შორენა კოწოწაშვილი ”ახალი თაობა” იანვარი 2015 წ
_ ბატონო მამუკა, გარკვეული პოლიტიკოსების მსგავსად, რომლებიც დიდი ხანია საუბრობდნენ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე, დღეს ბევრი ექსპერტიც ანალოგიურ განცხადებებს აკეთებს. რამდენად მწვავეა კრიზისი და სადამდე შეიძლება ამან მიიყვანოს ქვეყანა?
_ დიდი ხანია, რაც საქართველოში პოლიტიკური კრიზისია. ახალი ტალღა დაიწყო მას შემდეგ, რაც უკვე მერამდენეჯერ პოლიტიკური სპექტრი არ ასახავს ქართული საზოგადოების სრულ ინტერესს. ყველა არჩევნები გარკვეული ფალსიფიკაციით და ემოციურ ფონზე ჩატარდა. მათ შორის 2012 წლის არჩევნებიც. არჩევნები უფრო მეტად გარკვეული პიროვნებების ნდობა-არნდობის საკითხი იყო, ვიდრე პოლიტიკურ ძალთა პროგრამებისა და ხედვების წარმოჩენა. შესაბამისად, მივიღეთ პარლამენტი, რომელიც არავის აურჩევია, მთავრობა, რომელიც პარლამენტის არარჩეული დეპუტატებისგან არის ნდობამიცემული და პრეზიდენტი, რომელიც სხვისი ხათრით ავირჩიეთ. ის, ვისი ხათრითაც პრეზიდენტი და პარლამენტი ავირჩიეთ, ოფიციალურად არ მონაწილეობს ოფიციალურ პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ შეგვრჩა ფანტომი ხელისუფლებისა. შესაბამისად, ეს პარტიები, რომლებიც დღეს ხელისუფლებაშია წარმოდგენილი, ქართველი ხალხის ნდობით არ სარგებლობს. ელემენტარულად, არც ერთი მათგანი ცალკე აღებული ვერ მიიღებდა 0.1%-საც კი, რომ არა ის ემოციური ფონი, რაც იყო 2012 წელს. აქედან გამომდინარე, ძირითადი ნაწილი საზოგადოებისა თვისი პოლიტიკური ხედვის წარმომადგენლების გარეშეა პარლამენტში დარჩენილი. საქართველოს თავს მოახვიეს ხელისუფლება, რომელიც ქართველ ხალხს არ აურჩევია, ამიტომ ეს არის კრიზისის ინსტიტუციონალური მთავარი საფუძველი. ეს ხალხი იქცევა ისე, როგორც უნდა მოიქცეს. ან მხარს უჭერს და ყველანაირად ბრმად მიყვება იმ კაცს, რომელმაც ეს დეპუტატები გუდურასავით შეიყვანა პარლამენტში და დასვა. ანდა მხოლოდ მომავალი პოლიტიკური თუ სხვა ბატალიებისთვის პოზიციებსს გამყარებაზე ფიქრობს. მივიღეთ ხელისუფგლება, რომელიც ინსტიტუციურად არ არის სახელმწიფოებრივი ცნიობიერების და სახელმწიფოებრივი აზროვნებით დატვირთული და არ არის მოტივირებული სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის. ეს ხდება განა მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთი ცუდი კაცია, ან პიროვნულად არ ვარგიან, ან არაპროფესიონალები არიან(თუმცა არც უამისობაა), არამედ იმიტომ, რომ ინსტიტუციურად იმ ადგილას არ არიან, სადაც უნდა იყვნენ და იმ ფუქნციით არ არიან, რომლითაც უნდა იყვნენ. საზოგადოება ცხოვრობს ცალკე, ხელისუფლება ცალკე. რადგან მათ სხვადასხვა ინტერესი გააჩნიათ, ვიღებთ იმ კრიზისს, რომლშიც ამჟამად ვიმყოფებით. აი ეს არის საფუიძვბელი სწორედ იმისა, რომ საზოგადოების არადეკვატური წარმომადგენლობაა პარლამენტში. ამ პარტიებიდან ვერც ერთი ვერ მოხვდებოდა პარლამენტში, რომ არა ივანიშვილი. დღეს პასუხი ვის მოვთხოვოთ _ ამ დეპუტატებს თუ ივანიშვილს. ესა კაცი არაოფიციალურ მდგომარეობაშია, ეს დეპუტატები კი პასუხისმგებლობას ვერ იღებენ.
