„ახალი თაობა“ 26.11.2020
მამუკა გიორგაძე:
„რუსეთი საქართველოზე წერტილოვან დარტყმებს ქართველების ხელით ახორცილებს“
„სააკაშვილმა საკუთარი თავი თვითონ „ჩაუშვა“, როცა განაცხადა, რომ ამერიკელები
2003 წელს მოუწოდებდნენ, არ მოეწყოთ საქართველოში რევოლუცია“
“სამოქალაქო და მედიასექტორი ოპოზიციისაა, ადმინისტრაცია, ძალოვნები და ბიზნესი-ხელისუფლების“
მარიამ მჭედლიშვილი
ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, ყოფილ დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს, რომლის ადრინდელი შეფასებები ემთხვევა დასავლელი კომენტატორების ბოლოდროინდელ გამონათქვამებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ეხმაურება საქართველოს მოვლენებს. იგი აცხადებს, რომ უწყვეტი პოლიტიკური პარალიზება აწყობს ერთადერთ მოთამაშეს და ეს მოსკოვია. მისი თქმით, ბატონი პუტინი ბედნიერი იქნება იმით, რომ საქართველოში პოლიტიკური ქაოსი გაგრძელდეს. თქვენ ამაზე წინა წლებშიც საუბრობდით, ახლანდელი პოლიტიკური პოსტსაარჩევნო ქაოსიც რუსეთს დაუკავშირეთ. ვრცლად »