1580333096-მამუკა-გიორგაძე-

ახალი თაობა 21.04.2021 „დასავლეთი ცდილობს, საქართველო როგორმე გამოგლიჯოს რუსეთს“

მამუკა გიორგაძე: „საქართველოში კრიზისი ხელოვნურია და მისი მონაწილეები ასე ადვილად არ გაჩერდებიან“
მარიამ მჭედლიშვილი
იწყება თუ არა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარება? ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, ყოფილ დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
_ ოპოზიციის ნაწილმა მმართველ პარტიასთან ერთად ხელი მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს. არის ეს პოლიტიკური კრიზისის დაძლევის დასაწყისი?
_ მადლობა ევროკავშირს, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი სხვა სახისაა და ადვილად ვერ დაიძლევა. ეს კრიზისი ინსპირირებულია, მას არ გააჩნია ბუნებრივი საფუძველი. მონაწილე სუბიექტები მას საკუთარი საჭიროებისთვის ვრცლად »
dochanashvili

საქართველომ თავისი ერთ-ერთი უდიდესი შვილი, გურამ დოჩანაშვილი დაკარგა

“სიკვდილი რომ არ იყოს – აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, სიკვდილი რომ არ იყოს…”
სიცოცხლეშივე კლასიკად ქცეულმა მწერალმა, რომლის მიერ შექმნილი პერსონაჟების ნათქვამი ფრაზები სიცოცხლეს გვილამაზებდა და მოქმედების მიმართულებას გვაძლევდა.
დაგვტოვა საოცრად თბილმა, უბრალოებით შემკულმა და სიკეთის მასხივებელმა ადამიანმა. რომელმაც თავისი ცხოვრებით გვაჩვენა როგორი უნდა იყოს ქართველი კაცი და შემოქმედებით შეგვაყვარა საქართველო.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.
სავანესა მართალთასა დააწესოს უფალმა, ბატონი გურამ დოჩანაშვილის, უკვდავი სული ვრცლად »
mamuka 123

სახალხო პარტია – დღეს ხელისუფლებაც და ე.წ. ოპოზიციაც რუსეთის ინტერესებს ემსახურება

თბილისში ვიზიტის დროს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა ევროკავშირის პოზიცია საქართველოს მიმართ: „ქვეყანაში ბევრი რთული და კომლექსური გამოწვევაა, …რომლებიც უნდა გადაილახოს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას არსებული პოლიტიკური კრიზისი”. გამოკვეთა პოლიტიკური ამოცანაც – პოლარიზაციის დასრულება საშუალებას მისცემს „პოლიტიკურ აქტორებს მათი მთელი ყურადღება კოვიდ პანდემიისა და მისი სოციალურ-პოლიტიკური შედეგებისთვის დაეთმოთ, ევროკავშირის დღის წესრიგში მოეხდინათ პროგრესი და საქართველოს რეგიონალური უსაფრთხოების ინტერესები დაეცვათ“. ვრცლად »

მამუკა121

ნიკა მელიას პატიმრობა ნაციონალურ მოძრაობას „კაიტიპობისთვის“ სჭირდება.

ახალი თაობა 1.04.2021 მამუკა გიორგაძე – ნიკა მელიას პატიმრობა ნაციონალურ მოძრაობას „კაიტიპობისთვის“ სჭირდება.
„უშედეგო მოლაპარაკებები ხელს უწყობს ქაოსსა და დესტრაბილიზაციას, რომელიც ორგანიზებულია რუსეთის მიერ“
„ქართულ ოცნებას“ საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გატარება თავისი რესურსებითაც შეუძლია“
ვისი ინტერესი დგას დიდი ტელევიზიების უკან?
მარიამ მჭედლიშვილი
ევროკავშირის მედიაციით გამართული მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების მეორე რაუნდის ჩაშლისა და ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის შესახებ „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, ყოფილ დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს ვრცლად »
mamuka 123

სახალხო პარტია – დღეს ხელისუფლებაც და ე.წ. ოპოზიციაც რუსეთის ინტერესებს ემსახურება

თბილისში ვიზიტის დროს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა ევროკავშირის პოზიცია საქართველოს მიმართ: „ქვეყანაში ბევრი რთული და კომლექსური გამოწვევაა, …რომლებიც უნდა გადაილახოს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას არსებული პოლიტიკური კრიზისი”. გამოკვეთა პოლიტიკური ამოცანაც – პოლარიზაციის დასრულება საშუალებას მისცემს „პოლიტიკურ აქტორებს მათი მთელი ყურადღება კოვიდ პანდემიისა და მისი სოციალურ-პოლიტიკური შედეგებისთვის დაეთმოთ, ევროკავშირის დღის წესრიგში მოეხდინათ პროგრესი და საქართველოს რეგიონალური უსაფრთხოების ინტერესები დაეცვათ“.

აქვე ავღნიშნავთ, რომ თბილისში მიმდინარე მოლაპარაკებები, დროში დაემთხვა საქართველოს პრემიერის ადრე დაგეგმილ ვიზიტს ბრუსელში ევროკავშირთან ასოციაციის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულების მიმდინარეობაზე, ანგარიშის წარსაგენად. ანუ, ხელისუფლებას ისედაც უნდა ჰქონოდა პასუხი ევროკავშირის ხელმძღვანელობისთვის ქვეყანაში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ. ვრცლად »

ბათუ

კიდევ ერთხელ ჰესების მშენებლობის შესახებ

ადგილობრივი მოხმარებისა თუ საექსპორტო პოტენციალისათვის ელენერგიის წარმოების აუცილებლობა, სადავო თემა არაა.
ეშმაკობა სხვა საკითხშია.
ისე მიდის ლობირება კერძო ჰიდროეექტროსადგურების მშენებლობაზე, რომ არ არსებობს ენერგეტიკის განვითარების ერთიანი სტრატეგიული გეგმა, სადაც გაწერილი იქნებოდა შესაბამისი კვლევებით დადგენილი მეცნიერული დასაბუთება, წლების მიხედით თუ რა მოხმარება და მის დასაკმაყოფილებლად რა სახის ახალი, თუ რეკონსტრუირებული სიმძლავრეები იქნება საჭირო.
ჰესების მშენებლობის ლობირების უკან, მათი მომავალი მეპატრონეები დგანან და სწრაფი (მშენებლობიდან, რომელიც ჩვენთან რატომღაც 2.5-ჯერ ძვირი ჯდება), ისე განგრძობადი (ტარიფიდან, სადაც ინვესტიციის თანხა იდება და მისი ამოღების შენდეგ აღარ ხდება მასში შესაბამისი ცვლილება) ფულის შოვნის გარდა სულ არ აინტერესებთ ქვეყნის ის ,,ენერგოდამოუკიდებლობა”, რითაც დღეს წარმატებით ცდილობენ პოპულისტობას. ვრცლად »
mamuka 11

მამუკა გიორგაძე – „საქართველოში რუსულმა სპეცსამსახურებმა აიშვეს“

ლამის, ნახევარ საქართველოს ფსიქოზი აქვს.

ქრონიკა+  9.03 2021

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა გიორგაძე, პესიმიზმით უყურებს ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნას. მისი თქმით, ასეთი მოძრაობა მაშინ იქმნება, როცა ქვეყანას დამოუკიდებლობა დაკარგული აქვს. გიორგაძეს არც მესამე ძალის შექმნის სჯერა. ამბობს, რომ . . მესამე ძალა პოლიტიკურ არენაზე ხელისუფლების ნებართვით გამოდის. მისთვის მთლად გასაგები არც ერთპარტიულ პარლამენტზე ატეხილი ვაიუშველებელია. ამბობს, რომ ოც წელზე მეტია, რაც საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი ჰყავს.

რომელ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობს დასავლეთი? ვის ინტერესებს ატარებენ პროდასავლური იმიჯის მქონე პარტიები? როგორ „გულაობენ“ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში? _ ამის შესახებ მამუკა გიორგაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება: ვრცლად »

mamuka 123

ახალი თაობა 10.03.2021 „ქართული ოცნებაც“ და ოპოზიციაც რუსულ თამაშში მონაწილეობენ”

მამუკა გიორგაძე: „კინკლაობა მიდის ნიკა მელიაზე. ჯერ იმაზე დაობდნენ, უნდა დაეკავებინათ თუ არა. მისი დაკავება ზოგისთვის კანონის აღსრულებაა, ზოგისთვის-პოლიტიკური დევნა.“

მარიამ მჭედლიშვილი

ქვეყნის პოლიტიკაში შექმნილ ქაოსურ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, ყოფილ დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს

_ ცოტა ხნის წინ  ვსაუბრობდით პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გზებზე. ამაში მედიატორობა იკისრა ევროკავშირმა. ახლა ევროკავშირის მედიატორობა გრძელდება,  ქვეყანაში შექმნილი სიტუცია( განსაკუთრებით, ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ) გასცდა პოლიტიკური კრიზისის ფარგლებს და უფრო პოლარიზებული გახდა. თქვენ როგორ დაახასიათებდით ამ მდგომარეობას? ვრცლად »

SONY DSC

როგორ ცდილობს მტერი საქართველოს დასაშლელად კუთხურობის გაძლიერებას და რატომ არის მიუღებელი კუთხურობაზე აქცენტი მაღალი თანამდებობის პირთა შერჩევა-დანიშვნისას

თუმცა საუკუნეების განმავლობაშიც კი საქართველო არაერთხელ დაქუცმაცებულა სამეფო-სამთავროებად და ორ ურთიერთდაპირისპირებულსა და სხვა აღმსარებლობის იმპერიას შორისაც კი გახლეჩილა, ერთიანი ქართული ცნობიერება რამდენიმე ათსაწლეულს ითვლის (მიუხედავად კუთხურობისა და ქართველური ტომების მრავალგვარობისა), საქართველოს ისტორია ყველა კუთხის შვილისთვის „ქართლის ცხოვრებაა“, ისევე, როგორც ბაგრატიონები ყველა ქართველის სამეფო დინასტიაა, ქაქუცა ჩოლოყაშვილი ყველასთვის გმირია, ისევე, როგორც თამარი – ყველასთვის სათაყვანო მეფე, ძლევაი საკვირველი საერთო ძლევაა, „ვეფხისტყაოსანი“ კი – თითოეულის საგანძური და ამ ჩამონათვლის გაგრძელელება უსასრულოდაა შესაძლებელი. სულ ახლახან პრემიერ-მინისტრი გახარია პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილით შეიცვალა და ასეთი მოსაზრებაც მოვისმინე, რომ წარმოშობით მეგრელის უმაღლესი პოსტიდან წასვლა პრობლემებს შეუქმნის ხელისუფლებას. პირადად მე ხელისუფლების პრობლემები ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ თავად მოსაზრებამ, რომ, თურმე, თანამდებობის პირის კუთხურ წარმომავლობას ჰქონია მნიშვნელობა, ცოტა თავზარი დამცა. ამ თემას „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან განვიხილავთ. ვრცლად »

mamuka 123

„ სანამ ლუსტრაციის კანონს არ მივიღებთ, არაფერი გვეშველება“

მამუკა გიორგაძე: „საბჭოთა კავშირში როგორ უნდა დავბრუნდეთ, როცა იქედან ჯერ არც გამოვსულვართ“

შორენა მარსაგიშვილი  ქრონიკა+ 24-30.11.2020 

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. მამუკა გიორგაძე, მიიჩნევს, რომ ოპოზიცია და „უმრავლესობა“ ერთმანეთს კატა-თაგვობანას ეთამაშება. მას ეჭვი ეპარება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა. ამასთან, მიაჩნია, რომ არჩევნები წელს ისევე გაყალბდა, როგორც ეს 2016 წელს მოხდა, თუმცა მაშინ „ნაციობალებმა“ შეირგეს 27 მანდატი და პარლამენტში შევიდნენ.  გიორგაძეს არ აქვს იმის იმედი, რომ დღევანდელ ოპოზიციას მართლა სურს რამის შეცვლა. ფიქრობს, რომ ოპოზიცია მხოლოდ პერსონალიების შეცვლას აპირებს და არა – სისტემის, რომლის წყალობითაც საქართველო მენტალურად ისევ საბჭოთა კავშირში რჩება.

რატომ ვერ გამოდის საქართველო საბჭოთა კავშირშიდან ? რატომ არაფერი გვეშველება მანამდე, სანამ ლუსტრაციის კანონს არ მივიღებთ ?რატომ არ იბრძვიან პარტიები არსებული სისტემის შესაცვლელად? – ამის შესახებ „ქრონიკა+“ -ს მამუკა გიორგაძე ესაუბრება: ვრცლად »

Powered by WordPress