gerbebi_Page_6

მივიღოთ მიწათსარგებლობის ახალი რეალისტური კანონი

საქართველოს პარლამენტს
თანამედროვე მსოფლიოში შეზღუდული რესურსების – კერძოდ, საკვები რესურსების შემცირების – პრობლემა სულ უფრო მწვავდება. ეს პირველ რიგში ეხება მიწას და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სავარგულებს, რადგან ეს უკანასკნელი, ანთროპოგენური ზემოქმედების გამო, სულ უფრო მცირდება, და ეს ხდება პლანეტის მოსახლეობის სწრაფი ზრდის ფონზე. დამახასიათებელია ამ მხრივ FAO-ს განცხადება, რომ იაფი საკვების ეპოქა დასრულდა. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო განსა-კუთრებით ფრთხილად ეკიდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხს და ეს სფერო უმკაცრესი რეგულაციით გამოირჩევა.
მიწა არის შეუცვლელი, გაუმრავლებელი და „ამოწურვადი“ (შეზღუდული) რესურსი. განსაკუთრებით თანამედროვე მსოფლიოში აქტუალური საკითხია მისი ფასი. მოსახლეობის ზრდასთან და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად მცირდება დაუმუშავებელი სოფლის მეურნეობის სავარ¬გუ¬ლები და აქედან გამომდინარე, იწურება რესურსიც. ამიტომაც მიწის განუსაზღვრელი ოდენობით გასხვისება უცხოელებზე ქვეყნის სასიცოცხლო ამოცანებთან და საზოგადოებრივ ინტერესთან შეუთავსებელია. ვრცლად »

gerbebi_Page_6

ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე სხვებმა ადრევე შეუქმნეს

 ”ახალი თაობა” 21.02.2015

საქართველოში შექმნილ რთულ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ ყოფილ პოლიტპატიმარ ჯემალ გუნდიშვილს ესაუბრა

მარიკა მჭედლიშვილი

_ „თავისუფალი დემოკრატები“ უკვე მეორედ ტეხენ განგაშს იმაზე, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე შექმნა. საფუძვლიანია ეს შეშფოთება?

_ ამ განცახებას რომ აკეთებენ „თავისუფალი დემოკრატები“, მაშინ ისიც თქვან, როდის არ იყო ეს კურსი საფრთხეში? რა, ნაციონალების მმართველობის დროს ამ მხრივ ყველაფერი იდეალურად იყო? ნაციონალები ევროატლანტიკურ კურსს აგრესიული ტონით სთავაზობდნენ მოსახლეობას, ამასთან, თავისივე ქცევით ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ხალხს ამ კურსზე გული აეცრუებინა. მაშინ არ დადგა საფრთხის ქვეშ ევროატლანტიკური კურსი, როცა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ნატოს ტექნოლოგიებით აღჭურვილი საჰაერო თავდაცვა უნდა შევქმნათ? ან როცა ითქვა, რომ სირიის ოპოზიციის მებრძოლები უნდა მომზადდნენ საქართველოში და ამისათვის სასწავლო ცენტრი უნდა გაკეთდეს? ეს არის გამომწვევი და პროვოკაციული განცხადებები.სიტუაცია კი ჰგავს იმას, როცა უიარაღო კაცი ჩხუბს უწყებს ავტომატებით შეიარაღებულ ბანდიტებს იმის იმედად, რომ ვიღაც მოვა და უშველის. ასეთი უიარაღო ინსპირატორი ბოლოს ხახამშრალი დარჩება. ვრცლად »

SONY DSC

ინტერვიუს “სახალხო პარტიის” თავმჯდომარე – მამუკა გიორგაძესთან

შორენა კოწოწაშვილი  ”ახალი თაობა” იანვარი 2015 წ
_ ბატონო მამუკა, გარკვეული პოლიტიკოსების მსგავსად, რომლებიც დიდი ხანია საუბრობდნენ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე, დღეს ბევრი ექსპერტიც ანალოგიურ განცხადებებს აკეთებს. რამდენად მწვავეა კრიზისი და სადამდე შეიძლება ამან მიიყვანოს ქვეყანა?
_ დიდი ხანია, რაც საქართველოში პოლიტიკური კრიზისია. ახალი ტალღა დაიწყო მას შემდეგ, რაც უკვე მერამდენეჯერ პოლიტიკური სპექტრი არ ასახავს ქართული საზოგადოების სრულ ინტერესს. ყველა არჩევნები გარკვეული ფალსიფიკაციით და ემოციურ ფონზე ჩატარდა. მათ შორის 2012 წლის არჩევნებიც. არჩევნები უფრო მეტად გარკვეული პიროვნებების ნდობა-არნდობის საკითხი იყო, ვიდრე პოლიტიკურ ძალთა პროგრამებისა და ხედვების წარმოჩენა. შესაბამისად, მივიღეთ პარლამენტი, რომელიც არავის აურჩევია, მთავრობა, რომელიც პარლამენტის არარჩეული დეპუტატებისგან არის ნდობამიცემული და პრეზიდენტი, რომელიც სხვისი ხათრით ავირჩიეთ. ის, ვისი ხათრითაც პრეზიდენტი და პარლამენტი ავირჩიეთ, ოფიციალურად არ მონაწილეობს ოფიციალურ პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ შეგვრჩა ფანტომი ხელისუფლებისა. ვრცლად »

gerbebi_Page_6

“სახალხო პარტია” – რა დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ მინსკის მოლაპარაკების შედეგებიდან

