ზოგიერთი მოსაზრება სასოფლო სამეურნეო მიწის კანონში შესატან ცვლილებების პროექტზე

gerbebi_Page_6

მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტია მისი მიწის კანონმდებლობის სტრუქტურა

ზოგადი:
 კანონში შესატანი ცვლილებების პროექტიდან არ ჩანს უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენასთან დაკავშირებული ეკონომიკური ანალიზი, ანუ რა რაოდენობის მიწაა შესყიდული, რა ინვესტიციებია განხორციელებული და ა. შ.
ასევე როგორია თანაფარდობა საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებული ინვესტიციებისა და უცხოელების მიერ გაკეთებულ ინვესტიციებს შორის.

 საინტერესოა რომელი ქვეყნის მოქალაქეები ფლობენ მიწას საკუთრებაში და როგორია მათ მიერ გაკეთებული ინვესტიციების ოდენობა, ამით გავიგებთ რომელი ქვეყნებიდანაა მიწით სპეკულაციის მაღალი რისკი;

 ზოგადად მიწის სპეკულაციის საშიშროება უფრო მეტად არსებობს იურიდიული პირების მხრიდან და შესაბამისად სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი შეზღუდვები უცხოელებისთვის საკუთრების უფლების შეზღუდვაზე ძირითადად მიმართულია იურიდიული პირების მიმართ, რაც ასევე არ ჩანს კანონში ცვლილებების პროექტში;

 კანონმდებლობა ნათლად უნდა აყალიბებდეს თამაშის წესებს, რომლებიც გამორიცხავს/შეზღუდავს არასწორი ინტერპრეტაციებისა და არასამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებას. თანამდებობის პირების მიერ (თუნდაც ჯგუფურად) არ უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილების მიღება საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. რათქმაუნდა სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკის სამინისტროსთან თეორიულად შესაძლებელია შეიქმნას საბჭო, როგორც პოლიტიკის ნაწილი, თუმცა მისი მანდატი უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული, რათა არ დარჩეს სივრცე მიკერძოებული გადაწყვეტილებებისთვის.

კონკრეტული:
 დასადგენია რა მიზანს ემსახურება მინიმალური ზღვარის დაწესება (5 ჰა ფიზიკური პირისთვის და 20 ჰა იურიდიული პირისთვის). თუ მიზანია ის რომ ნაკვეთების დანაწევრება არ მოხდეს მაშინ მითითებული უნდა იყოს რომ ნაკვეთის გაყოფა და ნაწილის შეძენა არ შეიძლება და ეს უნდა ეხებოდეს ასევე საქართველოს მოქალაქესაც. ამასთან გაუგებარია როგორ მოხდება პირის მიერ ორი მომიჯნავე მაგალითად სამ ჰექტრიანი მიწის ნაკვეთისშეძენა, ანუ ეს ნაკვეთები ჯერ უნდა გაერთიანდეს და შემდგომ იქნება მისი ყიდვა შესაძლებელი?

 ასევე საკითხავია რამდენად ეფექტური იქნება მიწის სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად ზედა ზღვარის დაწესება რადგან კერძო ან იურიდიული პირის მიერ შესაძლებელია დაფუძნდეს რამდენიმე იურიდიული პირი და ისე იქნას შეძენილი სასოფლო სამეურნეო მიწა;

 საკითხავია თუ რამ განაპირობა შეზღუდვების არ გავრცელება, კომერციულ ბანკებზე, მიკრო საფინანსო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე.

 გაუგებარია რატომაა საჭირო უცხოელისთვის ნასყიდობის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება, მაშინ როცა საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს ნოტარიუსის გარეშე მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას

 ასევე გაუგებარია მუხლი 1-12, რომელიც ეხება შეღავათს სახელმწიფო ქონების პრივატიზების დროს, თუნდაც ეს ეხებოდეს პირდაპირი მიყიდვის შემთხვევას