_ ქვეყნის აღმშენებლობა არ იყო ხელისუფლების ინტერესში? პოლიტიკოსთა კომენტარებში ჩანს, რომ კლანური მმართველობა გრძელდება.
_ საქართველოში ხელისუფლება პოლიტიკური პრინციპებით არ აგვირჩევია. ყოველთვის ემოციურ ფონზე ხმას ვაძლევდით პიროვნებას და არა მის უკან მდგარ ძალებს, შესაბამისად, გარკვეული პერიოდის შემდეგ ხდებოდა ის, რომ ეს ადამიანები გადანაწილდებოდნენ თავიანთი კონკრეტული ინტერესების მიხედვით და იწყებოდა შიდა ბრძოლა, რასაც სახელმწიფო ინტერესები ეწირებოდა. დღესაც იგივე სურათია. ფაქტობრივად, საქართველოში `პერესტროიკა~ არ დამთავრებულა. გრძელდება იგივე პროცესი, რაც მაშინ იყო. ანუ მხოლოდ წარსულზე საჯაროობა და რეფორმების წარმმართველად მხოლოდდამხოლოდ ერთი ჯგუფი ან პიროვნება. სანამ ეს პროცესი გრძელდება და საჯაროობა მხოლოდ წარსულზეა, მანამ საქართველოში პოლიტიკური პროცესი არ შეიცვლება, არ შეიცვლება ეს მანკიერი სისტემა, არ ჩატარდება ისეთი არჩევნები, რომელიც საზოგადოებაში არსებულ განწყობებს რეალისტურად ასახავს ხელისუფლებაში, მანამდე მუდმივად ვიქნებით კრიზისის პირობებში (ბოლო 25 წელი ამის ნათელი მაგალითია). ჩვენ არსებულ სისტემაში მხოლოდ პიროვნებების ცვლილების ბრძოლაში კი არ უნდა ჩავერთოთ, არამედ იმაში, რომ და ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაყალიბოთ მდგრადი, ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი სახელმწიფოზე და ადამიანზე ორიენტირებული სისტემა. 2012 ფაქტობრივად ხმა მიეცა სააკაშვილის წასვლას და არა რაიმე კონცეფციას. შესაბამისად, ივანიშვილი მართალია როცა ამბობს: მე ხომ შევასრულე ჩემი ნათქვამი, სააკაშვილი წასულია. ახლა ყველაფერი მოითმინეთო.
_ რას იტყვით მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე და ჭიკაიძის გადადგომაზე? ითქვა, რომ კახელების კლანის შევიწროება დაიწყო. ღარიბაშვილის შესუსტება-კონტროლი იკვეტება ამ ცვლილებაში?
_ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ თვითონ სისტემა, რომელიც არის დაფუძნებული არა პოლიტიკური პარტიების, ანუ ერთიანი ხედვების ჭიდილზე, არამედ კონკრეტული პიროვნებების ინტერესებზე, ავტომატურად წარმოშობს პიროვნულ კლანებს, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს ,,ოცნების” წარმომადგენლებს, ერთიანი სახელმწიფოებრივი ხედვა, იდეოლოგია არ აერთიანებთ. აერთიანებთ პიროვნული ურთიერთდამოკიდებულება. შესაბამისად, ყველა პიროვნების უკან გარკვეული ინტერესია და ყალიბდება კლანები. ეს კლანები ერთმანეთს ებრძვიან. პირველი პირი არ დაუშვებს რომელიმე ერთი კლანის გაძლიერებას და გარკვეულ ეტაპზე ხდება ზედმეტად გაძლიერებული კლანის შეზღუდვა. ხოლო თუ საზღვრებს გადავა, მაშინ საერთოდ გადააგდებენ ნავიდან, ისე როგორც წინა ხელისუფლებაში ოქრუაშვილი გადააგდეს.
_ ანუ ღარიბაშვილის შეზღუდვა მიდის? ჭიკაიძე ხომ თამაზაშვილის ნათლულია.
_ კი, შეზღუდვა მიდის. იმიტომ, რომ ივანიშვილამდე მივიდა ინფორმაცია და მიიტანეს სახელისუფლო კლანებმა და უთხრეს, რომ ზღვარს ზემოთ გადავიდა ამ ჯგუფის მოქმედებები. ივანიშვილმაც შესაბამისი რეაგირება გააკეთა ამ თემაზე. რა თქმა უნდა, ის ენდობა რაღიბაშვილს და არ გაწირავს. თუ ღარიბაშვილი გააკეთებს დასკვნებს და იმაზე მეტს არ აიღებს თავის თავზე, ვიდრე ეს არის განსაზღვრული იმ თამაშის წესებით, რომელიც დადგენილია ასეთ პირობებში. ახლა რა თქმა უნდა, მიმდინარეობს შეზღუდვა. ივანიშვილი მიანიშნებს: კი, მოგიყვანეთ ხელისუფლებაში, მაგრამ ჩემი სახელით და ჩემს ზურგზე თქვენს გეგმებს ნუ განახორციელებთ. ყველას პატარა სასუსნავი გქონდეთ, მაგრამ იმდენს ნუ იზამთ, ხალხი ამიბუნტოთ. ივანიშვილის ეს მოქმედება ბუნებრივია.
_ ოცნების აღმასრულებელ მდივნად ბურჯანაძის თანაგუნდელის შვილი დაინიშნა. ამან გააჩინა ვარაუდი, რომ ,,ოცნება” და ბურჯანაძის გუნდი კოალიციით ერთად გამოვიდოდნენ საპარლამენტო არჩევნებზე.
_ როგორც ეკლექტური და საკუთარ ინტერესებზე მორგებულია ,,ოცნება”, ასევე ბურჯანაძის გუნდიც არ არის ერთიანი კონცეპტუალური ხედვით შეკრული. იქაც ძირითადად ადამიანები ან პიროვნული, ან სხვა ინტერესების გამო აღმოჩდნენ. ზოგიერთმა მათგანმა იმდენი პარტია გამოიცვალა, მნიშვნელობა არა აქვს სად იქნება. ამ ადამიანთა დიდი ნაწილი მერკანტილური ინტერესებით არის და შეიძლება ირიცხება ბურჯანაძის ჯგუფში, მაგრამ ცალი თვალი ,,ოცნებისკენ” აქვს მიმართული, რათა საკუთარი კეთილდღეობა იზრუნველყოს. ბევრ შემთხვევაში, ამ ადამიანებს პიროვნული ერთგულებაც კი არ ახასიათებთ (გამონაკლისები ყველგან არია და პატივისცემას იმსახურებენ, სადაც არ უნდა იყვნენ). ამიტომ აქ პოლიტიკურ დაახლოებაზე არ არის ლაპარაკი, არამედ კომფორტული მდგომარეობის მოპოვებაზე. რომელ პარტიაშიც არ უნდა იყვნენ, ელოდებიან ერთ ზარს სოლოლაკის სასახლიდან და მზად არიან მაშინვე მოძებნონ იდეოლოგიური, სახელმწიფოებრივი თუ საკაცობრიო იდეა იმისათვის, რომ გაამართლონ სხვა პარტიაში – ივანიშვილის გუნდში გადასვლა. ეს ერთი საკითხი; და მეორე: ბურჯანაძე რომ ღიად და `ოცნებაში~ შეფარული პარტიები რომ ჩუმად რუსეთისკენ იცქირებიან, ეს ყველასთვის ცნობილია. შესაბამისად, ამ კატეგორიის ადამიანებმა მოიყარეს აქ თავი და არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ შეიძლებე გუშინ-გუშინწინ სხვა დროშას აფრიალებდნენ, მაგრამ დღეს მზად არიან თუნდაც ამ დროშით მოიწყონ კეთილდღეობა.
_ ზემოთ ახსენეთ, დროს ელოდებიანო. დროს ელოდება მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც უკვე დააანონსა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ჩამოვა და რომ პოლიტიკიდან არსად წასულა. რა პოლიტიკური რეალობაა ნაციონალური მოძრაობისთვის, მართლაც გადაარჩინა და გააძლიერა ეს გუნდი `ოცნების~ ხელისუფლებამ~?
_ ბუნებრივია. როდესაც ასეთ კომფორტულ პირობებში ამყოფებს, როცა გარანტირებულია მათი საპარლამენტო წარმომადგენლობა, როცა გარანტირებულია მედიით უზრუნველყოფა, სახელმწიფო დაფინანსება, ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ `ოცნებას~ აწყობს ისეთი ოპონენტი, როგორი არის ნაცმოძრაობა. ნებსმიერ დროს შეიძლია ნაციონალებისკენ თითი გაიშვიროს, თუნდაც ისეთ თემაზე, როგორიცაა ყარაფილაში მომხდარი ტერაქტი _ ვაზაგაშვილის საკუთარი შვილის საფლავზე აფეთქება. ესეც მშვიდად შეატრიალოს ნაცმოძრაობისკენ მაშინ, როდესაც ნებისმიერ ტერაქტზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. მან უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში წესრიგი და უსაფრთხოება. ნაცმოძრაობის გაძლიერება შედის `ოცნების~ გეგმებში. შესაბამისად, ისინი თვლიან, რომ ხალხს ვერ დაუმტკიცეს, კარგები რომ არიან, მაგრამ ნაცმოძრაობას რომ ჯობიან, ამას ქართული საზოგადოება ხედავს. მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოსთვის კგამოსადეგნი არიან.
_ თქვენი აზრით, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შემოსვლას გაბედავს? დღეს ხშირად ისმის ვადამდელი არჩევნების თემა.…
_ არც სააკაშვილი და ნაცმოძრაობა, არც მათი `ერთგული~ წევრები, მათი მხარდამჭერი მედია თუ არასამთავრობოები, არ არიან პიროვნულად ისეთი ვაჟკაცები, რომ გარკვეული გარანტიები არ ჰქონდეთ და ხმამაღლა ისე საუბრობდნენ. სააკაშვილი არ არის ის კაცი, ხელშეუხებლობის გარანტია რომ არ ჰქონდეს და ისე აკეთოს ასეთი ხმამაღალი განცხადებები. 2003 წელს “ბრონიჟილეტის” და დაცვის გარეშე ვერ შევიდა პარლამენტში, მთელი სპეცსამსახურები მაგაზე მუშაობდნენ, მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც ვერ გადადგა. მათ გარანტიები აქვთ მიცემული და ამიტომ შეუძლიათ ასეთი გონორით საუბარი იგივე ნაციონალების მხარდამჭერ ჟურნალისტებს. ეს გარანტიები, ბუნებრივია, ან `ოცნებამ~ მისცა ზემოთ ნათქვამი მიზეზის გამო, ან მეორე: რუსეთის სპეცსამსახურების სხვადასხვა ფრთები უზრუნველყოფენ ამათ ერთმანეთთან ასეთ გარკვეული დოზით გარანტირებულ წინააღმდეგობას, როგორც, თავის დროზე, “მოქკავშირის” ორი ნაწილი “სამკვდრო-სასიცოცხლედ ებრძოდა” ერთმანეთს. ეს ქვეყნისთვის არის საშიში. ქართული საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს. კიდევ ერთხელ ნუ წამოეგება შემოგდებულ სცენარს. მთავარი ის კი არ არის, რა ხდება კლანებს შორის, ვინ მიუტანა ჩანაწერი ივანიშვილს და რა თქნა მან დახურულ შეხვედრაზე, არამედ მოითხოვოს მკაფიო პოლიტიკური პოზიცია, მკაფიო ხედვები. შესაბამისად, ამ ხედვებს და მის რეალიზებას მიაქციო ყურადღება და შექმანს ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენტული გარემო, სადაც დაცული იქნება ყველას ინტერესები და არა ნაცმოძრაობის. თუ ეს არ მოხდა, იგივე სიტუაცია იქნება. სანამ გარკვეული ჯგუფები იყვნენ უმრავლესობაში, მანამდე თურმე ყველაფერი კარგად მიდიოდა. რომ გამოვიდნენ, მერე გახდა ხელისუფლება მონსტრი. ორი წელი იყავი ხელისუფლებაში და რატომ ერთხელ მაინც არ დასვი პრინციპულად საკითხი?! აი, ეს არის ამ თემებით სპეკულაცია. თვითონ თუ ხელისუფლებაში არიან, მაშინ ხმას არ იღებენ და საქმე კარგად მიდის, თუ არ არიან _ მერე ინგრევა ქვეყანა. ასეთი მიდგომა აქვთ.
ინტერვიუს “სახალხო პარტიის” თავმჯდომარე – მამუკა გიორგაძესთან
February 17th, 2015 shalva chkhaidze