საქართველოს პარლამენტმა 3 სექტემბერს ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კოდექსში
(https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4984938…).
საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს შორის პლენარულ სხდომასა თუ მედიაში დაპირისპირების საგნად იქცა კანონპროექტის მხოლოდ ერთი პუნქტი: „ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის პასუხისმგებლობის შესახებ“.
ოცნება დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ ჩანაწერს და ხაზს უსვამდა თავის კეთილ ნებას არჩევნების სამართლიანად ჩატარების სურვილის შესახებ, ნაცები გააფრთრებით ამტკიცებდნენ, რომ საარჩევნო კოდექსში ისედაც იყო გათვალისწინებული მსგავსი პასუხისმგებლობა და ხელახალი ჩანაწერი მხოლოდ პიარია.
„დაპირისპირების“ ამ მორიგ სპექტაკლში, როგორც ყოველთვის, არაარსებით დავაზე ყურადღების გადატანით მონაწილე მხარეებმა საზოგადოების ყურადღების მიღმა „დატოვეს“ კანონპროექტის სხვა მუხლები, რომლებიც პარტიული ცხოვრების განვითარების „კეთილშობილური“ მოტივით შეიფუთა.
სინამდვილეში კი ხალხის ხარჯზე პირდაპირი მეფური საჩუქარია ოცნებისა და მისი სპარინგ-პარტნიორი ნაცმოძრაობისთვის.
ცვლილებების კანონპროექტის მე -2 მუხლი ეხება არჩევნებისშემდგომ ცესკოში წევრის დანიშნის წესს. თუ აქამდე ყველაზე მაღალი შედეგების მქონე 6 პარტიას შეეძლო თითო წევრის დანიშვნა, მიღებული ცვლილებით ყველაზე მაღალი შედეგების მქონე პარტიებს შეუძლიათ 3-3 წევრის დანიშვნა. რომელ პარტიებზეა ეს გათვლილი ყველასთვის ნათელია!
განსაკუთრებით ბევრის მთქმელია კანონპროექტის მე -9 მუხლი: „2020 წლის არჩევნებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსების დროებითი წესის“ შესახებ – საარჩევნო სუბიექტი, რომელიც ამომრჩეველთა ხმების 5%-ს და მეტს მიიღებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს 1 000 000 ლარს საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯების დასაფარად.
ამის გარდა, საარჩევნო წელს კამპანიის ფინანსური მხარდაჭერისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად. თუმცა აქ ცოტა „ხელმომჭირნეობა გამოიჩინეს – განკუთვნილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს.
არჩევნებამდე 2 თვით ადრე მიღებული ეს ცვლილებები ოცნების გარდა რომელი პარტიის ხელშეწყობას ემსახურება დიდი გამოცნობა არ სჭირდება.
მით უმეტეს, რომ 8 წლის განმავლობაში ხალხის ფულით ისედაც მსუყედ ფინანსდებოდა „დანაშაურებრივ რეჟიმის შემქმნელებად“ გამოცხდებული ძალები!
ხოლო არჩევნების დროს დამატებით 100 ათასობით ლარი პარტიული წარმომადგენლებისთვის და უფასო სატელევიზიო ეთერით უზრუნველყოფა ისედაც ჰქონდათ „კვალიფიციური სუბიექტის“ სტატუსმინიჭებულ ხელისუფლების ფავორიტებსა და ხელისბიჭებს.
პრივილეგირებული პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების ზრდის ფონზე კიდევ უფრო უმძიმდება მდგომარეობა ხელისუფლებისთვის მიუღებელ და მედიასივრციდან ისედაც გარიყულ ჯანსაღ პარტიებს, რომელთათვისაც თითოეულ თეთრს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მათ მახვილივით დაეკიდა ცესკოში წარსადგენ აუცილებელ დოკუმენტებში არაფრით გამართლებული მინიმუმ 120 კაცისთვის მოთხოვნილი ნარკოლოგიურ ცნობაში გადასახდელი ათასობით ლარი.
რატომ არ შეიძლებოდა ვინც დეპუატის მანდატს მოიპოვებდა მხოლოდ მათთვის გამხდარიყო სავალდებულო ამ ცნობის მიტანა.
✔„პარტიულ ცხოვრების განვითარების“ საბანქვეშ ქართული პოლიტიკა ღია და საჯარო ,,ორგიაში” გადავიდა, რომელშიც მონაწილე მხარეები სიამოვნებისგან კრუსუნობენ.
საკითხავი მხოლოდ ის არის მათ სიამოვნებაში ფულს ჩვენ რატომ ვიხდით!
როდემდე❗
მამუკა გიორგაძე
4.09.2020