მივიღოთ მიწათსარგებლობის ახალი რეალისტური კანონი

gerbebi_Page_6

საქართველოს პარლამენტს
თანამედროვე მსოფლიოში შეზღუდული რესურსების – კერძოდ, საკვები რესურსების შემცირების – პრობლემა სულ უფრო მწვავდება. ეს პირველ რიგში ეხება მიწას და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სავარგულებს, რადგან ეს უკანასკნელი, ანთროპოგენური ზემოქმედების გამო, სულ უფრო მცირდება, და ეს ხდება პლანეტის მოსახლეობის სწრაფი ზრდის ფონზე. დამახასიათებელია ამ მხრივ FAO-ს განცხადება, რომ იაფი საკვების ეპოქა დასრულდა. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო განსა-კუთრებით ფრთხილად ეკიდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხს და ეს სფერო უმკაცრესი რეგულაციით გამოირჩევა.
მიწა არის შეუცვლელი, გაუმრავლებელი და „ამოწურვადი“ (შეზღუდული) რესურსი. განსაკუთრებით თანამედროვე მსოფლიოში აქტუალური საკითხია მისი ფასი. მოსახლეობის ზრდასთან და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად მცირდება დაუმუშავებელი სოფლის მეურნეობის სავარ¬გუ¬ლები და აქედან გამომდინარე, იწურება რესურსიც. ამიტომაც მიწის განუსაზღვრელი ოდენობით გასხვისება უცხოელებზე ქვეყნის სასიცოცხლო ამოცანებთან და საზოგადოებრივ ინტერესთან შეუთავსებელია.
სასოფლო-სამეურნეო მიწა ნებისმიერ სახელმწიფოში სტრატეგიული დანი¬შ¬ნულების ობიექტადაა მიჩნეული და ამ ტიპის მიწის უცხოელებზე (მოქალაქეობის არმქონე პირებზე) გასხვისება ძირითადად შეზღუდულია, ან დაშვებულია მხოლოდ გარკვეული და კონკრეტული წინაპირო¬ბებით.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ უმეტეს ქვეყნებში შეზღუდვები არსებობს იური¬დიული პირების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვაზეც. აქ გვხვდე¬ბა გარკვეული რეგულირება, წინაპირობები, რომელიც ართულებს ან გარკვეულ მოთხოვნებს აწესებს.
ზოგჯერ არსებობს სახელმწიფო ორგანოების მიერ სპეციალური, დამატები¬თი ნებართვის მიღების შემაფერხებელი პროცედურა, ხოლო ზოგ შემთხვევაში, ქონების შესყიდვაზე პირდაპირი აკრძალვები.
საქართველოს საზოგადოებას ვთავაზობთ ზოგიერთ მოსაზრებას 2014 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეტანილ კანონპროექტზე „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (http://www.parliament.ge/ge/law/7964/16269).
 კანონის პროექტის განმარტებით ნაწილში არ ჩანს გარკვეულობა იმის თაობაზე, თუ რატომ არის საჭირო, რომ მცირემიწიანი საქართველო თავის მიწას უცხოელებზე ყიდდეს. ნათელია, რომ ამისთვის კანონმდებ¬ლის ცნობიერებაში ან ქვეცნობიერებაში ერთადერთი მოტივი არსებობს: `ამას მოითხოვს დემოკრატიული ზრდილობა~. უკიდურესად არადემოკრა¬ტი კანონმდებელი ამით იმშვიდებს `სინდისს~ და ამავე დროს მომგებიან იმიჯს იქმნის მსოფლიოში, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ უცხოე¬ლებზე მიწის განუკითხავი გასხვისება სახელმწიფო ინტერესების თვალ¬საზ¬რისით მიუღებელია (ამას მეტყველებს მაღალდემოკრატიული დასავ¬ლე¬თის მთელი საკანონმდებლო პრაქტიკა).
 კანონში შესატანი ცვლილებების პროექტიდან არ ჩანს უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენასთან დაკავშირებული ეკონომიკური ანალიზი, ანუ რა რაოდენობის მიწაა შესყიდული, რა ინვესტიციებია გან¬ხორციელებული, დამუშავებულია თუ არა მიწა და ა.შ. ასევე, როგორია თანაფარდობა საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებულ ინვესტიციე¬ბისა და უცხოელების მიერ გაკეთებულ ინვესტიციებს შორის.
 საინტერესოა, რომელი ქვეყნის მოქალაქეები ფლობენ მიწას საკუთრებაში და როგორია მათ მიერ გაკეთებული ინვესტიციების ოდენობა, ამით გავი¬გებთ, რომელი ქვეყნებიდანაა მიწით სპეკულაციის მაღალი რისკი;
 ზოგადად მიწით სპეკულაციის საშიშროება უფრო მეტად არსებობს იური¬დიული პირების მხრიდან და შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი შეზღუდვები უცხოელებისთვის საკუთრების უფლების შეზღუდვაზე ძირი¬თა¬დად მიმართულია იურიდიული პირების მიმართ, რაც ასევე არ ჩანს კანონში ცვლილებების პროექტში;
 მნიშვნელოვანია კანონში ცვლილებების პროექტი აყალიბებდეს/არეგული¬რებ¬დეს მსხვილმასშტაბიანი მიწის მფლობელებისა და ადგილობრივი მო¬სახლეობის ურთიერთობებს. მისასალმებელი იქნება, თუ მსხვილმასშ¬ტა¬ბი¬ანი მიწის მესაკუთრეს, გარდა ზოგადი ვალდებულებებისა სახელმწიფოს მიმართ (მიწის გადასახადი და სხვ.) ექნება ვალდებულებები ადგილობრი¬ვი მოსახლეობის მიმართ (ინფრასტრუქტურის, განათლების, სოციალური და სხვა ღონისძიებების დაფინანსება). ეს საშუალებას მისცემს ადგილობ¬რივ მოსახლეობას, მიიღოს არაპირდაპირი სარგებელი და ასევე ეს ხელს შეუწყობს მათ კეთილგანწყობილ ურთიერთობებს, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება.
 კანონმდებლობა ნათლად უნდა აყალიბებდეს თამაშის წესებს, რომლებიც გამორიცხავს/შეზღუდავს არასწორი ინტერპრეტაციებისა და არასამართ¬ლი¬ა¬ნი გადაწყვეტილებების მიღებას. თანამდებობის პირების მიერ (თუნ¬დაც ჯგუფურად) არ უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილების მიღება საკუთრე¬ბის უფლებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკის სამინისტროსთან თეორიულად შესაძლებელია შეიქმნას საბჭო, როგორც პოლიტიკის ნაწილი, თუმცა მისი მანდატი უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული, რათა არ დარჩეს სივრცე მიკერძოებული გადაწყვე¬ტი¬ლე¬ბებისთვის.
 დასადგენია, რა მიზანს ემსახურება მინიმალური ზღვარის დაწესება (5 ჰა ფიზიკური პირისთვის და 20 ჰა იურიდიული პირისთვის). თუ მიზანია ის, რომ ნაკვეთების დანაწევრება არ მოხდეს, მაშინ მითითებული უნდა იყოს, რომ ნაკვეთის გაყოფა და ნაწილის შეძენა არ შეიძლება და ეს უნდა ეხე-ბოდეს ასევე საქართველოს მოქალაქესაც. ამასთან, გაუგებარია როგორ მოხდება პირის მიერ ორი მომიჯნავე, მაგალითად სამჰექტრიანი მიწის ნაკვეთის შეძენა, ანუ ეს ნაკვეთები ჯერ უნდა გაერთიანდეს და შემდგომ იქნება მისი ყიდვა შესაძლებელი?
 ასევე საკითხავია, რამდენად ეფექტური იქნება მიწით სპეკულაციის თავი¬დან ასაცილებლად ზედა ზღვარის დაწესება, რადგან კერძო ან იურიდი¬უ¬ლი პირის მიერ შესაძლებელია დაფუძნდეს რამდენიმე იურიდიული პირი და ისე იქნეს შეძენილი სასოფლო-სამეურნეო მიწა;
 საკითხავია, თუ რამ განაპირობა შეზღუდვების გაუვრცელებლობა, კომერ¬ციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე.
 გაუგებარია, რატომაა საჭირო უცხოელისთვის ნასყიდობის ხელშეკრულე¬ბის სანოტარო წესით დამოწმება, მაშინ როცა საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს ნოტარიუსის გარეშე დადოს გარიგება და ასევე უცხოელს არასასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენისას არ მოეთხოვება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება ნოტარიუსთან.
 ასევე გაუგებარია მუხლი 1-12, რომელიც ეხება შეღავათს სახელმწიფო ქონების პრივატიზების დროს, თუნდაც ეს ეხებოდეს პირდაპირი მიყიდვის შემთხვევას.
სწორი ხედვის, სტრატეგიისა და შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატი¬ვის¬თ¬ვის აუცილებელია კვალიფიციური ანალიზის გაკეთება. ამასთან შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო პოლიტიკა უდავოდ უნდა უზრუნველყოფდეს მიწის ეფექტურ გამოყენებას, თუმცა ეს მიღწეული უნდა იყოს არა მესაკუთრეობაზე შეზღუდვებით, არამედ მიწათსარგებლობის მონიტორინგის საშუალებით, რისთ¬ვი¬საც შესაბამისი ინსტიტუციური ცვლილებები იქნება საჭირო, რომელიც უზრუნ¬ველყოფს როგორც მიწათსარგებლობის მონაცემთა განახლებადი ბაზის შექმნას, ასევე მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეფექტური სისტემის ფუნქ¬ცი¬ონირებას.
აღსანიშნავია, რომ პროექტში მოცემული შეზღუდვები ტოვებს შთაბეჭდი¬ლე¬ბას, რომ იგი შესაძლებელია რეალურად მოქმედებდეს მხოლოდ კეთილსინ¬დი¬სიერი ინვესტორისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მიერ შემუშავდება მიწის არგამოყენების¬თ¬ვის სანქციები, მნიშვნელოვანია, რომ ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს მიწის რეფორმის ფარგლებში პრივატიზებულ მიწებს.
სამართალი ვერ იქნება გულგრილი საკუთრების სოციალური დატვირთვი¬სად¬მი, რადგან სწორედ აქ მჟღავნდება საკუთრების მიერ შესასრულებელი ამო¬ცანა, მისი ადგილი, როლი და მნიშვნელობა. ამიტომ სოციალური და სამართ¬ლებ¬რივი სახელმწიფო ერთია¬ნად მოითხოვს როგორც კერძო საკუთრების თავი¬სუფლებას, ისე მისი შეზღუდვის აუცილებლობას საჯარო მიზნებისთვის. საქარ¬თველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიც ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრებაში ჩართვის შესაძ¬ლებლობას, კერძოდ კი, საკუთრების უფლების შეზღუდვას და საკუთრების ჩამორთმევას.
არ არის საკმარისი, რომ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდეს, თანამედროვეობასთან მორგებულად ჩამოყალიბებული გრძელი რიგი ცვლილებებისა. აუცილებელია, რომ კანონში უკვე არსებული სწორი განსაზღვრებები და ახალი, რომლებსაც დრო მოითხოვს, აწყობილ იქნეს ახალ სისტემად, რომელიც აგებული იქნება ამოცანათა დღევანდელ რუკაში არსებულ პროპორციათა გათვალისწინებით, მათი სიმწვავისა და მნიშვნელობის მიხედვით. ამ ამოცანის გადაჭრას სჭირდება, პრაქტიკულად, მიწათსარგებლობის ახალი კანონის (კოდექსი) მიღება (და არა ძველის ჩასწორება). ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამ ახალ განსაზღვრებათა შორის არის ის, რომ აუცილებელია დაწესდეს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის მსურველ უცხოელთა მიმართ საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული რეგულაციები.
ამასთან, მისაღებია ნორმატიული აქტი `სოფლის მეურნის (ფერმერი) სტატუსის შესახებ~, რომელიც უნდა აისახოს კანონში და გავრცელდეს, როგორც ქართველ, ისე უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე (პროექტი მომზადებუ¬ლია).
აგრეთვე ნორმატიულად უნდა განისაზღვროს `სოფლის სტატუსი~ და დამკვიდ¬რდეს სოფელში თვითმმართველობა, რადგან დღეს ქართული სოფელი, მხოლოდ გეო¬გრაფიული დასახელების ფუნქციის და არა ტერიტორიული და სოციალური ერთეუ¬ლისAმატარებელია (პროექტი მომზა¬დე¬ბულია).A
მიწის რაციონალური გამოყენების მიზნით აუცილებელია მიწათსარგებ¬ლო¬ბის მონიტორინ¬გის დაწესება, რომელიც უნდა ფუნქციობდეს მიწის საინ¬ფორ¬მაციო სისტემის შემადგენლობაში. მიწის საინფორმაციო სისტემა ქვეყანაში ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებე¬ლია.
სასოფლო-სამეურ¬ნეო მიწის საბაზრო ეკონომიკურ სისტე¬მაში (ბრუნვაში) მოქცევის არა ერთი, არამედ, ორი გზა არსებობს: პირველი _ მიწის კერძო საკუთრება, და მეორე _ მიწის გრძელვადიანი გასხვისებადი იჯარა.
ჩვენს პირობებში მყოფი ქვეყნისთვის, უცხოელების მიმართ, ძირითადად ეს უკანასკნელი უნდა იქნეს გამოყენებული. ეს ფორმა იგნორირებულ იქნა `სასოფ¬ლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ~ საქართველოს კანო¬ნის გაუქმებით. ამისთვის კი საჭიროა, სასოფ¬ლო მიწის იჯარის შესახებ ახალი კანო¬ნის მიღება და მასში ნათელი და გამჭვირვალე ნორმების შეტანა.
სახელმწიფოებრიობის პრინციპთა კონტექსტში მიწის მაღალ რანგში აყვანა კანონმდებელს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ თავისი ქვეყნის მოქალაქეე¬ბის, საზოგადოების, საჯარო ინტერესის სასარგებლოდ და მიწის სოციალური დანიშნულების ხასიათიდან გამომდინარე შეუზღუდოს უცხოელს ამ სიკეთით სარგებლობის უფლება.
მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტია მისი მიწის კანონმდებლობის სტრუქტურა. ხელისუფლება კანონმდებლობას უნდა არეგულირებდეს იმდაგვა¬რად, რომ დაცულ იქნეს, როგორც საქართველოს მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების, ასევე, სახელმწიფოს პოლიტიკური ინტერესები და მათი ბალანსი.
ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს საშუალება მივიღოთ მიწათსარგებლობის ახალი რეალისტური კანონი (კოდექსი), რომელშიც თანამედროვეობასთან მორგებუ¬ლად ასახული იქნება ის რეგულაციები, რომლებიც ეხება უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებას, და მხოლოდ ამის შემდეგ ავამოქმედოთ იგი.
საქართველოს გააჩნია იმის ინტელექტუალური პოტენციალიც, რომ პოლიტი¬კუ¬რი ნების პირობებში, უმოკლეს ვადაში შექმნას მიწათსარგებლობის სრულფასოვანი კანონი (კოდექსი).
საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აქვს შანსი მიაღწიოს წარმატებას აგრარულ და მთლიანად ქვეყნის განვითარების საქმეში, თუ გაუჭიანურებლად იტყვის უარს წარმოდგენილ კანონპროექტზე, მიიღებს დროებით ნორმებს იმ უცხოელებთან დაკავშირებით, რომელთაც უკვე მოახდინეს სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით აქტივობები, მთავრობა აიღებს ვალდებულებას 3-4 თვეში მიწის სრულფასოვანი კოდექსის პროექტის შესაქმნელად და გააპიროვნებს ვალდებულებას, პროექტის შემუ¬შავების პროცესში ჩართოს მეცნიერები, სპეციალისტები, შემდგომ მოაწყოს პროექტის საჯარო განხილვები საზოგადოებაში, სამეცნიერო და აკადემიურ წრეებში და ამის შემდეგ მიღებული კოდექსის საფუძველზე, რო¬მე¬ლიც იქნება მის ირგვლივ საზოგადოების მაღალი კონსოლიდაციის საშუალებაც, მისი დანერგვით მიაღწიოს კონკრეტულ წარმატებებს. სხვა გზა ხელისუფლებისათვის პოლიტიკუ¬რად მოლიპულია, ქვეყნისათვის კი – მავნე.

საზოგადოების `საქართველოს მიწის გუშაგი~ სახელით, პროფესორები: თ. ჩხეიძე, გ. მარგველაშვილი, ა. ფირცხალაშვილი, დ. ჯულუხაძე, ზ. ჯინჯოლავა, ნ. ნათაძე, მ. ვაჩნაძე, ნ. ქარქაშაძე, ო. ქეშელაშვილი, ი. ბაჩიაშვილი, ო. ჟორდანია, ვ. გურული, ა. მესხიშვილი, რ. გოგოხია, მ. ჯიბუტი, პ. ცნობილაძე, ბ. რამიშვილი, ნ. ჩიხლაძე, დ. ბახტაძე, გ. გოგიაშვილი, ქ. ფრიდონაშვილი, გ. ზიბზიბაძე, მ. გიორგაძე, ლ. ჩაჩუა, გ. მაქაცარია, ა. აბრალავა, გ. თვალჭრელიძე, პ, კოღუაშვილი

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress