პრაიმ-ტაიმი 31.07.2013 მამუკა გიორგაძე
ბიძინა ივანიშვილი დაემსგავსა იმ რაკეტას, რომელმაც რეიტინგდაკარგული პარტიები დააბრუნა ორბიტაზე – ამის შესახებ განცხადება “სახალხო პარტიის” ლიდერმა მამუკა გიორგაძემ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისივე თქმით, პარტიების დაფინანსების წესებთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკა გრძელდება და სხვადასხვა ჯგუფები საკუთარ პარტიებზე ირგებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.
“ყოველი არჩევნების წინ პარტიების დაფინანსების საკითხი ხდება ვაჭრობის თემა. არსებობენ ჯგუფები, რომლებიც მათთვის სასურველ შედეგს იღებენ და საკუთარ პარტიაზე ირგებენ. სამწუხაროა, რომ ახალი ხელისუფლება ამ საკითხებთან დაკავშირებით ძველი მეთოდებით აგრძელებს მუშაობას. ამ ფონზე კი ივანიშვილი დაემსგავსა იმ რაკეტას, რომელმაც ხალხის თვალში რეიტინგდაკარგული პარტიები დაუბრუნა ორბიტას. მათ, დღეს 2003 წლის რევოლუციის გადარჩენასთან გვაქვს საქმე. 2003 წლის მოვლენების რეანიმაცია კი დაუშვებელია”, – აცხადებს გიორგაძე.
მისივე თქმით, “სახელმწიფოს წინაშე დანაშაულის ჩამდენთა მისამართით ადგილი აქვს სასათბურე პირობების შექმნის მცდელობას”. “…განვითარებული მოვლენები მეტყველებს იმაზე, რომ თავიდანვე ყველაფერი გათვლილი და გათვალისწინებული იყო.”