კოვიდთან ბრძოლაში რომ საქართველოს, დღემდის დადებითი შედეგები აქვს ძალიან კარგია და ბუნებრივად მისასალმებელი ფაქტია.
არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ პანდემია ქართული ოცნების მმართველობის ხანას დაემთხვა და აქაც ბუნებრივია, ამ დროს ცუდიც და კარგიც ხელისუფლების კისერზეა.
არ ვაპირებ არანაირ კრიტიკას ( არც კომპეტენცია მაქვს და არც განათლება ამ მხრივ) პანდემიის მმართვის ნიუანსებზე. ამ მხრივ ბევრი დადებითი და ბევრიც უარყოფითი მოსაზრებით ისედაც გაჯერებულია ჩვენი საზოგადოება.
მე მაინტერესებს რა ღირს პანდემია, რამდენად გამჭირვალეა მასზე დახარჯული ფინანსები და სად არის ხელისუფლების ანგარიში რაზე, როგორ და რამდენი იხარჯება.
ომის და ეპიდემიის დროს, რომ ბევრი ხელს ითბობს და ფულს შოულობს ეს არ ახალია არც ჩვენთან და არც მსოფლიოში.
და სწორედ ამიტომ დაიდოს ფულის ხარჯვის დეტალური ანგარიში.
პანდემიაზე რამოდენიმე წყაროდან იხარჯება ფული, მაგრამ ყველა ტრანზაქციას ხელისუფლება ახდენს, ამიტომაც კეთილი ინებეთ პატივცემულო ქართული ოცნების ხელისუფლებავ და სულ კაპიკ- კაპიკ ჩაგვაბარეთ ანგარიში.
წინასაარჩევნოთ მარტო იმით კი ნუ ყელყელაობთ, რომ კოვიდს წარმატებით მართავთ, არამედ ისიც გვითხარით რა გვიჯდება ეს მართვა და ნელ- ნელა ნუ გვაშინებთ პანდემიის სავარაუდო ზრდის ტემპებით.
სასტუმროები ( ვისია ?), ვითომ ქართული პირბადეები, ვადაგასული ტესტები, ხელფასები, დეზობარიერები, ვირტუალური საჯარო სერვისები, კოვიდ პიარი და ათასი სხვა წვრილმანი რაზეც ფული დაიხარჯა, იხარჯება და კიდევ დაიხარჯება ხვალაც.
პანდემიის ანგრიში დაიდოს პატივცემულებო – რამდენი, სად, ვის, როგორ და რატომ???
გოგი ლორქიფანიძე
სახალხო პარტია