“ივერიონი” 13-02-2015, 13:15

ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიმართული იყო მინსკში გამართული მეტად დაძაბული მოლაპარაკებისკენ. მოლაპარაკებათა შედეგების შეფასებისას, აუცილებელია აღინიშნოს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მახასიათებლები, რომელიც, არა მარტო უკრაინის შემდგომ ბედზე მოახდენს გავლენას, არამედ,  ბუნებრივია,  აისახება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზეც.
მისასალმებელია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და ტყვეთა უპირობო გაცვლის შესახებ შეთანხმება. აღსანიშნავია, რომ ზოგი მნიშვნელოვანი (მაგალითად ყირიმი) და ზოგი უმნიშვნელო თემა მოლაპარაკებათა მიღმა დარჩა,  კომპრომისები კი იქნა მიღწეული ვრცლად »

gerbebi_Page_6

ზოგიერთი მოსაზრება სასოფლო სამეურნეო მიწის კანონში შესატან ცვლილებების პროექტზე

მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტია მისი მიწის კანონმდებლობის სტრუქტურა

ზოგადი:
 კანონში შესატანი ცვლილებების პროექტიდან არ ჩანს უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენასთან დაკავშირებული ეკონომიკური ანალიზი, ანუ რა რაოდენობის მიწაა შესყიდული, რა ინვესტიციებია განხორციელებული და ა. შ.
ასევე როგორია თანაფარდობა საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებული ინვესტიციებისა და უცხოელების მიერ გაკეთებულ ინვესტიციებს შორის.

 საინტერესოა რომელი ქვეყნის მოქალაქეები ფლობენ მიწას საკუთრებაში და როგორია მათ მიერ გაკეთებული ინვესტიციების ოდენობა, ამით გავიგებთ რომელი ქვეყნებიდანაა მიწით სპეკულაციის მაღალი რისკი; ვრცლად »

gerbebi_Page_6

“სახალხო პარტიის” განცხადება საყდრისის ოქროს საბადოს გამო

რუსული კომპანია რმჯ-ი გოლდი ხელისუფლების მხარდაჭერით  უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს საყდრისის უძველესი ოქროსმომპოვებელი საბადოს ვანდალურ განადგურებას, რომლის უკან იმდენად დიდი მატერიალური ინტერესი და ძალები დგას, რომ ისინი არ ითვალისწინებენ არც ქართველი და არც უცხოელი მეცნიერების,  არც საქართველოს ეკლესიის  და არც სამოქალაქო საზოგადოების, არც ახალგაზრდებისა და არც უფროსი თაობის, ერთი სიტყვით საქართველოს და საქმეში ჩახედული მსოფლიოს  მოქალაქეთა უმრავლესობის აზრსა და არგუმენტებს.

ჩვენთვის  ბოლო მომენტამდე მაინც აუხსნელი რჩება ის ჟინი, რომელიც საყდრისის მიმართ გამოავლინა საყდრისის დამანგრევლებმა.   ეს ჟინი ისტორიული ოქროს ციებ-ცხელების ყველაზე დიდი მასშტაბებსაც მრავალგზის აჭარბებს.  ფინანსურად, საყდრისის ბორცვი (რომელიც მთელი დასამუშავებელი ფართობის უმნიშვნელო ნაწილია) მთლიანად  ოქროც რომ იყოს, მაინც აუხსნელი დარჩებოდა  ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივი აზრის უარყოფის საპირწონედ მისი წარმოდგენა.   ვრცლად »

gerbebi_Page_6

განცხადება – გაზის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშრებით

,,სახალხო პარტია“ პროტესტს აცხადებს   მთავრობის  გაუაზრებელი და დაუსაბუთებელი  გადაწყვეტილების – გაზის ტარიფის კომერციული სექტორისათვის გაზრდის გამო,  რაც გაახმოვანა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ვინმე მ. ვალიშვილმა, ქალბატონმა  რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც ამ პოლიტიკურ თანამდებობაზე იყო მოკალათებული.

ქალბატონის განცხადებით,  ეს ცვლილება მოხდება აპრილის თვიდან და მიზეზად  ლარის კურსის ვარდნა დაასახელა.  ანუ, მინისტრის მოადგილემ  წინასწარ დაანონსა ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურება, რაც სახელმწიფო დანაშაულია. ამასთანავე, მისი ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილებასთან. ვრცლად »

gerbebi_Page_6

განცხადება – ტერმინი – “სამხრეთ ოსეთი”-ს გამო

რადიო ,,თავისუფლების“ ევროპის ბიუროსთან ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ცხინვალის რეგიონი მოიხსენია ,,სამხრეთ ოსეთად“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სხვა და სხვა ოფიციალური პირები ამ დასახელებით მოიხსენიებენ ოფიციალურად სხვა სახელწოდების რეგიონს.

ყველა და ყველა და ქვეყნის პირველმა დიპლომატმა მაინც კი უნდა იცოდეს ბალტიისპირეთის ქვეყნების პარლამენტების გადაწყვეტილება,  ამ ტერმინის ხმარებაში აკრძალვის შესახებ.

,,სახალხო პარტია“ გმობს სამთავრობო პირების ასეთ უპასუხისმგებლოდ და იმედია მხოლოდ გაუთვიცნობიერებულად ამ  ტერმინოლოგიის ხმარებას და მოუწოდებს ხელისუფლებას კარგად გაიაზრონ რას ან ვის ემსახურებიან ამ ,,გაუთვითცნობიერებლობით“ ვრცლად »

jibuti

ლეოპოლდის სინდრომი საქართველოში და ბიძინა ივანიშვილის კრიტიკული დილემა!

3-02-2015, 13:37 “ივერიონი”

2014 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეტანილ იქნა კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (http://www.parliament.ge/ge/law/7964/16269), რომლის ავტორები განმარტებითი ბარათის მიხედვით  არიან საქართველოს იუსტიციისა  და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

იქვე განმარტებით  ბარათში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტი „შემუშავებულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის №253 დადგენილებით შექმნილი საქართველოში მიწის მართვის განვითარების სამართლებრივი უზრუნველყოფის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში“.  ვრცლად »

gerbebi_Page_6

სახალხო პარტიის განცხადება ე.წ. „არასამთავრობოების“ საქმიანობის შესწავლის საკითხთან დაკავშირებით

„სახალხო პარტია“ დადებითად აფასებს ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ე.წ. „არასამთავრობოების“ საქმიანობის შესწავლის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მან გამოთქვა 28 იანვრის სატელევიზიო ინტერვიუს დროს. სამოქალაქო საზოგადოების იმიჯს ამოფარებული გარკვეული ჯგუფები და პიროვნებები სხვადასხვა სახელისუფლებო ძალებისა და ხშირ შემთხვევაში საეჭვო წარმოშობის ფინანსების მეშვეობით დროთა განმავლობაში (მინიმუმ 15 წლიან პერიოდში) ჩამოყალიბდნენ სამოქალაქო და მედია სივრცეში მონოპოლისტ კასტად. ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის იდეოლოგიური ორიენტაციის ლობირებისა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის უზრუნველმყოფ ჯგუფებად.ეს ჯგუფები იქცნენ ე.წ. “შულავერის კომიტეტის” მსგავს წარმონაქმნებად, რომლებიც, თავისთავად არ წარმოადგენენ რამეს, მაგრამ თუ გავითვალიწინებთ მათი “პატრონების” მიზნებსა და შესაძლებლობებს, შეუძლიათ შეასრულონ (დღემდე ასრულებენ) ქართული სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი ფასეულობების წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ქმედებები.ყოველივე ეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მდგრადობას, სამოქალაქო ცხოვრების ჯანსაღ განვითარებას და კონკურენტიანი გარემოს ჩამოყალიბებას.შესასწავლი და გასაანალიზებელია ზოგადად ამ სეგმენტში შემოსული გრანტების რაოდენობა, მათი რეალური წარმომავლობა, მიზანმიმართულობა, ეფექტურობა და ამ ყოველივეს მიმართება ქვეყნის უსაფრთხოებასთან. ეს არის საკითხები რომელთა უცილობელ გამოკვლევას და გასაჯაროებას წლების განმავლობაში ითხოვს „სახალხო პარტია“ ხელისუფლებისაგან.„სახალხო პარტია“ იმედს იტოვებს, რომ ახლა მაინც დაიწყება ამ ტაბუდადებული საკითხის დეტალური შესწავლა და შეფასება. აგრეთვე, მსჯელობის საგანი გახდება რეალური სამოქალაქო სექტორის, სამოქალაქო აქტივისტების საქმიანობის ღია და ჯანსაღი გარემოს შექმნის მექანიზმები და გარანტიები.„სახალხო პარტია“ მზაობას გამოთქვამს მონაწილეობა მიიღოს ამ საშურ საქმეში.

29.01.2015

Powered by WordPress