სწორი ხედვის, სტრატეგიისა და შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივისთვის აუცილებელია კვალიფიციური ანალიზის გაკეთება. ამასთან შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო პოლიტიკა უდავოდ უნდა უზრუნველყოფდეს მიწის ეფექტურ გამოყენებას, თუმცა ეს მიღწეული უნდა იყოს არა მესაკუთრეობაზე შეზღუდვებით, არამედ მიწათ სარგებლობის მონიტორინგის საშუალებით, რისთვისაც შესაბამისი ინსტიტუციური ცვლილებები იქნება საჭირო, რომელიც უზრუნველყოფს როგორც მიწათსარგებლობის მონაცემთა განახლებადი ბაზის შექმნას, ასევე მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეფექტურ სისტემის ფუნქციონირებას.
აღსანიშნავია, რომ პროექტში მოცემული შეზღუდვები ტოვებს აღქმას, რომ იგი შესაძლებელია რეალურად მოქმედებდეს მხოლოდ კეთილსინდისიერი ინვესტორისთვის.
იმ შემთხვევაში თუ მთავრობის მიერ შემუშავდება მიწის არ გამოყენებისთვის სანქციები, მნიშვნელოვანია, რომ ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს მიწის რეფორმის ფარგლებში პრივატიზებულ მიწებს.
A მიწა არის შეუცვლელი, გაუმრავლებელი და „ამოწურვადი“ (შეზღუდული)) რესურსი. განსაკუთრებით თანამედროვე მსოფლიოში აქტუალური საკითხია მისი ფასი. მოსახლეობის ზრდასთან და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოთხოვ¬ნის ზრდასთან ერთად მცირდება დაუმუშავებელი სოფლის მეურნეობის სავარ¬გუ¬ლები და აქედან, გამომდინარე, იწურება რესურსიც. ამიტომაც მიწის განუსაზღვ¬რელი ოდენობით გასხვისება უცხოელებზე ქვეყნის სასიცოცხლო ამოცანებთან და საზოგადოებრივ ინტერესთან შეუთავსებელია. სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება ყოველთვის უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი პროცესი.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ნებისმიერ სახელმწიფოში სტრატეგიული დანიშნულების ობიექტადაა მიჩნეული და მსოფლიოს უმრავლეს სახელმწიფოში ამ ტიპის მიწის უცხოელებზე (მოქალაქეობის არმქონე პირებზე) გასხვისება ძირითადად შეზღუდულია, ან დაშვებულია მხოლოდ გარკვეული და კონკრეტული წინაპირობებით.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ უმეტეს ქვეყანებში შეზღუდვები არსებობს იურიდიული პირების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვაზეც. აქ გვხვდება გარკვეული რეგულირება, წინაპირობები, რომელიც ართულებს ან გარკვეულ მოთხოვნებს აწესებს.
ზოგჯერ არსებობს სახელმწიფო ორგანოების მიერ სპეციალური, დამატებითი ნებართვის მიღების შემაფერხებელი პროცედურა, ხოლო ზოგ შემთხვევაში, ქონების შესყიდვაზე პირდაპირი აკრძალვები.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში აუცილებელია შევიდეს, თანამედროვეობასთან მორგებუ¬ლად ასახული, რიგი ცვლილებები და სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის მსურველ უცხოელთა მიმართ, დაწესდეს (ძირითადი პინციპები) საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული შემდეგი შეზღუდვები:
ა) უცხოელის მიერ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა დაშვებულია მინიმუმ Aხუთი (5) და მთავრობის შესაბამისი სტრუქტურის გადაწყვეტილებით მაქსიმუმ 50 ჰექტრის ოდენობით (თითო¬ეულ კომლზე/პირზე, საქართველოს მხარეების ბიოგეოკლიმატური პირობებიდან გამომდინარე);
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისამებრ, ისე რომ მისი ფუნქციობა შეესაბამებოდეს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმას;
გ) საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა შეუძ¬ლია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ მხოლოდ იმ კერძო სამართლის იურიდიულ პირს (მთავრობის შესაბამისი სტრუქტურის გადაწყვეტილებით მინიმუმ ათი (10) და მაქსიმუმ 50 ჰექტრის ოდენობით, საქართველოს მხარეების სპეციფიკიდან გამომდინარე), რომელშიც საქართველოს მოქალაქე წილობრივად ფლობს 50 %-ზე მეტ მიწას. ამასთან, მათ საკუთრებაში შეიძლება იყოს საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშ¬ნულების მიწის ფონდის მხოლოდ 5 %;
დ) უცხოელი, რომელსაც სურს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშ¬ნულების მიწის შეძენა, უნდა:
_ცხოვრობდეს საქართველოში კანონიერად ბოლო 5 წლის განმავლობაში;
– წარმოადგინოს მიწაზე სამოქმედო საინვესტიციო გეგმა, რომელიც შესაბამისობაში უნადა იყოს საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების ინტერესებთან;
– ჰქონდეს სპეციალური სასოფლო-სამეურნეო განათლება, სოფლად ცხოვ¬რების და აგრარული შრომის ხუთწლიანი გამოცდილება;
– ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულებისამებრ გამოყენები¬სათვის საჭირო კაპიტალს;
ე) სასოფლო-სამეურ¬ნეო მიწის ყიდვა-გაყიდვა თავისუფალია მხოლოდ სოფლის მეურნის სტატუსის მქონე პირებს შორის;
ვ) სახელმწიფო საზღვრის 5 — 20 კმ (საზღვრის სპეციფიკიდან გამომდინარე) ზოლში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება დაუშვებელია;
ზ) საქართველოს მთავრობასთან შეიქმნას მიწის დაცვის ტრიბუნალი (მიწათსარგებლობის კომისია), რომელიც განიხილავს უცხო ქვეყნის მოქა¬ლაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეს¬ყიდვის, იჯარით აღებისა და მიწის კატეგორიის შეცვლის მსურველთა ყოველ კონკრეტულ განცხადებას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
სასოფლო-სამეურ¬ნეო დანიშნულების მიწის საბაზრო ეკონომიკურ სისტე¬მაში (ბრუნვაში) მოქცევის არა ერთი, არამედ, ორი გზა არსებობს: პირველი _ მიწის კერძო საკუთრება, და მეორე _ მიწის გრძელვადიანი გასხვისებადი იჯარა.
ჩვენს პირობებში მყოფი ქვეყნისთვის, უცხოელების მიმართ, ძირითადად ეს უკანასკნელი უნდა იქნეს გამოყენებული. ამისთვის კი საჭიროა, `სასოფ¬ლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ~ საქართველოს კანო¬ნის მოქმედების აღდგენა და მასში ნათელი და გამჭვირვალე ცვლილებების შეტანა. ასევე საჭიროა, `სასოფ¬ლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ~ საქართველოს კანო¬ნში აღსდგეს გაუქმებული მუხლი _ სოფლის მეურნის (ფერმერი) სტატუსის შესახებ (მოქმედი ნორმატიუ¬ლი აქტებით სოფლის მეურნის /ფერმერის სტატუსი არაა განსაზღვრული. იგი, პირველ ყოვლისა, მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე და შემდეგ შემუშავდეს ფერმერის სტატუსის მინიჭებისა და რეგისტ¬რაციის წესი).Aასევე მისაღებია ნორმატიული აქტი `სოფლის სტატუსის შესახებ~, რადგან დღეს ქართული სოფელი, მხოლოდ გეოგრაფიული დასახელების ფუნქციის მატარებელია და არა ტერიტორიული და სოციალური ერთეულისა.
მიწის რაციონალური გამოყენების მიზნით აუცილებელია მიწაზე მონიტორინ¬გის დაწესებაა, რომელიც უნდა ფუნქციობდეს მიწის საინფორმაციო სისტემის შემადგენლობაში.
დასკვნის მაგიერ. ფაქტები და არგუმენტები იძლევა საფუძველს, რომ არ არსებობს ზოგადად მიღებული ბარიერი და საქართველოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მისი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად. მიწის კანონმდებლობა უნდა დარეგულირდეს იმდაგვარად, რომ დაცული იყოს საქართველოს ყველაზე ძვირფასი ეროვნული სიმდიდრე, – ქართული მიწა და საქართველოს მოქალაქე.
მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტია მისი მიწის კანონმდებლობის სტრუქტურა. ხელისუფლება კანონმდებლობას უნდა არეგულირებდეს იმდაგვარად, რომ დაიცული იქნეს, როგორც საქართველოს მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების, ასევე, სახელმწიფოს ინტერესები და მათი ბალანსი.

პაატა კოღუაშვილი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress