ისე მოხდა, რომ ედუარდ კოკოევს არ უშვებენ ცხინვალში, ხოლო მიხეილ სააკაშვილს – თბილისში, მართალია, არავითარ შემთხვევაში, არ ვაფასებ მათ ერთ დონეზე (მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის მმართველობისადმი კრიტიკული ან არაკრიტიკული დამოკიდებულებისა). მიხეილ სააკაშვილი სამშობლოს გარეთ (თუმცა, თუ მისი განცხადებებით ვიმსჯელებთ, მაინც ვერ დგინდება ცალსახად, რამდენი სამშობლო აქვს) მაინც განაგრძობს პოლიტიკურ ღვწას და ის თავს ქართული სახელმწიფოს მამად მიიჩნევს, აი, ედუარდ კოკოევი კი, რომელიც, ასევე, რაცხს საკუთარ პერსონას „იუჟნაია ოსეტიას“ ფუძემდებელ მამად, პოლიტიკას ჩამოშორებულია და, სავარაუდოდ, ცხინვალში დაბრუნებაც, სწორედ, მეორე პოლიტიკური სიცოცხლის დასაწყებად უნდა, თუმცა ჯერჯერობით არაფერი გამოსდის. მანამდე კი ის ვიდეომიმართვას ავრცელებს და შეახსენებს სამხრეთელ ოსებს, რომ სწორედ მან დააჩოქა ცხინვალის ცენტრში ქართული ჯარი და მის პოლიტიკურ ანგარიშზეა ქართველების განდევნა. ედუარდ კოკოევისა და მიხეილ სააკაშვილის ბედისწერაზე მამუკა გიორგაძესთან ერთად ვიმსჯელებთ. ვრცლად »
ომი, რომელიც შეფასებას ითხოვს!
საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია (სააკაშვილის გამოძიების ფარსს თუ არ ჩავთვლით), რაც მრავალი საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ჯგუფებს. ყველა იტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი. სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება [...]
“ეკლესიაზე ზრუნვის” მოტივით მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ – სწორად გავიაზროთ რუის-ურბნისის გამოცდილება!
ყოველი მონოპოლიზებული სისტემის ზეობასა და კეთილდღეობას, თავისთავად, საფრთხის ქვეშ აყენებს თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებებისა და ინსტიტუტების არსებობა და, საერთოდ, ხელისუფლებისგან არშექმნილი და მის მიერ ვერკონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება. დღეს, ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და თვითმართვადი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამოქალქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების სისუსტის პირობებში, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთადერთი რეალური დამცველი, რომლის მაღალი ავტორიტეტის გამო [...]
ევროპა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ გვთხოვს
მამუკა გიორგაძე: ‘ახალი თაობა” 07.01.2014 შორენა კოწოწაშვილი ინტერვიუ `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის შეფასებისას ისმის კითხვა: უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში. ამის წინააღმდეგ უფრო მეტად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გამოდიან. თქვენი აზრით, არის დღეს საქართველოში ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც ეკლესიას უბიძგებს მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად 2008
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად I გაურკვეველ აწმყოში ვცხოვრობთ და არარსებული ბედნიერ მომავალს ველით ქართველ ერს თავგანწირული ბრძოლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლო- ბა გაიგივებული ჰქონდა ეროვნულ–სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან, დემოკ- რატიასთან, ადამიანის უფლებების, კერძო საკუთრების დაცვასთან, და ა. შ., მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყანა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დემოკრატიულს, მით უფრო _ თავისუფალს (1991-2008 წლების დამოუკიდებელი საქართველოს [...]
რატომ არ უშვებენ ედუარდ კოკოევს ცხინვალში, მიხეილ სააკაშვილს კი – საქართველოში
„ორი-სამი ჯანსაღი, დამოუკიდებელი და გამოცდილი პოლიტიკოსი ქართულ პოლიტიკურ თეატრს დაასრულებდა“
„ახალი სახეების ამ ფორმით შემოყვანით მეორდება საბჭოური პრაქტიკა“
„სააკაშვილიზმი უნდა დამთავრდეს!“
მარიამ მჭედლიშვილი
წინსაარჩევნო სიტუაციაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა „სახალხო პარტიის“ ლიდერს, ყოფილ დეპუტატს მამუკა გიორგაძეს
როგორ აფასებთ ვითარებას ქვეყანაში არჩევნებამდე თვენახევრით ადრე? არის რაიმე სიახლე?
ხდება ის, რაც ჩვეული და ტრადიციულია საქართველოს პრაქტიკაში. ისევ არ არის ნამდვილი პოლიტიკური ჭიდილი, პროგრამების, იდეების წარმოჩენა და პოლიტიკური დისკუსიები. კამათი ბევრია, თუმცა ესაა კლანების შეჯახება. ჩვენთან პარტიების ნაცვლად უმთავრესად არიან კლანები. მათი ნაწილი გარედან იმართება, ნაწილი-შიდა კლანებია. კვლავინდებურად უვარგისი საარჩევნო გარემოა. ამომრჩეველთა სიები, რბილად რომ ვთქვათ, არ არის დაზუსტებული. კლანები იყოფენ მილიონებს. ვრცლად »
“აი, ამიტომ მოვდივართ და ვიღებთ მონაწილეობას არჩევნებში”
საქართველო ლიდერია პოლიტიკური პარტიების რაოდენობის მხრივ და მათი რიცხვი 238-ია! რამდენად ნაყოფიერია მათი არსებობა ქვეყნისთვის, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ამჯერად თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ ,,სახალხო პარტიაზე“, რომლის ლიდერი მამუკა გიორგაძეა, რომელიც 2020-ის არჩევნებშიც აპირებს მონაწილეობის მიღებას. „ალიასთან“ ინტერვიუში მამუკა გიორგაძემ ბევრი საგულისხმო და საინტერესო რამ თქვა:
-დავიწყოთ იმით, რომ საქართველოში არათუ უმოქმედო პარტიების სიმრავლეა, არამედ რეალური, მიზნობრივად რეალიზებული პოლიტიკური პარტიების სიმწირეა! ჩვენთან უბრალოდ არიან გაფორმებული პარტიები, რომლების თავის ფუნქციას არ ასრულებენ, არადა ეს მაშინ როცა პოლიტიკური პარტია ეს არის -ერთიანი მსოფლმხედველური ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანების ერთობა, რომლებიც ამ ღირებულებებს იცავენ! ჩვენთან ხშირად გაიგებთ ასეთ ფრაზას ,,ერთკაციანი პარტია“, ხომ? დასცინიან კიდეც ამ პარტიის ლიდერებს, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ჭეშმარიტად ერთკაციანი პარტიაა „ქართული ოცნებაც“ ვრცლად »
მე მაინტერესებს რა ღირს პანდემია, რამდენად გამჭირვალეა მასზე დახარჯული ფინანსები და სად არის ხელისუფლების ანგარიში რაზე, როგორ და რამდენი იხარჯება
კოვიდთან ბრძოლაში რომ საქართველოს, დღემდის დადებითი შედეგები აქვს ძალიან კარგია და ბუნებრივად მისასალმებელი ფაქტია.
არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ პანდემია ქართული ოცნების მმართველობის ხანას დაემთხვა და აქაც ბუნებრივია, ამ დროს ცუდიც და კარგიც ხელისუფლების კისერზეა.
არ ვაპირებ არანაირ კრიტიკას ( არც კომპეტენცია მაქვს და არც განათლება ამ მხრივ) პანდემიის მმართვის ნიუანსებზე. ამ მხრივ ბევრი დადებითი და ბევრიც უარყოფითი მოსაზრებით ისედაც გაჯერებულია ჩვენი საზოგადოება. ვრცლად »
ოცნება და ნაცმოძრაობა მოსახლეობის ხარჯზე მილიონებს ინაწილებენ!
საქართველოს პარლამენტმა 3 სექტემბერს ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კოდექსში
(https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4984938…).
საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს შორის პლენარულ სხდომასა თუ მედიაში დაპირისპირების საგნად იქცა კანონპროექტის მხოლოდ ერთი პუნქტი: „ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის პასუხისმგებლობის შესახებ“.
ოცნება დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ ჩანაწერს და ხაზს უსვამდა თავის კეთილ ნებას არჩევნების სამართლიანად ჩატარების სურვილის შესახებ, ნაცები გააფრთრებით ამტკიცებდნენ, რომ საარჩევნო კოდექსში ისედაც იყო გათვალისწინებული მსგავსი პასუხისმგებლობა და ხელახალი ჩანაწერი მხოლოდ პიარია. ვრცლად »
“გაუმარჯოს“ და ,,წადი“ დღევანდელი ქართული ოპოზიციის იდეოლოგიაა
მოახლოებულ არჩევნებზე, 2020 წლის საარჩევნო გარემოზე, ოპოზიციის ტაქტიკაზე, ხელისუფლების არგუმენტებზე ,,კვირა“ მამუკა გიორგაძეს ესაუბრა:
– ოპოზიციის საარჩევნო ბლოკებში ძალზე ჭრელი პარტიული სპექტრია, აქ გაერთიანებულ პოლიტიკოსებს არც წარსულში ჰქონდათ საერთო ინტერესები, სავარაუდოდ, არც მომავალში ექნებათ. როგორ წარმოგიდგენიათ მათი თანამშრომლობა პარლამენტში?
