რატომ დატოვა ივანიშვილმა ღარიბაშვილი თანამდებობაზე

10988892_810070899081969_26282274_o

მამუკა გიორგაძე: “რესპუბლიკელები თავდაცვის სამინისტროში `შავ   ხვრელებს~  ვერ ამოავსებენ”

 

შორენა კოწოწაშვილი  ”ახალი თაობა” 17.05.2015

ამოავსებს თუ არა თავდაცვის სამინისტროს ხარჯებში `შავ ხვრელებს~ მინისტრი ხიდაშელი, რა თანხვედრა იკვეთება ხელისუფლების და ნაცების ნაბიჯებში და რა შემთხვევაში შეიცვლება პრემიერ-მინისტრი? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან.

_ ბატონო მამუკა, რა მესიჯია თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნა? ბიძინა ივანიშვილმა რესპუბლიკელების გაძლიერებით შიდა პოლიტიკურ ფლანგზე მის მიერვე შერჩეულ ძალთა ბალანსი შეცვალა?

_ თვადაცვის მინისტრად დანიშვნა თინა ხიდაშელის, ეს არის მესიჯი იმათთვის, ვისაც უნდა, რომ დაარწმნოს, რომ საქართველოს არმია არ ეყოლება, საქართველოს თავდაცვის უნარიანობა კვლავ იქნება იგივე. აი, იმათთვის არის მესიჯი ივანიშვილის მხრიდან _ არაფრის გაკეთებას არ ვაპირებთ, ეჭვქვეშ ნუ დააყენებთ ჩემს ლოიალობას თქვენ მიმართ.

_ რესპუბლიკელები ივანიშვილისთვის საიმედო პარტნიორები იქნებია? `ოცნებაში~ ცოტა ხნის წინ რესპუბლილელების კოალიციდან გასვლას არ გამორიცხავდნენ.

_ რესპუბლიკელებზე უფრო “საიმედო” პარტნიორი ძნელი მოსაძებნია. იმიტომ, რომ სხვაგან წასასვლელი მაგათ არ აქვთ. თუ, ასე ვთქვათ, რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ მოხდა, სხვაგან სად უნდა წავიდნენ?! ივანიშვილმა მოძებნა ისეთი პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ვერასოდეს მიაღწევს, არც მიუღწევია რაიმე შედეგისათვის. ის მუდმივად სხვის კუდზეა მიბმული. შესაბამისად, სანამ ის სხვა არ გამოაგდებს, ესენი იქედან არ მოდიან. ივანიშვილს ამათი ამბციების უკვე აღარ ეშინია. იმდენად რეიტინგდაკარგულნი არიან. სანდონი არიან არა იმიტომ, რომ არ იკადრებენ რამეს, არამედ იმიტომ, რომ არაფრის მაქნისები არიან. ამიტომ არიან სანდონი. კაცმა არ იცის კიდევ, ივანიშვილსა და რესპუბლილელკებს შორის, რომელი ქვეყნის სპეცსამსახური აბავს დამატებით ხაზებს.

_ თავდაცვის სამინისყროს 800 მლნ-იანი ბიუჯეტის რესპუბლილელების ხელში გადაცემაც კითხვებს აჩენს?

_ რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი ამაზე კითხვს ნიშნებს სვამს. მით უმეტეს, რომ რაც რამოდენიმე თვის წინ ალასანიას პერიოდში თავდაცვის სამინისტროში გაკეთდა ყველამ ძალიან კარგად ვიცით.

ვიცით, თვადაცვის სამინისტროს პრაქტიკა რაც არის, იგივე თავის დროზე კეზერაშვილი იქნებოდა, ახალაია, ოქრუაშვილი, უმეტესი მათგანი, სხვათა შორის, ხიდასელის ჯგუფელია, ეს ადამიანები როგორ მუშაობდნენ, ვიცით. თავდაცვის ბიუჯეტი არის საზოგადოებისთვის დახურილი, მაგრამ ფულის საკეთებლად ყველაზე კარგი ადგილი. ამიტომ, ბუნებრივია, აქაც უნდა ველოდოთ ამ პრაქტიკის გაგრძელებას იმიტომ, რომ მხოლოდდამხოლოდ მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი და ქვეყნის წინაშე მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსს შეუძლია, რომ თავდაცვის სამინისტროს ეს `შავი ხვრელები~ ამოავსოს. რესპუბლიკური პარტია, რომელიც სულ მუდამ, ასე ვთქვათ, სხვის ზურგზე იყვნენ აკიდებულები, ამას ნამდვილად ვერ მოახერხებს და არც მოახერხებს; ამ კუთხით საკმაოდ სერიოზული პრობლემებიც შეიძლება დადგეს და მით უმეტეს, ივანიშვილის მხარდაჭერის შემთხვევაში.

_ სააკაშვილის დაბრუნების მოთხოვნით ნაცელიტა აქციების გამართვას აანონსებს. შესაძლოა, ამ აქციებმა ფართომასშტაბიანი სახე მიიღოს?

_ ყველაფერი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ხელისუფლება, რომელსაც გააჩნია სერიოზული პრობლემები, ფაქტობრივად, იმის ნაცვლად, რომ აუხსნას საზოგადოებას, რატომ ვერ შეასრულა მან წინასაარჩევნო დაპირებები, აკეთებს დაძაბულობის ესკალაციას. ფაქტობრივად, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში არ მიდის; მიდის კვლავ იმიტაცია ხელოვნური დაძაბულობისა, სტიმულირება ხელოვნური დაძაბულობისა, რაც შედის ხელისუფლების და `ოცნების~ ინტერესებში. ნებისმიერი თოქშოუ ავიღოთ, საპარლამენტო სპექტაკლები… ეს ყოველივე ნათელ სურათს გვაძლევს, რომ ხელისუფლებას აქვს სურვილი კვლავ აწიოს ემოციური ფონი. ემოციური ფონის აწევა აწყობს ორივეს. როგორც კი დაინახა `ოცნებამ~, რომ მშვიდ გარემოში მას არანაირი არგუმენტი არ აქვს საზოგადოების წინაშე სალაპარაკო, არცერთ სფეროში, კვლავ დაიწყო ემოციური ფონის აწევა და შესაბამისად, მათ აქვთ სურვილი, დაგვავიწყებინონ ჩვენ წინაშე მდგარი პრობლემები და ვიფიქროთ იმაზე, ნაცები ხო მარ დაბრუნდებიან?! აი, ეს არის `ოცნების~ მთავარი თავდავითი იარაღი. რათა შემდგომ საზოგადოების   ნებისმიერი პროტესტი მიაბან, როგორც ნაცმოძრაობის მხარდაჭერა.

_ როგორც ჩანს, თავად უმრავლესობის წევრებიც არ გამორიცხავენ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებებს. ვისი თავი დაგორდება კიდევ ღარიბაშვილის კაბინეტიდან და თავად პრემიერის შეცვლას თუ გამორიცხავთ?

_ ამ ეტაპზე ღარიბაშვილი დატოვებულია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მისი შეცვლით მითი იმის შესახებ, რასაც ივანიშვილი ავრცელებს თავის თავზე, რომ ადამიანების ცნობა კარგად იცის, დაიმსხვრევა _ არ გაუმართლა პრეზიდენტმა, ქალაქის მერმა. ყველასთან უფრო მასთან იდენტიფიცირებულმა პირმაც თუ არ გაუმართლა, ე.ი. მაშინ შენ არ ვარგიხარ და ეს არის; და მეორეც: მას აწყობს კიდეც ასეთი უფუნქციო და ძალაუფლების არმქონე პრემიერი. ივანიშვილი თავს უფრო გარანტირებულად გრძნობს. პრემიერი, ქვეყნის პირველი პირი, რომელიც ვერ ფლობს სიტუაციას, ფაქტობრივად, ვერ აკონტროლებს სახელმწიფო სტრუქტურებს, გაცილებით გარანტირებულად თვლის ივანიშვილი მდგომარეობას, მით უმეტეს, რომ ალბათ პიროვნულ მორჩილებაში ეჭვი არ ეპარება ივანიშვილს. შესაბამისად, თვითონ ივანიშვილი იწყებს აქტიურ მართვას კონკრეტული მიმართულებებისა და ალბათ ამ კუთხით ნებისმიერი შეცდომა ნებისმიერი მინისტრისა, რომელიც ივანიშვილს შეიძლება თვალში ცუდად მოხვდეს, იქნება აუცილებლად რეაგირებული და ის მინისტრი თანამდებობას დატოვებს. როგორც წესი, ეს მოხდება კლანებს შორის დაპირისპირებული ურთიერთობის პიკის დროს და კვლავ კლანებიდან იქნება წარმოდგენილი ახლი კანდიდატები.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress