სახალხო პარტიის განცხადება ე.წ. „არასამთავრობოების“ საქმიანობის შესწავლის საკითხთან დაკავშირებით

gerbebi_Page_6

„სახალხო პარტია“ დადებითად აფასებს ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ე.წ. „არასამთავრობოების“ საქმიანობის შესწავლის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მან გამოთქვა 28 იანვრის სატელევიზიო ინტერვიუს დროს. სამოქალაქო საზოგადოების იმიჯს ამოფარებული გარკვეული ჯგუფები და პიროვნებები სხვადასხვა სახელისუფლებო ძალებისა და ხშირ შემთხვევაში საეჭვო წარმოშობის ფინანსების მეშვეობით დროთა განმავლობაში (მინიმუმ 15 წლიან პერიოდში) ჩამოყალიბდნენ სამოქალაქო და მედია სივრცეში მონოპოლისტ კასტად. ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის იდეოლოგიური ორიენტაციის ლობირებისა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის უზრუნველმყოფ ჯგუფებად.ეს ჯგუფები იქცნენ ე.წ. “შულავერის კომიტეტის” მსგავს წარმონაქმნებად, რომლებიც, თავისთავად არ წარმოადგენენ რამეს, მაგრამ თუ გავითვალიწინებთ მათი “პატრონების” მიზნებსა და შესაძლებლობებს, შეუძლიათ შეასრულონ (დღემდე ასრულებენ) ქართული სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი ფასეულობების წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ქმედებები.ყოველივე ეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მდგრადობას, სამოქალაქო ცხოვრების ჯანსაღ განვითარებას და კონკურენტიანი გარემოს ჩამოყალიბებას.შესასწავლი და გასაანალიზებელია ზოგადად ამ სეგმენტში შემოსული გრანტების რაოდენობა, მათი რეალური წარმომავლობა, მიზანმიმართულობა, ეფექტურობა და ამ ყოველივეს მიმართება ქვეყნის უსაფრთხოებასთან. ეს არის საკითხები რომელთა უცილობელ გამოკვლევას და გასაჯაროებას წლების განმავლობაში ითხოვს „სახალხო პარტია“ ხელისუფლებისაგან.„სახალხო პარტია“ იმედს იტოვებს, რომ ახლა მაინც დაიწყება ამ ტაბუდადებული საკითხის დეტალური შესწავლა და შეფასება. აგრეთვე, მსჯელობის საგანი გახდება რეალური სამოქალაქო სექტორის, სამოქალაქო აქტივისტების საქმიანობის ღია და ჯანსაღი გარემოს შექმნის მექანიზმები და გარანტიები.„სახალხო პარტია“ მზაობას გამოთქვამს მონაწილეობა მიიღოს ამ საშურ საქმეში.

29.01.2015

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress