gerbebi_Page_6

რეფორმა უსამართლო მოსამართლეთა გადასარჩენად

კიდევ ერთი იმედი და მოლოდინი გაუცრუა ხელისუფლებამ ხალხს, რომელსაც სამართლებრივი სახელმწიფოსა და ღია სამოქალაქო სივრცის მშენებლობას დაჰპირდა. საჯაროდ მიმდინარეობს წინა რეჟიმის მხილება და ლანძღვა, კულუარებში მათ წარმომადგენლებთან გარიგება. საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ გამოაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა ახალი ხელისუფლების ღირსების საქმედ. შემდეგი “ღირსების საქმე” დამნაშავე პროკურორთა გადარჩენის საქმე იყო, მიუხედავად მათ წინააღმდეგ შეტანილი ათიათასობით შეტანილი სარჩელისა. კიდევ ერთხელ და, ღმერთმა იცის მერამდენედ, სახელმწიფოს მმართველობის სადავეებთან მყოფმა პერსონებმა წამოიწყეს და შუა გზიდან დაიხიეს უკან ქვეყნის აღმშენებლობისთვის უცილობლად საჭირო რეფორმების გზაზე. ამჯერად სასამართლოს რეფორმა დადგა გაბითურების საფრთხის წინაშე. დიახ, გაბითურების, რადგან, სხვა მრავალ შეფასებათა შორის, ეს სიტყვა ყველაზე ზუსტად ასახავს პროცესს, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო და უზენაესი სასამართლო წარმართავს. ვრცლად »

gerbebi_Page_6

არა საქართველოს რეგიონალიზაციის კიდევ ერთ მცდელობას

ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მუდმივად ერთ-ერთი აქტუალური თემაა ჯანსაღი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება. როგორც წესი, მმართველი ძალა საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობის გარეშე, მხოლოდ მისთვის სასურველი სუბიექტების მონაწილეობით, ყოველი ახალი არჩევნების წინ ახდენდა ამ საკითხის ტრანსფორმაციას ძირითადად ორი მიმართულებით: ერთი მხრივ, როგორ მოერგო საარჩევნო სისტემა საკუთარი გამარჯვების უზრუნველსაყოფად და, მეორე მხრივ, საარჩევნო პროცესში შემოეცურებინა თავისი ფარული პოლიტიკური ინტერესი. სხვა თემების განხილვა ხდებოდა “დემოკრატიისთვის” ბრძოლის ფონის შესაქმნელად, რათა ძირითადი ამოცანა გადაფარულიყო. ვრცლად »

giorgadze-1

ივანიშვილს უნდა, რომ ალტერნატივა არ ჰყავდეს

შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა” 01.06,2015

რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები იბრძვიან საქართველოში პროდასავლური ძალების სახელით და რატომ არ აქვს მნიშვნელობა ივანიშვილისთვის, მიიღებს თუ არა ის თავის რიგებში ნაციონალებს? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.

_ ბატონო მამუკა, ნაციონალური მოძრაობის ოთხი დეპუტატის გასვლას როგორ შეაფასებდით? ნაცმოძრაობის დაშლა აქტიურ ფაზაშია თუ სააკაშვილის პარტია გაიშალა და მოქკავშირის მსგავსად მოქმედებას გეგმავს?

_ საქართველოს პოლიტიკური სისტემა ეს არის საბჭოურ ბოლშევიკური, როდესაც ყავს ბელადი და შემდგომ ახალი ბელადის მოსვლასთან დაკავშირებით, მომსახურე პერსონალი გადაეწყობა ახალ ბელადზე. ეს საბჭოური მართვის სტილია.  სამი წელი გაატანინა ნაციონალურმა მოძრაობამ `ოცნებას~ თავი, ამოწურა თავის თავი და ახლა, ბუნებრივია, ყველა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ახალ მატარებელზე შეხტომას ცდილობს. მათ დაინახეს, რომ უკვე `ოცნებისთვისაც~ აღარ არიან საჭირონი. სამი წელი `ოცნება~ იმით იმართლებდა თავს, რომ ნაცმოძრაობაზე უკეთესები არიან. დამთავრდა ეს პერიოდი. ხალხს ეს არგუმენტი მობეზრდა. ამიტომ ნაცმოძრაობა აღარ სჭირდება. ახლა შეეცდებიან სივცეში სხვა ჯგუფები ჩაანაცვლონ.

_ დამოუკიდებელ თამაშზე წავლენ სააკაშვილის მომხრეები თუ შეეცდებიან `ოცნებაში~ გაწევრიანდნენ, როგორც მარიკა ვერულაშვილი და სხვა ნაციონალი დეპუტატები? ვრცლად »

SONY DSC

ივანიშვილი დაემსგავსა იმ რაკეტას, რომელმაც რეიტინგდაკარგული პარტიები დააბრუნა ორბიტაზე

პრაიმ-ტაიმი   31.07.2013    მამუკა გიორგაძე

ბიძინა ივანიშვილი დაემსგავსა იმ რაკეტას, რომელმაც რეიტინგდაკარგული პარტიები დააბრუნა ორბიტაზე – ამის შესახებ განცხადება “სახალხო პარტიის” ლიდერმა მამუკა გიორგაძემ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისივე თქმით, პარტიების დაფინანსების წესებთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკა გრძელდება და სხვადასხვა ჯგუფები საკუთარ პარტიებზე ირგებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ვრცლად »

gerbebi_Page_6

,,სახალხო პარტიის“ მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას – ოკუპაციის ზონაში მოქალაქეთა გატაცების შესახებ

მუდმივ პრაქტიკად იქცა და პერმანენტულად ხდება ცნობილი, საოკუპაციო ხაზის რუსული მხარის კონტროლირებული ტერიტორიიდან რუსი ,,მეკობრე-ყაჩაღების“ მიერ ქართველთა გატაცება. მორიგი ასეთი ფაქტი ახლახან მოხდა.  ეს შემთხვევა უკვე მეოთხეა ბოლო დღეების განმავლობაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს,  ჩვენი თანამემამულეები ცხინვალის იზოლატორში ხვდებიან.  ჩვენი ინფორმაციით აგვისტოს ომის შემდეგ ასეთი სამი ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული.

ვრცელდება ინფორმაციები გატაცებების შესახებ და ერთხელაც არ ყოფილა აღნიშნული გატაცებულთა შემდგომი ბედის შესახებ. რამდენი ხანი იყვნენ საოკუპაციო საზღვრის იქით, რა პირობებში უწევდათ ყოფნა, რის სანაცვლოდ გათავისუფლდნენ და თუ ფული იქნა გადახდილი, ვინ იხდიდა ყაჩაღურ გამოსასყიდს. ვრცლად »

gerbebi_Page_6

თუ ვერ ვარსებობთ, მაშასადამე ვერც დამოუკიდებლობას ვინარჩუნებთ და ვერც სახელმწიფოს.

ქართულ მედიასა და საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია NDI-ის ბოლო კვლევების შედეგების გამოცხადებამ. NDI-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მოსახლეობამ, ბოლო წლების განმავლობაში პირველად, პრობლემათა რიგში მეოთხე ადგილზე გადაანაცვლა. პირველი სამი კი ასე გამოიყურება:
1. სამუშაო ადგილები 66%
2. ფასების ზრდა და ინფლაცია 43%
3. სიღარიბე 39% ვრცლად »

giorgadze mamuka (30)

“ეკლესიაზე ზრუნვის” მოტივით მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ.

სწორად გავიაზროთ რუის-ურბნისის გამოცდილება!

ყოველი მონოპოლიზებული სისტემის ზეობასა და კეთილდღეობას, თავისთავად, საფრთხის ქვეშ აყენებს თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებებისა და ინსტიტუტების არსებობა და, საერთოდ, ხელისუფლებისგან არშექმნილი და მის მიერ ვერკონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება.
დღეს, ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და თვითმართვადი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამოქალქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების სისუსტის პირობებში, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთადერთი რეალური დამცველი, რომლის მაღალი ავტორიტეტის გამო ყველა იძულებული ხდება ანგარიში გაუწიოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, არის საქართველოს სამოციქულო ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი.
საქართველოს სამოციქულო ეკლესია მუდამ იყო და არის არა მარტო რელიგიურ_აღმსარებლობითი ინსტიტუტი, არამედ, ეროვნულ-საკაცობრიო და მაღალზნეობრივი ქმედებების მასტიმულირებელი, ხელშემწყობი და, ხშირად, საკუთარი თვითშეწირვით მაგალითის მიმცემიც. ეს ფუნქცია მას თვით მებრძოლი ათეიზმის პირობებშიც კი ვერ წაართვეს.
გარკვეულ ძალებს საქართველოში და მის გარეთ მიაჩნიათ, რომ მათი სისტემური იდეოლოგიური და ინსტიტუციური უმთავრესი მოწინააღმდეგე დღეს არის საქართველოს სამოციქული ეკლესია. სწორედ ამიტომ, ასეთი ინსტიტუტის არსებობა და გამართული ფუნქციონირება, ამ ინსტიტუტის მიმართ მოსახლეობის ნდობა, ხელს უშლით თავისი ზრახვების განხორციელებაში _ ერთიანი ეროვნული ცნობიერების მიზანმიმართულ ნგრევაში; ქვეყნის ინტელექტუალური და მორალური პარალიზაციისა და სულიერი დაკნინების პოლიტიკის გატარებაში; ერის გენოციდში, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მონოპოლიზებაში; ქართულ სივრცეში რეალური დემოკრატიის ნაცვლად ფსევდოდემოკრატიის დანერგვაში. ვრცლად »

SONY DSC

ივანიშვილის სურვილია ხელისუფლების წყარო იყოს თვითონ და არა ქართველი ხალხი.

Fact2.ge23.05.2015

ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარება, ჩვენ უნდა განვიხილოთ ორი რაკურსით: ერთი _ რა ჭირდება საქართველოს სახელმწიფოს და, მეორე _ რა პროცესები მიდის ხელისუფლებაში.
ხელისუფლებაში ერთი ადამიანის უსიტყვო მორჩილების პოლიტიკა გრძელდება. ერთი ადამიანი წარმართავს სიტუაციას. მივედით იმ ვითარებამდე, რომ ფაქტობრივად, შეიძლება მთელი ხელისუფლების სახალხო ნდობა და ლეგიტიმაციაც კი დადგეს ეჭვსქვეშ, გამომდინარე იქედან, რომ არც პარლამენტია იმ ადამიანების ავტორიტეტით არჩეული, ვინც დღეს დეპუტატად იწოდება, არც პრეზიდენტია ასეთი, არც _ მთავრობა. ის, ვისაც საზოგადოებამ ნდობა გამოუცხადა და ხმა მისცა, ის გასულია ლეგალური პოლიტიკური სივრციდან და გარედან მართავს სიტუაციას. ვრცლად »

gerbebi_Page_6

ზოგიერთი მოსაზრება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ

ზოგიერთი მოსაზრება 2014 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეტანილ კანონპროექტზე „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (http://www.parliament.ge/ge/law/7964/16269).

კანონპროექტმა ქართველი საზოგადოების ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შეფასება დაიმსახურა. მასზე არც ერთი დადებითი გამოხმაურება არ ყოფილა საჯარო სივრცეში, რის გამოც კანონპროექტის ავტორებმა ჯერ ერთი, შემდეგ მეორე თითქოსდა „ალტერნატიული ვარიანტი“ შექმნეს, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ მათგანში არსად არ ჩანს მთავრობის ხედვა და სტრატეგია სასოფლო-სამეურნეო მიწის მიმართ. ასევე, არ ჩანს, ანალიზზე დაფუძნებულ რა გამოწვევებს პასუხობს იგი (სინამდვილეში `სიახლეები~ მხოლოდ კოსმეტიკურია). კანონპროექტი უნდა ემსახურებოდეს ხედვის, სტრატეგიის და დასახული მიზნების განხორციელებას.  წარმოგიდგენთ ჩემს ხედვას თითოეულ მათგანზე.

კანონპროექტის I – ვარიანტზე

კანონპროექტის ავტორები განმარტებით ბარათში ვერ/არ ასაბუთებენ მათ მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ნორმების შედეგიანობას, მათ შესაბამისო¬ბას მიწის სამართლისა და ეკონომიკის თეორიებთან, ცივილიზებული მსოფლიოსა და უპირველეს ყოვლისა ევროკავშირის ქვეყნებში მსგავს საკითხებზე არსებულ კანონმდებლობასთან. ვრცლად »

Kote-Apkazi_1916

1923 წლის მაისი სისხლიანი დღეები საქართველოში

1923 წლის   20 მაისს გენერალი კონსტანტინე აფხაზი და სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრი დახვრიტეს.  ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი ნათელი სული.

 საქართველოს .. რესპუბლიკის საგანგებო კომისიისაგან ინტერპარტიული კომიტეტის სამხედრო შტაბის აღმოჩენა.

                  

     “ანტანტის კაპიტალისტების აგენტების დანარჩენი მუშაობა საქართველოში აჯანყების მოსამზადებლად მოისპო დაპატიმრებით, რომელიც მოახდინა საგანგებო კომისიამ. საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების, საქართველოში ბანდიტური მოძრაობის მოწყობისა და მასში მონაწილეობის მიღების მუშურ=გლეხურ სახელმწიფოსათვის ღალატის გამო, ამ.-კავკასიის საგ. კომისიის მიერ დამთავრებულ გამოძიებით, საქრთველოს .. რესპუბლიკის საგ. კომისია ადგენს: მიესაჯოს უმაღლესი სასჯელი:

1)         ანდრონიკაშვილს ალექსანდრე სიმონის ძეს, 51წლ. ყოფ. თავადი, გენ. შტაბის ყოფილი გენერალი. სა. სამ. სკოლის მასწავლებელი. ამ თანამდებობაზე იყო, როდესაც შევიდა სამხ. ცენტრის შემადგნლობაში და მონაწილეობს საქართ. საბჭ. ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების მომზადებაში და საქართველოს ს.ს. რესპუბლიკაში ბანდიტურ მოძრაობაში.

2)         წულუკიძე ვარდენ გრიგოლის ძე. 57 წლ. დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი, ყოფ. თავადი, ყოფ. გენერ. იყო საქართველოს წითელი არმიის მოსაზღვრე ჯარის უფროსი და ამავე დროს, ინტერპარტიულ კომიტეტის წინადადების თანახმად, შევიდა სამხედრო ცენტრში, ფაქტიურად, ხელმძღვანელობდა ცენტრის მუშაობას. სამ. ცენ. დასტურით, მუსხელიშვილთან ერთად შეიმუშავა და ინტერპარტ. კომ. საშუალებით დაუგზავნა ადგილობრივ, ხალხის და იარაღის მობილიზაციის გეგმა, იღებდა და აძლევდა ინტერპარტიულ კომიტეტს საიდუმლო ცნობებს ჩვენი წითელი არმიის მდგომარეობის შესახებ; მონაწილეობას იღებდა საქ. ბანდიტურ მოძრაობაში. ვრცლად »

Powered by WordPress