ს პ ი რ ი დ ო ნ კ ე დ ი ა – ჩვენი სინამდვილის ანალიზიდან

kedia

საქართველოს ეროვნულ_დემოკრატიული
პარტიის პირველი თავმჯდომარე
წერილი ამოღებულია გაზეთ “საქართველოდან”
(1915 წ. #110)

რანაირიც გინდა იყოს საქართველოს აწინდელი ეთნოგრაფიული შინაარსი, ერთი რამ სავალდებულოა: საქართველო უნდა იგულისხმებოდეს ერთ ეროვნულ კომპაქტურ მთელად, რომელიც შექმნილია ერთი მოდგმის ხალხისაგან. მისი საზღვრები უნდა უწევდეს, ვიდრემდე ქართვლის ეთნოგრაფიული ელემენტი მიდის. ამ კანონიერ საზღვრებით შემოსაზღვრულ საქართველოში დღეს უცხო ტომებსაც ჰპოვებთ, ვისაც არც ჩვენ დავუპყრივართ ისტორიულად და ვინც არც ჩვენ დაგვიპყვრია და მასიურ გადმოგვისახლებია. უმეტესი ამ უცხოთაგან შემოსულია თავისი ნებისაებრ თუ შემოპატიჟებით სწორედ იმ დროს, როდესაც ნამდვილი მასპინძლის, თუ საქართველოს ისტორიული მფლობელის სიმაგრეს სიმტკიცის ბჭე ჰქონდა აყრილი. ამ მხრივ, რასაკვირველია, შეუძლებელია, მათ რაიმე პრეტენზია ჰქონდეთ. თავის მხრივ, საქართველოს ეროვნული შეგნება, რომლისათვისაც მობრძანების ნებართვის გამოსათხოვად ერთჯერაც არ მოუმართავთ და არც უცვნიათ საჭიროდ მისთვის ანგარიში გაეწიათ, რასაკვირველია რომ ვალდებულების გარეშე სდგას. ეს მარტივი რამეა, უბრალო გასაგები. კაცისა და ღვთის სამართალს სასაყვედურო არა ეთქმის_რა ქართველისათვის, პირიქით! . . . დღესავით ნათელია, უცხო ტომის ვერც ერთი ჩამომავალი, ვიდრე იგი არ დაჰკარგავდა თავის ეროვნების ძირითად ხასიათებს, თვისი არსების ბუნებრივ სულიერ_კულტურულ ფუნქციით ვერაფერს ქართულს ვერ შეჰქმნიდა; მაშასადამე, მცნება საქართველოს გამდიდრება_დაშინაარსიანებაში იგი ვერც ვერავითარ მონაწილეობას მიიღებდა. თითეულს თავისი საკუთარი “საქართველო” აქვს, რომელიც იქ დაუტოვებია, საიდანაც წამოსულა.

ამ ნაირად, საკუთარ ბუნების დაუმახინჯებლად, წინასწარ საზღვრულ ეროვნულ სახის ჩაუკვლელად, თავის_თავად ბუნებრივად, არცერთ უცხო ტომისას არ ეხელმწიფების ჰქმნას საქმე ქართული ჩვენს საქართველოში რომ ჩაეწეროს სულიერ_კულტურულად, უნდა გამოეწეროს თავის “საქართველოდან”, ხელი აიღოს ძვირფასად საყვარელ თავის წარსულსა და მოგონებაზე, თავის მკვდრებზე; უნდა წარიხოცოს სახე ეროვნული, შექმნილი საუკუნეებით და ყველა ეს როსთვის? ან შეიძლება_კი, სურვილიც რომ იყოს? ვინ იცის ცოცხალში როდის ჩამოკრავს შურის მაძიებელი წინაპარი თავის ჩანგს?!
ესეც რომ გულში გადაიწყვიტოს, ჩვენ, მეორე მხარეს, რა უფლება გვაქვს მსხვერპლი ესეთი შევიწიროთ? ეს იქნებოდა კაციჭამიობის ის მხეცური ეგოიზმი, რომელსაც ვერ შერიგებია ქართველის ბუნება თავი ხანგრძლივ ისტორიულ არსებობის ვერც ერთ ეპოქაში და რომელსაც დღესაც ჰგმობს და სძრახავს, რომ სხვა სჩადის მაგას.
ეს რომ კიდეც გულში გადაიწყვიტოს ვინმე უცხო ტომისამ, რა ზნეობრივის მოსაზრებით უნდა გავამართლოთ იგი. სად რა საზომი გამოვსძებნოთ იმისათვის, ან ვით შევიწიროთ მსხვერპლი ეგზომ საშინელი.
ამნაირად, უამსაშინელ მსხვერპლოდ, თუ არ სიცოცხლეშივე ათასჯერ საძრახ სიკვდილით, უცხო ტომისას მატერიულად არ ეხელმწიფების ჰქმნიდეს საქართველოს კულტურას, იღვაწოდეს საქართველოს წარმატებისა და აყვავებისათვის! ხოლო ესეთი მსხვერპლი მიუღებელია ჩვენთვის. მისი წინააღმდეგია მთელი ჩვენი ბუნება. ჩვენი საქართველო კი ფუნქციაა მხოლოდ ქართველად შობილ და ქართველად სამარეში ჩასული კაცისა. ჩვენი საქართველოს გამდიდრება სულიერის თუ ნივთიერის კულტურით ბუნებრივად მოხდა, ხდება და მოხდება ქართველი კაცის სულიერ_კულტირილი ბუნებრივი ფუნქციის შედეგად.
აქ არის განსხვავება და ძირითადი არსებითი წინააღმდეგობა სწორედ აქ სუფევს. აქ ორი დასაბამია, ერთი მეორეს გამომრიცხავი, ორთავე ჩვენი ნებასურვილის გარეშე და მის წინასწარად საზღვრული, _ ამიტომაც ჩვენზე ძლიერი. ამისათვის ცისა და ქვეყნის ლოღიკის ძალით, წარმოუდგენელია ორი დასაბამი, იმ თავითვე სხვა და სხვა ეროვნულ სახის განმტკიცებისა და სხვა და სხვა ეროვნულ კულტურის განგრძობა_გაფურჩქვნისათვის ქმნილი, ერთ_ერთი ერის კულტურას შეეწყოს, მას ჰქმნიდეს და ამდიდრებდეს ბუნებრივად ხოლო თუ თითოეული თვით_განმტკიცებას დაადგა, ერთ_ერთი უნდა დაიჩაგროს, შევიწროვდეს, დაკნინდეს. ერთ_ერთმა უნდა ვაი_ვაგლახით შეიძინოს მომავალი და მეორემ ვაი_უბედურებით დაჰკარგოს იგი. მოპირდაპირის დასამარცხებლად დახარჯული ძალა უნდა მოაკლდეს გამარჯვებულის წარმატების ინტენსიურობას; ამის გამო გამარჯვებულის დაწინაურებაც მუდამ შებორკილი და განელებული გამოდის. ეს აუცილებელი კანონია კაცთა და ფიზიკის სფეროში. რა უკანონო იქნებოდა, და ბუნებაც მისი გამგითა ღირსი გმობისა, რომ შინაური, სახლის კანონიერი ბატონ_პატრონი მტლად დაედოს ამ ბუნების და კაცთა საშინელ კანონს!
ასეთია ვითარება, ღირსი უაღრესი და უმახვილესი ყურადღებისა! ქართველმა უნდა იფიქროს ამაზედ!

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress