გიწვევთ ღია დისკუსიაში 8.06.2010

gerbebi_Page_6

საქართველო ღრმა ქრისტიანული კულტურის ქვეყანაა

საქართველო ღრმა ქრისტიანული კულტურის ქვეყანაა. 326 წლიდან ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიაა, ხოლო 465 წლიდან საქართველოს ეკლესია ავტოკეფალურია. საქართველოს ისტორიის თოთხმეტმა საუკუნემ (V-XVIII) ჩაიარა თითქმის უწყვეტ ბრძოლაში სხვა რელიგიათა მატარებელი, საქართველოზე მრავალჯერადად დიდი სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომელნიც, ყველანი უკლებლივ, თავის შემოტევებში საქართველოზე ისეთივე ძალისხმევით ცდილობდნენ ქართველი ერის მიქცევას უცხო რელიგიისაკენ, როგორითაც საქართველოს მიწის დაპყრობას. საქართველო ზემოხსენებული საუკუნეების მანძილზე იყო ქრისტიანობის ფორ¬პოსტი აღმოსავლეთში. XII საუკუნეში და XIII საუკუნის დასაწყისში, თავისი ყველაზე დიდი სახელმწიფოებრივი აყვავების ხანაში საქართველოს სახელმწიფოს იდეოლოგიის არსებითი პუნქტი იყო საქართველოს ერთერთ უმთავრეს ფუნქციად აღიარება ქრისტიანებისა და ქრისტიანობის დაცვისა კავკასიაში და მის მიმდგომ რეგიონში. ქართველმა ერმა შეგნებულად გაიღო უდიდესი მსხვერპლი ქრისტიანული რელიგიისათვის ბრძოლაში. საქართველოს სამოციქულო ეკლესიას წმიდა მოწამეთა ძალიან მრავალრიცხოვანი კრებული ჰყავს. საკმარისია ითქვას, რომ 1227 წელს მუსლიმანი მტრების მიერ ქ. თბილისის აღების შემდეგ ქ. თბილისის, პრაქტიკულად, მთელმა მოსახლეობამ მოწამებრივი სიკვდილი არჩია ქრისტეს გმობას, რასაც მისგან მტერი ითხოვდა (მოწამეთა ეს ჯგუფი იხსენიება `ასი ათასი მოწამის~ სახელით). ღრმა ქრისტიანულმა კულტურამ განუზომელი წვლილი შეიტანა ქართველი ერის ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაში. ეს სისტემა დამყარებულია იმავე აბსოლუტურ, ანუ შეუვალსა და არც ერთ ვითარებაში არ დასათმობ ღირებულებებზე, რაც თანამედროვე კაცობრიობის მოწინავე ნაწილის (ზოგადად: თანამედროვე მოწინავე ადამიანის) იდეოლოგია და მორალი: თავისუფლებაზე, პასუხისმგებლობაზე, ადამიანთა პრინციპულ თანასწორობაზე, სამართლიანობაზე, შემბრალებლობაზე, შემწყნარებლობაზე და სხვაზე. ეს ღირებულებები საქართველოში იმპორტირებული არ არის: ეს ქართველი ერის მიერ საკუთარი ინტელექტუალური და ზნეობრივი ძალით საკუთარ ქვეყანაში შემუშავებულ ღირებულებათა სისტემის ელემენტებია.
ამავე დროს საქართველო არის ტრადიციულად დემოკრატიული ქვეყანა. საქართველოს დიდ ნაწილს, სახელდობრ, ბარს თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის დიდი ნაწილი გატარებული აქვს ფეოდალური წყობის პირობებში, რაც პრინციპულად განსხვავდება საქართველოს მეზობელი დიდი ქვეყნების დესპოტიებისაგან, ხოლო საქართველოს მცირე ნაეწილს – მთას – სამხედრო დემოკრატიის, სახელდობრ, თემობის პირობებში. საქართველოსა და ქართველ ერში არსებობს, მიუხედავად რუსეთის ორსაუკუნოვანი იმპერიული ბატონობისა, ღირსეულ რიგით ადამიანად ყოფნის და ამით ამაყობის კულტურა (პრინციპით `კაცი ვარ და ქუდი მხურავს~) და საზოგადოების ყველა წევრისათვის პირადი თავისუფლების მიუცილებლობის ცნობიერება (პრინციპით `არც არავის ყმად ვყოფილვარ, არც არავინ ყმად მყოლია, ძველი პური, ძველი ღვინო წლიდან წლამდე გამყოლია~), რაც სამოქალაქო საზოგადოებისათვის მკვიდრი მორალური საფუძველია.
ქართველმა ერმა 1921-1990 წლებში განიცადა უმძიმესი რეპრესია რუსული იმპერიის მხრიდან, რომელიც, თუ მას მივუყენებთ თანამედროვე ტერმინოლოგიას, დახასიათდება, როგორც ქართველი ერის გენოციდი. საკმარისია ითქვას, რომ მხოლოდ 1921-1941 წლებში დაიხვრიტა (მიახლოებითი დაანგარიშებით) 72000 კაცი, ანუ მთელი ქართველი ერის 3%. გასახლებულ იქნა და აღარ დაბრუნებულა რამდენჯერმე მეტი. შესაბამისად, იდევნებოდა საქართველოს სამოციქულო ეკლესია, მღვდელმსახურთა ფიზიკური განადგურების ჩათვლით. ცნობილია სტალინის ინსტრუქცია `вспахать и перепахать дворянскую Грузию~ და კომუნისტური რეპრესიის ერთერთი მსხვერპლის, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობლის, უწმინდესისა და უნეტარესის ამბროსის (ხელაია) სიტყვები, რომლებიც მან წარმოთქვა მისი კომუნისტური `გასამართლების~ დროს `ჩემი სული ეკუთვნის ღმერთს, გული სამშობლოს და ლეში ჯალათებს~.
საქართველოსა და მის ერს დღევანდელ პირობებში (და, სავარაუდოა, მომავალშიც) ესაჭიროება კონსულტაცია თანამედროვე დემოკრატიულ მსოფლიო საზოგადოებასთან დემოკრატიის მექანიზმთა სრულყოფის თაობაზე. დემოკრატიის პრიბნციპების თაობაზე და დემოკრატიული სულისკვეთების აღზრდის თაობაზე მას სჭირდება ამ საზოგადოებასთან აზრისა და გამოცდილების თავისუფალი ურთიერთგაცვლაც, მაგრამ არა ცალმხრივი კონსულტაცია, მით უმეტეს _ არა ინსტრუქტირება.
ხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ქართველ ერში ტრადიციულად და დღესაც ეროვნული სულისკვეთება და დემოკრატიული სულისკვეთება ერთია და მას, სხვა მრავალ ცოცხალ წყაროსთან ერთად და პირველ ყოვლისა, მისი მშობლიური სარწმუნოება ასაზრდოებს. ქართველ ერს უფლება აქვს, დაიცვას თავისი სარწმუნოება, თავისი ეკლესია _ საქართველოს სამოციქულო ეკლესია _ და ამავე დროს თავისი ყველა მოქალაქის უფლება სვინდისის თავისუფლებისა.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს მმართველი ხელისუფლება საქართველოს მიზანმიმართული და ყოველმხრივი ნგრევის, ამ რიცხვში – აგრეთვე ფსიქოლოგიური ნგრევის პოლიტიკას რუსეთის დავალებით, მაგრამ `დასავლური ღირებულებების~ სახელით. ამ პოლიტიკის ერთერთი მნიშვნელოვანი ელემენტია მითის გავრცელება (ტელეეკრანის სრული მონოპოლიზაციის პირობებში), თითქოს
ა) ქართული შეგნებული სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმი წინააღმდეგობაშია თანამედროვე დემოკრატიის პრინციპებთან და
ბ) საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მრევლი თავის მოქმედებაში ჰღალატობს რელიგიური შემწყნარებლობის (ტოლერანტობის) პრინციპებს.
აღნიშნულის კონტექსტში, ჩვენ გვინდა ტელეარხი `კავკასიის~ წინ მომხდარი სამწუხარო ინციდენტის შესახებ განვაცხადოთ შემდეგი.
1. რამდენადაც ჩვენ ვიცით, `მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის~ მოთხოვნა ტელეარხ `კავკასიის~ მიმართ იყო თავისუფალი ეთერის მიცემა (ანუ ტელეეთერის მონოპოლიზაციის ერთჯერადი გამონაკლისით დარღვევა) და არა უხამსი შოუს შეწყვეტა.
2. რამდენადაც ვიცით, დაიჭრა ამ მოთხოვნის წამომყენებელი მხარის წევრი, და არა პირიქით
3. რამდენადაც ვიცით, რელიგიური რწმენის ობიექტის (ამ შემთხვევაში – ქვეყნის უმრავლესობის რელიგიური რწმენის ობიექტის) მიზანმიმართული შეურაცხყოფა უცენზური სიტყვების გამოყენებით დასჯადია ყველა დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობით. ამავე კანონმდებლობით, მასობრივი ინფორმაციის ორგანო ვალდებულია შეურაცხყოფილ სუბიექტს დაუთმოს ტოლი ადგილი პასუხისათვის თავის საინფორმაციო სივრცეში (რის გამოც `მართლმადიდებელთა კავშირის~ ზემოხსენებული მოთხოვნა ეთერის მიცემისა სამართლიანია).
4. ადამიანის ადამიანურ უფლებათა დაცვის მსოფლიო სისტემას, რომელმაც კაცობრიობის დემოკრატიულ განვითარებას უდიდესი ღვაწლი დასდო და, უეჭველია, მომავალშიც დასდებს, თავის თეორიაშიც და პრაქტიკაშიც აქვს ის ხარვეზი, რომ იგი ცალმხრივად კონცენტრირებულია ადამიანისათვის მის ე.წ. `ძლიერ~ ღირებულებათა რეალიზაციის უზრუნველყოფაზე (ანუ სასიცოცხლოდ აუცილებელზე: საკვები, უსაფრთხოება, სამართლიანი სასამართლო პროცესი და ა.შ), მაგრამ მნიშვნელოვანწილად უგულვებელყოფილი აქვს მისივე ე.წ. `მაღალი~ ღირებულებები, ანუ ის ღირებულებები, რომლებიც განუყრელია მისი, როგორც გონიერი და თავისუფალი არსების, ბუნებისაგან (ანუ ხდება იმის უგულებელყოფა, რომ მაღალი ღირებულებების ძალიან დიდი ნაწილი ამავე დროს ძლიერი, ანუ ადამიანისთვის სასიცოცხლო ღირებულებებია). ამ უკანასკნელთა რიცხვში შედის მის მიერ თავისი გარესამყაროსათვის (პირველ ყოვლისა – თავისი საზოგადოებისათვის) იმ სახის მიცემისათვის ბრძოლის უფლება, რომელიც მას საუკეთესოდ მიაჩნია ამ გარესამყაროსათვის (ამ საზოგადოებისათვის) თავისი პირადი სასიცოცხლო ინტერესებისაგან დამოუკიდებლად, ანუ უფლებადაცვითი სისტემა ვერ ითვალისწინებს ადამიანის მოთხოვნილებას და, შესაბამისად, მის ადამიანურ უფლებას, რომ ერთერთი თანამმართველი იყოს (პრინციპში) და მონაწილე მსოფლიო და ისტორიული პროცესისა (იყოს, ჭეშმარიტად, `სახედ და ხატად ღმრთისა~), რაც სხვა მრავალ მხარესთან ერთად ნიშნავს იმასაც, რომ თავისი ერისა და თავისი ეროვნული სახელმწიფოს წინ წაწევისათვის იშრომოს და იბრძოლოს. ეს ხარვეზი გაათკეცებული ძალით რეალიზდება ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელსაც არაკვალიფიციური პირები `ურჩევენ~ ხელი აიღოს მაღალ მოთხოვნილებებზე (მაგალითად, მოწინავე განათლებასა და მეცნიერების ქონაზე) და დასჯერდეს მომსახურე ერის ფუნქციას, ამასთან ერთად თავისი ქალაქების ქუჩებში განუკითხავი ბატონობა დაუთმოს ყველანაირი `გადახვევების~ მქადაგებლებს და ბნელ სექტებს (მათი სახელი ლეგეონია), რომელნიც სულებს ფულით ყიდულობენ და თავისი პროპაგანდის შინაარსით სახელმწიფოს საფუძველბს არყევენ. საქართველოსათვის ამ ყალბი გზის შემოთავაზებაში, ანუ მისთვის ე.წ. `მარგინალური ცივილიზაციის~ სამარცხვინო და უპერსპექტივო როლის შემოთავაზებაში განსაკუთრებით აქტიურნი არიან სოროსის ფონდი, `თავისუფლების ინსტიტუტი~ და ილია ჭავჭავაძის სახელობის სრულებით არაკომპეტენტური `უნივერსიტეტი~. პრაქტიკულად, მათი იდეების რეალიზაციისათვის ორგანიზებულ ღონისძიებებში, რამდენადაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, აქტიურია რუსეთის სამსახურების რესურსი. ამ უკანასკნელმა, ჩვენი შთაბეჭდილებით, აქტიური როლი ითამაშა `კავკასიასთან~ მომხდარი სკანდალის ორგანიზებაშიც.
5. ისეთ პირობებშიც კი, როდესაც კანონი არ კრძალავს რელიგიური კრებულის სიწმიდეთა შეურაცხყოფას საჯაროდ, მასობრივი ტირაჟით და უცენზური სიტყვების გამოყენებით, დემოკრატიის ანბანურ წესებს ეწინააღმდეგება ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სარწმუნოების აღმსარებელთ მთლიანად (მხედველობაშია არა მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მრევლი, რომელიც მართლმადიდებელია, არამედ კათოლიკეებიც, გრიგორიანელებიც და პროტესტანტებიც) არა აქვთ საშუალება შეურაცმხყოფელთ პასუხი გასცენ მასობრივი ინფორმაციის ამავე საშუალებებით ამ უკანასკნელთა მონოპოლიზაციის გამო, ხოლო სახელმწიფო დაწესებულება _ ილია ჭავჭავაძის `უნივერსიტეტი~ – აწყობს დისკუსიას უწმაწური სახელწოდების მატარებელ ანტიქრისტიანულ წიგნზე ისე, რომ აზრად არ მოსდის დისკუსიაში მონაწილეობის საშუალება მისცეს ერთ კომპეტენტურ პირს მაინც, რომელიც წარმოადგენს ადექვატურ შეფასებას: რომ წიგნი დამყარებულია უმეცრებაზე, ლიტერატურული ნიჭის არარსებობაზე და, უკეთეს შემთხვევაში, ჰეროსტრატეს კომპლექსზე, ანუ გამორჩეული საჯარო ყურადღების მოპოვების სურვილზე გამორჩეული პოზიტიური პირადი მახასიათებლების უქონლობის პირობებში.
6. სამწუხაროა, რომ ქრისტიანული რელიგიისა და ქართველი ერის ძირეულ ღირებულებათა დაცვის წმინდა საქმეს, გულწრფელად აღშფოთებულ ადამიანთა გარდა, გვერდით უდგებიან შემთხვევითი ადამიანები, რომელნიც საქართველოში დიდი ხანია ცნობილნი არიან, როგორც რუსეთის იმპერიული ინტერესების ღია ან `ფარული~ გამტარებელნი.
7. ვითხოვთ საქართველოს ყველა იმ ტელეარხისაგან, რომელმაც `კავკასიასთან~ მომხდარი ინციდენტი გააშუქა, ორსაათიანი ღია დისკუსიის მოწყობას თემაზე `საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა რელიგიის სფეროში~, რომელშიც ჩვენ მოგვეცემა საეთერო დროის ნახევარი. კამათში ვიწვევთ საპარლამენტო უმრავლესობას, პრეზიდენტსა და მის აპარატს, `თავისუფლების ინსტიტუტს~, ილია ჭავჭავაძის `უნივერსიტეტს~, `ქართულ-ამერიკულ დემოკრატიის ინსტიტუტს~, სოროსის ფონდს `ღია საზოგადოებას~, `კავკასიის სახლს~ და ყველა სხვა პირს და დაწესებულებას, ვინც მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს.
ჩვენი თეზისებია
1. დღეს მიმდინარე ლაშქრობა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის და ქართველი ერის ტრადიციული და თანამედროვე ღირებულებების წინააღმდეგ თავისი სულისკვეთებით, პრინციპებით, იდეოლოგიითა და ზოგადი მიზნებით ეწინააღმდეგება ადამიანის, როგორც გონიერი და თავისუფალი არსების, ჭეშმარიტ სიღრმისეულ ბუნებას.
2. იგი ამავე პარამეტრებში, აგრეთვე თავისი პრაქტიკით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
3. იგი თავისი პრაქტიკით ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებრივ ადამიანურ უფლებათა იმ ნაწილს, რომელიც უკვე კოდიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვისადმი მიძღვნილსა და საერთაშორისოდ აღიარებულ დოკუმენტებში.

გიორგაძე მამუკა, ნათაძე ნოდარ, ჩხეიძე თამარ,
დაიბეჭდა გაზეთი საქართველო #2 (2038) 8.06.2010

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress