„ახალი თაობა“ 22.02.2021
„რიგგარეშე არჩევნები გამოსავალია, მაგრამ არსებული ცესკოთი და საარჩევნო კოდექსით მას აზრი არა აქვს“
„თუ გახარიას პოლარიზაცია არ უნდოდა, რატომ იყო აყოლილი ამ პრინციპს?“
მარიამ მჭედლიშვილი
საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია (სააკაშვილის გამოძიების ფარსს თუ არ ჩავთვლით), რაც მრავალი საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ჯგუფებს. ყველა იტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი. სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება [...]
ყოველი მონოპოლიზებული სისტემის ზეობასა და კეთილდღეობას, თავისთავად, საფრთხის ქვეშ აყენებს თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებებისა და ინსტიტუტების არსებობა და, საერთოდ, ხელისუფლებისგან არშექმნილი და მის მიერ ვერკონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება. დღეს, ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და თვითმართვადი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამოქალქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების სისუსტის პირობებში, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთადერთი რეალური დამცველი, რომლის მაღალი ავტორიტეტის გამო [...]
მამუკა გიორგაძე: ‘ახალი თაობა” 07.01.2014 შორენა კოწოწაშვილი ინტერვიუ `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის შეფასებისას ისმის კითხვა: უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში. ამის წინააღმდეგ უფრო მეტად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გამოდიან. თქვენი აზრით, არის დღეს საქართველოში ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც ეკლესიას უბიძგებს მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად I გაურკვეველ აწმყოში ვცხოვრობთ და არარსებული ბედნიერ მომავალს ველით ქართველ ერს თავგანწირული ბრძოლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლო- ბა გაიგივებული ჰქონდა ეროვნულ–სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან, დემოკ- რატიასთან, ადამიანის უფლებების, კერძო საკუთრების დაცვასთან, და ა. შ., მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყანა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დემოკრატიულს, მით უფრო _ თავისუფალს (1991-2008 წლების დამოუკიდებელი საქართველოს [...]
„ახალი თაობა“ 22.02.2021
„რიგგარეშე არჩევნები გამოსავალია, მაგრამ არსებული ცესკოთი და საარჩევნო კოდექსით მას აზრი არა აქვს“
„თუ გახარიას პოლარიზაცია არ უნდოდა, რატომ იყო აყოლილი ამ პრინციპს?“
მარიამ მჭედლიშვილი
მრავალწლიანი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ როდესაც საქართველოს ეკლესია თავისი ბუნებრივი ფუნქციის განხორციელების მიზნით დააპირებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ან ქვეყნის საჭირბოროტო საკითხის შესახებ განცხადების გაკეთებას შეეცდება, ამა თუ იმ თითიდან გამოწოვილი საბაბით, აბსურდული თემებითა თუ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟებით, ბინძური მეთოდებითა და ბოლშევიკური გზნებარებით, მის წინააღმდეგ ხორციელდება აგრესიული შეტევა. ვრცლად »
“თვალსასეირო და ყბადასაღები, შინაარსით – მძიმე” – ასე აფასებს დღეს არსებულ პოლიტიკურ რეალობას “სახალხო პარტიის” ლიდერი მამუკა გიორგაძე. მისი თქმით, ასეთი პოლიტიკით ქვეყანას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. “ხელოვნურად ქმნიან მოცემულობას, რომ, თითქოს, ქვეყანაში ახლა მთავარი მოვლენა პარლამენტში ოპოზიციის შესვლა-არშესვლაა”, – ამბობს მამუკა გიორგაძე და “მითებზე აგებული პოლიტიკის” შესახებ უფრო ვრცლად გვესაუბრება.
მამუკა გიორგაძე:
„როცა საქართველოს სახალხო პარტია ვთანამშრომლობდით ევროპის სახალხო პარტიასთან, სააკაშვილი მასთან კონტაქტსაც ვერ ბედავდა“
მარიამ მჭედლიშვილი ახალი თაობა 11.01.2021
„ქართული ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორებს საინფორმაციო ბიულეტენებს უგზავნის. მმართველი პარტია იტყობინება, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი აღარაა ერთპარტიული და საკანონმდებლო ორგანოში უკვე მუშაობს ოპოზიციური პარტია -„ევროპელი სოციალისტები“, რომელიც, თავის მხრივ, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსისგან“ გამოყოფილმა პირებმა დააარსეს. ბარიერგადალახული ოპოზიცია ( მისი უმრავლესობა) ისევ უარს ამბობს პარლამენტის მანდატებზე და ისევ რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს. ოპოზიციონერები მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, არ აღიარონ 2 020 წელს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგი. ამ და სხვა თემებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, ყოფილ დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს ვრცლად »
ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ვკითხულობთ, რომ სინდისი ეს გრძნობაა, რომლითაც ადამიანი საკუთარ ქმედებას აფასებს და აკონტროლებს. ჰოდა, თუ ჩვენებურ პოლიტიკოსებს გადავხედავთ, იოლად შევამჩნევთ, რომ მაკონტროლებელი ფუნქცია ამ გრძნობას დაუკარგავს.
მაგალითად, ნინო ბურჯანაძე იოტისოდენა უხერხულობასაც არ გრძნობს, რომ პოლიტიკურად ეჭუკჭუკება პოლიტიკურ ძალას, ვრცლად »
სახელმწიფოში სერიოზული პოლიტიკური კრიზისის დროს მთავარი პოლიტიკური აქტორი მიდის, ეს ან დიდი უპასუხისმგებლობაა ან ვიღაცას ემალება. დამატებით ეჭვებს აჩენს საკუთარი ქონებით მანიპულაცია.
ქვეყნის ერთგულებისა და პასუხისმგებლობის ყველაზე დაბალი ხარისხის მქონე მოქალაქე თუ მართლა რეალურად დააპირებდა პოლიტიკიდან წასვლას, მაშინ მას მკაფიო განმარტება უნდა გაეკეთებინა იმის შესახებ რა მოსდის:
- მასზე აწყობილ ვერტიკალს – ფინანსური ნაკადებს და ძალოვან სისტემას, რომელიც პერსონალურად მისი კონტროლის ქვეშ იყო. ვრცლად »
იმას, რასაც 31 ოქტომბრიდან ვუყურებთ, „სახალხო პარტიის“ ლიდერი, რომელსაც ხანგრძლივი პოლიტიკური მოღვაწეობის ბეგრაუნდი აქვს, ორბანაკიან დაპირისპირებას უწოდებს. მეტიც, მამუკა გიორგაძე „ქრონიკა+“- სთან ამბობს, რომ „ოცნების“ მთავარი სპარინგ პარტნიორი „ნაციონალური მოძრაობაა“ და, შესაბამისად, ვითარების განმუხტვა არც ერთ მხარეს აწყობს და არც – მეორეს.
როგორ უნდა დავაღწიოთ თავი უმძიმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ კრიზისს და რატომ არ საუბრობენ მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები ლუსტრაციის კანონის მიღებაზე? – ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს მამუკა გიორგაძე ესაუბრება:
– ბატონო მამუკა, იზიარებთ ზოგიერთის შეფასებას, რომ საქართველოს ჩრდილოეთკორეიზაცია ხდება?
– ჩვენს ქვეყანაში ის პროცესი მიმდინარეობს, რომ ამ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველო ჰქვია, სახელმწიფო არ ჩამოყალიბდეს. იმისთვის, რომ სახელმწიფო არ ჩამოყალიბდეს, აუცილებელია, ქვეყანას საყრდენი წერტილები, ანუ სახელმწიფო ინსტიტუტები მოეშალოს. ამის გაკეთება კი იმით შეიძლება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის გარდა, ყველაფერზე ვილაპარაკოთ… ახლა ემოციური პოლიტიკური ჭიდილია, თუმცა, სინამდვილეში, ამ ჭიდილსა და ემოციურ დაპირისპირებაში მრავალი თაობის მიერ ნაბრძოლი ქართული სახელმწიფო გვეცლება ხელიდან!
– ხელისუფლებას არ უნდა, რომ ქართული სახელმწიფო შედგეს თუ ოპოზიციას?
– ამერიკული ფილმი „ნათლია“ გახსოვთ? ვრცლად »
გიორგი ჭანტურია მე-20 სუკუნის 70-იანი წლებიდან ეწეოდა დისიდენტურ საქმიანობას საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ერთ–ერთი პირველი ქართველი სტიქაროსანი, იყო პოლიტიკური პატიმარი. თანამოაზრეებთან ერთად 1979 წლიდან დაიწყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აღდგენა და 90-იანი წლებისთვის ქვეყნის მომავალი ლიდერის უალტერნატივო კანდიდატად მოიაზრებოდა. გახდა აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიანულ–დემოკრატიული კავშირის გენერალური მდივანი, ქრისტიანულ დემოკრატიული ინტერნაციონალის პოლიტიკური საბჭოს წევრი ვრცლად »