მამუკა გიორგაძე - ალასანიას განცხადებაზე, რომ ქვეყნის საგარეო ვექტორი შეიცვალა.
_ აქ ალასანია იმაში ცდება, როცა აცხადებს, რომ ქვეყნის საგარეო ვექტორი შეიცვალა. არანაირი ცვლილება არ მომხდარა. ასე იყო ალასანიას დროსაც. როცა ალასანია იყო კოალიციის წევრი და თავდაცვის მინისტრი, როცა ალასანია მონაწილეობდა საარჩევნო პროგრამის და სამთარობი პროგრამის განხორციელებაში, მაშინაც იგივე ხდებოდა. კურსის ცვლილებას ადგილი არ აქვს. ადგილი აქვს მხოლოდდამხოლოდ ალასანიას მდგომარეობის შეცვლას. აბაშიძე-კარასინის ფორმატი თუკი, როცა მინისტრი იყავი, მაშინ აუცილებელი იყო, მინისტრობიდან წამოსვლის მერე, შენ რატომ შეიცვალე პოზიცია, ახლა აღარ არის აუცილებელი?! როდესაც მაია ფანჯიკიძე იყო მინისტრი და ის მიესალმებოდა აბაშიძე-კარასინის შეხვედრას, ახლა რატომ აღარ მიესალმება, რა შეიცვალა?! `ქართული ოცნება~ არ შეცვვლილა. შეიცვალა ირაკლი ალასანიას მდგომარეობა. ამიტომ არ არის ალასანიას სიტყვები სანდო ამ შემთხვევაში. ის საკუთარი პოზიციიდან გამოდის, თორემ ძალიან აქტიური პროდასავლური კურსი, `ოცნებას~ არ ჰქონია არც მაშინ, როცა ხელისუფლებაში მოდიოდა. მაშინ რატომ არ აპროტესტებდა ამას ირაკლი ალასანია?! რატომ არ უთხრა საყვედური თავისი გუნდის წევრს და ოჯახის წევრს, იგივე მაია ფანჯიკიძეს ან ალექსი პეტრიაშვილს, რომ ჩადი, ევროპის სახალხო პარტიას დაელაპარაკე. ჩადი ევროპარლამენტში და შეხვდი ფრაქციებს. ეს მათი პირდაპირი მოვალეობა იყო. 3 წლის განმავლობაში ამ ხალხმა ვერ უზრუნველყო ჯანსაღი კონტაქტების რეალიზება. ვინ უშლიდა ხელს ალექსი პეტრიაშვილს, ევროინტეგრაციის მინისტრს, რომ ევროპული პოლიტიკის ძირითად წამყვან პარტიებთან ურთიერთობები დაემყარებინა. თუ ვინმე უშლიდა, თქვან. ეს ერთი, მეორე მომენტი: გუნდში ყოფნა ეს პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, როდესაც ამ გუნდის წყალობით მინისტრად მოხვდი, ეს გაწყობს, ელემენტარულად დაიცვა ამ გუნდის ერთიანობა, ეს აღარ გაწყობს?! ასეთი მიდგომა ქართულ პოლიტიკაში უნდა დასრულდეს. ასეთი მიდგომა, რომ ქვეყანა განიხილო მხოლოდდამხოლოდ შენი პირადი კომფორტული მდგომარეობის რაკურსით, ეს უნდა დასრულდეს.