– მოდით, შევთანხმდეთ, ვინ არის ოპოზიციაში. სამწუხაროდ, ამომრჩეველი მათ განცხადებებში ვერანაირ სიღრმისეულ აზრს და ქმედებას ვერ ხედავს. აქცენტი არ კეთდება კონცეპტუალურ განსხვავებებზე მათსა და ხელისუფებას შორის. პოლემიკა მიმდინარეობს არაფრისმთქმელ საკითხებზე: ვინ უნდა გახდეს პრემიერმინისტრი, დედას აფიცებენ ერთმანეთს, რომ არ ითანამშრომლებენ ბიძინა ივანიშვილთან და ძირითად ამოცანად ისახავენ, როგორ დაიცავან საარჩევნო ხმები. ჯერჯერობით ოპოზიცია სამყაროს მხოლოდ თეთრად და შავად ხედავს და ამასვე სთავაზობს ამომრჩეველს. არც იმაზეა ლაპარაკი, რა საკითხებზეა შესაძლებელი ხელისუფლებასთან თანამშრომლობა და რაზე -არა. როცა დასჭირდებათ, ნუ გეშინიათ, კარგად პოულობენ საერთო ენას… ვრცლად »
„ქართული ოცნებისათვის“ ნაციონალური მოძრაობა მორგებული ოპოზიციაა
მამუკა გიორგაძე: „საქართველოში ხდება პოლიტიკის დეგენერატიზაცია“
„საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რისთვის არის საჭირო მრავალპარტიულობა“
მარიამ მჭედლიშვილი
წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარებაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, მამუკა გიორგაძეს
_ 30-მდე ოპოზიციური პარტია აფორმებს დეკლარაციას იმის შესახებ, რომ ისინი უარს ამბობენ მომავალში „ქართული ოცნების“ კოალიციაში შესვლაზე. თქვენი პოზიცია როგორია?
ეს ქართული პოლიტიკის კიდევ ერთი აბსურდია. იმის მაგივრად, რომ განიხილებლდეს საარჩევნო პერიპეტიები, იყოს იდეების ჭიდილი, გვთავაზობენ ასეთ უაზრო თემებს ვრცლად »
მამუკა გიორგაძე – „ციხეებში პატიმრების გაუპატიურება სპორტსმენების სახელს უკავშირდება“
ქართულ სპორტს საკმაოდ მძიმე დღეები უდგას. „ქართული ოცნების“ განხორციელებული „რეფორმების“ წყალობით დღეს სპორტსმენები ზონდერებთან და კრიმინალებთან ასოცირდებიან. ამაში საკუთარი წვლილი თავად სპორტსმენებმაც შეიტანეს. არადა, როგორც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა გიორგაძე გვიყვება, რომელიც რაგბს თამაშობდა, კუნთმაგარ ხალხს ყველა ხელისუფლება იყენებდა ოპონენტებთან საბრძოლველად. ვრცლად »
„ახალანდელი საარჩევნო მოდელი სამართლიანი არჩევნების ჩატარების გარანტიას არ იძლევა“
მამუკა გიორგაძე: „დღევანდელი ცესკო ატარებს იმ არჩევნებს, რომელიც მმართველ პარტიას აწყობს. ამჟამად ის ემსახურება „ქართულ ოცნებას“, მანამდე კი ნაციონალურ მოძრაობასა და მოქალაქეთა კავშირს ემსახურებოდა“.
რას ნიშნავს პროპორციულთან მიახლოებული შერეული არჩევნები 1%-ანი ბარიერით? რა სიტუაციაა პოლიტიკურ სპექტრში? ვის ცდილობს პოლიტიკური ბაზრის მონოპოლიზებას? ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, ყოფილ დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს ვრცლად »
მამუკა გიორგაძე- „ოპოზიცია კი არ იბრძვის, საეთერო სივრცეს ავსებს!“
მამუკა გიორგაძე პოლიტიკაში ბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ „სახალხო პარტია“ წლევანდელ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
„ხელოვნურ დაპირისპირებას ვუყურებთ და არა _ პოლიტიკურ ჭიდილს. ჩვენთან პიროვნული ზიზღით დაპირისპირებაა და არა _ საქმის გამო. პოლიტიკურ პარტიებს იდეოლოგიური სახე არ გააჩნიათ და ლოზუნგის ბრახაბრუხია… ამაზრზენია ამ პროდასავლური რეპუტაციით შენიღბული ადამიანების ბოლშევიკური ცნობიერება“, _ აცხადებს მამუკა გიორგაძე, რომელთანაც ჩვენმა გამოცემამ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ვრცლად »