი არ აუმჯობესებს, არამედ აუარესებს წინას. აღნიშნული კანონპროექტი არ პასუხობს საქართველოში მიწასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაწყვეტის არც ერთ მოთხოვნას და მისი ამ სახით მიღება კიდევ უფრო გაამწვავებს ამ სფეროში არსებულ პრობლემებს.
კანონპროექტის ავტორები განმარტებით ბარათში ვერ/არ ასაბუთებენ მათ მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ნორმების შედეგიანობას, მათ შესაბამისო¬ბას მიწის სამართლისა და ეკონომიკის თეორიებთან, ცივილიზებული მსოფლიოსა და უპირველეს ყოვლისა ევროკავშირის ქვეყნებში მსგავს საკითხებზე არსებულ კანონმდებლობასთან.
ავტორების მიერ არაა მოცემული იმ რეალური გარემოსა და მიზეზების დახასიათება, რომელმაც გამოიწვია ამ ნორმების შემოღების წინადადებების წარმოდგენა:
– კანონის პროექტის განმარტებით ნაწილში არ ჩანს გარკვეულობა იმის თაობაზე, თუ რატომ არის საჭირო, რომ მცირემიწიანი საქართველო თავის მიწას უცხოელებზე ყიდდეს. ნათელია, რომ ამისთვის კანონმდებლის ცნობიერებაში ან ქვეცნობიერებაში ერთადერთი მოტივი არსებობს: `ამას მოითხოვს დემოკრატიული ზრდილობა~. უკიდურესად არადემოკრა¬ტი კანონმდებელი ამით იმშვიდებს `სინდისს~ და ამავე დროს მომგებიან იმიჯს იქმნის მსოფლიოში, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ უცხოე¬ლებზე მიწის განუკითხავი გასხვისება სახელმწიფო ინტერესების თვალსაზრისით მიუღებელია (ამას მეტყველებს მაღალდემოკრატიული დასავლეთის მთელი საკანონმდებლო პრაქტიკა);
– განმარტებითი ბარათიდან არ ჩანს უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენასთან დაკავშირებული ეკონომიკური ანალიზი, ანუ რა რაოდენობის მიწაა შესყიდული, რა ინვესტიციებია განხორციელებული, დამუშავებულია თუ არა მიწა და ა.შ.;
– როგორია თანაფარდობა საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებულ ინვესტიციებსა და უცხოელების მიერ გაკეთებულ ინვესტიციებს შორის და სხვ. საინტერესოა რომელი ქვეყნის მოქალაქეები ფლობენ მიწას საკუთრებაში, რა წილი მოდის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებზე და როგორია მათ მიერ გაკე-თებული ინვესტიციების ოდენობა, რომ ვიცოდეთ რომელი ქვეყნებიდანაა მიწით სპეკულაციის მაღალი რისკი;
– დადგენილია, რომ მიწის სპეკულაციის საშიშროება უფრო მეტად არსე¬ბობს იურიდიული პირების მხრიდან და შესაბამისად სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი შეზღუდვები უცხოელებისთვის საკუთრების უფლების შეზღუდვაზე ძირითადად მიმართულია იურიდიული პირების მიმართ. ავტორები არ ხსნიან ასეთ პირობებში რამ განაპირობა მათი პოზიცია, რომ საქართველოსი არა მარტო სასოფლო-სამეურნეო პროფილის იურიდიულ პირებს შეეძლოთ სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა, არამედ ნებისმიერ იურიდიულ პირს და მათ შორის ფინანსურ ინსტიტუტებს – განუსაზღვრელი ოდენობით;
_ კანონის ავტორები კვლავ ღიად ტოვებენ პრობლემას მიწის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ნათლად ჩამოყალიბებული თამაშის წესების შესახებ, რომელიც გამორიცხავს/შეზღუდავს არასწორი ინტერპრეტაციებისა და არასამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებას. თანამდებობის პირების მიერ (თუნდაც ჯგუფურად). ამისათვის, სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკის სამი¬ნისტროსთან თეორიულად შესაძლებელია შეიქმნას საბჭო, როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელი ნაწილი, თუმცა მისი მანდატი უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტი¬რებული, რათა არ დარჩეს სივრცე მიკერძოებული გადაწყვეტილებებისთვის.
გაუგებარია თუ რა მიზანს ისახავს კანონპროექტის ბევრი ნორმა, ბუნდოვა¬ნია მექანიზმი მათი რეალიზების და იწვევს ბევრ კითხვა. კერძოდ:
– დასადგენია რა მიზანს ემსახურება მინიმალური ზღვარის დაწესება (5 ჰა ფიზიკური პირისთვის და 20 ჰა იურიდიული პირისთვის). თუ მიზანია ის რომ ნაკ¬ვეთების დანაწევრება არ მოხდეს მაშინ მითითებული უნდა იყოს რომ ნაკვეთის გაყოფა და ნაწილის შეძენა არ შეიძლება და ეს უნდა ეხებოდეს ასევე საქართველოს მოქალაქესაც. ამასთან გაუგებარია როგორ მოხდება პირის მიერ ორი მომიჯ¬ნავე მაგალითად სამ ჰექტრიანი მიწის ნაკვეთის შეძენა, ანუ ეს ნაკვეთები ჯერ უნდა გაერთიანდეს და შემდგომ იქნება მისი ყიდვა შესაძლებელი?
– ბუნდოვანია, რამდენად ეფექტიანია მიწის სპეკულაციის თავიდან ასაცილებ¬ლად ზედა ზღვარის დაწესება მაშინ, როდესაც მოქმედი კანონმდებლობით კერძო ან იურიდიული პირის მიერ შესაძლებელია დაფუძნდეს რამდენიმე იურიდი¬ული პირი და ისე იქნეს შეძენილი სასოფლო სამეურნეო მიწა;
– საკითხავია თუ რამ განაპირობა შეზღუდვების არ გავრცელება, კომერციულ ბანკებზე, მიკრო საფინანსო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე და ვინ არის ის კონკრეტული პირი ვინც ეს ნორმა ჩაწერა კანონის პროექტში;
– გაუგებარია რატომაა საჭირო უცხოელისთვის ნასყიდობის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება, მაშინ როცა საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს ნოტარიუსის გარეშე დადოს გარიგება და ასევე უცხოელს არასასოფლო სამეურნეო მიწის შეძენისას არ მოეთხოვება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება ნოტარიუსთან და სხვ.
***
ქართველი ერისათვის მიწა-წყლის წართმევის მცდელობას იმდენივე ხნის ისტორია აქვს, რამდენიც იმის ცოდნას დანარჩენი მსოფლიოს მიერ, რომ საქართველო “ღვთის მიერ კურთხეული ადგილია”, ანუ, თავისი ფარ-თობისადმი პროპორციის მხრივ, ბუნებისგან ბევრად უფრო უხვად დასაჩუქრებული ადგილია, ვიდრე დედა¬მიწის დანარჩენი ტერიტორია საშუალოდ. ეს მცდელობა ხორციელდება არა მხოლოდ გეოსტრატეგიული ქმედებების დონეზე (დაპყრობა, აყრა და ა.შ.), არამედ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის დონეზეც, სახელდობრ, თვით საქართველოს სინამდვილეში იმგვარი `მშვიდობიანი~ დივერ¬სიული ცვლილებების განხორციელების (ან სათანადო მცდელობის) დონეზეც, რომლებმაც შედეგად უნდა მოი¬ტანოს ფაქტობრივი და ფსიქო¬ლოგიუ¬რი ბმის შესუს¬ტება საქართველოს მიწასა და მის კანო¬ნი¬ერ პატრონს, ქართველ ერს შორის.
საქართველო, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს, როგორც კაცობრიობის ერთ-ერთ ნაწილს. ქართველი ერის უფლებაა, ეს ტერიტორია (მიწა) გამოიყენოს თავისი საზოგადოების მშენებლობისათვის თავისი ფიზიკური, მენტალური, სულიერი შესაძლებლობების, მიდრეკილე¬ბების, ტრადიციებისა და გემოვნების მიხედვით, ანუ ეძებოს საკუთარი გზები კაცობრიობის ერთობლივი მარადიული მიზნებისა და იდეალების რეალიზა¬ციისათვის.
საქართველოს ყველა მოქალაქე განურჩევლად სქესისა, რასისა, ეროვნებისა, აღმსარებლობისა, კანის ფერისა, დაბადების ადგილისა და ა.შ. თანასწორია.
მოქალაქეთა თანასწორობა მდგომარეობს:
ა) თანასწორობაში კანონის წინაშე
ბ) უფლებაში, რომ იგი და მისი შთამომავალნი, აწ და მარადის, საქართველოს მიწა-წყალს და ბუნებრივ რესურსებს განიხილავდნენ როგორც თავის სარჩენ ბაზას და როგორც თავისი ყოველმხრივი თვითრეალიზაციის სივრცეს თანამედროვე ცივილიზაციური დონისა და შესაძლებლობების შესაბამისად.
სახელმწიფო ვალდებულია ყველა კანონმდებლობითი და პრაქტიკული კონკრეტული ღონისძიება იხმაროს, რათა საქართველოს მოქალაქეთა შთამო¬მავლობას შეუნახოს აღნიშნული შესაძლებლობები შეუმცირებებლი სახით.
ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ
_ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, თავისი მოქალაქეების შთამომავლობა დაიცვას არა მხოლოდ სამხედრო, ეკოლოგიური, ეპიდემიური და სხვა მასობრივი კატასტროფებისაგან, არამედ სასურსათოსგანაც (ანუ სტაბილური და მასობრივი შიმშილობისაგან), კონკრეტულად _ მუდმივად და უცვლელად ჰქონდეს ხელთ ის მინიმალური რესურსი, რომ თავის მოსახლეობას (ბუნებრივია, მზარდ თაობათა მანძილზე) ბიოლოგიურად აუცილებელი კალორიები მისცეს. ამისი ერთადერთი რეალური გზაა _ თავის მიერ კონტროლირებადი პოტენციალის საზღვრებში შეინარჩუნოს ის საწარმოო სიმძლავრეები, რომლებიც საკმარისია, რათა თავის მოქალაქეთა შრომის საჭირო ნაწილი საკვებად მოსახმარ მასალად გარდაქმნას. ასეთი საწარმოო სიმძლავრე, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს და ვერ ექნება, არის მხოლოდ მიწა.
_ საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია თავისი მოქალაქის წინაშე, რომ უზრუნველყოს გარანტირებული პირობები იმისა, რომ საქართველოს სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსები არ შემცირდეს, და
_ უზრუნველყოს იმიგრაციის საკმარისად მკაცრი კონტროლი, საქართვე¬ლოს მოქალაქეთა გამრავლების ტემპების გავლით, რომ საქართველოს მოქალაქეთა შთამომავლობა განჭვრეტად მომავალში არ დადგეს სასურსათო, ეკოლოგიური, კრაუდინგული, ეკონომიკური, დემოგრაფიული, სოციალური და სხვა სახის მძიმე გამოწვევების წინაშე.
იმიგრაციული ნაკადების უკონტროლობა და საქართველოს მოქალაქეების უკიდურესი გაღარიბება უკვე იმის სრულიად რეალურ საფრთხეს ქმნის, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის დიდი ნაწილი სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა ხელში აღმოჩნდება. თან ეს ქვეყნები (ჩინეთი, ინდოეთი, არაბეთის რიგი სახელმწიფო, თურქეთი, ირანი, ისრაელი), რომლებიც უკვე გამოხატავენ ქართული მიწით დაინტერესებას, გამოირჩევიან უმწვავესი ჭარბმოსახლეობითYდა მცირემიწიანობით. ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობა იმისა, რომ ეს პროცესი ინვესტიციების მოზიდვით გაამართლონ (სოფლის მეურნეობაა არაა ინვესტიციატევადი დარგი და აქ ინვესტორის წახალისების პოლიტიკა ყველაფრის ფასად არ უნდა ტარდებოდეს) _ თანაც გვმოძღვრავენ და გვამშვიდებენ, `მიწას ზურგზე ხომ არ მოიკიდებენ~. არ მოიკიდებენ, მაგრამ ამ მიწაზე დამკვიდრდებიან და ძალიან დიდი რაოდენობითაც, თუ დროზე არ მოვედით გონს, რადგან ამ ქვეყნების დემოგრაფიული და ეკონომიკურ-საფინანსო პოტენციალი იძლევა ვითარების დროის უმოკლეს პერიოდში შეცვლის პროგნოზს. უკვე ვხედავთ ამ პროცესის შედეგებს. სახეზეა მოსახლეობათა ურთიერთშეუსატყვისობა, ისტორიის, ზნე-ჩვეულებების (ტრადიციის), რელიგიის, ზოგადკულტურული ფონისა და აქსიოლოგიური ფონის მხრივ, მით უმეტეს _ ენის მხრივ. სტატუსდაკარგული ქართული სოფელი კარგავს ისტორიულ, სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ ფუნქციას. ამიტომაც იზრდება დაძაბულობა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში მცხოვრებ მკვიდრ მოსახლეობასა და ჩამოსახლებულ უცხოელებს შორის.
საქართველოს მმართველი ხელისუფლების აგრარული პოლიტიკის სტრატეგია უნდა ემყარებოდეს იმის გათვალისწინებას, რომ:
_ მიწა ერისთვის მისი სახელმწიფო ტერიტორია, სასიცოცხლოდ აუცილებელი ბაზაა, რომე¬ლიც არ¬სე¬ბი¬თად განსაზღვრავს ქვეყ¬ნის პოლიტიკური და ეკონომიკური და მოუკიდებლობის ხარისხს და ფაქტობრივად წარმო-ადგენს მო¬ცე¬მულ სივრცეში ერის არსებობისა და შემოქმედების აუცილებელ პირობას.
_ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო და საზოგადოება მიწის საკითხს უდგება საკუთარი ეროვნული და საზოგადოებრივი მიზანშეწონილობის მიხედვით: თუ საკუთრების კლასიკური გაგება წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოებრივ ინტერესებთან, უყოყმანოდ იწირება თეორია. ამ მხრივ დასავლური სახელმწიფოები არავითარ სიმორცხვეს არ ამჟღავნებენ;
_ ამჟამად პლანეტაზე მიწის ერთი ნაგლეჯიც კი არ არის თავისუფალი და, თუ გადავხედავთ თანამედ-როვე კონფლიქტების უმრავლესობას, მათი მიზეზი სწორედ ტერიტორიული დავაა.
_ საქართველოს რესურსულ პოტენციალში მიწას, როგორც უვადო ეკონომიკურ აქტივს, განსაკუთრებული მნიშვ¬ნე¬ლობა ენიჭება;
_ საქართველოში გაეროს სპეციალური მეთოდიკით გაანგარიშებული ნივთობრივი სიმდიდრე 1990 წელს სულ 275 მლრდ დოლარის ტოლფასი იყო, რომელშიც მიწას 54,3% ეკავა;
_ მიწა არა მხოლოდ პროდუქცი¬ის წარმოების წყაროა, არამედ ქართული ფენომენის განმტკიცების ფაქტორი;
_ ქვეყნის სიძლიერე გლეხკაცის მიწასთან მარადი¬ულ კავშირშია;
_ გლეხკაცი სოფლის მაცოცხლებელი და გარდამქნელია;
_ მი¬წი¬სა¬გან გლეხ¬კა¬ცის მოწ¬ყვეტა გა¬მოიწვევს, სოფ¬ლის, როგორც ეროვნუ¬ლი კულტუ¬რის სა¬ძირ¬კვლის, ყო-ფაც¬ხოვ¬რე¬ბის წე¬სის შე¬მოქ¬მე¬დის, შემ¬ნახ¬ვე¬ლი¬სა და გან¬მა¬ახ¬ლებ¬ლის ფუნ¬ქცი¬ის მოშ¬ლა¬ს.
_ სამშობლოს დაცვით ქართველი გლეხკაცი თავის პირად მამაპაპურსაც, თავის `მამულსაც~ იცავდა. სხვა სიტყვით: თავის პირად მამულს იგი თავისი დიდი მამუ¬ლის _ თავისი სახელმწიფოს _ დაცვის სახით იცავდა.
***
კანონპროექტის ამ სახით მიღება არ შეიძლება იმიტომაც, რომ მასში არ არის გათვალისწინებული არც მსოფლიოში საკვებთან დაკავშირებული მდგომარე¬ობა და არც სხვა ქვეყნის გამოცდილება.
თანამედროვე მსოფლიოში საკვების პრობლემა სულ უფრო მწვავდება. ეს პირველ რიგში დაკავშირებულია მიწის და განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შეზღუდულობითა (რომელიც ანთროპოგენური ზემოქმედების გამო, სულ უფრო მცირდება), და დედამიწაზე მოსახლეობის სწრაფი ზრდის გამო. ამას ემატება საკვებ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. ნიშანდობლივია ამ მხრივ FAO-ს განცხადება, რომ იაფი საკვების ეპოქა დასრულდა.
თავის პასუხისმგებლობას მოქალაქის წინაშე საქართველოს სახელმწიფო ვერ განახორციელებს და, შესაბამისად, მას თავის მოქალაქეობრივ მოვალეობათა შესრულებას სრულფასოვნად ვერ მოსთხოვს, თუ მისი თავისრჩენის მთავარი ბაზა – სასოფლო-სამეურნეო მიწა – მნიშვნელოვნად შევიწროებული იქნება მასზე საკუთრების მხრივ.
მიწა არის შეუცვლელი, გაუმრავლებელი და „ამოწურვადი“ (შეზღუდული) რესურსი. გერმანიის საკონსტიტუციო ფედერალურმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში (VerfGE 21, 37 [82] და BVerfGE 21, 73) განმარტა: „იმ გარემოებიდან გამომდინა¬რე, რომ მიწა არ ექვემდებარება გამრავლებას და შეუცვლელია, აკრძა¬ლულია მისი გამოყენების სრულად მინდობა და დათმობა თავისუფალი ძალების განუ-საზღვრელი თამაშისა და ცალკეული პირის შეხედულებისთვის. სამართლიანი სამართლებრივი და საზოგადოებრივი სისტემა მოითხოვს მიწის მიმართ საზოგა¬დოებრივი ინტერესების მეტად გათვალისწინებასა და გამოხატვას, ვიდრე სხვა ქონებრივი სიკეთეების შემთხვევაში“… „ის გარემოება, რომ მიწა შეუცვლელია და ამასთან ერთად არ ექვემდებარება გამრავლებას, კრძალავს, რომ იგი სრულად მინდობილი და დათმობილი იქნეს თავისუფალი ძალების განუ¬საზღვრელი თამაშისა და ცალკეული პირის შეხედულებისთვის. არც სახალხო-სამეურნეო მოსაზრებიდან და არც მისი სოციალური მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ შეიძლება მიწა ავტო¬მატურად გაუთანაბრდეს სხვა ქონებრივ სიკეთეებსა და ღირებულებებს, სამარ¬თლებრივ ბრუნვაში კი იგი ვერ იქნება მიჩნეული და მიღებული, როგორც უძრავი ქონება“.
ამავე დროს არც ერთ თანამედროვე ქვეყანაში, მიწაზე საკუთრება არ წარ¬მო¬ადგენს აბსოლუტურ უფლებას (გამოყენების და ბოროტად გამოყენების უფლე¬ბა), არამედ ის რეგულირდება სხვადასხვა ნორმატიული აქტით. თუ როგორია ეს რეგულაციები ამის შესახებ სტატიის ბოლოს მოცემულია საცნობარო მასალა, რომელიც მრავალგზის გამოქვეყნდა, ცნობილია ხელისუფლებისთვისაც, მაგრამ არ ხდება მისი გაზიარება. ამის საშუალებას ხელისუფლებას აქვს იმიტომ, რომ მიწას¬თან დაკავშირებული კანონმდებლობა დღემდე არ არის მოქცეული ერთიანად საქართველოს მიწის კოდექსში. აქედან გამომდინარე აიღება რაღაც ერთი საკითხი (მოცემულ შემთხვევაში უცხოელებზე მიწის მიყიდვის საკითხი), რომელიც წარმო¬ადგენს რომელიღაცა პარტიის ან ჯგუფის ინტერესს და ხდება იმ საკითხთან დაკავშირებული ფრაგმენტული საკანონმდებლო აქტის მიღება.
მოსახლეობის ზრდასთან და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოთხოვ¬ნის ზრდასთან ერთად მცირდება დაუმუშავებელი სოფლის მეურნეობის სავარ¬გუ¬ლები და აქედან, გამომდინარე, იწურება რესურსიც სწორედ ამიტომ, მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო განსა¬კუთრებით ფრთხილად ეკიდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკითხს და გამორჩეული სიფრთხილით მის უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხს და ეს სფერო უმკაცრესი რეგულაციით გამოირჩევა.
ვისაც არ უნდა ეხებოდეს საკითხი – საქართველოს მოქალაქეს, თუ უცხო¬ელს, სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება ყოველთვის უნდა იყოს სახელმწი¬ფოს მიერ კონტროლირებადი პროცესი. რადგან მიწა არის არა მხოლოდ ეკონომი¬კური, არამედ სოციალური და კულტურული ფასეულობა (ავსტრიის საკონსტიტუ¬ციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცხოელის მიერ უძრავი ქონების შეძენის კანონის კონსტიტუციურობის შესახებ #88/1994).
რაც შეეხება უცხოეთის ქვეყნის მოქალაქეს, აქ მიდგომა ყველა ქვეყანაში ერთია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.
მიწის გასხვისება უცხოელებზე ქვეყნის სასიცოცხლო ამოცანებთან და საზო¬გადოებრივ ინტერესთან შეუთავსებელადაა მიჩნეული.
სასოფლო-სამეურნეო მიწა ნებისმიერ სახელმწიფოში სტრატეგიული დანიშ¬ნულების ობიექტადაა მიჩნეული და ამ ტიპის მიწის უცხოელებზე (მოქალაქეობის არმქონე პირებზე) გასხვისება ძირითადად შეზ¬ღუდულია ან დაშვებულია მხოლოდ გარკვეული და კონკრეტული წინაპირო¬ბებით.
იურიდიულ პირებთან დაკავშირებით ყველა ქვეყანაში არსებობს მათ მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვაზე შეზღუდვები: ზოგან, ესაა აქ გარკვეული რეგულაციები, წინაპირობები, სახელმწიფო ორგანოების მიერ სპეციალური, დამა¬ტებითი ნებართვები და ა.შ. ხოლო ზოგ შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვაზე პირდაპირი აკრძალვები.
საქართველო ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ქვეყანაა. მიმდინარეობს აგრარული რეფორმა, რომლის მიზანი არ უნდა იქნეს დაყვანილი მიწის გაყიდვა¬ზე. სასურსათო უსაფრთხოება, ქართული სოფელი, ეფექტიანი სოფლის მეურნეო¬ბა, იმპორტჩამნაცვლებელი წარმოება და სხვა არის ამ რეფორმის სამიზნეები. სწორი ხედვის, სტრატეგიისა და შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივისთვის აუცილებელია კვალიფიციური ანალიზის გაკეთება. ამასთან შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო პოლიტიკა უდავოდ უნდა უზრუნველყოფდეს მიწის ეფექტიან გამოყენებას, თუმცა ეს მიღწეული უნდა იყოს არა მესაკუთრეობაზე შეზღუდვე¬ბით, არამედ მიწათსარგებლობის მონიტორინგის საშუალებით, რისთვისაც შესაბა¬მისი ინსტიტუციური ცვლილებები იქნება საჭირო, რომელიც უზრუნველყოფს როგორც მიწათსარგებლობის მონაცემთა განახლებადი ბაზის შექმნას, ასევე მიწათ¬სარგებლობის მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ფუნქციონირებას. სისტე¬მის მოწესრიგებამდე პოლიტიკა უნდა იყენებდეს წახალისების მეთოდებს. ამის საწინააღმდეგოდ თუ ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა მიწის არგამოყენებისთვის სანქციების შემოღება – ის არცერთ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს მიწის რეფორ¬მის ფარგლებში პრივატიზებულ მიწებს.
სამართალი ვერ იქნება გულგრილი საკუთრების სოციალური დატვირთვი¬სად¬მი, რადგან სწორედ აქ მჟღავნდება საკუთრების მიერ შესასრულებელი ამოცანა, მისი ადგილი, როლი და მნიშვნელობა. ამიტომ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო ერთია¬ნად მოითხოვს როგორც კერძო საკუთრების თავისუფლებას, ისე მისი შეზღუდვის აუცილებლობას საჯარო მიზნებისთვის. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიც ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრებაში ჩართვის შესაძლებლობას, კერძოდ კი, საკუთრების უფლების შეზღუდვას და საკუთრების ჩამორთმევას.
წარმოდგენილი კანონპროექტი რომ არ იყოს მიუღებელი შინაარსობრივად და გვთავაზობდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესა¬ხებ“ საქართველოს კანონში შევიდეს, თანამედროვეობასთან მორგებულად ჩამოყა¬ლიბებული გრძელი რიგი ცვლილებების, ესეც არ იქნება საკმარისი. სწორი გადა¬წყვეტილება კონსტიტუციურია: აუცილებელია, რომ კანონში უკვე არსებული სწო¬რი განსაზღვრებებთან ერთად დღევანდელ მიწის რეფორმის „საგზაო რუკაში“ არსებულ პროპორციათა გათვალისწინებით, მათი სიმწვავისა და მნიშვნელობის მიხედვით შედგენილი ნორმებით აწყობილ იქნეს ახალი სისტემა, მიწათსარგებლობის ახალი კანონის (მიწის კოდექსის) მიღება (და არა ძველის ჩასწორება).
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამ ახალ განსაზღვრებათა შორის არის ის, რომ აუცილებელია დაწესდეს (ძირითადი პრინციპების სახით მაინც) სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის მსურველ უცხოელთა მიმართ საერთაშორისო პრაქტიკა¬ში მიღებული შემდეგი შეზღუდვები:
ა) უცხოელის მიერ (რომელმაც უნდა მოიპოვოს ფერმერის სტატუსი) საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა დაშვებულია მინიმუმ ხუთი (5) ჰექტრის ოდენობით, ხოლო მეტის შემთხვევაში მთავრობის შესაბამისი სტრუქტურის გადაწყვეტილებით (საქართველოში ადგილებზე ბიოგეოკლიმატური პირობებიდან გამომდინარე). ამასთან, ამ კატეგორიის პირთა საკუთრებაში ჯამურად შეიძლება იყოს დამუშავებაში მყოფი (სახნავ-სათესი და მრავალწლიანი კულტურებით დაკავებული) სასოფლო-სამეურნეო მიწის მხოლოდ 5%;
ბ) სასოფლო-სამეურნეო მიწა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისამებრ, ისე რომ მისი ფუნქციობა შეესაბამებო¬დეს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნებს;
გ) საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა შეუძ¬ლია საქართვე¬ლო¬ში რეგისტრირებულ მხოლოდ იმ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც არის სასოფლო-სამეურნეო საწარმო დაარსებული საქართველოს მოქალაქეების მიერ, ან, რომელშიც საქართველოს მოქალაქე წილობრივად ფლობს 50%-ზე მეტს და რომელსაც გააჩნია ფერმერის სტატუსი. მას შეუძლია შეიძინოს მინიმუმ ხუთი (5) ჰექტარი, ხოლო მეტი ოდენობის მიწის შესაძენად საკითხი წყდება მთავ¬რობის შესაბამისი სტრუქტურის გადაწყვეტილებით (საქართველოში ადგილებზე ბიოგეოკლიმატური პირობებიდან გამომდინარე). ამასთან, ამ კატეგორიის პირთა საკუთრებაში ჯამურად შეიძლება იყოს დამუშავებაში მყოფი (სახნავ-სათესი და მრავალწლიანი კულტურებით დაკავებული) სასოფლო-სამეურნეო მიწის მხოლოდ 5%;
დ) უცხოელი, რომელსაც სურს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა, უნდა:
_ კანონიერად და უწყვეტად ცხოვრობდეს საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში და ამავე დროის მანძილზე ეწეოდეს სოფლის მეურნეობას;
– წარმოადგინოს მიწაზე სამოქმედო საინვესტიციო გეგმა, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების ინტერესებთან;
– ჰქონდეს სპეციალური სასოფლო-სამეურნეო განათლება ან/და სოფლად ცხოვრების და აგრარული შრომის ხუთწლიანი გამოცდილება;
– ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის საჭირო კაპიტალს;
ე) სასოფლო-სამეურ¬ნეო მიწის ყიდვა-გაყიდვა თავისუფალია მხოლოდ საქართველოს მოქალაქე სოფლის მეურნის სტატუსის მქონე პირებს შორის;
ვ) კანონში ასევე უნდა იყოს განსაზღვრული თუ ვის ექნება უპირატესი უფლება (პრიორიტეტი) მიწის შეძენაზე;
ზ) სახელმწიფო საზღვრის 5-20 კმ (საზღვრის სპეციფიკიდან გამომდინარე) ზოლში სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება დაუშვებელია;
თ) საქართველოს მთავრობასთან შეიქმნას მიწის დაცვის ტრიბუნალი (მიწათ¬სარგებლობის კომისია), რომელიც განიხილავს საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქა¬ლაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შეს¬ყიდვის, იჯარით აღებისა და მიწის კატეგორიის შეცვლის მსურველთა ყოველ კონკრეტულ განცხადებას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
მიწის კოდექსში უნდა ჩამოყალიბდეს ნორმები `სოფლის მეურნის (ფერმერი) სტატუსის შესახებ~, რომელიც უნდა გავრცელდეს, როგორც ქართველ ისე უცხო¬ელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.
აგრეთვე ნორმატიულად უნდა განისაზღვროს `სოფლის სტატუსი~ და დამ¬კვიდრდეს სოფელში თვითმმართველობა, რადგან დღეს ქართული სოფელი მხოლოდ გეოგრაფიული დასახელების ფუნქციის და არა ტერიტორიული და სოციალური ერთეულისA მატარებელია.
მიწის რაციონალური გამოყენების მიზნით აუცილებელია მიწათსარგებ¬ლო¬ბაზე მონიტორინ¬გის დაწესება, რომელიც თავის მხრივ უნდა ფუნქციონირებდეს მიწის საინფორმაციო სისტემის შემადგენლობაში. დღეისათვის ქვეყანას მიწის საინფორმაციო სისტემა არ გააჩნია და ის ჩამოსაყალიბებელია. ასეთ სრულ გაუ-გებრობაში მიწის უცხოელებზე გაყიდვა დაუშვებელია.
არსებობს გამოსავალი?
სასოფლო-სამეურ¬ნეო მიწის საბაზრო ეკონომიკურ სისტე¬მაში (ბრუნვაში) მოქცევის არა ერთი, არამედ, ორი გზა არსებობს: პირველი _ მიწის კერძო საკუთრება და მეორე _ მიწის გრძელვადიანი გასხვისებადი იჯარა.
მოუწესრიგებელი და ტრანსფორმირების პროცესში მყოფი საქართველოსათვის უცხოელების მიმართ, ძირითადად ეს უკანასკნელი ფორმა უნდა იქნეს გამოყე¬ნებული. ეს ფორმა იგნორირებულ იქნა საქართველოში `სასოფლო-სამეურნეო და¬ნიშნულების მიწის იჯარის შესახებ~ საქართველოს კანონის გაუქმებით. აუცილე-ბელია მიწის საიჯარო ურთერთობების რეგულაციები სრულად იყოს მოცემული მიწის კოდექსში.
სახელმწიფოებრიობის პრინციპთა კონტექსტში მიწის მაღალ რანგში აყვანა კანონმდებელს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ თავისი ქვეყნის მოქალაქეების, საზოგადოების, საჯარო ინტერესის სასარგებლოდ და მიწის სოციალური დანიშ¬ნულების ხასიათიდან გამომდინარე შეუზღუდოს უცხოელს ამ სიკეთით სარგებლობის უფლება.
საქართველოს გააჩნია იმის ინტელექტუალური პოტენციალიც, რომ პოლიტიკური ნების პირობებში, უმოკლეს ვადაში შექმნას სრულფასოვანი მიწის სამართლის კოდიფიცირებული საქართველოს კანონი – მიწის კოდექსი.
საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აქვს შანსი მიაღწიოს წარმატებას აგრარულ და მთლიანად ქვეყნის განვითარების საქმეში, თუ გაუჭიანურებლად იტყვის უარს წარმოდგენილ კანონპროექტზე, მიიღებს დროებით ნორმებს იმ უცხოელებთან დაკავშირებით, რომელთაც უკვე მოახდინეს სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით აქტივობები, მთავრობა აიღებს ვალდებულებას 3-4 თვეში მიწის სრულფასოვანი კოდექსის პროექტის შესაქმნელად და გააპიროვნებს ვალდებულებას, პროექტის შემუ¬შავების პროცესში ჩართოს მეცნიერები, სპეციალისტები, შემდგომ მოაწყოს პროექტის საჯარო განხილვები საზოგადოებაში, სამეცნიერო და აკადემიურ წრეებში და ამის შემდეგ მიღებული კოდექსის საფუძველზე, რო¬მე¬ლიც იქნება მის ირგვლივ საზოგადოების მაღალი კონსოლიდაციის საშუალებაც, მისი დანერგვით მიაღწიოს კონკრეტულ წარმატებებს. სხვა გზა ხელისუფლებისათვის პოლიტიკუ¬რად მოლიპულია, ქვეყნისათვის კი – მავნე.
ფაქტები, არგუმენტები და საერთაშორისო პრაქტიკა იძლევა საფუძველს, დავასკვნათ, რომ მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტია მისი მიწის კანონმდებლობის სტრუქტურა. ხელისუფლება კანონმდებლობას უნდა არეგულირებდეს იმდაგვა¬რად, რომ დაცულ იქნეს, როგორც საქართველოს მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების, ასევე, სახელმწიფოს პოლიტიკური ინტერესები და მათი ბალანსი.
მინაწერი: კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში ქართული საზოგადოების „ზურგს უკან შევიდა“- მის შესახებ რაიმე საჯარო განხილვა არ მომხდარა. საზოგადოებამ კანონპროექტზე მსჯელობა დაიწყო მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტის ელექტრონულ გვერდზე ის გამოქვეყნდა და გახდა ცნობილი. კანონპროექტმა ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შეფასება დაიმსახურა. მასზე არც ერთი დადებითი გამოხმაურება არ ყოფილა საჯარო სივრცეში. სიტუაციის გადარჩენა ეტყობა „თავის თავზე აიღო“ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ და მისი ხელმძღვანელობით რამოდენიმე დღეში შეიქმნა ე.წ. „ალტერნატიული ვარიანტი“. ჩვენ ხელთ არ გვაქვს ოფიციალური ვერსია და სამუშაო ვერსიის საფუძველზე ბუნებრივია განხილვას ვერ შევთავაზებთ მკითხველს. თუმცა ერთის თქმა კი შეგვიძლია: თუ ბატონი ტყემალაძე ეცდება ის სულისკვეთება გადაიტანოს ოფიციალურ ვერსიაში, რაც სამუშაო ვარიანტშია და რომელიც იურიდიული პირების ინტერესების ლობირებითაა გაჟღენთილი, და პარლამენტს შესთავაზოს როგორც ალტერნატივა – ეს იქნება ქართველი ხალხის მოტყვილების მცდელობა ამერიკული სერიალიდან: „ცუდ“ ბიჭებს როგორ დაუპირისპირდნენ „კარგი“ ბიჭები. ეს არ გამოვა. ჩვენი ვალია აკადემიურად გავაფრთხილოთ ის, რომ ქართული მიწის განიავების ხელის შეწყობის შემთხვევაში ბატონი ტყემალაძე პერსონალური პასუხისმგებლობით წარსდგება ქართველი ხალხის სამსჯავროზე.