მამუკა გიორგაძე: “რესპუბლიკელები თავდაცვის სამინისტროში `შავ ხვრელებს~ ვერ ამოავსებენ”
შორენა კოწოწაშვილი ”ახალი თაობა” 17.05.2015
ამოავსებს თუ არა თავდაცვის სამინისტროს ხარჯებში `შავ ხვრელებს~ მინისტრი ხიდაშელი, რა თანხვედრა იკვეთება ხელისუფლების და ნაცების ნაბიჯებში და რა შემთხვევაში შეიცვლება პრემიერ-მინისტრი? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, რა მესიჯია თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნა? ბიძინა ივანიშვილმა რესპუბლიკელების გაძლიერებით შიდა პოლიტიკურ ფლანგზე მის მიერვე შერჩეულ ძალთა ბალანსი შეცვალა?
_ თვადაცვის მინისტრად დანიშვნა თინა ხიდაშელის, ეს არის მესიჯი იმათთვის, ვისაც უნდა, რომ დაარწმნოს, რომ საქართველოს არმია არ ეყოლება, საქართველოს თავდაცვის უნარიანობა კვლავ იქნება იგივე. აი, იმათთვის არის მესიჯი ივანიშვილის მხრიდან _ არაფრის გაკეთებას არ ვაპირებთ, ეჭვქვეშ ნუ დააყენებთ ჩემს ლოიალობას თქვენ მიმართ.
_ რესპუბლიკელები ივანიშვილისთვის საიმედო პარტნიორები იქნებია? `ოცნებაში~ ცოტა ხნის წინ რესპუბლილელების კოალიციდან გასვლას არ გამორიცხავდნენ. ვრცლად »