ნაცმოძრაობის ერთადერთი შანსი არის ეს ქმედუუნარო ხელისუფლება

SONY DSC

შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა” 11.03.2015

შეიცავს თუ არა საფრთხეს საქართველოსთვის ცხილვალში მიმდინარე რუსეთის სამხედრო წვრთნები, აწყობს თუ არა `ოცნებას~ ვადამდელი არჩევნები, რამდენად გამოკვეთილია დღეს ქვეყნის საგარეო კურსი და ვინ არის პასუხისმგებელი იმ პოლიტიკაზე, რომელიც კოალიციური მმართველობის პირობებში ხორციელდება? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავავზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, რა ეტაპზეა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება და რატომ მივედით ასეთ რთულ მდგომარეობამდე?
_ წინასაარჩევნო მიმდინარე პროცესებმა ყველას, ვინც პოლიტიკაში ერკვევა, დაგვანახა, რომ “ქართული ოცნება” მზად არ იყო ხელისუფლებაში მოსასვლელად. დაგვანახა ის, რომ ეს ადამიანები უფრო მეტად გადართული იყვნენ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაზე, და არ სთავაზობდნენ საზოგადოებას, მკაფიოდ ჩამოყალიბებულ პროგრამებს, ხედვებს და ამ პროგრამების რეალიზების გზებს. ემოციურ ფონზე საზოგადოება ამას მაშინ არც ითხოვდა. ამ ფონზე `ოცნების~ წარმომადგენელთა უმეტესობამ დაკარგა თავის თავზე კონტროლი და ისეთი შეპირებები მისცა საზოგადოებას, რომლის შესრულების მექანიზმები დამუშავებული არ ჰქონდა.
ორი წელი გავიდა, ის ემოციური ფონი დღეს აღარ არის. სააკაშვილის წინაღმდეგ ბრძოლა კი სახელმწიფოს აღმშენებლობაში ვერ გადავიდა. `ოცნება~ ვერ გამოვიდა ამ ემოციური ფონიდან, და მათ მიაჩნიაათ, რომ სააკაშვილზე და “ნაცმოძრაობაზე” პრობლემების გადაბრალებით, ისევ გააგრძელებდნენ მარტივად ცხოვრებას, ეგონაათ ქვეყნის მართვაც ისე მარტივად წავიდოდა, როგორც ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ ივანიშვილის დახმარებით. ორი წელი გავიდა და არ არსებობს ხედვები, გეგმები, როგორ უნდა განვითარდეს სახელწიფო. არ არსებობს ოდნავ მაინც ერთიანი, ჩამოყალიბებული აზრი. Aამ ორი წლის განმავლობაში გარანტირებულად მიაჩნდათ, რომ “ნაცმოძრაობამ” იმდენი უკანონობა განახორციელა და იმდენად ეზიზღება ხალხს, რომ ნებისმიერ ქმედებას აპატიებდა `ქართულ ოცნებას~. Eეს ადამიანები იმის მაგივრად, რომ მერე მაინც გამოფხიზლებულიყვნენ და ეგრძნოთ პასუხისმგებლობა, ვიწრო ინტრიგებში, ძალაუფლებით ტკბობაში და ფულის კეთებაში გადაერთვნენ და ორი წლის თავზე უკვე ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება ქვეყნის მართვა.
_ ინტრიგები, ძალაუფლებით ტკბობა და ა.შ., რამაც როგორც თქვით, `ოცნების~ დეპუტაცია გაიტაცა, რეალურად ხომ ივანიშვილის იმიჯს ურტყავს?
_ თავად შექმნეს ეს პრობლემა. კიდევ უფრო მეტი, არ არსებობდა გუნდი, გუნდის ერთიანი ინტერესი და ერთიანი ამოცანა. რადგანაც იოლად, ხელის გაუნძრევლად გახდნენ დეპუტატები, ამიტომ ასევე მარტივად ცხოვრება გააგრძელეს და მთელი ეს ტალახი, ფაქტობრივად, საზოგადოების მხრიდან წავიდა ივანიშვილზე.
_ ამ ფონზე ექსპრემიერმა შექმნა ჯგუფი, რომელიც კოლიციური ხელისუფლების წარმომადგენელთა საქმიანობას სწავლობს. Gგამოდის ივანიშვილს სერიოზული კომპრომატები უნდა ჰქონდეს თავისი გუნდის წევრებზე, რადგანაც არაერთი სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება კოალიციის წევრებზე.
_ ივანიშვილს, რა თქმა უნდა, სერიოზული კომპრომატები აქვს. მაგრამ, ეს ხომ ქართული საზოგადოებისთვის დამამშვიდებელი არ არის. ჩვენ ხომ საგანელიძეზე ან სხვაზე პასუხისმგებლობა არ დაგვიკისრებია, ივანიშვილს დავაკისრეთ. აქედან გამომდინარე, საგანელიძეს არც არავინ არ სთხოვს პასუხს. პასუხს თხოვენ ივანიშვილს. როდესაც `ოცნების~ შიგნით მყოფმა ადამიანებმა მაგალითისთვის, ტყიბულში, ელისო ჩაფიძემ და ვიღაცამ რაღაც ვერ გაიყვეს; საგანელიძემ და ქუცნაშვილმა რაღაც ვერ გაარკვიეს, დეპუტატებს შორის კომიტეტის თავმჯდომარეობაზე ატყდა გნიასი, იქ “თავისუფალ დემოკრატებსა” და `ოცნებას~ შორის წავიდა ყოვლად უაზრო დაპირისპირება, კურსი იცვლება თუ არ იცვლება. ფაქტობრივად, საზოგადოება არცერთ ამ მონაწილე სუბიექტს პასუხს არ თხოვს. პასუხს სთხოვენ მას, ვისაც ხმა მისცეს. ხმა კი ივანიშვილს მისცეს. ამიტომ, ივანიშვილის მხრიდან თუ კარდინალური ქმედებები არ იქნება განხორციელებული, ხალხი პასუხს ისევ მას მოსთხოვს. ამიტომ, როდესაც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, საზოგადოებამ კიდევ უფრო უნდა გააცნობიეროს, არ შეიძლება რაგინდა რა რეიტინგული იყოს პიროვნება, ერთ პიროვნებას აკიდო ყველაფერი. დღეს აღმოვჩნდით ამ სიტუაციაში: პარლამენტი ეომება ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკი _ მთავრობას, მთავრობა _ ყველას. შესაბამისად, ყველა ელოდება იმას, რას იტყვის ივანიშვილი. ივანიშვილი იყო ჩუმად და ამბობდა, რომ ლარის პროცესი ჯანსაღია, ყველა იძახდა, რომ ჯანსაღია. Gგამოვიდა ივანიშვილი და თქვა, რომ ქადაგიძე და ეროვნული ბანკია დამნაშავე, ყველამ მიიღო ეს სიგნალი და წავიდა ქადაგიძის წინააღმდეგ. ასე არ შეიძლება. პოლიტიკური ინფრასტრუქტურის შექმნის გარეშე და პოლიტიკური გამართული პარტიის გარეშე პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა შეუძლებელი ხდება და ეს ყოველივე, ფაქტობრივად, არის ქართული საზოგადოების გადასახდელი. ამან ყველაზე უფრო ქართულ საზოგადოებას დაარტყა, მის ყველაზე უფრო დაუცველ ნაწილს. თორემ, მონაწილე სუბიექტები ძალიან კარგად გრძნობენ თავს. მარგიშვილი ვიცე-მერი იქნება თუ რომელიღაც სააგენტოს დირექტორი, ამით მისი მდგომარეობა არ იცვლება. მაღალი ხელფასი, პრემია, მანქანა და კეთილდღეობა გარანტირებული აქვს. მაგრამ რა ქნას იმ ადამიანმა, ვისთვისაც 10 ლარი მნიშვნელოვანია?! კი ბატონო, შესაბამისად შეაფასა ივანიშვილმა დავუშვათ, მაია ფანჯიკიძე, რომელმაც არაფერი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს. მაგრამ ამით საქართველოს რა ხეირი? მერე ისევ მისნაირი დანიშნა მინისტრად.
_ მართლაც იცვლება საგარეო კურსი? რას იტყვით ამის შესახებ დღეს, როცა რუსეთმა სასწავლო წვრთნები განაახლა ცხინვალსა და აფხაზეთში?
_ საგარეო კურსი საარჩევნო კამპანიის დროს იყო გამოკვეთილი ფორმულაში _ მივდივართ დასავლეთის მიმართულებით, მაგრამ რუსეთთან ვაგვარებთ სიტუაციას. სიტყვიერად ეს ძალიან კარგი მოსასმენი იყო. მაგრამ როდესაც მისი პოლიტიკური რეალიზების გეგმა მოვითხოვეთ, ეს გეგმა ფაქტობრივად, არ აღმოჩნდა. ამ ლამაზმა, მაგრამ არარეალისტურმა ფორმულამ, ვერ იმუშავა. დღეს ფაქტობრივად ეს კურსი გრძელდება. დღესაც ცდილობენ ამ ფორმულის ამუშავებას, წავიდეთ დასავლეთისკენ რუსეთთან დათბობის ფონზე. შეუძლებელია ამ ფორმულამ იმუშავოს.. ჩემთვის ცოტა გაუგებარია `თავისუფალი დემოკრატების~ დავა ამ თემაზე, რა, ეს კურსი არჩევნების დროს თვითონ არ შეიმუშავეს?! ეს კურსი ფაქტობრივად არ შეცვლილა. ეს გახდა საბაბი იმისთვის, რომ ხელისუფლებიდან “ღირსებით” წამოსულიყვნენ. რა იყო მიზეზი მათი წამოსვლის? _ შიდა პარტიული და შიდა კოალიციური დაპირისპირება. ეს ფორმულა რომ არ იმუშავებდა, თავიდანვე ნათელი იყო. ამიტომ პასუხი აგოს იმ ხალხმა, ვინც 2 წლის წინ ფიქრობდა, რომ იმუშავებდა. ამიტომ საჭიროა მკაფიო პოზიცია, მკაფიო პოლიტიკა იმისათვის, რომ ჩვენ როგორმე ამ მიმართულებით დღეს მაინც განვსაზღროთ ჩვენი საერთაშორისო განვითარების ვექტორი. რუსეთი არ ცდილობს ჩვენთან ნორმალურ ურთირთობას და ყოველდღე გვილაწუნებს, რაც მას შეუძლია. ამავდროულად დასავლეთის მხრიდანაც მოდის მესჯები, რომელიც ჩვენთვის მაინცდამანც დამამშვიდებელი არ არის. ფაქტობრივად იქამდე მივედით, რომ ამ აბსურდული ლოზუნგით ვერცერთთან ვერ მოვახერხებთ ვითარების დარეგულირებას. დღეს მაინც უნდა გამოვფხიზლდეთ. რეალისტები უნდა გავხდეთ. თუ დასავლური ღირებულებები არ გვინდა, ღიად ვთქვათ, ოღონდ ვიცოდეთ, რომ მთელი მსოფლიო ჩვენ წინააღმდეგ წავა და საქართველოს სერიოზული პრობლემები შეექმნება. როდესაც გყავს ასეთი საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, მთელმა მსოფლიომ რომ იცის, რომ მხოლოდდამხოლოდ მისი ამოცანაა ჩინოვნიკად დარჩეს და მეტი არაფერი აინტერესებს, და გაურკვეველი სამინისტროს მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ბუნებრივია ეს ადამიანები ვერ დაიცავენ საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს. ბუნებრივია ისიც, რომ არც რუსეთი და არც დასავლეთი მათ სერიოზულად არ შეხედავს.
_ არის საფრთხე იმისა, რომ უკრაინის მოვლენების ფონზე, საქართველოშიც დაიწყოს რუსეთმა ოკუპირებულ ზონაში შეიარაღებული პროვოკაციები?
_ დღეს რუსეთის წინაშე არ დგას ამოცანა აქ რაიმე სერიოზული სამხედრო ინციდენტების მოწყობის. იმიტომ, რომ ჩვენ ქართველები ჩვენივე ხელით ვთხრით ქართულ სახელმწიფოებრიობას. რაღაში სჭირდება კიდევ პროცესების დამატებითი ესკალაცია? პირიქით, დღეს ჩვენ თვითონვე ვანგრევთ ჩევენს სახელმწიფოს პოლიტიკური ნების დეფიციტის, უცოდინრობის გამო. შეიძლება ითქვას, რუსეთმა ყველაფერს მიაღწია ჩვენი ხელით. თუ რუსეთმა და დასავლეთმა ვერ იგრძნო, რომ ქვეყანას ყავს პატრონი, მოგექცევა ისე, როგორც უპატრონო ბოგანოს. Eეს ყველაზე კარგო ფონია “ნაცმოძრაობის” თუ რომელიმე სხვა პრორუსული ჯგუფების მიერ საკუთარი ინტერესების გამოსახატავად.
_ რა შანსები აქვს ნაცმოძრაობას ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში?
_ ნაცმოძრაობის ერთადერთი შანსი არის ეს ქმედუუნარო ხელისუფლება. ეთადერთი გადარჩენა ეს არის და ამ შანსს ნაცმოძრაობა ხელიდან არ უშვებს. ხელისუფლების თითოეული შეცდომა მიდის ან ნაცმოძრაობის ყულაბაში, ან პრორუსული ჯგუფების.
_ ვადამდელი არჩევნები რას მისცემს ქვეყანას?
_ ვადამდელ არჩევნებზე ყველა საუბრობს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ არავის აწყობს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress